სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12295

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები
ჯამლეთ ბაბილაშვილი 1942-2017წწ იურისტი, მეცნიერი, პროკურორი დაბ. საგარეჯო ჯამლეთ ბაბილაშვილი 1942-2017წწ იურისტი, მეცნიერი, პროკურორი დაბ. საგარეჯო

1942-2017 წწ. გარდ. 75 წლის

ბმულის კოპირება

საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსები

გვარი ბაბილაშვილი სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

90       ბეჭდვა

ჯამლეთ ბაბილაშვილი 1942-2017წწ იურისტი, მეცნიერი, პროკურორი დაბ. საგარეჯო

ჯამლეთ ბაბილაშვილი (დ. 9 ივლისი1942საგარეჯოს რაიონი — გ. 9 ივლისი2017) — ქართველი იურისტი, მეცნიერი.


დაბადების ადგილი: საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1969 წელს და ასპირანტურა 1971 წელს.


1971 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას, მუშაობდა პროკურატურასა და სასამართლო სისტემის ხელმღვანელ თანამდედობებზე: 1971-1975წწ.  უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1975-1977წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1981წწ. საგარეჯოს რაიონის პროკურორი; 1981-1986წწ. უზენაეს სასამართლოში ამიერკავკასიის ტრანსპორტის პროკურორის I მოადგილე; საქართველოს პროკურატურაში საგამომძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე, უფროსი; 1986-1990წწ. ქუთაისის პროკურორი; 1992-1993წწ. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე; 1993-2001წწ. საქართველოს გენერალური პროკურორი. 2002-2004 წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი N11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქიდან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წევრი; 2002-2017წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ფილიალის დოცენტი. ავტორია ოცდაათი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორისაა ორი მონოგრაფია. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.


სადისერტაციო თემა - "პასუხისმგებლობა ავტოსატრანსპორტო დანაშაულისათვის", დაიცვა 1975 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.31; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 77

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმი, წევრი (1990-1992)

ბიბლიოგრაფია


ითანამშრომლა კახა ბუზარიაშვილი (ახლობელი)



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.03.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0




ბაბილაშვილი ნიკოლოზ დაბ. 27.06.1975წ. ქ. გორი სამბო

2 0

1 1 6