2010წ. მდგომარეობით დეკანოზი ქუთაისისა და გაენათის ეპარქია
სალაძე დავით დეკანოზი, ქუთაის-გაენათის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.62
საპატრიარქოს უწყებანი N19 27 მაისი-2ივნისი 2010წ გვ. 6
დაჯილდოვება
23 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით: ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახური, იღუმენი პიმენი (ქარდავა); პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (დასავლეთ ევროპის ეპარქია), იღუმენი ანტონი კანდელაკი; ბარის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური (დასავლეთ ევროპის ეპარქია), იღუმენი მოსე (ჭანკვეტაძე). გამშვენებული ჯვრით — ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით სალაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — ვარკეთილის ზემო პლატოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იაკობ უშიკიშვილი. მაროქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — ტყოფის ყოველთა წმიდათა სახელობის მამათა მონასტრის კეთილმოწესე, მღვდელ-მონაზონი ელისე (აბრამიშვილი); თაბორის მთის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი დავითი (დავითაშვილი).
საპატრიარქოს უწყებანი N17 12-19მაისი 2011წ გვ.12
17 აპრილს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიტრით ტარების უფლებით დააჯილდოვა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით სალაძე.