სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მევლუდ შავრეშიანი გელას ძე 1951-1993წწ გარდ. 42 წლის  დაბ. სოფ. ჩოლური, ლენტეხი დაკრძ. სოფ. მაღლაკი, წყალტუბო მევლუდ შავრეშიანი გელას ძე 1951-1993წწ გარდ. 42 წლის  დაბ. სოფ. ჩოლური, ლენტეხი დაკრძ. სოფ. მაღლაკი, წყალტუბო

1951-1993 წწ. გარდ. 42 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი შავრეშიანი სია

ლენტეხი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

23       ბეჭდვა

მევლუდ შავრეშიანი გელას ძე 1951-1993წწ გარდ. 42 წლის დაბ. სოფ. ჩოლური, ლენტეხი დაკრძ. სოფ. მაღლაკი, წყალტუბო

მევლუდ შავრეშიანი გელას ძე


ლეჩხუმ-სვანეთის საზღვარზე,მურის ხიდთან,პიტალო კლდეების თავზე წამომართულია სამი ციხე,რომლებისთვის წინაპრებს მეტად სიმბოლური სახელი შეურქმევიათ: ,,დაუხვდი“,   ,,დაჰკარი“, და  ,,არ გაუშვა“..!  მთელს სვანეთ-ლეჩხუმში სახელგანთქმულ მძღოლს,ჩოლურელ გელა შავრეშიანს ჩვევად ჰქონდა:როგორც კი თავისი  ,,პალტარატონკათი“  ორბელის  ,,პერევალს“  აივლ-ჩაივლიდა,მანქანას აშეაჩერებდა და ციხეებს ან ქვევიდან შეავლებდა თვალს,ანდა მაღლიდან დახედავდა.სახიფათოდ დაკლაკნილი,ციცაბო გზა იყო.როცა თავს სამშვიდობოზე დაიგულებდა,შვებით ამოისუნთქავდა და მგზავრებს ხალისიანად შეუძახებდა: არ შეგეშინდეთ,ჩვენებურებო,საჭე საიმედო ხელშია!თუმცა მგზავრებს ამის შეხსენება არც სჭირდებოდათ.გელამ სამ ათეულ წელზე მეტხანმს უხიფათოდ ატარა მანქანა ამ გზებზე და ყველამ კარგად იცოდა მისი მარჯვენის უტყუარობა.ერთხელ,როცა მეუღლე თინა და ერთადერთი ვაჟი კაბისაში გვერდით ეჯდა მანქანა შეაჩერა და ქვევიდან ახედა კლდის თავებზე გადმომდგარ ბასტიონებს.მანამ უცქეროდა,სანამ ბავშვის ხმამ არ გამოარკვია.მამი,როგორ ააშენეს იმ კლდეებზე ასეთი ციხეები? მაგი,ბიჭო,დედაშენს ჰკითხე,პედაგოგია და მაგას უფრო ეცოდინება! ღიმილით უთხრა გელამ.ქალბატონი თინა კარგახანს უყვებოდა პატარა მევულუდს ჩვენს მძიმე წარსულზე,წინაპართა გმირულ შემართებაზე,ხანაც ხალატსა და ურთიერთგაუტანლობაზე...  ამ ციხეებში გამაგრებული ვაჟკაცები გმირულად  ერკინებოდნენ მომხდურ მტრებს,გადამთიელებს და სასწაულებს ახდენდნენ ბრძოლებში.მშობლიური მიწის სიყვარული  რას  არ შეგაძლებინებს,შვილო ალბათ,ამან გადაგვარჩინა.თუმცა,ჩვენდა სავალალოდ,ზოგჯერ გამოგვერეოდნენ შიგნიდან ციხის გამტეხნიც,მაგრამ მათ ცოცხალს ამ მადლიან მიწაზე ვინ გააჭაჭანებდა,ხალხი უმალ თავისას მიუზღავდა,საქვეყნოდ ჩაქოლავდა..  შემდეგაც არაერთხელ უამბნია ქალბატონ თინას შვილისათვის მამულის სიყვარულზე,მისთვის თავგანწირვაზე.წინაპართა გმირული მაგალითებით საგულდაგულოდ წვრთნიდა პატარას.მევლუდი 1951 წელს დაიბადა.სამი ქალიშვილის შემდეგ ვაჟის გაჩენამ შავრეშიანთა ოჯახი უჩვეულო სიხარულით აავსო.მერე გელა ჩოლურის სოფელ ლეუშერიდან ცაგერში გადმოსახლდა,ცაგერიდან კი ქუთაისში,ლენინაკადის ქუჩაზე.დიახ,ახლა აქ ცხოვრობს გელას ოჯახი,მაგრამ აღარაა გელა. 


იგი ამ ორი ათეული წლის წინათ ნაადრევად წავიდა ამქვეყნიდან.აღარ არის მევლუდიც...  ჯაბა იოსელიანი დასავლეთის რეგიონის  ,,მხედრიონის“ ერთ-ერთი დანაყოფის მეთაურს მევლუდ შავრეშიანს თავის მარჯვენა ხელად თვლიდა.უშიშარი სვანი ვაჟკაცი ყოველთვის თავდაუზოგავად გადაეშვებოდა ხოლმე ბრძოლაში და ვაი მას,ვისაც მიზანში ამოიღებდა.მრავალგზის მიიღო მონაწილეობა ექს-პრეზიდენტის მომხრე შეიარაღებული ბანდების,აფხაზი სეპარატისტებისა და მათი დამქაშების წინააღმდეგ ბრძოლებში.განსაკუთრებით სისხლისმღვრელი იყო ლანჩხუთში მალთაქვის ხიდთან შეჯახება.აქ მევლუდი ორივე ფეხში მძიმედ დაიჭრა.მან თავისი თვალით დაინახა,ბანდიტის ტყვიამ როგორ მოკლა მის გვერდით მყოფი ჭაბუკი პაატა ფოცხვერია.მევლუდის გადარჩენას ყველა საეჭვოდ მიიჩნევდა ლანჩხუთის საავადმყოფოში,მერე ოთხ თვეს თბილისში მკურნალობდნენ და,რომ იტყვიან,კაცი საიქიოდან მოაბრუნეს.შინაც დიდხანს იყო მიჯაჭვული სარეცელზე.. ფეხზე წამოდგა თუ არა,ყავარჯნებს მოჰკიდა ხელი და...   რას აპირებ,ბიჭო,ისევ მიდიხარ?შეშფოთება ვეღარ დამალა დედამ.ბიჭებს ფიცი  გვაქვს დადებული-ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე!ფიცს კი ვერ ვუღალატებ...   მერე ყავარჯნებით?..  ანდა ოჯახს რას უპირებ,ორი პატარა გყავს გასაზრდელი,ბიჭო,თიკოსა და გელას აწი უფრო ჭირდებათ მოვლა-პატრონობა,ოჯახშიც კაცო შენს მეტი აღარავინაა.ამაზეც იფიქრე,შვილო! დედა მე მეომარი კაცი ვარ და ასეთად დავრჩები.მეომარს კი სიკვდილი მუდამ თან სდევს.ამ აზრს აქედანვე უნდა შეურიგდე! თქვა  და კვლავ თავის დანაყოფს მიაშურა.მანამდე პროდუქტები შეაგროვეს და გაგზავნეს აფხაზეთში.შემდეგ,ბიჭებთან ერთად,ყველაზე მოულოდნელად სოხუმის დამცველების  გვერდით აღმოჩნდა...  ეს რაა,მევლუდ,ყავარჯნებით გინდა იბრძოლო? ჰკითხა ჯაბა იოსელიანმა,როცა მევლუდი მებრძოლთა შორის დაინახა.არა უშავს,ბატონო ჯაბა,ტყვიის სროლას ვერ დამიშლის!...  ბიჭო,მარტო აფსუები კი არა,ათასი ძაღლი და მამაძაღლი გვებრძვის...  უკან დახევა რომ დაგვჭირდეს,ეგღა გვაკლია,მხრებზე გაგიდოთ და ისე გატაროთ! ჩვეული ღიმილით უთხრა ჯაბამ.რას ამბობ ბატონო ჯაბა!... სათქმელი ვეღარ დაამთავრა მევლუდმა.შარშან,მაისში,მევლუდმა და მისმა თანამებრძოლებმა ფული შეაგროვეს და სოხუმში გასაგზავნად ერთ-ერთი სამხედრო ნაწილიდან იარაღის ყიდვა გადაწყვიტეს,კიდევაც მორიგდნენ,დიდძალი ფულიც  გადაიხადეს და როცა ავტომატებით დატვირთული მანქანა დაძრეს,გარნიზონის ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს და თითქმის ყველანი ადგილზე დაცხრილეს.დიახ,მოატყუეს ,,უფროსმა ძმებმა“, ფული ჩაიჯიბეს,მერე  ,,მხედრიონის“ ბიჭებს პროვოკაცია მოუწყვეს,ყაზარმაზე თავდასხმა დააბრალეს და შეუბრალებლად დახოცეს...  მათ შორის იყო მევლუდ შავრეშიანი,სამშობლოს მთლიანობისათვის თავდადებული მებრძოლი,მთების ამაყი შვილი.სოფელ მაღლაკში მამის გვერდით მიუჩინეს სამუდამო ადგილი.აქ ნაძვებისა და ციცხვების ჩრდილსი ჩაესმის მამა-შვილს ფოთლებში მოშრიალე ნიავის ხმა,რომელიც თითქოს  ,,მირანგულას“ სევდიან ჰანგებს გადმოსცემს..  აქ,მამისა და ბაბუას საფლავთან,ყვავილებით ხელში,ხშირად ნახავთ თვალხატულა თიკოსა და გელას..  აღარაფერს ვამბობთ დედაზე,მეუღლესა და დებზე,რომელთა ნაიარევი  გულებიდან რა ძალა ამოშლის მევლუდის ნათელ სახეს.. დედის გული მაინც სხვაა.ამაგდარ პედაგოგს,ომისა და შრომის ვეტერანს,ქალბატონ თინა ჩაკვეტაძე-შავრეშიანს დილით ვერავინ დაასწრებს,უთენია გარბის პურის რიგში,რათა ობლებს დროზე  მიაწოდოს.მაგრამ ზოგჯერ ხელმოცარული ბრუნდება.70 წელს გადაცილებულ სუსტ მანდილოსანს სად შეუძლია იმ ახვარ ვაჟკაცებთან ჭიდილი,მაღაზიის რიგებში რომ არიან მარჯვენი.არადა,რძალი,კენტად დარჩენილი ხათუნა ხაჭვანი დილით სკოლისთვის ბავშვების მომზადებას უნდება...  ეჰ,რა ადრე დაკარგა გულის სწორი,განგებამ როგორი ბედი არგუნა ახალგაზრდა ლამაზ სვან ქალს!  ქალბატონო თინა რამდენი შვილიშვილი გყავთ?ცრემლები მოიშალა და კარგა ხანს ჩაფიქრდა.. ათი შვილიშვილი და შვიდი შვილთაშვილი მასულდგმულებს,ჩემო ბატონო! ენაცვალათ იმათ ბებია,თუ ვცოცხლობ,მაგათთვის ვცოცხლობ,მინდა დიდხანს ვუყურო ჩემს ანგელოზებს... იცოცხლებ,ქალბატონო თინა,იცოცხლებ,მეტად გამძლე მოდგომისა ხარ,პელაგია ხომ ცოცხალი გყავს,100 წლის ქალი.მერედა,შვილებს,შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს ხომ სჭირდებათ შენი გულის სითბო,ალერსი და მოფერება.შენ ხომ ბაბუა გელას მოვალეობასაც ასრულებ,მევლუდის მაგივრადაც ეხმარები გულმოკლულ ხათუნას ბავშვების მოვლა-გაზრდაში.რაც მთავარია,შენისთანა დედების გაზრდილმა შვილებმა უნდა გადაგვირჩინონ მამული!

სერგო მაღლაფერიძე



ტექსტის აკრეფაში ითანამშრომლა მარიამ გიორგის ასული მანჯგალაძე, დაბადებულია 2003 წელს ბათუმში



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.05.2022
ბოლო რედაქტირება 10.05.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 17.06.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0