მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია
150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი
http://www.compromat.ru/page_20210.htm
Ivan (Vano) Zodelava, Иван (Вано) Зоделава
ივანე (ვანო) ზოდელავა (დ. 2 მაისი, 1957, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 5 თებერვალი, 2019, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, სპეციალობით ინჟინერი.
1977-1978 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი ლაბორანტი; 1978 წელს მშენებლობის სამინისტროს N13 ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოს უფროსი ოსტატი; 1978-1981 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი; 1981 წელს უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1981-1985 წლებში კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1985-1988 წლებში ქალაქ თბილისის ორჯონიკიძის რაიონის კომკავშირის პირველი მდივანი; 1988-1990 წლებში პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი; 1990-1991 წლებში ქალაქ თბილისის ორჯონიკიძის რაიონის რაიკომის მდივანი; 1991-1996 წლებში ერთობლივი საწარმო „თბილისი ლინკისა“ და „საქართველო-ამერიკის პარტნიორის“ პრეზიდენტი; 1996-1997 წლებში თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 1997 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის პრემიერის I მოადგილე; 1997-1998 წლებში ქალაქ ფოთის მერი; 1997 წლიდან ფაზისის აკადემიის წევრი, 1998-2004 წლებში თბილისის მერი. ავტორია ოცამდე სამეცნიერო ნაშრომისა.
ვანო ზოდელავა 2019 წლის 5 თებერვალს, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება 2017 წლის ივლისში მიიღო, როდესაც აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე ავტოავარიაში მოყვა, რის შემდეგაც თავის მძიმე ტრავმა მიიღო და გარდაცვალებამდე თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.