სულ ვიზიტორი : 6921754241
განთავსებული სტატია : 9159

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
არაბულ სამყაროში მოღვაწე პოლიტიკოსები
გიორგი სააკაძე 1580-1629წწ სახელოვანი სარდალი სოფ. ფელი, გორი

1580-1629 წწ. გარდ. 49 წლის

არაბულ სამყაროში მოღვაწე პოლიტიკოსები

გვარი სააკაძე სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

149       ბეჭდვა

გიორგი სააკაძე 1580-1629წწ სახელოვანი სარდალი სოფ. ფელი, გორი

გიორგი სიაუშის ძე სააკაძე, დიდი მოურავი (დ. დაახლ. 1580, სოფ. ფელიგ. 3 ოქტომბერი1629ალეპო) — საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, მხედართმთავარი და სამხედრო სტრატეგი.

ფელი — ნასოფლარი აღმოსავლეთ საქართველოშიშიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (საყავრის თემი). მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1370 მეტრიგორიდან 27 კილომეტრი.

არც ერთ ქართველ ისტორიულ მოღვაწეს არ რგებია წილად იმდენი ურთიერთგამომრიცხავი შეფასება, ქება თუ გაკიცხვა, რამდენიც გიორგი სააკაძეს. ძნელია, თუ შეუძლებელი არა, მისი ცხოვრების ერთმნიშვნელოვნად შეფასება.


ამის საშუალებას არც ჩვენამდე მოღწეული წყაროები იძლევა (რომელთა ავტორები აშკარად ტენდენციურები არიან) და არც სააკაძის ცხოვრების ქრონიკა. ბევრი მას ქვეყნის მხსნელად და ეროვნულ გმირად თვლის, ზოგი მოღალატედ, ხოლო ზოგი არც მოღალატედ და არც გმირად, უბრალოდ, ტრაგიკულ პიროვნებად მიიჩნევს.

ფაქტი ერთია — სააკაძეს დიდი დამსახურებაც მიუძღვის თავისი ქვეყნის წინაშე (ტაშისკარის, მარტყოფის, ქსნის ბრძოლების მოგება, შვილის — პაატას გაწირვა სამშობლოსათვის) და დიდი შეცდომებიც აქვს დაშვებული (კახეთში შაჰის მეგზურობა, ლუარსაბის "დაღუპვა", სამოქალაქო ომის გაჩაღება ბაზალეთთან, სუსტი და მერყევი პოლიტიკა). ამიტომაც უწოდებდა ილია ჭავჭავაძე მას "ავკარგიან კაცს" და მიუთითებდა "მის ავად და კარგადაც აღსახსნელ დიდ საქმეებზე". ეს ყველაფერი იძლევა იმის საფუძველს, რომ ეს "უძღები შვილი" გმირად თუ არა, მოღალატედ მაინც არ მივიჩნიოთ.


მაშ ვინ იყო და რა ეპითეტით უნდა მოვიხსენიოთ დღეს? როგორ უნდა შევაფასოთ ერთი მხრივ ის ფაქტი, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოუძღვის ჯარს და, მეორე მხრივ, სამშობლოსთვის რომ სწირავს შვილს? მოდით, სასწორის პინაზე დავდოთ, რაც მის შესახებ ვიცით და მერე ვიმსჯელოთ. რაც შეეხება იმას, რა ვიცით — აქ არ ვაპირებ მისი ცხოვრების ისტორიის მოყოლას, რადგან ამ მასალის მკითხველისთვის ბევრი რამ ისედაც ცნობილია, ვისაუბრებ იმაზე, რაც, შესაძლოა, ბევრმა არ იცის.


გიორგი სააკაძე

ეროვნული ბიბლიოთეკა

გიორგი სააკაძე

დავიწყოთ იმით, რომ, როგორც წესი, მავანთა საგმირო საქმეებს ხალხი ზეპირსიტყვიერებაში ინახავს და ისე გადასცემს შთამომავლობას. ამ შემთხვევაში უცნაურ მოვლენასთან გვაქვს საქმე: კაცი, რომლის საგმირო საქმეები ზოგის აღტაცებას იწვევდა, ხოლო ზოგის შურსა და სიძულვილს, თითქმის არავითარ გამოხმაურებას არ პოულობს ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში. გასული საუკუნის შუაწელს დიდი პოეტი გოგლა ლეონიძე დაინტერესებულა ამ ფაქტით და იოსებ ტფილელის "დიდმოურავიანის" შესავალში წერს: "უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ხალხურ პოეზიაში, დღემდე გამოქვეყნებულსა და შეგროვილ ლექსებში არსად არა სჩანს გიორგი სააკაძის სახელი. დიდმოურავის გმირობის შესახებ არავითარ ძველ ლექსს ჩვენამდე არ მოუღწევია. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ მე მხოლოდ 1935 წელს ხელთ ჩამივარდა ჯერ ერთი ფრაგმენტი და შემდეგ ორი ლექსი".


როგორადაც არ უნდა შეეფასებინათ მისი მოღვაწეობა, რაღაც გამოხმაურება უნდა ყოფილიყო. ხალხი თავის ლექსებში იხსენიებს "სისხლის წვიმების დროის მრისხანე ფეოდალებს — ნუგზარ და ზურაბ ერისთავებსაც კი… მართალია, წყევლა-კრულვით, მაგრამ მაინც იხსენიებს, გიორგი სააკაძეზე კი დუმს. რას უნდა მივაწეროთ ეს? იქნებ იმას, რომ დიდმა მოურავმა ნებსით თუ უნებლიეთ მტკივნეული ჭრილობა მიაყენა თავის ხალხს თავისი ტრგიკული ბედის გამო?


მეჩეთის ნახევარმთვარე


შაჰ აბასი: მთელი ირანი მე მემორჩილება, მე კი ალავერდი ხანს ვემორჩილები!

თუ ასეა, ხალხი მას წყევლა-კრულვით მაინც მოიგონებდა, როგორც მის გულქვა თანამედროვე ერისთავებს! გთავაზობთ რამდენიმე ჩანაწერს, რომლებიც ბატონ გოგლას გაუკეთებია:


"გიორგის გვარი ნამდვილად სააკაძე კი არ იყო, არამედ გიგაური, ხევსურეთიდან იყო. სააკაძეობა მაშინ დაირქვა, როცა დიდი სახელი გაითქვა. ის გლეხი კაცი იყო. სააკაძე ხმლითა და ხმით ომობდა. ხმალი მისი ისეთი მძიმე იყო, რო ახლანდელი ათი კაციც ვერ აწევდა, ხმაც ძალიან დიდი ჰქონდა. საფეთქლებზე ხელებს მოიჭერდა და საშინელი ხმით დაიკივლებდა. მტერს ამით აშინებდა. სააკაძეს თავადები ემტერებოდნენ, რადგან იგი გლეხი იყო“ (მთქმელი ვ. გაბოძე, სოფ. ნოსტე, 62 წლისა, 1943).


ავღანეთი, ხედი ქაბულზე

ავღანთა რისხვა გიორგი გურჯი და მის საფლავთან მუხლმოყრილი ქართველი გენერალი

„გიორგი დიდი ვაჟკაცი ყოფილა ყმაწვილობითვე. ერთხელ ნოსტეში მეფე ესტუმრა. გიორგი პატივისცემით დაუხვდა, ლამაზი სუფრა გაშალა. სუფრაზე გიორგის დამ ბულბულივით იმღერა. მეფეს მოეწონა. გიორგიმ თქვა: "თუ ცოლად უნდა, ჯვარი დაიწეროსო". მეფემ ჯვარი დაიწერა. გიორგის დას მაკრინე ერქვა. მეფეს ნაზირ-ვეზირები აუჯანყდნენ: ან გიორგი უნდა მოვკლათ, ან არა და ჩვენ თავს დაგანებებთო. დაიყოლიეს მეფე. გიორგის შემოუთვალა: იჯდე, ზეზე ადექი, ზეზე იყო — ადგომა აღარ გინდა, ჩემთან მოდიო".


გიორგის ავჭალაში სახლი ჰქონდა. იქ შეისვენა. ქალაქში ჯერ არ ჩასულიყო. მაშინ გიორგისთან მზითვის ბიჭი მივიდა და უთხრა: ქალაქში არ ჩახვიდე, თორემ მოგკლავენო. ერთ ვიღაცა ბებერ დედაკაცს საწყალი მზითვის ბიჭი მეფესთან დაებეზღებინა, გიორგი გააფრთხილაო და ბიჭი მოჰკლეს.


გიორგი გაიქცა, მტკვარი გასცურა და უცხო ქვეყანაში წავიდა. გამობრუნდა და კარგად იომა. საქართველო გააძლიერა, მაგრამ ვაი, რომ ქალაჩუნებს სხვისი ვაჟკაცობა სძულთ. კიდევ გააქციეს გიორგი სხვაგან და იქ მოჰკლეს.


თამარ მეფის შემდეგ ყველაზე დიდი სახელი მას ჰქონდა".


(მთქმელი გ. ბარნოვი, 97 წლისა, სოფ. ახალციხე, 1943 წ.).


სააკაძის გმირობების ნუსხა საკმაოდ ვრცელი და საყოველთაოდ ცნობილია. ახლა ვნახოთ, მისი რომელი ქმედება იწვევს ისტორიკოსთა დაეჭვების საბაბს: კახეთში შაჰ-აბასის ოთხგზის (1614-1617 წწ) შემოსევის დროს სააკაძე მის გვერდით იმყოფებოდა. ლუარსაბ მეფის პატიმრობაში დაღუპვაც "მის სინდისზეა", ბაზალეთის ომის თემაც ვერ მატებს მის სახელს რაიმე სასიკეთოს, ქართლის მატიანეში შავით თეთრზე წერია, როგორ იქირავა სააკაძემ 10 000 (რიცხვი ცოტა გაზვიადებული მგონია) ლეკი თეიმურაზთან საომრად. სწორედ ამ ლეკებმა აიკლეს შიდა ქართლი და რაც აბასმა დააკლო, ამათ მოუთავეს. ეჭვის საბაბს ბადებს თავად ის ფაქტიც, რომ ირანისა და თურქეთის დახმარებით სურდა საქართველოს გაერთიანება (!), არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკურად ისეთი უმეცარი, რომ ეს დაეჯერებინა. მაშ რა ამოძრავებდა? ბევრი დიდი პიროვნებისთვის დამახასიათებელი ამბიცია და ცნობილი ქართული სენი "უჩემოდ რად იმღერეთა?!"


არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის ავტორებსაც სააკაძე ორსახოვან იანუსად გამოჰყავთ. რაზეც ახლა ვისაუბრებ, ყველაფერი "დიდმოურავიანშია" აღწერილი – გიორგის ნათესავის იოსებ სააკაძის, იგივე თბილელის, პოემაში. ამავე ეპიზოდზე სომეხი ისტორიკოსის არაქელ დავრიჟეცის ცნობაც საყურადღებოა.


საქმე ეხება ლუარსაბ მეფისა და გიორგის დის ურთიერთობას. გიორგი სააკაძე, ერთი მხრივ, ემუქრება ლუარსაბს, რომ თუ მის დას ცოლად არ მოიყვანს, მოკლავს, მეორე მხრივ, დედოფალს, ლუარსაბის დედას მარიამს უცხადებს – "თქვენი შვილი ჩემს დასა მთხოვს, მე არ ვაძლევ ჩემის ნებით, არა ვღირვარ, დაუშალე, გამორჩევის კარგის მცნებით". ეს გახლავთ ფრაგმენტი "დიდმოურავიანიდან."


აქ კარგად იგრძნობა, რომ გიორგი თითქოს ანგარიშს უწევს დედოფალს, რამდენადაც მარიამს ლუარსაბისთვის დადიანის ასული ჰყავს შერჩეული საცოლედ, ამავდროულად კი სხვაგვარად ფიქრობს და მოკვლით ემუქრება მეფეს, თუ მის დაზე არ დაქორწინდება.


გოგირდის აბანოები თბილისში

როგორ იქცა ყველასგან მივიწყებული ქაიხოსრო ქართლის გვირგვინოსან როსტომ ხანად

რატომ ჩამოწვა შუღლი მეფესა და დიდ მოურავს შორის? არის ასეთი ვერსია, რომ შაჰ–აბასთან სააკაძის დაახლოება ირანში ჩასვლამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ლუარსაბი შაჰისთვის მიუღებელი ფიგურაა, ის არ ეპუება ირანის მბრძანებელს, ქრისტიანობასაც იცავს და ქვეყნის ინტერესებსაც ერთგულებს. ამ დროს ისპაჰანშია გიორგი სააკაძის ძმა, მისი რამდენიმე ნათესავი, ასევე რამდენიმე ბატონიშვილი, რომელთაც, როგორც უკანონოდ შობილთ, არანაირი შანსი არა აქვთ ქართლის სამეფო კარზე აღზევებისა. მაგრამ აბასის სურვილით კი სწორედ ეს წესი უნდა დაირღვეს, სწორედ ეს უკანონოდ შობილი ბაგრატიონები უნდა აღზევდნენ ტახტზე ლუარსაბის ჩამოგდების შემდეგ. სააკაძე თავისი ძმის მეშვეობით ამყარებს კავშირს შაჰ-აბასთან. ბუნებრივია, აბასს სააკაძეზე აქვს განსაკუთრებული გათვლა, რამდენადაც გიორგი მეფე ლუარსაბის მოყვარეა და მეფის ნდობით სარგებლობს. სააკაძის ორმაგი თამაში სულ მალე გამჟღავნდა. ბერუკა ჯავახიშვილმა ამხილა დიდი მოურავი ლუარსაბ მეფესთან. ბერუკა გიორგი სააკაძესთან დაახლოებული პირია, მას სააკაძე ოჯახის წევრად მოიხსენიებს და არ გამოეპარებოდა დიდი მოურავის კავშირები ირანის შაჰის კართან.


ლუარსაბმაც უწყის რომ სააკაძეს უამრავი მომხრე ჰყავს და განაჩენის აღსრულებას სასწრაფოდ ცდილობს. დიდ მოურავს წავკისში იბარებენ, სწორედ აქაა დაგეგმილი მისი დასჯა. მაგრამ სააკაძე ახერხებს ხიფათისგან თავის დახსნას. სააკაძის ამბიციის კიდევ ერთი დასტურია ის, რომ მას დიდი საიდუმლო ქსელი აქვს შექმნილი, რომლის მეშვეობით საჭირო ინფორმაციას საჭირო დროს იღებს. ამჯერადაც იმუშავა ამ ქსელმა. ბააკა ხერხეულიძემ აცნობა მოურავს ლუარსაბის ჩანაფიქრი.


უცნაურია გიორგი სააკაძის ქცევა შაჰის კარზე ჩასვლისთანავე. მიუხედავად იმისა, რომ აბასს მისთვის რჯულის დათმობა არ უთხოვია, დიდი მოურავი ამას საკუთარი ნებით აკეთებს. ასევე არცთუ სასიკეთო და ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს გიორგი თურქეთში და სწორედ ამ ორმაგმა თამაშმა გამოიწვია მისი დაღუპვა.


კადრი ფილმიდან გიორგი სააკაძე

ეროვნული ბიბლიოთეკა

კადრი ფილმიდან "გიორგი სააკაძე"

ფაქტების მოყვანა კიდევ შეიძლება, მაგრამ ფორმატი არ მაძლევს ამის საშუალებას. საკუთარი აზრის გამოთქმისგან თავს შევიკავებ, რადგან აქ ერთმანეთს უპირისპირდება ჩემი სურვილი, რომ სააკაძეში უძლეველი გმირი დავინახო და გარკვეული ფაქტები, რომლებიც ჩემს სურვილს ეწინააღმდეგება. კიდევ ერთ ცნობას მოგაწვდით დიდი მოურავის შესახებ, უფრო სწორად, მისი განსასვენებლის შესახებ. მოგეხსენებათ, სააკაძე ქალაქ ალეპოში დასაჯეს სიკვდილით. XVII ს-ის 30-იანი წლების ბოლოს როსტომ ქართლის მეფეს ერზრუმიდან გადმოუყვანია გიორგის შვილი იორამი და მამისეული მამული მიუცია. ქალიშვილი ანა-ხანუმი ერზრუმში გარდაცვლილა მამისა და ძმის სიკვდილით დასჯიდან 20 წლის შემდეგ. ერზრუმში მურად–ფაშას მეჩეთის სასაფლაოსთან, კუთხეში, ყიბლის მიმართულებით ახლაც დგას მავზოლეუმი (თურბე). ოთხ სვეტზე დაყრდნობილი, ოთხივე მხარეს ღია მავზოლეუმში სამი აკლდამაა – ერთი დიდი და ორი პატარა. წარწერები გადაშლილია. ასე რომ, გარდაცვლილთა ვინაობის გარკვევა შეუძლებელია, მაგრამ მავზოლეუმის ჩრდილო მხარეს, მარჯვენა კუთხეში ჩასმულია 32,5×42 სმ მარმარილოს დაფა, რომელზეც ლამაზი სულსით 4 სტრიქონზე წერია:


ეჰ, წავიდა მოურავ-ხანის იშვიათი სილამაზის ქალიშვილი.


როცა მან სამოთხის მიწა დაამშვენა, ფერიები დაუპირისპირდნენ,


მერე კი მსახურებად დაუდგნენ. მის


ასაკს დაახლოებით ამბობენ, ადრე გავიდა ამ ქვეყნიდან.


რა დასანანია, ნაზი (ჰაეროვანი) ანა-ხანუმის გარდაცვალება.


ჰიჯრით 1059 წ. = 1649 წ.



Read more: https://sputnik-georgia.com/people/20170505/235864895/giorgi-saakadze.html



ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 07.10.2020


რედაქტირება ტექსტი დავით ფეიქრიშვილი 01.07.2022


რედაქტირება ფოტო დავით ფეიქრიშვილი 01.07.2022


რედაქტირება ტექსტი დავით ფეიქრიშვილი 01.07.2022





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


არაბულ სამყაროში მოღვაწე პოლიტიკოსები


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა