ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე (დ. 1835, მარტვილი, — გ. 1882, იქვე)
— თავადი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (დაახლ. 1880). ახალგაზრდობიდან მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878). იყო მეგრული რაზმის მეთაური. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.