სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ყველა ეკლესია

ხიბლარი (სამტრედია) იონე ოქროპირის, ბასილი დიდისა და გრიგოლი ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი;

ხიბლარი (სამტრედია) იონე ოქროპირის, ბასილი დიდისა და გრიგოლი ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი;

სულ რაოდენობა: 1

ბმულის კოპირება

გიორგი ხაჟალია - ბიზნესმენი, ქტიტორი. 1975 წლის 25 მაისს დაიბადა ქ. სამტრედიაში. 1992 წელს დაამთავრა სამტრედიის მე-2 სკოლა. 2003 წლიდან თბილისში ძმასთან გადავიდა საცხოვრებლად. 2008 წლის იანვარში, მის პარტნიორ ლევან ლომიძესთან ერთად დააფუძნა კომპანია “ექსპრესსერვისი 2008”, რომლის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები. 2008 წელს შექმნა ოჯახი თეა სულაძესთან ერთად, რომლისგანაც 2010 წელს შეეძინა ქალიშვილი - ქეთევანი.

2009 წელს გაუჩნდა იდეა, რომ მშობლიურ სოფელ ხიბლარში ტაძარი აეშენებინა. 2012 წელს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის - საბას ლოცვა-კურთხევით დაიწყო ბაზილიკური ტაძრის შენება.

ტაძარი, მეუფე საბას გადაწყვეტილებით, იკურთხა სამი წმინდანის - იონე ოქროპირის, ბასილი დიდისა და გრიგოლი ხვთისმეტყველის სახელობის ტაძარად. მშენებლობა გრძელდებოდა 5 წლის მანძილზე და მას ხელმძღვანელობდა იმედა-ნიკოლოზ გოგიშვილი.

2017 წლის 12 თებერვალს (სამი წმინდა ხსენების დღე) ტაძარი გაიხსნა მიტროპოლიტი საბას კურთხევით და მის წინამძღვრად დაინიშნა მამა შიო ჭოფაძე.

ტაძარი შესრულებულია ხანდების(ხარაგაულის სოფელი) ქვით, ასევე გალავნის, სამრეკლოსა და კელიების მშენებლობაში გამოყენებულია ხობის ქვა.


ტაძრის ფოტო და ინფორმაცია მოგვაწოდა თემო ჭახნაკიამ. (სამტრედიის გამოჩენილი ადამიანების მკვლევარი)



ჭაფოძე შიო (შმაგი) მღვდელი
ჭაფოძე შიო (შმაგი) - მღვდელი. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
ხაჟალია  გიორგი ტაძრის აღმშენებელი
ხაჟალია გიორგი - ტაძრის აღმშენებელი. დაბ. 1975წ. სამტრედია;

2012-2017წ. ხიბლარი (სამტრედია) იონე ოქროპირის, ბასილი დიდისა და გრიგოლი ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი;

სრულად ნახვა