სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
როსტომ-ხან სააკაძე (1588-1643) სპარსეთის სარდალი წარმ. სოფ. ფელი გორი

1588-1643 წწ. გარდ. 55 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი სააკაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

542       ბეჭდვა

როსტომ-ხან სააკაძე (1588-1643) სპარსეთის სარდალი წარმ. სოფ. ფელი გორი

როსტომ-ხან სააკაძე (დ. 1588 ― გ. 1642/1643მეშჰედი) — სპარსეთის სამეფო კარზე მოღვაწე ქართველი მხედართმთავარი.


 1599 წელს შევიდა შაჰ-აბას I-ის სამსახურში. იყო შაჰის პირადი მსახური, შემდეგ სოჰბათიასაული, 1626-1627 წლებში – მდივანი, 1632-1633 წლებში — სარდალი, დივანბეგი და თოფანგჩიაღასი, 1634-1635 წლებში — ირანის სპასალარი და აზერბაიჯანის ბეგლარბეგი. მისი მეთაურობით ყიზილბაშებმა გაილაშქრეს ვანის ციხეზე და დაამარცხეს ქურთები, თურქებს წაართვეს ბაღდადი, იომეს ოსმალთა სარდალ ექრემ ჰუსრევ-ფაშასთან, დაიპყრეს ჰელეს ციხე. სააკაძე თან ახლდა როსტომს საქართველოში შემოსვლის დროს. 1634-1635 წლებში თურქებს წაართვა ერევანი. მან შეიმუშავა ომის ახალი ტაქტიკა — წინა ხაზზე გამოიყვანა მეთოფენი და მსუბუქი არტილერია. ბრალი დასდეს სახელმწიფო ღალატში, რის გამოც, შაჰ-აბას II-მ სიკვდილით დასაჯა.


მხედართმთავარი, სამხედრო მოღვაწე, ირანის სპასალარი და აზერბაიჯანის ბეგლარბეგი. XVI საუკუნის დამდეგს სპარსეთში გადახვეწილი ბაგრატ-ხანის (დავით XI-ის ძის) აზნაურის, ბეჟან სააკაძის შვილი.


1599 წლიდან შაჰ-აბს პირველის კარზე მსახურობდა. იყო შაჰის პირადი მსახური, შემდეგ 1626-1627წწ. - მდივანი; 1632-1633წწ. – სარდალი, დივანბეგი და თოფანგჩიაღასი; 1634-1635წწ. - ირანის სპასალარი და აზერბაიჯანის ბეგლარბეგი. მისი მეთაურობით ყიზილბაშებმა გაილაშქრეს ვანის ციხეზე და დაამარცხეს ქურთები, თურქებს წაართვეს ბაღდადი, დაამარცხეს ოსმალთა სარდალ ხუსრევ-ფაშასთან, დაიპყრეს ჰელეს ციხე. როსტომ-ხან სააკაძე თან ახლდა როსტომს (მეფეს) საქართველოში შემოსვლის დროს  და საკუთარი ინიციატივით აუოხრებია საციციანო. შაჰ-აბასმა უკან გაიწვია. მონაწილეობა მიიღო დაუდ-ხან უნდილაძის და თეიმურაზის აჯანყების ჩახშობაში; 1634-1635წწ. თურქებს წაართვა ერევანი. მან შეიმუშავა ომის ახალი ტაქტიკა – წინა ხაზზე გამოიყვანა მეთოფენი და მსუბუქი არტილერია. ბრალი დასდეს სახელმწიფო ღალატში, რის გამოც, შაჰ-აბას II-მ სიკვდილით დასაჯა. როსტომ-ხანს ხშირად ახსენებენ ამ პერიოდის ქართული (ფარსადან გორგიჯანიძე, ბერი ეგნატაშვილი, პარიზის ქრონიკა, ვახუშტი) წყაროები.  უფრო მეტი ცნობაა დაცული ამ პირის შესახებ  სეფიანთა ისტორიკოსების, ისკანდერ მუნშის, მოჰამედ თაჰერის და ჰასან რუმლუს  თხზულებებში.

წყარო: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 24.04.2023
სულ რედაქტირებულია 1





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0