1891წ. ბერი საფარა (ახალციხე) წმიდა საბას ეკლესია (შემდგ. მამათა მონასტერი)
საქართველოს ეგზარქოსად მყოფმა პალადიმ (რაევი) იხილა რა მშვენიერება მუსხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისა, მოისურვა მისი სამრევლოდ გადაქცევა, ხოლო საფარის ტაძრისა — მონასტრად. 1891 წლის 12 თებერვალს საფარის მონასტერში განამწესეს ქართველი, ზედაზნის მონასტრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი ათანასე (ზურაბაშვილი) სამი მორჩილით. აქ მას დახვდა მოხუცი ბერი ქრისტესია (სამადალაშვილი).