სულ რაოდენობა: 1
ბმულის კოპირებაღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძარი. 2015 წლის გაზაფხულის მზიან დღეს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელ დათუაშვილმა ჭიათურაში, ლეჟუბნის დასახლებაში, აკურთხა ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძრის საძირკველი, რომლის აქტიური მშენებლობა დაიწყო 2019 წელს. ტაძრის მშენებლობაში დიდია წვლილი 2019 წელს აღდგომას გარდაცვლილი ყრმა ანზორი, იგივე დავითი. ტაძრის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, მაგრამ დასასრულებელია კომპლექსი: სამრეკლო, სატრაპეზო, გალავანი და მოსაწესრიგებელია ეზო. მის აღშენებასა და მოწყობაში ჩართულია არაერთი ღირსეული ჭიათურელი, რომელთა სახელებს, მათი თხოვნით, არ ვიხსენიებთ. უნდა აღინიშნოს მცხეთა-თბილისის ეპარქიაში მოღვაწე ჭიათურელი სასულიერო პირის, დეკანოზ მელქისედეკ ხვედელიძის ღვაწლი. უფალმა დალოცოს ყველა, ვინც ამ კეთილი საქმის აღსრულებაში თავის წვლილს შეიტანს.
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია, ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ.
![]() |
| ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი |
![]() 2026წ. მდგომარეობით ჭიათურა ღირსი გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსის სახელობის ტაძარი სრულად ნახვა |