სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11793

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გალდავა მიქაელი დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გალდავა მიქაელი დეკანოზი

2010-2013 წლებში გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი;

2002-2010წ. წინამძღვარი დეკანოზი თემქა (თბილისი) ღვთიმშობლის შობის ტაძარი

გალდავა მიქაელ დეკანოზი, 2010-2013 წლებში გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი; ფოტო

საპატრიარქოს უწყებანი N28 1-8 ოქტომბერი 2009წ გვ.10

დაჯილდოება

21 სექტემბერს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი ვახტანგ სტეფნაძე, თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანი და თემქის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ გალდავა, თბი-ლისის სასულიერო სემინარიის დეკანი, ჩიტაძის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი გელასი ნატროშვილი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი სანამაშვილი.

საპატრიარქოს უწყებანი N7 25თებერვალი-3მარტი 2010წ გვ. 9

დაჯილდოება

20 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიტრით დააჯილდოვა თბილისის ამაღლების სახელობის (საბურთალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარე) ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ნოზაძე. 20 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიტრით დააჯილდოვა დეკანოზი მიქაელ გალდავა, რომელიც დაინიშნა ქუთაისის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრად და გელათის სასულიერო აკადემიის რექტორად.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.