სახელიშვილი ილარიონი მღვდელმონაზონი, ცაგერის და ლენტეხის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.68
საპატრიარქოს უწყებანი N29 6-12ოქტომბერი 2011წ გვ.13
დაჯილდოება
2 სექტემბერს ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა ცაგერისა და ლეხტეხის ეპარქიის სამღვდელოება: მიტრით - ლენტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ნიგურიანი; ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით ლასურაშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ცოტნე (მარიამიძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით ცაგერის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ილარიონი (სახელიშვილი); დეკანოზის წოდებით - ზუბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი მდივანი; დეკანოზის წოდებით -- ცანას მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იაკობ კვირიკაშვილი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით - ლაილაშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ონიანი.

ფოტო გადაღებულია 2025 წელს,