გაბიანი კალისტრატე მახამედის ძე; 1883-1885 სასაშის ღმრთისმშობლის შობის ეკლესია;1885-1917საირმის წმ.გიორგის ეკლესია;

ზის გოლეთიანი ანტონ პავლეს ძე მღვდელი; 1852-1916წწ დაბ. სოფ. ნაკურალეში (ცაგერი) 1886 -1900; ოფიტარის წმ. გიორგის ეკლესია;1900-1904 ნასპერის ღმრთისმშობლის შობის ეკლესია

ფოტო მოგვაწოდა გიორგი გოლეთიანმა, მამა ანტონის შვილიშვილის შვილი

გაბიანი კალისტრატეს მამა, მახამეთ გაბიანი, გადაღებულია 1863 წ. სავარაუდოდ თბილისში ან ქუთაისში. ეს არის ერთ-ერთი ადრეული ფოტო გადაღებული იმდროინდელ საქართველოში. გაბიანების ეს შტო, იყვნენ ფუსტები. ჰქონდათ საგვარეულო კოშკი სოფელ შკედში, რომელიც ამჟამად დანგრეულია.
მღვდელი გაბიანი კალისტრატე მახამეთის ძე და არა მახამედის ძე არის ჩემი წინაპარი დედის მხრიდან. ცხოვრობდა ლენტეხის რაიონის სოფ. შკედში (ჟახუნდერის თემი). მახამეთი იყო დედაჩემის ბაბუის მამა, ანუ დიდი ბაბუა. მას ჰყავდა შვილი გიორგიც (გოგო), კალისტრატეს ძმა, რომელიც იყო დედაჩემის ბაბუა. მახამეთის ორიგინალის სურათი ინახება ჩემს ოჯახში, სავარაუდოდ გადაღებულია ქ. ქუთაისში 1863 წ.

მოგვწერა თემურ ტაბატაძემ. 05 დეკემბერი 2025 წელს. დაბადებულია ლენტეხის რაიონის სოფ. შკედში, მამაჩემი ვარლამ ტაბატაძე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განაწილებით მუშაობდა ჩიხარეშისა და ჟახუნდერის საბჭოს ექიმად და იმ პერიოდში იქორწინა ელენე გაბიანზე, ვისი წინაპარიც იყო მახამეთ გაბიანი, ხოლო მახამეთის შვილი იყო კალისტრატე გაბიანი.
მე და ჩემს შვილს სანდროს (ალექსანდრეს) გვაქვს იუთუბ არხი, სადაც ვაქვეყნებთ საქართველოს უძველესი ისტორიის შესახებ ჩვენს კვლევებს.
https://www.youtube.com/@AleksandreTabatadze-nq6fd