მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია
150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი
http://www.compromat.ru/page_20210.htm
Tamaz Gaiashvili, Тамаз Гаиашвили
https://commersant.ge/ge/post/georgian-airways-s-axali-generaluri-direqtori-hyavs
ვიაკომპანია Georgian Airways-ს ახალი გენერალურ დირექტორი ჰყავს. ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე რომან ბოკერია დავით გაიაშვილმა ჩაანაცვლა, რომელიც ავიაკომპანიის 80%-ის წილი მფლობელია. რომან ბოკერიამ Georgian Airways-დან წასვლის შესახებ რამდენიმე დღის წინ საკუთარი Facebook-ის გვერდზე დაწერა და განაცხადა, რომ მის მიერვე დაარსებულ ქართულ-ამერიკული კომპანია “საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯიში” გადადის.
რაც შეეხება დავით გაიაშვილს, რომელიც საჯარო რეესტრში ავიაკომპანიის გენერალურ დირექტორად უკვე დარეგისტრირებულია, ის ავიაკომპანიის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის ძმაა. ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ (პასუხისმგებელი დირექტორი) რჩება რობერტ ოგანესიანი.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის Georgian Airways-ის 80%-ს დავით გაიაშვილი, ხოლო 20%-ს შპს “ჯორჯიან ეარ სერვისი” ფლობს.
რაც შეეხება “ჯორჯიან ეარ სერვისს” მისი 90%-იანი წილის მფლობელია ეთერი გაიაშვილი, ხოლო 10%-ის სოფიო გვენცაძე.
ავიაკომპანია Georgian Airways-ი ფრენას 1993 წლის სექტემბრიდან ახორციელებს (2004 წლის 1-ელ ოქტომბრამდე მან “აირზენა – საქართველოს ავიახაზების” სახელით იარსება).