საპატრიარქოს უწყებანი N4 10 ივლისი. 2003 წ გვ. 6
მონასტერს წინამძღვრობს არქიმანდრიტი ბართლომე (ფირცხალაშვილი). კეთილმოწესე კი დედა ეფემია გახლავთ.
დაჯილდოება
17 სექტემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შემდეგი სასულიერო პირები დააჯილდოვა: მისი მაღალღისება, იღუმენი კონსტანტინე ჭინჭარაული, მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი აყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში; დიდი დამსახურებისათვის ეკლესიის წინაშე იღუმენი დავით ჭინჭარაული აყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში და დანიშნულია ჯვრის მონასტრის წინამძღვრის მოადგილედ; იღუმენი ბართლომე ფირცხალაიშვილი, თბილისის ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი, ეკლესიის წინაშე დიდი დამსახურებისათვის აყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში; სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი თეიმურაზ ბერიშვილი, მრავალი წლის ერთგული სამსახურისათვის დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით; მღვდელი ლავრენტი ბეთლემიშვილი აყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით; მღვდელმონაზონი ლუკა ფალავანდიშვილი აყვანილია იღუმენის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით; მღვდელი აბრაამ სოლომნიშვილი ეკლესიის წინაშე დიდი დამსახურებისათვის აყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
სამძიმარი საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ არქიმანდრიტ ბართლომეს (ფირცხალაიშვილი) გარდაეცვალა მამა გივი ფირცხალაიშვილი და სამძიმარს უცხადებს გასვნებულის ოჯახს.