სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
ვლადიმერ ხვედელიძე 1978-2012წწ. გარდ. ლაფანყურის სპეცოპერაცია, ექიმი. დაბ სამტრედია ვლადიმერ ხვედელიძე 1978-2012წწ. გარდ. ლაფანყურის სპეცოპერაცია, ექიმი. დაბ სამტრედია

1978-2012 წწ. გარდ. 34 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ხვედელიძე სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

14       ბეჭდვა

ვლადიმერ ხვედელიძე 1978-2012წწ. გარდ. ლაფანყურის სპეცოპერაცია, ექიმი. დაბ სამტრედია

ვლადიმერ ხვედელიძე მურადის ძე, დაბადებულია 22 თებერვალი 1978 წელი სამტრედიაში, სამხედრო ექიმი გარდაიცვალა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს 29 აგვისტო 2012 წელი.





მეუღლესთან მარიამ ყიფიანთან ერთად

შვილთან გაბრიელ ხვედელიძესთან დაბადებულია 30 ოქტომბერი 2011 წელს (მამის გარდაცვალების დროს იყო ათი თვის)

შვილი გაბრიელ ხვედელიძესთან დაბადებულია 30 ოქტომბერი 2011 წელს (მამის გარდაცვალების დროს იყო ათი თვის) ფოტო 2022 წელის


არჩილ ჩოხელი დ.1971-2012წ. მსოფლიო ჩემპიონი, სამბო დაბ. სოფ. გალავანი მცხეთა (გარდაიცვალა იმავე სპეცოპერაციის დროს)


სოლომონ (სოსო) წიკლაური გარდ. 1982-2012წწ ლაფანყურის სპეცოპერაცია დაბ. სოფ რუსიანი, გომბორი, საგარეჯო

ვიკიპედია ლაფანყურის სპეცოპერაცია

ლაფანყურის სპეცოპერაცია (ასევე ცნობილია როგორც ლოპოტის სპეცოპერაცია) — საქართველოში, კერძოდ კი ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების განეიტრალება იყო. დაჯგუფებამ სოფელ ლაფანყურის რამდენიმე მოსახლე გაიტაცა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჯგუფების წევრები რუსეთის მოქალაქე ჩეჩენი მეამბოხე ისლამისტები იყვნენ. თუმცა ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.


ოპერაციას, რომელიც 2012 წლის 28 აგვისტოს დაიწყო, 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 11 უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წევრი (მ. შ. მინიმუმ 2 საქართველოს და 5 რუსეთის მოქალაქე). ქართულმა სპეცსამსახურებმა დაკარგა 3 ადამიანი, 5 კი დაიჭრა.


8 სექტემბერს ეთნიკურად ჩეჩენი რუსეთის მოქალაქე დაჯგუფების წევრი ახმედ ჩატაევი დააკავეს. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ თვლიდა. მოგვიანებით ჩატაევი სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლეს.[6] 30 ოქტომბერს ოპერაცია ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადდა.

28 აგვისტოს საქართველოს ტელევიზიებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურიდან, რომელიც რუსეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ხუთი ახალგაზრდა გაიტაცეს. ისინი რამდენიმე დღის მანძილზე დაკარგულად ითვლებოდნენ. სოფლის მოსახლეობის განცხადებით მცირე ხნით ადრე რამდენიმე საეჭვო, წვერიანი ადამიანი შეამჩნია.[7] გატაცებული პიროვნებები მალევე იპოვეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს.[8] გათავისუფლებულმა მძევლებმა განაცხადეს, რომ გამტაცებლებს სურდათ გადაეკვეთათ რუსეთის საზღვარი და მათ მთავარ მიზანს საზღვრის მშვიდობიანად გადაკვეთა წარმოადგენდა.[9] ლევან ხუცურაულმა, რომელიც გატაცებულთა შორის იყო, განაცხადა რომ ისინი 26 აგვისტოს გაიტაცეს იარაღის მუქარით.[10] გავრცელებული ინფორმაციით გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ.[11]


28 აგვისტოს საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეიარაღებული ჯგუფი აღმოაჩინეს და მათი გაუვნებელყოფის მიზნით არეალში სპეციალური დანაყოფები (მათ შორის ვერტმფრენები) გადაისროლეს.[12] 29 აგვისტოს დილით შსს-მ განაცხადა, რომ ხეობა დაიბლოკა. ღამის 1-ლ საათზე კი ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. სამინისტრო ამტკიცებდა, რომ დაჯგუფება დაღესტანიდან იყო შემოსული.[13] დაახლოებით 4 საათისათვის სამინისტრომ 14 ადამიანის დაღუპვის ფაქტი გაავრცელა და თქვა, რომ ქართულ შენაერთებთან ექვსი ადამიანი აგრძელებდა ბრძოლას.[14] ნოდარ ხარშილაძის თქმით:


ვიკიციტატა

„გათავისუფლებული მძევლების ჩვენებების თანახმად და პასპორტში აღნიშნული სახელების მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დივერსანტები ერთ-ერთი ჩრდილოკავკასიური ერის წარმომადგენლები იყვნენ.[15]“

გავრცელებული ინფორმაციით, მძევლები მოლაპარაკების შემდეგ მესაზღვრეებმა ჩაანაცვლეს. სროლა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც მრავალი გაფრთხილების მიუხედავად შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა დანებებაზე უარი განაცხადეს.[15]


მეორე დღეს, 30 აგვისტოს საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინიტრმა ვანო მერაბიშვილმა კრიზისების მართვის საბჭო მოიწვია და განაცხადა, რომ სპეცოპერაცია ფაქტობრივად დასრულებული იყო.


5 სექტემბერს ხეობაში დამატებითი ძალები გადაიგზავნა, მათი მიზანი იყო სავარაუდო ექვსი ბოევიკის აღმოჩენა.[16] 8 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, ახმედ ჩატაევი დააკავეს. ის დაჭრილი იყო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. როგორც ცნობილია, ჩატაევი თვითონ ჩაბარდა სასაზღვრო პოლიციას. 30 ოქტომბერს ოპერაცია ოფიციალურად დასრულდა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.02.2023
ბოლო რედაქტირება 13.02.2023
სულ რედაქტირებულია 7





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0