1898-1911წ. მღვდელი სხვავა (ამბროლაური) წმ. გიორგის ეკლესია
1911-1914წ. მღვდელი ღარი (ონი) მთავარანგელოზთა ტაძარი
1914-1917წ. მღვდელი გლოლა (ონი) გლოლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
გრიგოლ მეტრეველი დაიბადა 1874 წელს მღვდლის ოჯახში.
1897 წელს თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა და უკვე 1898 წელს, იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და სხვავის წმინდა გიორგის ეკლესიაში განამწესა.
1899-1901 წლებში მღვდელი გრიგოლი, ოლქის სამღვდელოების მხრიდან, საეპარქიო შეკრებებზე დეპუტატად იყო მიწვეული.
1903 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1908 წელს სკუფია უბოძეს.
1909 წელს ბარის ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს.
1911 წელს ღარის მთავარანგელოზთა ტაძარში გადაიყვანეს.
1913 წელს ონის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა.
გრიგოლ მეტრეველს ჰყავდა მეუღლე სარა ალექსის ასული და შვილები: დავითი, თამარი, ნინო და მარიამი.
გრიგოლ მეტრეველის გარდაცვალების თარიღი უცნობია.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ონის განყოფილების წევრი (1914-)