სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11165

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
კახა ვახტანგიშვილი 1974-92წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. არგვიცი ერედვი ცხინვალი კახა ვახტანგიშვილი 1974-92წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. არგვიცი ერედვი ცხინვალი

1974-1992 წწ. გარდ. 18 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ვახტანგიშვილი სია

ცხინვალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

361       ბეჭდვა

კახა ვახტანგიშვილი 1974-92წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. არგვიცი ერედვი ცხინვალი


კახა ვახტანგაშვილი დაიბადა 1974 წლის 16 მაისს, ერედვის მუნიციპალიტეტში,  სოფელ არგვიცში. ნაადრევად,  9 წლის ასაკში დაობლებული უფროსი შვილი, დედასთან ერთად უძღვებოდა ოჯახს და უმცროს ძმებს. სკოლის დამთავრების შემდეგ ავტოსაინჟინრო ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა სწავლა არ დასცალდა. 1992 წლის ივნისში, 18 წლის ბიჭი, სამაჩაბლოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაიღუპა. სნაიპერის ტყვია კახას შუბლში ჰქონდა მოხვედრილი...


გალინა ვახტანგაშვილი, კახა ვახტანგაშვილის დედა: „ძალიან კარგი ბავშვი იყო, ასაკიანი ხალხი მეტყოდნენ ხოლმე, ნეტავ, სახლშიც თუ ასეთი კარგია შენი კახა, როგორც გარეთ არისო. რა თქმა უნდა, რაც გარეთ იყო - ის იყო სახლშიც. 9 წლის იყო კახა, როდესაც მეუღლე დამეღუპა. დამრჩა სამი შვილი, სამი ობოლი. 26 წლის ვიყავი, სამ შვილთან ერთად მარტო დავრჩი. მე თვითონ ობლობაში გავიზარდე. ვიცოდი, რა ტკივილიც იყო ეს. მოვიკრიბე ძალა, არ მინდოდა ჩემ შვილებსაც გამოეცადათ ობლობის სიმწარე. ეგ იყო მამა არ ჰყავდათ, სხვა მხრივ ყველაფერში ვაჟკაცურად დავუდექი გვერდში.

სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში ავტოსაინჟინრო ფაკულტეტზე ჩააბარა. პირველი კურსი, რომ დაასრულა, ჩვენთან უკვე დაძაბულობა და დაპირისპირებები იყო. არგვიცში ვცხოვრობდით. ფრისის შესასვლელთან. რომ იტყვიან, პირველი გამოსროლილი ტყვია ჩვენ გვხვდებოდა. ჯერ არც სამშვიდობოები იყვნენ შემოსული. მოხუციც და  ახალგაზრდაც ვალდებულები იყვნენ თავიანთი სოფელი თვითონ დაეცვათ და მდგარიყვნენ სამშობლოს ერთიანობის სადარაჯოზე. კახას ვერ ვაჩერებდი. არ ვუშვებდი, მაგრამ ვერ დავაკავე. მითხრა - დედა, ჩემი სოფლისთვის, ჩემი ხალხისთვის და საქართველოსთვის შუბლსაც მივუშვერ ტყვიასო...წავიდა თავის ამხანაგებთან ერთად. მის გვერდით მასზე უფროსებიც იდგნენ და მასზე უმცროსებიც.  ერთ-ერთი დავალების დროს მართლა მიუშვირა შუბლი ტყვიას... დიდი შეტაკება იყო, მთელი ღამე გრძელდებოდა სროლა. ცხინვალის შესასვლელთან სნაიპერმა მომიკლა კახა. ეს იყო 1992 წლის 20 ივნისს. კახას სახელზე შვილიშვილს ვზრდი. კახა რომ დაიღუპა, ჩემი უმცროსი შვილი 7 წლის იყო. სულ ამბობდა ხოლმე, რომ დავქორწინდები ბიჭი შვილი თუ მეყოლება კახა უნდა დავარქვაო. მართლაც მოგვივლინა უფალმა. დღეს 20 წლის არის კახა, საამაყო ბიჭია. მიხარია, რომ იმ ბიძის სახელს ღირსეულად აგრძელებს, რომელმაც სამშობლოს სიყვარულით შუბლი ტყვიას მიუშვირა..

ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა, ბევრმა დედამ ჩაიცვა ძაძები... ტკივილიც არის და ტკივილიც. მე ჩემი შვილის საფლავიც კი არ მინახავს ამდენი წელია. მისი არაფერი შემრჩა. არც სურათები, არც ნივთები... ცოცხლებმა ძლივს გამოვაღწიეთ. ღმერთს ვთხოვ, ისე არ მოვკვდე, რომ ჩემი შვილის საფლავზე ერთხელ მაინც ვერ მივიდე. მადლობა, რომ გახსოვთ სამშობლოს შეწირული ღიმილის ბიჭები...“

წყარო  სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.02.2022
ბოლო რედაქტირება 07.02.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0