სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11134

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ლეო კერესელიძე მათეს ძე 1883-1943წწ საქართველოს გენერალი სოფ. სადმელი ამბროლაური რაჭა

1883-1943 წწ. გარდ. 60 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი კერესელიძე სია

ამბროლაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

433       ბეჭდვა

ლეო კერესელიძე მათეს ძე 1883-1943წწ საქართველოს გენერალი სოფ. სადმელი ამბროლაური რაჭა

ლეო მათეს ძე კერესელიძე (დ. 1885 — გ. 23 ნოემბერი1943ბერლინი


ლეო კერესელიძის მამა, მათე, წარმოშობით რაჭის სოფელ სადმელიდან იყო. სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ მრევლი ქართლში მისცეს, ოჯახიც იქ შექმნა. გორში მათე კერესელიძისა და მარიამ ყანჩელის ოჯახში ხუთი ბავშვი იზრდებოდა – იასონი, სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად, როგორც დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი, 1923 წელს ბოლშევიკებმა დახვრიტეს თბილისში, ბუდუ ახალგაზრდა დაიღუპა, ელენე საქართველოში დარჩა, ლეო და გიორგი კი ემიგრაციაში აღმოჩნდნენ.



1904 წელს ლეო კერესელიძე ჟენევის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. იმავე წელს დაუკავშირდა პარიზში მოქმედ ქართველ მებრძოლ ნაციონალისტთა ჯგუფს, რომლის მეთაურიც გიორგი დეკანოზიშვილი იყო. როგორც სოციალ–ფედერალისტური პარტიის წევრი იარაღით ხელში იბრძოდა 1905 წ. რევოლუციის დროს: იმყოფებოდა ვარლამ ჩერქეზიშვილისა და გიორგი დეკანოზიშვილის მიერ ჰოლანდიაში დაქირავებულ გემ "სირიუსზე", რომლითაც ფოთში სოციალ–ფედერალისტების მიერ შეძენილი იარაღი შემოიტანეს, მონაწილეობდა ე. წ. "დუშეთის საქმეში" – სახელმწიფო ხაზინის გატაცება.

1906 წ. ცარიზმისგან დევნილი ლეო კერესელიძე შვეიცარიაში გაიქცა. მალე ჟენევაში ძმაც შეუერთდა ცოლ–შვილთან და ნათესავთან, ნესტორ მაღალაშვილთან ერთად. 1905-07 წწ. რევოლუციის დამარცხების შემდეგ რუსეთის მთავრობამ მათი გადაცემა მოითხოვა. ისინი დააპატიმრეს და სასამრთლოს გადასცეს. დაპატიმრებულების დასაცავად სიტყვა წარმოთქვა ბელგიელმა საერთაშორისო სამართლის ავტორიტეტმა ერნესტ ნისმა. მან განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოში 1783 წ. ხელშეკრულების დარღვევით გაბატონდა, ამიტომ ქართველთა ყველა ქმედება რუსების უკანონო ბატონობის წინააღმდეგ თავის გათავისუფლება და პოლიტიკური აქციაა. სასამრთლომ ლეო და მისი თანაბმებრძოლები გაამართლა.


ლეო კერესელიძე შვეიცარიაში დარჩა საცხოვრებლად, დაამთავრა უნივერსიტეტი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიიღო სამეცნიერო ხარისხი იურისპუდენციაში. მალევე გახდა ჟენევის უნივერსიტეტის პრივატ–დოცენტი, სადაც ამავე დროს ქიმიას სწვალობდა მისი ძმა გიორგი. ლეო კერესელიძე ცოდნას იღრმავებდა ბერლინსა და სობრონაშიც. ევროპის წიგნთსაცავებსა და მუზეუმებში იკვლევდა დიპლომატიურ ურთიერთობებს. წერდა მოთხრობებს. მისი მოთხრობების კრებული სათაურით "აღმოსავლური ფანტაზიები" ნათარგმნია ფრანგულიდან სხვა ევროპულ ენებზე. წიგნს წინ უძღვოდა საქართველოს მოკლე ისტორია.

1910 წელს ჟენევაში ცნობილმა ეროვნულ–პოლიტიკურმა მოღვაწემ, პეტრე სურგულაძემ დაარსა "სეპარატისთა ჯგუფი", რომლის წევრებიც იყვნენ ძმები კერესელიძეები, ნესტორ მაღალაშვილი, ვარლამ ჩერქეზიშვილი, მიხაკო წერეთელი, გიორგი მაჩაბელი და სხვები. 1913-14 წწ. ლეო კერესელიძე თანარედაქტორობდა გიორგი კერესელიძის მიერ ჟენევაში დაფუძნებულ გაზეთს "თავისუფალი საქართველო".

I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჯგუფმა ბერლინში გადაინაცვლა გერმანიის პოლიტიკურ წრეებთან კავშირის დასამყარებლად. ამავე დროს სახელი შეიცვალა და ეწოდა "საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი" ანუ "დამოუკიდებლობის კომიტეტი". ბერლინში ლეო კერესელიძე თანამშრომლობდა "ქართულ გაზეთში", აწარმოებდა მოლაპარაკებებს გერმანელებთან და თურქებთან. მოლაპარაკების შედეგად დადებული ხელშეკრულების მიხედვით, თუ გერმანია ომში გაიმარჯვებდა და საქართველო დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა, გერმანია არათუ მხარს დაუჭერდა საქართველოს, არამედ დაიცავდა და გარანტად დაუდგებოდა. ოსმალეთთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელს ლეო კერესელიძე აწერდა, ოსმალეთი აღიარებდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობას მის ისტორიულ საზღვრებში. პრაქტიკულ საქმიანობას კომიტეტი მალევე შეუდგა. შეიქმნა "ქართული ლეგიონი", რომელიც 1800 კაცით განისაზღვრა. ლეო კერესელიძის მიერ მოკლე დროში ჩამოაყალიბებული 70 კაციანი გაწვრთნილი რაზმი ლეგიონის ბირთვი გახდა. 1915-1916 წწ. ლეგიონი განლაგებული იყო ტრაპიზონში, შემდეგ სამსუნსა და კერასუნტში. ჰქონდა თავისი ფორმა, დროშა, სამხედრო ლაზარეთი, შესაკრები პუნქტები, საკუთარი სამხედრო ჯილდოები, მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში. "ქართული ლეგიონი" მოქმედებდა, როგორც განცალკევებული მოხალისეთა სამხედრო შენაერთი გერმანიისა და ოსმალეთის სამხედრო ხელმძღვანელობის კონტროლის ქვეშ. ლეო კერესელიძემ შენაერთი ლაზებითა და მაჰმადიანი ქართვლებით შეავსო, განახორციელა რამდენიმე რეიდი აჭარაში, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რუსულ კომუნიკაციებს ბათუმის მისადგომებთან. 1916 წ. თურქეთმა გერმანიის მთავრობას ლეგიონის დაშლა მოსთხოვა, რადგანაც ეჭვით უყურებდნენ გერმანია–საქართველოს ურთიერთობას და მაჰმადიანი ქართველების აქტიურობას. გერმანია იძულებული გახდა, მოკავშირეთათვის ანგარიში გაეწია და "ქართული ლეგიონი" დაიშალა, შენარჩუნებული იქნა 120 კაციანი რაზმი. მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა ლეო კერესელიძე კვლავ განაგრძობდა დივერსიული აქტების მოწყობას რუსეთის არმიის წინააღმდეგ.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ბერლინში მყოფი ლეო კერესელიძე სამშობლოში დაბრუნდა, მონაწილეობდა ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში, იარაღით ხელში ებრძოდა საქართველოს მტრებს, მიანიჭეს გენერლის წოდება. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა, ცხოვრობდა თურქეთში, შემდეგ პარიზში. 1925 წ. შალვა ბერიძესთან, მიხაკო წერეთელთან და სხვებთან ერთად დაარსა მემარჯვენე ნაციონალური ორგანიზაცია "თეთრი გიორგი", რომლის მთავარი მდივანი თვითონვე იყო. ორგანიზაციას ჰქონდა გერბი, ჰიმნი, დროშა, მიზანი იყო ქართველი ერის განთავისუფლება რუსეთის მონობისგან. 1926-1939 წწ. ორგანიზაცია გამოსცემდა გაზეთს "თეთრი გიორგი, რომელშიც გამოქვეყნდა ლეო კერესელიძის 50-ზე მეტი სტატია.

II მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ გრაფმა შულენბურგმა (გერმანიის პოლიტიკური მისიის წევრი დემოკრატიულ საქართველოში და ომამდე გერმანიის ელჩი საბჭოთა კავშირში) ბერლინში, სასტუმრო "ადლონში" მიიწვია ქართველი და კავკასიელი პოლიტიკური მოღვაწეები, მათ შორის ლეო კერესელიძე, და "პოლიტიკური კომიტეტის" შექმნა შესთავაზა. დამოუკიდებელი კავკასია და საქართველო უნდა გამხდარიყო გერმანიის აღმოსავლური პოლიტიკის დასაყრდენი. 

გარდაცავალებამდ ცოტა ხნით ადრე, 1942 წელს მონაწილეობა მიიღო გრაფი შულენბურგის მიერ მოწვეულ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად "პოლიტიკური კომიტისა"  და ტრადიციონალისტა კავშირის შექმნაში.

1943 წ. 23 ნოემბერს მოკავშირეთა მიერ ბერლინის ერთ–ერთი პირველი დაბომბვისას იმ სახლს, რომელშიც ლეო კერესელიძე ცხოვრობდა ამერიკული ყუმბარა მოხვდა და ნანგრევებში ჩაიტანა მისი 100-მდე მცხოვრები. ლეო კერესელიძესთან ერთად დაიღუპა მისი უნიკალური ბიბლიოთეკა და პირადი არქივი, გადარჩა ერთი წერილი, რომლის ხელნაწერიც დაბომბვამდე ცოტა ხნით ადრე გადაუცია გივი კობახიძისათვის – "რა მიზნით ეძებდა საქართველო რუსეთის მმართველობას? ისტორია საქართველოს აჯანყებისა რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველი მეოთხედის განმავლობაში. მარტი–მაისი, 1929 წ. ნიცა".

ლეო კერესელიძემ ჟენევაში გაიცნო მომავალი მეუღლე მართა ლეკულტრი, შვეიცარიული საათების განთქმული  ფირმის ("ჟაეგერ–ეჩოულტრე“ ) დამაარსებლისა და მფლობელის ქალიშვილი. ჟენევაშივე 1922 წლის 12 ივლისს დაიბადა მათი ერთადერთი ასული -მარიამი, რომელიც ვერმახტის ქართული ლეგიონის ერთ–ერთი მეთაური იყო. 

ინგლისელმა მწერალმა ჰაროლდ კორტნეი არმსტრონგმა ლეო კერესელიძის მოღვაწეობას მიუძღვნა ბიოგრაფიული რომანი "უსასრულო ბრძოლა" (Unending Battle).

ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა საფრანგეთიდან შეიძინა ლეო კერესელიძის ოჯახის პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს 130-მდე სამეცნიერო თუ მხატვრული სახის წიგნს და გამორჩეულია მინაწერებით.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 07.03.2023
სულ რედაქტირებულია 2





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0