სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ჩოხელი  თავმას (თამაზ) მიხეილის ძე დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ჩოხელი თავმას (თამაზ) მიხეილის ძე დეკანოზი

დაბ. 1967წ. სოფ. არტანი, თიანეთი  1997წ. დან აშენდა თიანეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. უშუალო ჩართულობით. 2002 წლიდან  თბილის ჯვარის მამის ტაძარში ლესელიძის ქუჩაზე.  2010 წლის 30 მაისს დაჯილდოვდა: ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.  2011 წლის 02 იანვარს დაჯილდოვდა. გამშვენებული ჯვრით. 2012 წლის 26 თებერვალს დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით.

1997-2002წ. დეკანოზი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია

2002-2025წ. მდგომარეობით დეკანოზი მცხეთა-თბილისის ეპარქია

ჩოხელი თამაზ მღვდელი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 15

საპატრიარქოს უწყებანი N20 3-9 ივნისი 2010წ გვ. 6

დაჯილდოება

30 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით — წყნეთის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ აბულაძე; ნაძალადევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — საბურთალოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი დავით რუხაძე; თბილისის წმინდა ჯვრის მამის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი თავმას ჩოხელი. 

საპატრიარქოს უწყებანი N1 6-12იანვარი  2011წ გვ.7

დაჯილდოება

2 იანვარს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: 

2011 წლის 02 იანვარს დაჯილდოვდა. გამშვენებული ჯვრით –- თბილისის წმინდა ჯვრის მამის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი თავმაზ ჩოხელი; 

საპატრიარქოს უწყებანი N9 1-6მარტი 2012წ გვ.8

დაჯილდოება

26 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიტრით დააჯილდოვა: თბილისის ჯვრის მამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ტიმოთე წიკლაური; ჯვრის მამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თავმაზ ჩოხელი.



ჩოხელი თავმას (თამაზ), დეკანოზი. დაბ. სოფ. არტანი, თიანეთი  ინფ. 2020წ.

1997 წლიდან ვმსახურობდი თიანეთში სადაც ავაშენე თიანეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში 

(უფლის ნებით, უფალმა ააშენა) 2002 წლიდან დღემდე ვმსახურობ უკვე ოცდასამი წელია თბილის ჯვარის მამის ტაძარში ლესელიძის ქუჩაზე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.