სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11746

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გურგენიძე  მარკოზი არქიმანდრიტი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გურგენიძე მარკოზი არქიმანდრიტი

2007 წლის 07 ოქტომბერს დაჯილდოვდა არქიმანდრიტის წოდებით. გურიის უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრი

2005წ. წინამძღვარი არქიმანდრიტი უდაბნო (ჩოხატაური) წმ იოანე ნათლიმცემლის სახელობის მონასტერი

2023წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი შემოქმედის ეპარქია

გურგენიძე მარკოზი  არქიმანდრიტი, გურიის უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრი, შემოქმედის ეპარქია 2023წ.მდგომ.

2005 წლის მარიამობის წინა დღეს 27 აგვისტოს მეუფე იოსების ლოცვა-კურთხევით დაიწყო უდაბნოს დანგრეული ტაძრის აღდგენა. ამავე წლის ოქტომბერში უდაბნოს მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა მამა მარკოზი (გურგენიძე).

დაჯილდოება
7 ოქტომბერს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით: ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი მიქაელი (მეგენეიშვილი), მზიანის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი პეტრე (ანდღულაძე), უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მო- ნასტრის წინამძღვარი, იღუმენი მარკოზი (გურგენიძე). ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით: გრიგოლეთის წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის წი-ნამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ზაბულონი (ხუბუკელაშვილი), შემოქმედის მაცხოვრის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ელიზბარი (ბაბუხადია), ლიხაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ეკლესიისა და აჭის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი მღვდელმონაზონი იოსები (ღლონტი). მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა: ოზურგეთის _ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბასილი კვირჩილაძე და ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი სვიმონი სვანიძე. დეკანოზის წოდებით: ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი თომა სიხარულიძე და შუხუთის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი საბა ჟღენტი. ოქროს ჯვრით: სამების ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ჟღენტი და ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი ბესარიონ ლომინეიშვილი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.