სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
დავით აკაკის ძე გამთენაძე 1971-93წწ გარდ. 22 წლის სოფ. გუბისწყალი, წყალტუბო. შსს მებრძოლი დაბ. ქუთაისი 112 დავით აკაკის ძე გამთენაძე 1971-93წწ გარდ. 22 წლის სოფ. გუბისწყალი, წყალტუბო. შსს მებრძოლი დაბ. ქუთაისი 112

1971-1993 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება



გვარი გამთენაძე სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

5       ბეჭდვა

დავით აკაკის ძე გამთენაძე 1971-93წწ გარდ. 22 წლის სოფ. გუბისწყალი, წყალტუბო. შსს მებრძოლი დაბ. ქუთაისი 112

ზემდეგი დავით აკაკის ძე გამთენაძე დაიბადა 08 დეკემბერი 1971 წელს ქუთაისში, გარდაიცვალა 20 ოქტომბერი 1993 წელს სოფელი გუბისწყალი, წყალტუბო. შინაგანი ჯარის მებრძოლი.

დედის მოგონება

დათომ ოჯახური ხე გახატა, ბაბიას ჰკითხა შენი ბაბუა ვინ იყო რამდენი შვილიც ჰყავდათ ხეს ტოტებს უკეთებდა, ,ასე 5 თაობა  აღწერა მერე სამ ტოტზე თავისი და ძმების სახელები მიაწერა დათო, კახა, გიორგი.


მერე მაჩვენა და მოვეფერე, რა კარგად მოგიფიქრებიაა დედა თქვენ რომმ გაიზრდებით და გამრავლდებით ეს ხეც გაიზრდება და ფესვმაგარ მუხასავით იქნებათქო. გაეცინა და მითხრა:- მართალი ხარ დედა, ადრე ჩვენ წინაპრებს ასე რომ გაეკეთებინათ რა ბუმბერაზი იქნებოდა ჩვენი საგვარეულო ხე, გული მწყდება რომვერავინ გააკეთაო. წლების შემდეგ რომ დამეღუპა, სიზმარში ტირილით ვუთხარი დედი შენ საგვარეულო ხეს შენი ტოტი რომ მოტყდა და ასე რომ რჩება გული მტკივათქო. სიზმარში მომეფერა, დედა არ იჯავრო, თუ ასე გწყდება გული ჩემ მაგიერ სხვა გაზარდე და ის ტოტი ისევ გაგრძელლდებაო. მერე ეს ნახატი დასაფლავების პერიოდში სადღაც გაიბნა და ისიც აღარ დამრჩა

დედის მოგონება:

ომი რომ იყო სულ მეშინოდა, დედა რომ რამე დაგემართოს  მერე რად მინდა სიცოცხლე მეც შენთან ერთად მოვკვდებითქო. არა დედა, მე სამშობლოს ვჭირდები და ვერ ვუღალატებ. შენ განათლებული ქალი ხარ და ხომ იცი მამულს სულ გულიანი ქართველები იცავდნენ და ეწირებოდენ კიდეც. მეც თუ რამე დამემართება ორი ძმა მრჩება, აქეთ იქით დაგიდგებიან გვერდით და უჩემობას არ გაგრძნობინებენ. რამდენი დედაა მის შვილს ცოცხლად რომ ჰყავს დამარხული, შეენ ქუჩაში რომ გაივლი გმირის დედა მიდისო ასე იტყვიან. არ მინდა დედა გმირის დედობა მეშენ ცოცხალი მჭირდები თქო. შენ დედა ხარ და სხვაგვარად ვერ მეტყვი, მე დრეს ვჭირდები ქვეყანას და დამალულ სიცოცხლეს გმირული სიკვდილი მიჯობს, მეც რომ ვიყავი ამ ქვეყანაზე, ხომ უნდა მიხვდეს დედა ვიღაცა. მერე წასვლის დროს მომეფერა და ღიმილით მითხრა დედა ნუ გეშინია მეშენ არ დაგეკარგებიო.

მოციმციმე დილის ცვარი გიყო მინდა,

ათასფერად გიქარგავდე მთას და მინდორს,

ასეთ ლამაზს და საყვარელს ჩემო მიწავ

გულზე ფეხი აბა როგორ დაგაბიჯო“...

ცხოვრობდა ქუთაისში ლამაზი სულის ერთი მეოცნებე ჭაბუკი, სიცოცხლით სავსე, სალამურივით სიყვარულზე ამღერებული, ზღაპრის გმირივით კეთილი და უღალატო, მისი თვალებით სხვა ფერი ჰქონდა ცასა და მიწას, მზესა და მთვარეს, ქვასაც კი ჰქონდა სილამაზე მრავალთათვის შეუმჩნეველი.

იზრდებოდა ბიჭი და უხდებოდა ქალაქს ცისფერი თვალებით, ლამაზი ღიმილით, გულში ჩაღვრილი სიყვარულის მზით და ხალასი ნიჭით, ნიჭით, რომლის სხივი მზის სხივის მსგავსად მზესთან ერთად კი არ ჩადის, არამედ რჩება, ბრწყინავს და ანათებს გზას, სიცოცხლეს და ხსოვნას კაცისას.

მრავალი საფიქრალი ჰქონდა ბიჭს თავის წილ წუთისოფელში, სადაც არც მარტო ფიქრი ვარგა საქმის გარეშე და არც საქმე დაუფიქრებლად გაკეთებული. ფიქრის სათავე ჯერ გულია, შემდეგ. კი გონება. თუ გული სიყვარულით არ აავსო კაცმა, ბოღმით სავსე გული კარგს და სახეიროს ვერაფერს მიაწვდის გონებას და ვერც სანუკვარი ნაყოფით დატკბება პატრონი მისი. იცოდა კარგად ეს ყველაფერი


57

ბიჭმა, ამიტომაც  სურდა მზით გამთბარი და სიყვარულით საგსე გულით ევლო ქვეყანას გამოსდგომოდა.

ჯერ კიდევ მე-4 კლასის მოსწავლე იყო, დედას მორიდებით თავისი საფიქრალი რომ გაანდო: დედა გყვარებია ვინმე? მერე თუ გყვარებია, უკეთესი რომ გინახავს ის შეგიყვარებია თუ მაინც მისი ერთგული დარჩენილხარ?

დედა მიუხვდა ბიჭს გულისნადებს და ალერსით უთხრა:

მჯობნის მჯობნი ამქვეყნად არ დაილევა შვილო, მასზე ლამაზსაც შეხვდები და ისიც ნახავს შენზე უკეთესს, მაგრამ თუ სიყვარულია, ბოლომდე მისი მიგედი უნდა დარჩე!

დედა მეც მასე ვფიქრობდი:

ერთხელ უცნაური სურვილი აეკვიატა ბიჭს, 82 წლის ბაბუას წინაპრების სახელები გამოჰკითხა, ფურცელი და ფანქარი მოიმარჯვა და ხატვა დაიწყო. დახატა საგვარეულო ხე, რომელიც ბაბუის ბაბუით იწყებოდა, შემდეგ შვილები, შვილიშვილები, მათი შვილები და რაც უფრო მეტი იყო შთამომავლობა ხეს ტოტები ემატებოდა და საგვარეულო ხეც ფესვმაგარ მუხას ემსგავსებოდა, ბიჭმა ბაბუას ნახატი

გაუწოდა და უთხრა:

–-ეს ტოტი ჩემია, ეს ორი ჩემი ძმების, ჩვენ მეხუთე თაობა ვართ, რომ გავმრავლდებით ზეც გაიზრდება და ამ ფურცელზე აღარ დაეტევა. ნეტა ბაბუ, მანამდე მოგონებოდა ვინმეს საგვარეულო ხის დახატვა, მაშინ მეხუთე კი არა, ვინ იცის, მერამდენე თაობა ვიქნებოდით, თანაც ყველა თავის წილ ტოტს მიაწერდა თავის სახელს და ჩვენ დაგვიტოვებდა „ძვირფას რელიკვიად.

ბაბუამ ბიჭს ჩანაფიქრი მოუწონა და გულში გაიფიქრა,––ჭკვიანი გვეზრდება გვარისა და სახელის გამგრძელებელიო.

დრო გადიოდა, დღეს ღამე ცვლიდა, წელს–- წელი, იზრდებოდა, გზას მიიკვლევდა ბიჭი და უკან მოხედვის არ ეშინოდა, რადგან მრავალი კეთილი სურვილი ჰქონდა მზესთან მისატანი. იგი ძალიან მგრძნობიარე გახლდათ, ნაადრევად მოწყვეტილი ფოთლის კვნესაც ესმოდა და ბაღის კიდეზე შემომჯდარი ბედნიერი მერცხლის ჭიკჭიკიც თუ კარგი მხარეებით იყო მისი ცხოვრების სულიერი საზრდო, მისი შთაგონების წყარო. მისი ერისა და ქვეყნის სიყვარულით გულანთებული ბიჭი ხედავდა, რომ ამქვეყნიური უკუღმართობანი და ცხოვრების ბნელი მხარეები მხოლოდ

58

და მხოლოდ დიდი სიყვარულით უნდა წაშლილიყო. ბიჭმაც დაუშურვებლად გასწირა თავისი სიცოცხლე, ცას შერჩა მისი თვალების ფერი, მზეს ღიმილი და ბიჭის მიერ მიტანილი მრავალი აუხდენელი 

კეთილი სურვილი, გაფურჩქნული, იმედიანი ტოტი მოულოდნელად მოტყდა და მთელი სხეული ასტკივდა საგვარეო ხეს, ცრემლით დაიწერა ხანმოკლე და საამაყო ცხოვრების თვითეული ფურცელი იმ ლამაზი სულის ჭაბუკისა, რომელიც ძალიან ალამაზებდა და უხდებოდა სავარდო და სამაისო ქუთაისს.

დათო აკაკის ძე გამთენაძე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გმირულად დაღუპული ჩვენი თანაქალაქელი, მე-8 საშუალო სკოლის კურსდამთავრებული, 21 წლის ღიმილის ბიჭად დარჩა მარად. მასზე ბევრი ითქვა და დაიწერა, დაიწერება მომავალშიც, როგორც ერთგულ, უღალატო, უნიჭიერეს და სამშობლოსთვის თავგანწირულ ახალგაზრდაზე, რომლისთვისაც კარგი მამუშვილობა იყო სიცოცხლის აზრი და მიზანი.

მამამ აზიარა.

მოსწავლეობის პერიოდში გამოირჩეოდა ნიჭიერებით, ქცევის მანერებით, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობით. სისტემატურად იმარჯვებდა მოსწავლეთა საქალაქო თუ რესპუბლიკურ კონფერენციებში, კლასიდან კლასში ქების სიგელით გადადიოდა, გაერთიანებული იყო ნორჩ შემოქმედთა, ჟურნალისტიკისა და ხატვის წრეებში, რამდენჯერმე მოეწყო მისი ნახატების გამოფენა, როგორც პიონერთა სასახლეში ასევე მაისურაძის სამხატვრო სკოლაში, რომელიც 1988 წელს დაამთავრა. პერსპექტიულ ახალგაზრდას დიდ და ლამაზ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ერთ-ერთ დიპლომში, რომელიც პიონერთა სასახლემ მიიღო, ვკითხულობთ:

„დათომ საკონფერენციოდ ცინცხალი ლექსები და მოთხრობები წარმოგვიგზავნა. მისი პოეტური სამყარო იმდენად უშუალოდ და ფაქიზად ნაქსოვია, რომ მკითხველი აღტაცებაში მოჰყავს, დათოს შეუძლია საღად და დამაჯერებლლად მოგვითხროს ამბავი, აქვს იუმორი, იგრძნობა მდიდარი პოტენცია. იმედია დათო კვლავაც ბევრჯერ გაგვახარებს.

მანანა ბეგიაშვილი

რესპუბლიკური საორგანიზაციო კომიტეტი

59

დათო გატაცებული იყო სპორტით, ფოტოხელოვნებით. ვარჯიშობდა კარატეში, წერდა ლექსებს, მოთხრობებს აკეთებდა ჩანახატებს, დრო-
ადრო აქვეყნებდა საქალაქო პრესაში.
1990 წელს დაამთავრა მოსკოვის სამხატვრო უნივერსიტეტი, კარგად შეისწავლა ხის მხატვრული დამუშავება. მის მიერ გაკეთებული ჯვარი ვაზის ჩუქურთმით და შვიდი სასანთლით არის გელათის მონასტერში.

1992 წელს დათომ სწავლა განაგრძო ქუთაისის საინჟინრო-ეკონომიკის ინსტიტუტში, მაგრამ ლამაზ, საინტერესო სტუდენტურ დღეებს
შინააშლილობამ და სამოქალაქო ომმა წერტილი დაუსვა. სამშობლოს
გაუჭირდა და დათოც წინა ხაზზე დადგა, მონაწილეობდა აფხაზეთის
ბრძოლებში, დახმარებას უწევდა ჭუბერში ილაჯგაწყვეტილ ლტოლვილებს. მამაცურად იბრძოდა, ნათელში ესახებოდა მისი ქვეყნის მომავალი, საკუთარი წვლილის შეტანაც სურდა, მაგრამ ვაი, რომ 1993 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში ვაჟკაცურად დაეცა, გუბისწყალთან შეწყდა მისი მაჯისცემა თანამებრძოლ ოთხ პოლიციელთან ერთად. ·

21 წლის ჭაბუკს დარჩა მცირე, მაგრამ მშვენიერი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, ლექსები, საბავშვო პოეზიის ნიმუშები და ჩანახატები.
გამომცემლობა „საქართველოს“ ქუთაისის ფილიალმა სიკვდილის შემდეგ გამოსცა პოეტისა და მხატვრის დათო გამთენაძის ლექსებისა და ჩანახატების წიგნი „სულის სარკმელი“, წიგნის შემდგენელი და რედაქტორია ზურაბ კუხიანიძე, წინათქმაში, რომელსაც ხელს აწერს
ბატონი ზურაბი ვკითხულობთ:

„დათო გამთენაძეს ბავშვობიდანვე ვიცნობდი, წერდა ლექსებს, ხატავდა, იყო მოკრძალებული და მისი მეოცნებე თვალებიდან პოეტური შუქი კრთოდა.

ვინ იფიქრებდა, რომ დრო გავიდოდა, დავაჟკაცდებოდა და მის მეოცნებე თვალებში მოციაგე პოეტური სხივი, როცა საქართველოს გაუჭირდებოდა, ბრძოლის ჟინით აბრიალებული ცეცხლით შეიცვლებოდა,
კალმისა და ფუნჯის ნაცვლად 21 წლის ჭაბუკი ხელში ავტომატს აიღებდა და...

1993 წლის 20 ოქტომბერს გუბისწყალთან, ქუთაისიდან ორი ნაბდის გაფენაზე ქართველების მიერ ნასროლმა ტყვიებმა ჩაუქრეს პოეტური სხივი და საქართველოს ტრფიალით ანთებული თვალები. ბრძოლის ველზე ვაჟკაცურად დაეცა, მაგრამ ღიად დარჩა ფაქიზი
60



დედასთან მაგული ჯინჯიხაძე სთან ერთად

მამა აკაკი გამთენაძე დედა მაგული ჯინჯიხაძე


ქართულის წრის მასწავლებელი მარი ხვედელიძე, დათო გამთენაძე და (დედა) მაგული ჯინჯიხაძე.

გვ. 15

გვ. 16