Всего визиторов : 52182491
Опубликованных статей : 4458

Главная

ომი/სამხედრო პირი
ომის გმირი 1941-45 წწ
ჯაბიძე დავით ვასილის ძე (1917-1982) სამამულო ომის გმირი (1941-1945)  სოფელი ჩხარი, თერჯოლა, იმერეთი.

921      

ჯაბიძე დავით ვასილის ძე (1917-1982) სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი ჩხარი, თერჯოლა, იმერეთი.

ჯაბიძე დავით ვასილის ძე (23 თებერვალი 1917-1982) _ თერჯოლის რაიონის სოფელი ჩხარი. 1946 წლის 15 მაისს მიენიჭა გმირის წოდება საჰაერო ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის;

1941 წლის 14 აგვისტო. ლენინგრადიდან მოსკოვისკენ მიმავალი რკინიგზის პატარა სადგური მშინსკაია. ომის ქაოსით გამოწვეულ საცობში დგანან ეშელონები. ერთში ლენინგრადიდან ევაკუაციაში მიმავალი 800 ბავშვია. ამ დროს მოფრინდნენ Junkers -ები და დაიწყეს სადგურის დაბომბვა. პირველ შემოვლაზე ეშელონს აცდა ბომბი, მაგრამ ერთი Junkers მეორე ვირაჟზე წავიდა და აშკარა იყო აღარ ააცდენდა. ამ დროს საიდანღაც მოფრინდა პატარა Як -ი და თავგანწირულად შეება მტერს და ის Junkers ჩამოაგდო, დანარჩენები გაიქცნენ. ბავშვები გადარჩნენ.
Як-ის პილოტი გახლდათ ქართველი მფრინავი დავით ჯაბიძე