ლევან (სამხედრო პოლიცია გარდ. 18 წლის 23/08/1992წ. სოფ. შრომა), შოთიკო (გარდ. 1998წ. პარტიზანი), თამაზ (დაგარგ. 2014წ. ყირიმი) შურღაია სამი ძმა დაბ. სოფ. თავისუფლება სოხუმი
ფოტოზე შოთიკო შურღაია, ლევანის და თამაზის ფოტოები ვერ მოვიძიეთ
ლევანი რომ მოკლეს მტერი ალყაში იყო მოქცეული და ბოლოს ჩაგვბარდა. შოთიკოს მიუყვანეს აფსუა მებრძოლი ესაა შენი ძმის მკვლელიო. მან კი უპასუხა ტყვეებს მე არ ვესვრიო და არც შეხებია მას.
შემდგომ ზეგანის ოპერაციის დროს რუსები, ჩეჩნები, სომხები, აფსუები, რომ შემოვიდნენ შრომაში და ზეგანზე, განთავისუფლების ოპერაციაში შოთიკომ გამოიჩინა თავი, ბრძოლით შევარდა მტრის სანგარში, გაანადგურა ჩეჩენი, რუსი, აფსუა ბოევიკები, აიღო ,,ტრაფეები, და ასე აიღო ძმის სისხლი
ინფორმაცია მოგვაწოდა ჯემალ სვანიძე დ.1964წწ ვეტერანი დაბ. სოხუმი აფხაზეთი