1862წ. ღვთივგანისვენა მღვდელი ჭოგნარი (თერჯოლა) მაცხოვრის ამაღლების ეკლესია
მღვდელ იოანე დოღონაძის შთამომავლები იყვნენ:
ჭოგნარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ვასილი დაიბადა 1780 წელს, ადრევე დაქვრივდა. ქართულ ენაზე მცირეოდენი წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. 1806 წელს გაენათელმა მიტროპოლიტმა ექვთიმემ (შარვაშიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ჭოგნარის ეკლესიაში დაადგინა. 1812 წელს დაჯილდოვდა ბრინჯაოს ჯვრით. მამა ვასილს ჰყავდა სამი ვაჟი: იოანე — (1813 წ.), გარდაიცვალა ერისკაცი; მღვდელი ნიკოლოზი – (1821 წ.), დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. XIX ს-ის 40-იან წლების ბოლოს დიაკვნად აკურთხეს, 1850-იანი წლებში მღვდლად დაასხეს ხელი და ჭოგნარის ეკლესიაში განამწესეს. გარდაიცვალა 1862 წლის 19 ნოემბერს; გრიგოლი — (1825 წ.), დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, გარდაიცვალა ერისკაცი.