ივანე (ვანო) ამბარდანიშვილი დაიბადა ქალაქ საგარეჯოში 1947 წლის 19 იანვარს. 1965 წელს დაამთავრა თელავის პირველი საშუალო სკოლა, ამის შემდეგ 1967 წლიდან სწავლა განაგრძო სანქტ–პეტერბურგის პედიატრიულ სამედიცინო ინსტიტუტში, რომლიც დაამთავრა 1974 წელს. იმავე წელს მუშაობა დაიწყო იაკუტიაში ქალაქ პელედუის და ოლიოკმინსკის საავადმყოფოებში პედიატრად. შემდგომ დაინიშნა პედიატრიის განყოფილების გამგედ და რაიონის მთავარ პედიატრად.
1976 წელს დაბრუნდა თბილისში, სადაც ბავშვთა რესპუბლიკურ (იაშვილის სახელობის) საავადმყოფოში მურმან იაშვილის თაოსნობით ჩამოაყალიბა საქართველოში პირველი ბავშვთა რეანიმაციული განყოფილება. რომლის ხელმძღვანელადაც მუშაობდა 1980 წლამდე.
1980 წლიდან ქალაქ თელავში დაარსა რაი საავადმყოფოში მოზრდილთა პირველი რეანიმაციული განყოფილება და 1983 წლამდე იყო ამავე განყოფილების ხელმძღვანელი. 1983 წლიდან დაინიშნა თელავის ბავშვთა რეგიონალური სტატუსის მქონე საავადმყოფოს მთავარ ექიმად.
1991 წელს არჩეულ იქნა მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველოს მოძრაობიდან თელავის რაიონის საკრებულოს დეპუტატად.
ლევან კირვალიძესთან ერთად.
1992 წელს როდესაც ქვეყანაში დაიწყო არეულობა და საშინელი გაჭირვება მიხვდა რომ ადამიანებს არ ქონდათ სახსრები ექიმთან ვიზიტისათვის. რისთვისაც მან ტელეკომპანია თანამგზავრის საშუალებით გააკეთა განცხადება, რომ ის მოემსახურებოდა პაციენტებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.
1997 წელს დანიშნულ იქნა ბავშვთა საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების გამგედ.
2010 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე პარალელურად მუშაობდა თელავის რაი საავადმყოფოს რეანიმაციაში
2014 წლიდან 2019 წლამდე გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალის რეანიმაციის განყოფილებაში,
2020 წლიდან ყვარლის ევექსის კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაში
პანდემიის დროს მიუხედავად ოჯახის დაჟინებული მოთხოვნის დროებით შეეწყვიტა მუშაობა რადგან ასაკიდან გამომდინარე იყო რისკ ჯგუფში, მას მაინც არ შეუჩერებია პაციენტების მიღება და კლინიკებში მუშაობა.
2020 წლის 15 დეკემბერს კოვიდ 19–ის გართულების გამო გარდაიცვალა ქალაქ თბილისში ვორდ ვიჟენის კლინიკაში.
დაკრძალულია თელავში
მეუღლესთან ერთად, მზექალა გიორგის ასული ზაალიშვილი, დაბადებული 18 ნოემბერი, 1947 წელს. ფოტო 2018 წელის.
მარჯვნიდან, ვოვა ბალასეიშვილი, ლევან მაისურაძე, თემო ხუნაშვილი (მსახიობი).
ინფორმაცია მოგვაწოდა შვილმა ერეკლე ამბარდანიშვილმა დაბ. 1987 წელს.
ითანამშრომლა გურამ ირაკლის ძე ძამუნაშვილი დ. 1955 წ. ექიმი, ქირურგი. დაბ. სოფ. წინანდალი, თელავი, კახეთი