მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია
150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი
http://www.compromat.ru/page_20210.htm
Elguja Bubuteishvili, Элгуджа Бубутеишвили
13 მაისი, 1947წ დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ფაკულტეტი 1972 წელს.
1989–1991წწ. იყო მრავალდარგობრივი ფირმა "ოქროს საწმისის" პრეზიდენტი; 1992 წელს - საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროს ტრესტის "საქკომუნრემმშენის" ტრესტის მმართველი; 1992–1995წწ. საწარმოო გაერთიანების "თბილთამბაქოს" გენერალური დირექტორი; 1995 წლიდან შპს "ბემბის" გენერალური დირექტორი, ხოლო ამავე წლიდან "ბემბის" სამართალმემკვიდრის - შპს "დავით სარაჯიშვილი და კომპანიის" პრეზიდენტი. 1996 წელს ბუბუტეიშვილმა გამორჩეული ქართველი სტუდენტებისათვის დააწესა დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია; 1997–1999წწ. დასახელებული იყო საქართველოს ათ საუკეთესო ბიზნესმენს შორის. ელგუჯა ბუბუტეიშვილი არის 30–იან წლებში ჭიათურის შავი ქვის ცნობილი მრეწველის ნესტორ ბუბუტეიშვილის (რეპრესირებულია 1937) მემკვიდრე.
წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.411