სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ბახვა დგებუაძე  1955-29/12/92 წწ. გარდ. 37 წლის ქ. სოხუმი აფხაზეთი  დაბ. სოფ. ათარა არმიანსკოვი  ოჩამჩირე აფხაზეთი ბახვა დგებუაძე  1955-29/12/92 წწ. გარდ. 37 წლის ქ. სოხუმი აფხაზეთი  დაბ. სოფ. ათარა არმიანსკოვი  ოჩამჩირე აფხაზეთი ბახვა დგებუაძე  1955-29/12/92 წწ. გარდ. 37 წლის ქ. სოხუმი აფხაზეთი  დაბ. სოფ. ათარა არმიანსკოვი  ოჩამჩირე აფხაზეთი

1955-1992 წწ. გარდ. 37 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი დგებუაძე სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

ბახვა დგებუაძე 1955-29/12/92 წწ. გარდ. 37 წლის ქ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ათარა არმიანსკოვი ოჩამჩირე აფხაზეთი

გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე

  II საარმიო კორპუსი, სრული სია. წიგნიდან "საქართველოსთვის" 

ბახვა დგებუაძე დაიბადა  1955 წლის  15 ივლისს ოჩამჩირის რაიონის  სოფელ ათარა არმიანსკოვში.


   1956 წელს, ოჯახი საცხოვრებლად  გადავიდა  გულრიფშის რაიონის  სოფელ ვლადიმიროვკაში. 1973 წელს ბახვა დგებუაძემ  დაამთავრა ვლადიმიროვკის  საშუალო სკოლა. სამხედრო-სავალდებულო სამსახური  მოიხადა ქალაქ  ვოროშილოვგრადში,სადაც  სამი წელი იმსახურა. დემობილიზაციიის სემდეგ  მუშაობდა ესტონკაში,მაჭარკაში...

დგებუაძე ოჯახი 7 წევრი გარდ. გულრიფში აფხაზეთი

       ბახვა დგებუაძე 1983 წელს  ჩაირიცხა ქალაქ  მიჩურინსკის  სასოფლო-სამეურნეო  ტექნიკუმში და 1986 წელს მიიღო აგრონომის  კვალიფიკაცია.

   1992 წელს საქართველოს კომისარიატმა  ჯარში  გაიწვია. 1992 წლის 15 თებერვალს  მიენიჭა „კაპიტნის“ წოდება და  დაინიშნა  მეორე საარმიო  კორპუსის ცალკეული  მატერიალური  უზრუნველყოფის  ბატალიონის მეთაურის  მოადგილედ  შეიარაღებისა და  ტექნიკის დარგში.

  1992 წლის 29 დეკემბერს  სოხუმზე შემოტევის დროს , ბახვა დგებუაძე  მძიმედ დაიჭრა და დაიღუპა.

ბახვა დგებუაძე  დაკრძალულია  სოფელ ვლადიმიროვკის სასაფლაოზე.

ერთი  წლის შემდეგ  შვილის საფლავზე ჩასული მამაც სიცოცხლეს გამოასალმეს.


გმირები არ იმალებიან  ავტორი ნუგზარ გებურია

                          

             ირგვლივ ავისმომასწავებელი სიჩუმე იდგა, ღრუბლებით გარსშემორტყმული ბაბუშარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, რაღაც ტრაგიკული საშინელების მოლოდინში გარინდულიყო. სადღაც შორს, ქალაქის მხრიდან ყრუ აფეთქების ხმები მოისმოდა, რასაც ემატებოდა დევნილი მოსახლეობის სახლებიდან, უპატრონოდ მიტოვებული ძაღლების ყმუილი.

ქართველები, რომელნიც  მატერიალურ ტექნიკურ ბაზებს იცავდნენ გაურკვეველმა შიშმა მოიცვა. მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ჯარის ბოევიკებმა კელასურის ხიდთან ქართველი გენერალი გენო ადამია მოკლეს და ქართული შენაერთები საგრძნობლად შეთხელდა გადამთიელებმა მშვიდობიანი მოსახლეობის აწიოკება დაიწყეს...

ბაბუშარის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო დანიშნულების ტექნიკური ბაზის მცველებმა მცირე თათბირის შემდეგ გადაწყვიტეს, მაჭარკიდან მერხეულის გზით წებელდის მიმართულებით გაქცეულიყვნენ...

     ფიქრის დრო არც ჰქონდათ. ტექნიკური ბაზის დაცვის ოფიცრები უხმაუროდ და უსიტყვოდ სწრაფად ჩასხდნენ მანქანაში...

      წუთის შემდეგ, საკმაოდ მოძველებული სატვირთო მანქანა გაჭირვებით მიხრიგინებდა აეროპორტის ახალ გზაზე გულრიფშის მიმართულებით.

საჭეს, ვაჟკაცური აღნაგობის ოჩამჩირელი ნუგზარ ზაქარაია უჯდა. გვერდით მისი ბიძაშვილი, სქელულვაშა ზემდეგი,ზაურ ზაქარაია ამღვრეულ თვალებს დევნილი ნადირივით აბრიალებდა. ზემოთ ბორტზე მეორე საარმიო კორპუსის ცალკეული მატერიალური უზრუნველყოფის ბატალიონის უფროსი გულრიფშელი, მაიორი მერაბ ჩიტაია იჯდა, მერე მისი მოადგილე ვლადიმიროვკელი, კაპიტანი ბახვა დგებუაძე და მის გვერდით გულრიფშელი  ზემდეგი ბესო გოგია იჯდა.

   აეროპორტის ახალ გზაზე ძველი სატვირთო მანქანა ნორმალურად მიგრიალებდა, მაგრამ...

მთავარი ქუჩისკენ, რომ გადაუხვიეს, ხელმარჯვნივ, გზის პირას, რეზო ზარანდიას სახლთან სამხედრო „ურალი“ შენიშნეს, კაბინის თავზე აფხაზური დროშა ფრიალებდა.

- ალბათ ძრავა ჩაუქრათ... - შიშჩამდგარი თვალებით შემოხედა ზაურმა ბიძაშვილს.

- წყნარად ზაურ! ძრავა კი არა, ეს აფხაზური მხარის დაქირავებული ბოევიკებია... ამათი დედაც! - იღრიალა ნუგზარ ზაქარაიამ და საჭეს ორივე ხელით ჩააფრინდა. მანქანის შემობრუნება სცადა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, - „ურალმა“ გზა უცბად გადაკეტა...

კაბინაში სამი ახალგაზრდა ბოევიკი იჯდა. „ურალი“ ტყვია-წამლით იყო დატვირთული.

ახალგაზრდა მძღოლი გაშტერებული თვალებით იყურებოდა მათკენ.

ფიქრის დრო აღარ იყო, რამე უნდა ეღონათ...

- აბა ზაურ! ბიჭებო! დავაი! - უყვირა გამოცდილმა მაიორმა და ელვის უსწრაფესად გამოიჭრა მანქანიდან.

ზაურამა „ურალის“ კარი წამში გამოაღო და მის ხელში ავტომატმა იგრიალა. ბახვა დგებუაძემ ავტომატის ლულა მძღოლს კეფაზე მიაბჯინა. მერაბ ჩიტაიას აცალა მანქანის გაშმონვა და მერე სახე გაფითრებულ მძღოლს მკაცრი ხმით უბრძანა:

- ეი, ვარა! აბა, სწრაფად ჩამოხტი!

გაოგნებულმა მძღოლმა, შეიარეღებული ქართველი ოფიცრების დანახვაზე, წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაბედა და მანქანიდან უხმოდ ჩამოვიდა.

- ყველაფერი რიგზეა! - თქვა ნუგზარ ზაქარაიამ, როცა ბიჭებმა სამივე ბოევიკი ერთმანეთს ქამრებით გადააბეს. - ჩვენი ხომალდი დაცხრილეთ და ჩქარად ჩასხედით „ურალში“. დროზე მოვხიოთ აქედან...

წუთის შემდეგ, ოკუპანტების „ნაჩუქარი“ ტყვიაწამლით დატვირთული, ახალთახალი,  სამხედრო „ურალი“ მთელი სიჩქარით მიშლიგინებდა გზატკეცილზე მაჭარკის მიმართულებით. გულრიფშის ცენტრში საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ... აგუძერას სწრაფად ჩაუქროლეს... დიოსკურიაც ელვისებურად გადაიქროლეს, მაჭარის ცენტრიც უპრობლემოდ გაიარეს, პოსტთან ნელა მოუხვიეს და მერხეულისკენ აიღეს გეზი, მაგრამ...

ნუგზარმა მკვეთრად დაამუხრუჭა ვეებერთელა „ურალი“.

- რა მოხდა?! - გაისმა მანქანის ბორტიდან აღელვებული ბიჭების შოკის მომგვრელი ხმა.

- გზა გადათხრილია, ვერ ხედავთ! - იღრიალა ნუგზარ ზაქარაიამ გამწარებული ხმით და მეგობრებს  ახედა: - დაწექით ბორტზე, ტყიამფრქვევი და ხელყუმბარები მოიმარჯვეთ, უკან ვბრუნდებით...

- კი, მაგრამ... - რაღაცის თქმა დააპირა მატერიალური უზრუნველყოფის ბატალიონის, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა მეთაურმა, მერაბ ჩიტაიამ.

- რა მაგრამ!.. რა ვერ გაიგეთ?!.- უყვირა ნუგზარმა.- ახლა თქვენ ტექნიკური ბატალიონის მეთაური და მოადგილე კი არა, ღმერთისგან და საკუთარი მოღალატე მთავრობისგან უპატრონოდ მიტოვებული და უტყვია-წამლოდ დარჩენილი განწირული მებრძოლები ხართ!.. გესმით, ჩემი!

- კარგი, ბრატ!.. დავაი, ზავადი!..- გადმოსძახეს ბორტიდან ბიჭებმა უკმაყოფილო, შიშნარევი ხმით და მორჩა, ამის მერე კოდორის ხიდის მისვლამდე ხმა არ გაუღიათ.

ხიდთან რამდენიმე სატვირთო მანქანას მოჰკრეს თვალი. ირგვლივ დამწვარი სამხედრო ტექნიკა და ტყვიით დაცხრილული ადამიანების უსულო გვამები ეყარა. ჩანგრეულ ხიდზე აფხაზური დროშა ფრიალებდა.

- მოაბრუნე მანქანა... - უჩურჩულა ზაურმა გაოგნებულ ბიძაშვილს.

ნუგზარმა აუჩქარებლად, ფრთხილად მოაბრუნა მანქანა, მაგრამ სააოკუპაციო ჯარის ბოევიკებმა, რაღაც იაზრესო უკან გამოჰყვნენ...

მაიორი სიჩქარეს ნელ-ნელა უმატებდა.

- წყნარად ძმაო! სროლა აქ საშიშია. - გააფრთხილა მან ბიძაშვილი, როცა შენიშნა სახე გაფითრებული სქელულვაშა ავტომატს უშნოდ, რომ ატრიალებდა.

ამ დროს სამხედროებმა უხმაუროდ ჩაუქროლეს, თავღია „ვილისზე“ ახალგაზრდა ბოევიკები ისხდნენ.

- ეი, ვარა! - გადმოსძახა ერთმა უწვერულვაშო ბოევიკმა და „ურალის“ მძღოლს ხელით ანიშნა, გააჩერეო.

- ძმაო, რას აპირებ? - უყვირა ზაურ ზაქარაიამ, როცა ნუგზარმა მკვეთრად მოუხვია და ვეებერთელა მანქანა სამხედროების თავღია „ვილიქსს“ პირდაპირ ცხვირში გლიჯა და გზიდან რამდენიმე მეტრში, მარცხნივ, ორსართულიანი სახლის გაწკრიალებულ ეზოში შეაგდო თავის ბოევიკებიანად. ასეთი არაერთი გმირობა ჩაუდენია 23-ე ბრიგადის მეექვსე სატანკო ბატალიონის ზურგის ყოფილ უფროსს აეროპორტის მახლობლად მდებარე სამხედრო-ტექნიკურ ბაზაზე გადასვლამდე.

მერე უკუსვლით სწრაფად გამოვიდა ეზოდან და ხიდის გვერდის ავლით აპირებდა გაქცევას, მაგრამ მოულოდნელად აძუბჟიდან მომავალმა სამხედრო „ურალმა“ ხიდის გვერდით მდინარე გადმოვიდა და მარცხნივ აღმართზე ამოიღმუვლა, კაბინა და ბრეზენტით გადახურული ბორტი აფხაზი და ქართველებზე სიძულვილით დაგეშილი სომხებით იყო გაჭედილი. დრანდის მხრიდან კი, ჩქარად მომავალი თავღია სატვირთო  მანქანიდან, კბილებამდე იარაღში ჩამჯდარი, აფხაზი ბოევიკები უმისამართოდ ისროდნენ, ხან ჰაერში, ხან კიდევ სად... მაგრამ საბედნიეროდ ტყვიები მანქანას თავს ზემოთ წივილით იფანტებოდა.

- არ დაიბნე, ძმაო!.. - ისევ უყვირა ზაურმა თავის ბიძაშვილს და ურჩია მდინარის სანაპიროთი წასულიყო ტყისკენ...

მაიორს ეტყობა მოეწონა სქელულვაშა ზემდეგის გადაწყვეტილება, სწრაფად და მოხერხებულად მოუხვია, ორხიდიანი „ურალი“ სანაპიროს ქვაღორღიან გზაზე შეაგდო და მთელი სიჩქარით გაქანდა წინ... მაგრამ სამანქანო გზა მოკლე აღმოჩნდა. ურალმა, როგორღაც ნახევარი წრე შემოხაზა ბუჩქნარებს შორის, შემდეგ ხროტინ-ხროტინით გავიდა მთავარ გზაზე და მთელი სიჩქარით  გაქანდა წინ, ფშაფის მიმართულებით... 

                      გაგრძელება შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნში „ მხეცებთან ჭიდილი “.

                           წიგნი „მხეცებთან ჭიდილი“ამა წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იქნება გაყიდვაში.  წიგნი შეიცავს 662 გვერდს. 180 სურათს, აქედან უფრო მეტი ფერადია. წიგნის ღირებულება 20 ლარი. ვისაც შეძენა გსურთ პირადში მომწერეთ მისამართი და ტელეფონის ნომერი. კურიერი სახლში მიგიტანთ. ასევე ვაგზავნით ფოსტით საქართველოს ყველა რეგიონში, სოფელში თუ ქალაქში. შეგიძლიათ დამირეკოთ ამ ნომერზე T 555 60 62 68

ასევე საზღვარგარეთ ვინც იმყოფებით და გსურთ წიგნის შეძენა მომწერეთ პირადში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.05.2021
ბოლო რედაქტირება 30.12.2022
სულ რედაქტირებულია 8

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 29.08.2021
სულ რედაქტირებულია 2



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0