კახა გოგოლი ვალერის ძე დაიბადა 21 ნოემბერი 1974 წელს გულრიფშის რაიონში, აფხაზეთი. გარდაიცვალა ლუგანსკში 10 ივლისი 2022 წელს საბრძოლო მოქმედებების დროს
კახა გოგოლი. დრანდა. ზემო-ფშაფი,აფხაზეთის ომის ვეტერანი 1992-93 წელს, (ს/ნ 2061) საქართველოს შინაგანი ჯარი. სოხუმის ბატალიონი.მონაწილეობას იღებდა 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებშიც
დარჩა ერთი ბიჭი გიორგი დაბადებულია 1996 წელს
მშობლები ცხოვრობდნენ ფოთში, დედა გვარად ფიფია
ამონარიდი ნუგზარ ქებურიას წიგნიდან ჭიდილი მხეცებთან ეხება 1992-93წლის აფხაზეთის ომის მოვლენებს
ცოტ-ცოტა ყველამ რაღაც - რაღაც მოაგროვეს. ოჩამჩირელმა ხვიჩა კვიტიამ და ზემო-ფშაფელმა კახა გოგოლმა კოდორის საავტომობილო ხიდთან დაბანაკებული მე-5-ე ბატალიონის მებრძოლებისგან რამდენიმე ხელყუმბარა და ტყვია წამალიც მოიტანეს...
დილით ახალდაბაში გასაგზავნი ტყიაწამალიც და მისი გამცილებელი რაზმიც მზად იყო. ისინი კოდორის სარკინიგზო ხიდთან ბაბუშარის ასმეთაურს კაპიტან როლანდ ბეჭვაიას შვიდკაციან ჯგუფს შეხვდნენ, რომელთაც სამი ყუთი ტყვია წამალი მიჰქონდათ ახალდაბაში განლაგებული თავიანთი ჯგუფის მებრძოლებისათვის. მაიორ ჯანაშვილმაც გვარიანად მოაგროვა ტყვიაწამალი თავისი მეომრებისთვის. მასთან ერთად იყვნენ თბილისელი ვალერა ესკინი და წვევამდელი აბესალომ ყურაშვილი ამტყელიდან.
ითანამშრომლა რომან ფიფიამ მეგობარი