სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10735

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
ზაქარია ჯორჯაძე 1847-95წწ მეწარმე, მეღვინე დაბ. სოფ. საბუე ყვარელი ზაქარია ჯორჯაძე 1847-95წწ მეწარმე, მეღვინე დაბ. სოფ. საბუე ყვარელი

1847-1895 წწ. გარდ. 48 წლის

ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გვარი ჯორჯაძე სია

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

96       ბეჭდვა

ზაქარია ჯორჯაძე 1847-95წწ მეწარმე, მეღვინე დაბ. სოფ. საბუე ყვარელი

ზაქარია ალექსანდრეს ძე ჯორჯაძე დაიბადა 1847 წელს ყვარლის მაზრის სოფელ საბუეში, თავადის ოჯახში.


   მშობლების სურვილი იყო ზაქარიას სამხედრო განათლება მიეღო, თუმცა გული ვერ დაუდო, რადგან იმთავითვე იყო დაინტერესებული სოფლის მეურნეობით. მაშინ მამამისმა ვენის მახლობლად, ავსტრიის მეღვინეობის ცენტრში – ნოეკლოსტერნოიბურგის უნივერსიტეტში გაგზავნა.

ნახატი შეუკვეთა (დააფინანსა) საბუის მკვიდრი დავით ვალერიანის ძე ბერიაშვილი (ბიზნესმენი) და დავით მევულის ძე ფეიქრიშვილი (mematiane.ge პროექტის ავტორი)

აღნიშნული სასწავლებელი 1860 წელს პროფესორმა ბაბომ დააარსა და იმთავითვე დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ბარონი ბაბო იყო ინსტიტუტის რექტორი, კითხულობდა ლექციებს, ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს. ზ. ჯორჯაძეს სწორედ ბაბოს ხელმძღვანელობით მოუწია სწავლა და მუშაობა. დილის საათებს თეორიულ მეცადინეობას ანდომებდა, დღის დანარჩენ ნაწილს კი ვრცელ სარდაფებში ატარებდა, სადაც პრაქტიკულად იყენებდა თეორიულ ცოდნას. 1875 წელს, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ბარონ ბაბოს რეკომენდაციით, იწყებს მუშაობას ღვინის სარდაფში ქ. დიუბლიგში, ვენის მახლობლად.


   საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დააარსა სავაჭრო ფირმა: "ზ.ა. ჯორჯაძე და კომპანია”. ღვინის სარდაფი მდებარეობდა თბილისში, გოგოლევის ქუჩაზე ("სამტრესტის” ყოფილ №2 ღვინის ქარხანა). ეს ფირმა ამზადებდდა ღვინოებს გაუმჯობესებულ, სრულქმნილ საწყისებზე.

   ზ. ჯორჯაძემ, დ. სარაჯიშვილთან ერთად, დიდი შრომა და ენერგია მოანდომა საკონიაკე საქმის განვითარებას, კერძოდ, ქარხნის აშენებას წყნეთის ქუჩაზე (ამჟამად "სამტრესტი"–ს ლიქიორის ქარხანა).

   1882 წელს ზაქარია ჯორჯაძემ დაიწყო ღვინის სარდაფის აშენება კახეთში, სოფ. საბუეში. სარდაფს ეკავა საკმაოდ დიდი ადგილი. მასში მოთავსებული იყო ღვინის დასადუღებელი და გადასამუშავებელი განყოფილება, ბნელი სარდაფები ძველი ღვინოების შესანახად. სარდაფის თავზე მოწყობილი იყო ფარდული ყურძნის მისაღებად და გადასამუშავებლად, აქედან ყურძნის წვენი მილების საშუალებით მიედინებოდა პირველ სართულზე და კასრებში თავსდებოდა. ღვინის სარდაფთან იყო სამი-ოთხი ნაგებობა მეღვინეებისათვის. სარდაფის დასავლეთ ნაწილში ინახებოდა კახური ტიპის ღვინო, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი სპეციალურად დათმობილი ჰქონდა ევროპული ტიპის ღვინოებს. ამავე ნაწილში ტარდებოდა ცდები სუფრის ღვინოების დასაყენებლად. გარდა ადგილზევე დაყენებული ღვინოებისა, ურმებით ჩამოჰქონდათ საბუეში მაღალხარისხოვანი ღვინომასალები. სწორედ საბუის ღვინის სარდაფში დაყენებული ღვინო გაიტანა ზ. ჯორჯაძემ სოფლიო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე ბრიუსელში 1888 წელს, რისთვისაც მიენიჭა უმაღლესი ჯილდო – დიდი ოქროს მედალი.


   სოფ. ენისელში აწარმოებდა კახურ, ევროპულ, შემაგრებულ, ლიქიორული ტიპის ღვინოებსა და კავკასიურ ნატურალურ კონიაკებს. მათ შორის იყო კახური კაგორი N52 (საეკლესიო ღვინო), კახური N1, კახური N4, ლისაბონი N95 (პორტვეინი), მადერა N85. მას სახლები ჰქონდა როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში. მოსკოვში, კრემლთან ახლოს, ბალჩუგის N1–ში გახსნილი ჰქონდა სავაჭრო სახლი, სადაც მომხმარებელს სთავაზობდა სუფრისა და შემაგრებულ ქართულ ღვინოებს და კონიაკებს. ასევე – პორტვეინს N55–ს, რომელსაც "ვარდი" ერქვა.

   ზ. ჯორჯაძეს ჩამოყალიბებული ჰქონდა მეპაიეთა სააქციონერო საზოგადოება, რომლის საშუალებითაც ხდებოდა ყურძნისა და ღვინომასალების შესყიდვა. ეს შემსყიდველს აძლევდა საშუალებას თვითონ განესაზღვრა დაკრეფის დრო.

   იგი იყო სოფლის მეურნეობის კავკასიის საზოგადოების ვიცე პრეზიდენტი.

   ზაქარია ჯორჯაძემ ხმა აღიმაღლა ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. იგი მოხსნებით წარსდგა მეღვინეობის ერთ-ერთ ყრილობაზე პეტერბურგში, რომლის ხელნაწერი ინახება ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში. მიაჩნდა, რომ ღვინოების ფალსიფიკაცია ყოვლად მიზანშეუწონელი იყო, ვინაიდან ყალბი ღვინოები შეიცავენ მავნე ნივთიერებებს ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

   მისი ოცნება იყო ენახა კახეთი მთლიანად ვენახებით დაფარული, გარდაექმნა იგი აყვავებულ მხარედ, მაგრამ ნაადრევმა სიკვდილმა ფრთები შეაკვეცა ამ ჭეშმარიტად თავდადებულსა და ღირსეულ მამულიშვილს.

   ზ.ა. ჯორჯაძე გარდაიცვალა 1895 წელს.

   წყარო: ქართველი მეღვინეები / გ. ბერიძე, თ. ღლონტი. - თბილისი: საბჭ. საქართველო, 1974. - 35 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

სოფლის მეურნეობის კავკასიის საზოგადოება, ვიცე პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

დიდი ოქროს მედალი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.12.2022
ბოლო რედაქტირება 17.01.2023
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0