სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10530

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
ვეტერანი
კობა გასიტაშვილი 1954-2002წწ ეკლესიის აღმშენებელი, ვეტერანი დაბ. კასპი კობა გასიტაშვილი 1954-2002წწ ეკლესიის აღმშენებელი, ვეტერანი დაბ. კასპი

1954-2002 წწ. გარდ. 48 წლის

ბმულის კოპირება

ვეტერანი

გვარი გასიტაშვილი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

32       ბეჭდვა

კობა გასიტაშვილი 1954-2002წწ ეკლესიის აღმშენებელი, ვეტერანი დაბ. კასპი

კობა გასიტაშვილი დაიბადა 1954 წლის 7 ივნისს, გარდაიცვალა 2002 წლის 5 ივნისს
საუკვდავყოფო გახსენება კაი ყმისა, ჩემთაობელი კაცისა, ქართველი ვაჟკაკაცისა, რომელსაც:
ეკლესია აღუდგენია - რკონის ხეობაში, სოფელ ჩაჩუბეთის მიდამოებში, ნასოფლარი სამოჭალოს წმინდა გიორგის სახელობისა;
სააკაძის როლი განუსახიერებია - 1995 წლის "თბილისობის" სახალხო დღესასწაულისას დედაქალაქის ქუჩებში გაინავარდა თეთრონზე ამხედრებულმა "ნოსტელმა დიდმა მორავმა";
აფხაზეთში უბრძოლია - საქართველოს ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის შემადგენლობაში;
მშვიდობიანობის ჟამს პური გამოუცხვია - პურკომბინატის დირექტორობის პერიოდში სოხუმისათვის ბრძოლების დროს სწორედ ტარიელ შარიფაშვილისა და კობა გასიტაშვილის მცდელობის წყალობით გამომცხვარი პური მუდამ მიეწოდებოდა სოხუმში კასპის ბატალიონს, და, რაც მთავარია, იმ ძნელბედობაში ქალაქის მოსახლეობა შეუფერხებლად მარაგდებოდა პურით...
აქ წარმოდგენილი ფოტოები გადმოღებულია კობა გასიტაშვილის პირადი ფოტოალბომიდან, რომელიც თავგამეტებამდე მცირე ხნით ადრე საკუთარი ხელით მოუწესრიგებია, სურათები განაწილებით ჩაუწებებია და სათანადო წარწერები გაუკეთებია (ფოტოალბომის გაცნობის საშუალების მოცემისათვის მადლობას მოვახსენებ მის ქალიშვილს, მაკოს)...
სურათებზე:



კობა გასიტაშვილი გვარდიელის ფორმით;
3, 4 - ქ. სოხუმი, მინისტრთა საბჭოს შენობის საფეხურებზე...

კობა გასიტაშვილი გიორგი სააკაძის როლში (მის მოურავს განასახიერებს ვალერიან იაშვილი);
მამა - შოთა გასიტაშვილი;
გალელი ძმაკაცი, ჯარისკაცობისდროინდელი მეგობარი შაქრო გოგოხია;

გორისა და კასპის რაიონების გამგებლები ვალერიან დოლიაშვილი და ტარიელ შარიფაშვილი;

13, 14 - კობას პაპა, იაკობ გასიტაშვილი და ბაბო, ანიჩკა ლონგურაშვილი გორის რაიონის სოფელ ზემო ნიქოზიდან;
15- იაკობ გასიტაშვილი და მისი გორელი მეგობარი ჩიტუნაშვილი სოფელ ქვეშიდან;
(p. s.: ჩ ვ ე ნ ვიცნობდით ერთმანეთს... ერთმანეთს იცნობდნენ ჩვენი მამები, შოთა და მიხეილი... ერთმანეთს იცნობდნენ და მეგობრობდნენ ჩვენი პაპებიც, იაკობ გასიტაშვილი და ივანე ტალახაძე)...

სამოჭალოს წმინდა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, რკონის კომპლექსის აღმოსავლეთით, 2 კმ-ზე, ნასოფლარ სამოჭალოზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. აღწერილობა ეკლესია დარბაზულია (8,5X5,4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია: ჩაქცეულია კამაროვანი გადახურვა და კონქი. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია, კარის ღიობი გადახურულია ტიმპანით, რომელიც შიგნიდან და გარედან თაღითაა მოჩარჩოებული. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ორივე მხარეს – მცირე ზომის სწორკუთხა ნიშები. სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ერთი თაღოვანი სარკმელია, რომლის ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას. გრძივი კედლები და კამარა პილასტრებითა და მათზე გადაყვანილი საბჯენი თაღით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. პილასტრებს ერთ ქვაში კვეთილი თაროსებრი კაპიტელები აქვთ. ინტერიერი შელესილი და მოხატული ყოფილა. მოხატულობის შემორჩენილი ფრაგმენტები თარიღდება XII საუკუნის დასასრულით. საკურთხევლის მოხატულობა ორ რეგისტრად იყო დაყოფილი. კონქში შემორჩენილია ვედრების კომპოზიციის ქვედა ნაწილი: მაცხოვრის შიშველი ფეხი, შვიდქიმიანი ვარსკვლავებით მორთული მოწითალო-ყავისფერი ფეხსადგამი, ორი ექვსფრთედი, იოანე ნათლისმცემლის გამოსახულების ნაწილი და მწვანე ფერის მიწა. კონქის კომპოზიცია შემოსაზღვრულია კიბისებრი ორნამენტით. ქვედა რეგისტრში ეკლესიის მამებია წარმოდგენილი. ამავე რეგისტრის სამხრეთ კიდეში შემონახულია დიაკვნის გამოსახულება. მას ოდნავ მოხრილი გრძელი წარბები, თხელი ცხვირი, პატარა ბაგეები და ფართოდ გახელილი დიდი თვალები აქვს. ამ რეგისტრის სამხრეთ ნაწილში ოთხი ფიგურაა. ჩრდილოეთით მხოლოდ ერთი წმინდანის მცირე ნაწილი გაირჩევა. ფრონტალურად წარმოდგენილი წმინდანები მსუბუქი თაღნარითაა მოჩარჩოებული. საკურთხევლის სარკმლის წირთხლები შემკულია მცენარეული ორნამენტით (ყულფით გადაბმული წრეები შიგ ჩახატული ყვავილებით). სარკმლის ქვემოთ ჯვარია გამოსახული. მხატვრობა დასრულუბულია კიბისებრი ორნამენტით. სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე სწორკუთხა ჩარჩოში მოქცეული წმ. დედათა წელზედა ფიგურებია. წმინდანებს სხვადასხვა ფერის (მოწითალო-ყავისფერი, ყვითელი) შარავანდები აქვთ, რაც ქართული მონუმენტური მხატვრობის ძეგლებში ჯერ კიდევ XI საუკუნიდან გვხვდება. ამავე კედლის დასავლეთ მონაკვეთზე, შესასვლელის თავზე გაირჩევა მცირე ზომის ფიგურა და მისი წითელი ფეხსაცმელი. შესასვლელის დასავლეთით, წმ. მეომრების მონუმენტურ ფიგურებს ორი რეგისტრის მთელი სიმაღლე უჭირავთ. ორნამენტი, რომელიც მათი ჩაცმულობის ცალკეულ ნაწილებს ამკობს, შესრულების მაღალი პროფესიონალიზმით ხასიათდება. სარკმლის წირთხლებზე მოცემული მცენარეული ორნამენტი იმეორებს საკურთხევლის სარკმლის სახეებს. ჩრდილოეთ კედელზე ასახულია წმ. გიორგის მიერ მეფის ასულის გველეშაპისაგან დახსნის სცენა. ჩანს პირდაღებული გველეშაპის თავი კისერზე გამობმული თოკით, ცხენის ფლოქვი, წმინდანის სამოსის ნაწილი და მარჯვნივ ორი ხელაპყრობილი ფიგურა. მოხატულობის კოლორიტში გაბატონებულია მოწითალო-აგურისფერი, ღია ზურმუხტისფერი-მწვანე, ოქროსფერი ოქრა, მოწითალო-ყავისფერი. ორნამენტებისათვის გამოყენებულია აგრეთვე ნაცრისფერი და მუქი ლურჯი საღებავები. ეკლესიის სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ კუთხეში შემორჩენილია პროფილირებული ლავგარდნის ქვა.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.06.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0