სულ ნახვა : 8 384 577
სტატია : 54 608
ფოტო: 78 455

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ყველა ეკლესია

ავჭალა (თბილისი) წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი

ავჭალა (თბილისი) წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი

სულ რაოდენობა: 1

ბმულის კოპირება

წმ.ქეთევან წამებულის ტაძარი მდებარეობს ავჭალაში. იგი აგებულია XIX საუკუნეში ავჭალის მოსახლეობის ინიციატივით. წმ. ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარიგადმოცემის მიხედვით, ტაძრის მშენებლობა ილია ჭავჭავაძეს დაუსრულებია საკუთარი ხარჯებით. 

1998 წელს, ჯვრისთაყვანისცემის დღესასწაულის წინა დღეს, შაბათს, 21 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით, ტაძარი რუის-ურბნისის მთავარეპისკოპოსმა იობმა აკურთხა. მართლმადიდებლური ეკლესია სწორედ ამ დღეს იხსენიებს დიდმოწამე ქეთევანს.

1997 წელს ახლადნაკურთხი მღვდელი გიორგი რაზმაძე მორწმუნე მრევლთან ერთად შეუდგა ტაძრის აღმშენებლობას. მამა გიორგის მონათხრობით ვიგებთ,რომ ტაძრის გუმბათი სულ ჩამონგრეული იყო და მხოლოდ კედლებიღა გახლდათ დარჩენილი. ეკლესიის აღმშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვის მამა გიორგი რაზმაძეს. იდეა,რომ ტაძარი ყოფილიყო ქეთევან დედოფლის სახელობის, სწორედ მას ეკუთვნის.



საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია, ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ.

რაზმაძე გიორგი დეკანოზი
რაზმაძე გიორგი - დეკანოზი. 2017 წლის 19 ნოემბერს, დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი