სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

შალვა ერისთავი 1897-1921წწ გარდ. ტაბახმელა წარმ. ახალგორი შალვა ერისთავი 1897-1921წწ გარდ. ტაბახმელა წარმ. ახალგორი

1897-1921 წწ. გარდ. 24 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ერისთავი სია

ახალგორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

73       ბეჭდვა

შალვა ერისთავი 1897-1921წწ გარდ. ტაბახმელა წარმ. ახალგორი

შალვა ერისთავი ირიცხებოდა ქართულ სკოლაში, იუნკერთა ქვეით ასეულში. 1921 წელს იბრძოდა იუნკერთა რიგებში თბილისის მისადგომებთან რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ. 24 თებერვალს ტაბახმელაზე იერიში მიიტანეს რუსმა ჯარისკაცებმა, ბრძოლის კრიტიკულ მომენტში სანგრებში შემოვარდნილი მტრის უკუსაგდებად კონტრიერიშზე გადასულ იუნკრებს გზა გადაუღობა რუსების ტყვიამფრქვევმა, რომელთანაც პირველი შალვა ერისთავი მიიჭრა და ხიშტით განგმირა მემიზნე ოფიცერი. ორთაბრძოლაში თავადაც დარღუპა. იუნკერი. ტაბახმელის ბრძოლის გმირი.


წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.64

https://youtu.be/oHVSXH_MN0c

იუნკერი შალვა ერისთავი - ეროვნული გმირი და „შევარდენის“ ფეხბურთელი #1TVSPORT

 

ჩვენი პირველი რესპუბლიკის არსებობის ხანმოკლე, მაგრამ დრამატულ და ეპოქალური მოვლენებით სავსე პერიოდში ქართულ სპორტს გამორჩეული ადგილი უჭირავს. კონსტიტუციის,  ჯარის, უნივერსიტეტისა და სხვა უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციების პარალელურად, თითქოს თავიდან იბადებოდა ქართული სპორტი, რომელიც ახალ ეპოქაში ახალი სახელმწიფოსთვის საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთი ხიდი უნდა გამხდარიყო. ამ საქმეშიც გამორჩეული როლი ნიკოლაძეების დიდმა ოჯახმა შეასრულა.


სწორედ ამ პერიოდში, როცა მსოფლიო სპორტს „ინგლისელთა თამაში“ იპყრობდა, უძველესი ქართული საფეხბურთო კლუბის, „შევარდენის“ ნამდვილი ვარსკვლავი შალვა ერისთავი იყო. მისი, როგორც ძალიან ტექნიკური და საოცრად სწრაფი სპორტსმენის სახელი თბილისსა და მთელ საქართველოში კარგად იყო ცნობილი. რადენიმე წლის შემდეგ კი სხვა იუნკრებთან ერთად შალვა ერისთავი საქართველოს დამოუკიდებლობას შეეწირება, საბჭოთა ტერორი მისი სახელის ხსენებას აკრძალავს და მერეც, დამოუკიდებლობის მეორედ მოპოვების შემდეგ, თითქოს ინერციით, იშვიათად გაახსენდებათ.



შალვა ერისთავმა ბავშვობა გაატარა ახალგორში,  ქსნის ერისთავთა რეზიდენციაში (რომელიც ახლა ოკუპირებულია). საქართველოს ეროვნული გმირებისა და წმინდანებად შერაცხული შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების პირდაპირი შთამომავალი იზრდებოდა ოჯახში, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, ვალერიან გუნია და სხვა დიდი საზოგადო მოღვაწეები. როგორც ცნობილია, შალვა ერისთავის მეგობარი და თანაგუნდელი იყო პავლე რაზიკაშვილი, ვაჟა-ფშაველას ძმის, თედო რაზიკაშვილის ვაჟი.



შალვა ერისთავი, სპორტთან ერთად, სამხედრო კარიერასაც იწყებდა და იუნკერთა სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი იყო. 1921 წლის თებერვალში, როცა კოჯორსა და ტაბახმელასთან იუნკრები მე-11 წითელ არმიას ებრძოდნენ, შალვა ერისთავიც ფრონტის წინა ხაზზე წავიდა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის ტალანტი და უჩვეულო სისწრაფე, სპორტული მოედნის ნაცვლად, უკვე ბრძოლის ველზე გამოჩნდა.



საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ: „გადამწყვეტი ბრძოლები თბილისის თავდაცვის ყველა სექტორში, მათ შორის ტაბახმელას მონაკვეთზე 24 თებერვალს გაიმართა. თბილისის თავდაცვის ამ მონაკვეთზე განსაკუთრებულ სტრატეგიულ წერტილს სიმაღლე 1046, იგივე სანგარი N4 წარმოადგენდა. დღის განმავლობაში მოწინააღმდეგემ N4 სანგარზე რამდენიმე იერიში მიიტანა და ნაშუადღევს ამ მონაკვეთზე არმიის პირველი ათასეულის ასეულის თავდაცვითი ხაზი გაარღვია. მოწინააღმდეგემ სანგრის სამივე ზოლი დაიკავა და სანგრის უკან განლაგებულ ლეიტენანტ მესხიშვილის საარტილერიო ბატარეასთან გავიდა. არტილერისტები ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებნენ. ამ დროს სანგრიდან რამდენიმე ასეულ მეტრში იუნკერთა სამი ოცეული ისვენებდა. პოლკოვნიკმა ალექსანდრე ჩხეიძემ იუნკერთა სამი ოცეული, ოფიცრების – შავდიას, ხოშტარიასა და ჩაჩუას მეთაურობით არტილერისტების დასახმარებლად და მე-4 სანგრის დასაბრუნებლად დაძრა. იუნკრებმა მოწინააღმდეგეს უკან დაახევინეს, თუმცა სანგრის დაბრუნება გართულდა, რადგან მოწინააღმდეგე სიმაღლეზე „მაქსიმის“ ტყვიამფრქვევით გამაგრდა და მოშიშვლებულ ველზე იუნკრებს კონტრშეტევის საშუალებას არ აძლევდა.

შალვა ერისთავმა, რომელიც სამხედრო სკოლაში სწავლის დაწყებამდე თბილისში განთქმული ფეხბურთელი და მორბენალი იყო, ტყვიამფრქვევამდე არსებული მანძილი სწრაფად გაირბინა, ხიშტით განგმირა მემიზნე და საკუთარი სიცოცხლის ფასად საცეცხლე პოზიცია გააუვნებელყო, რითიც თანამებრძოლებს საშუალება მისცა, კონტრშეტევა წარმატებით დაესრულებინათ. კონტრშეტევას, მის გარდა, ორი იუნკერი – ოთარ ლორთქიფანიძე და იოსებ ჯანდიერი შეეწირა. დაიჭრა სამი ოფიცერი და 15 იუნკერი“.

მოგვიანებით გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე მოიგონებს

: „

ეს არის იუნკერი შალვა ერისთავი, ახალგორელი, ქსნის ერისთავთა შთამომავალი. 24 თებერვალს ტაბახმელასთან 21 წლის ბიჭმა საკუთარი სხეულით გადაფარა ბაქოელი წითელი კურსანტების ტყვიამფრქვევი. მისი დაფლეთილი სხეული ვერის სასაფლაოზე შეყვარებულმა ჩამოასვენა.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.06.2023
ბოლო რედაქტირება 14.02.2026
სულ რედაქტირებულია 1




ერისთავი

1 0

რომანოზ ერისთავი 1680-იანი - 1753წწ მიტროპოლიტი დაკრძ. ასტრახანი (რუსეთი)

2 0

5.18 ბესარიონ II ერისთავი - 1742-1769 აფხაზეთის ( დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი

1 0


6.1 ვარლამი (ერისთავი) 1811- 1817 საქართველოს ეგზარქოსი ქსნის საერისთავო

1 0


ერისთავი ლაშა ჯემალის ძე დ.1975წ. სახურობს ქ. რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ეკლესიაში.

2 0

წმიდანი ორნი ძმანი დავითი და ტარიჭანი ერისთავი (693წწ) ხსენება18 (31) მაისი

1 0


სოფრონ (სარიდან) ბეჟანის ძე ერისთავი 1783-1853წწ არქიმანდრიტი. დაბ. სოფ. ქისტაური (ახმეტა)

2 0

გიორგი ერისთავი იასეს ძე 1769-1863წწ რუსეთის გენერალი დაბ. სოფ. იკორთა გორი ქართლი

2 0


გიორგი გიორგის ძე ერისთავი 1824-1909წწ გარდ. 85 წლის რუსეთის გენერალ ლეიტენანტი, მონაწ. ყირიმის, რუსეთ ოსმალეთის ომებში. სოფ.ქისტაური ახმეტა კახეთი

1 0


გიორგი ერისთავი (ერისტოვი) დავითის ძე გარდ. 1805წ რუსეთის გენერალი

1 0


გიორგი რომანის ძე ერისთავი (ერისტოვი) 1812-91წწ გარდ. 79 წლის, რუსეთის გენერალი, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი წარმ. სოფ. ოძისი დუშეთი მცხეთა-მთიანეთი

2 0


დავით ერისთავი (ერისტოვი) 1843-1910წწ რუსეთის გენერალი სოფ. მეჯვრისხევი გორი ქართლი

1 0


დიმიტრი ერისთავი (ერისტოვი) ალექსის ძე (1797-1858),რუსეთის გენერალი

1 0


ივანე ერისთავი (ერისტოვი) დავითის ძე (1730-1804) რუსეთის გენერალი

1 0


ელიზბარ ერისთავი (ერისტოვი) შანშეს ძე 1810-72წწ გენერალ მაიორი დაბ. გორი ქართლი

1 0


ერისთავი (ერისტოვი) კონსტანტინე ბიძინას ძე (1836-97) რუსეთის გენერალი სოფ.კარალეთი გორი ქართლი

2 0


მიხეილ ერისთავი (ერისტოვი) 1827-94წწ რუსეთის გენერალი სოფ.კარალეთი გორი ქართლი

1 0


ნიკოლოზ ერისთავი ბიძინას ძე 1834-1912წწ რუსეთის გენერალი დაბ. სოფ.კარალეთი გორი ქართლი

3 0


სტეფანე ერისთავი დავითის ძე (1740-1804) რუსეთის გენერალი არაგვის ერისთავი

1 0


გიორგი ერისთავი, მიხეილის ძე (1947) საქართველოს გენერალი თბილისი

1 0


რევაზ ერისთავი გიორგის ძე(გარდ.1813) რუსეთის გენერალი ქსნის ერისთავი

2 0


გიორგი ერისთავი ნიკოლოზის ძე (1875-1947) საქართველოს გენერალი წარმ. სოფ. კარალეთი გორი

1 0


ალექსანდრე ერისთავი ნიკოლოზის ძე (1873-1955) რუსეთის შემდგომ საქართველოს გენერალი წარმ. სოფ. კარალეთი გორი

1 0


არჩილ ერისთავი 1962წწ ვეტერანი წარმ. სოფ. აფენი ლაგოდეხი

2 0

გიორგი ერისთავი 1891წ. მხატვარი , ქ.თბილისი

1 0


დიმიტრი ერისთავი 1931წ მხატვარი, დაბ. ქ.თბილისი.

1 0


თამარ ერისთავი 1908წ მსახიობი. დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

1 0


ლევან ერისთავი 1951წ მსახიობი, რეჟისორი, ქიმიკოსი. დაბ. თბილისი.

1 0


ჩუტა ერისთავი-ჟღენტი 1901-1992წწ მსახიობი, მუსიკოსი.

1 0


ბარბარე ერისთავი 1833-1895წწ გარდ. 62 წლის, მწერალი, დაბ. სოფ. ქისტაური, ახმეტა, კახეთი

1 0


კონსტანტინე ერისთავი 1889-1975წწ აკადემიკოსი მედიცინა დაბ. ვანი, იმერეთი.

1 0


ალექსანდრე შანძეს ძე ერისთავი ფლიგელ ადიუდანტი 28 სექტემბერი 1871 წლიდან

2 0

ნიკოლოზ დიმიტრის ძე ერისთავი 1821-1856წწ პოლკოვნიკი, ქსნის ერისთავი

1 0