სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11123

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გია (გიორგი) ხეოშვილი 1962- 2012წწ გარდ. 50 წლის მუსიკოსი, მოღვ. იაპონია დაბ. სოფ. ახტანი, დუშეთი გია (გიორგი) ხეოშვილი 1962- 2012წწ გარდ. 50 წლის მუსიკოსი, მოღვ. იაპონია დაბ. სოფ. ახტანი, დუშეთი

1962-2012 წწ. გარდ. 50 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ხეოშვილი სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

384       ბეჭდვა

გია (გიორგი) ხეოშვილი 1962- 2012წწ გარდ. 50 წლის მუსიკოსი, მოღვ. იაპონია დაბ. სოფ. ახტანი, დუშეთი

გია ხეოშვილი დაიბადა 1962 წელს სოფელი ახტანი, დუშეთი

ახატანი — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭოპორტის თემი). მდებარეობს მდინარე ახატანისწყლის (არაგვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 820 მეტრზე, დუშეთიდან დაშორებულია 24 კილომეტრით.



2013 წლის 7 სექტემბერს იაპონია-საქართველოს კულტურული თანამშრომლობის ასოციაცია „მეგობარი“-ს ორგანიზებით ქ. კავაჩი-ნაგანოში გაიხსნა ქართველი ვიოლონჩელისტის ბ-ნი გია ხეოშვილის მემორიალი.

ბ-ნმა გია ხეოშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და წლების მანძილზე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის პირველი ვიოლონჩელისტი იყო. შემოქმედებითი მოღვაწეობის პერიოდში ბ-ნ გია ხეოშვილს 4CD აქვს ჩაწერილი Sony Classic-ისთვის.

ბ-ნი გია ხეოშვილი 1996 წელს ჩავიდა იაპონიაში და ქ. ოსაკას სიმფონიურ ორკესტრში დაიწყო მუშაობა.  ქ. ოსაკაში ბ-ნი ხეოშვილი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. ბ-ნი გია ხეოშვილის მონაწილეობით, ბ-ნ გიორგი ბაბუაძესთან (ვიოლიონო) და ბ-ნ ზაზა გოგუასთან (ალტი) ერთად ჩამოყალიბდა თბილისის სიმებიანი კვარტეტი, რამაც ქართული მუსიკალური ხელოვნება კიდევ უფრო ფართოდ გააცნო იაპონიის საზოგადოებას.


ბ-ნი გიას თაოსნობით და ქ-ნი ტაეკო ტანიგავას ძალისხმევით ოსაკაში შეიქმნა იაპონია-საქართველოს კულტურული თანამშრომლობის ასოციაცია „მეგობარი“, რომლის მიზანს წარმოადგენდა იაპონელების და ქართველების დაახლოება. ასოციაციის თავმჯდომარე გახლდათ ბ-ნი გია ხეოშვილი. ასოციაციაში 150-მდე იაპონელია გაწევრიანებული.


ქ. კავაჩი-ნაგანოში ბ-ნი გია ხეოშვილის მემორიალის გახსნის ცერემონიალზე მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს იაპონიაში საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ნოშრევან ლომთათიძემ, ქ. კავაჩი-ნაგანოს მერმა ბ-ნმა კიჯი შიბატამ და ოსაკას პრეფექტურის საბჭოს წევრმა ბ-ნმა შუჰეი ნიშინომ. იაპონიაში საქართველოს საელჩოს სახელით, უფროსმა მრჩეველმა ნოშრევან ლომთათიძემ მადლობა გადაუხადა ასოციაცია „მეგობარის“ წევრებს, მათ შორის ქ-ნ ტაეკო ტანიგავას, კავაჩი ნაგანოს მერს ბ-ნ კიჯი შიბატას და ოსაკის პრეფექტურის საბჭოს წევრს ბ-ნ შუჰეი ნიშინოს ბ-ნი გია ხეოშვილის ხსოვნისთვის და მის საპატივცემლოდ მემორიალის გახსნის ხელშეწყობისთვის.

მემორიალის გახსნასთან დაკავშირებით ბ-ნი გია ხეოშვილის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა სიმფონიური კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ასევე ქართველმა მუსიკოსმა ბ-ნმა ზაზა გოგუამ (ალტი). 



ითანამშრომლა მალხაზ შაიშმელაშვილი 1961წ ვეტერანი წარმ. ნუკრიანი სიღნაღი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.06.2022
ბოლო რედაქტირება 19.11.2022
სულ რედაქტირებულია 2





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0