ნაჭყებია აქვსენტი (ტასო) ალექსანდრეს ძე დაიბადა ქ. სოხუმში 1963 წ. 17.02. ქართველი,
განათლება – უმაღლესი, უცოლშვილო. მისმა დამ მარინა ნაჭყებიამ გამოსცა წიგნები აფხაზეთის ომის გმირებზე. გააცოცხლა უამტრავი დოკუმენტური მასალა,
„აფხაზეთის ომის დაწყებისას ახლობლებთან სტუმრობს გალში, იმ საღამოსვე გადმოდის და რამდენიმე საათში ფეხით ჩამოდის სოხუმში (საგზაო-სარკინიგზო ტრანსპორტი მალევე პარალიზებული აღმოჩნდა). 18 აგვისტოს ტასო უკვე გენერალ გენო ადამიას შენაერთის ჯარისკაცია და იბრძვის ბოლომდე, მანამ სანამ სჯერა.
სჯერა კი სოხუმის დაცემამდე სნაიპერის მიერ ზუსტად დამიზნებულ ტყვიამდე; მანამ, სანამ „მამულის კეთილდღეობისა“ და „ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობისათვის“ ბრძოლა მართალ და ჯანსაღ თამაშს ჰგავს.
31 წლის სოხუმელმა ინჟინერმა აქვსენტი (ტასო) ნაჭყებიამ ვერ მიატოვა ქალაქი და სხვებთან ერთად დარჩა „წაგებულ წრეში“.
…ომი ახალი დაწყებული იყო. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ბიჭებმა ტანკი შემოაგრიალეს. მუხლუხებიანი მანქანა გაზონზე გადავიდა და ნაძვი წააქცია. ტასოც იქვე იდგა. ისე გაბრაზებულა, თავი ვერ შეიკავა: „რას შვრებით, ბიჭებო… ომი ომია, მაგრამ ეს ქალაქი ხომ ჩვენია, ჩვენი გასაფრთხილებელი და ბოლომდე მოსავლელიო!“ სანამ ის ლამაზი ნაძვი ფეხზე არ წამოაყენა და არ გამართა, იქიდან არ წამოსულა.
…ომის დროს მტრის თითო-ოროლა თვითმფრინავი თუ გამოუყვანია მწყობრიდან ჩვენს ჰაერსაწინააღმდეგო შენაერთებს. ერთ-ერთი ტასოს „შილკა“ იყო, მიზანს რომ მოხვდა.
ომით დაფიქსირებული დიალოგი…
– გთხოვთ, გაიყვანეთ დედა და ბავშვები და დატოვეთ ქალაქი, ჩემი დარდი ნუ გექნებათ, ერთი ორი დღე და… ვიღაცამ ხომ უნდა აიტანოს ეს ჯოჯოხეთი… დედამ უნდა გამიგოს… ჯერ ვერ წამოვალ, ისედაც ბევრი დავკარგეთ… – სადგურს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს გადახვეული და-ძმა განშორებით შეწყვეტილ ერთად ყოფნის წამებს ითვლიდა. ტასოს მართლა არ ეშინოდა, მაგრამ მის წინ ვედრებისთვის დაჩოქილი მარინა ებრალებოდა. (სამ დას ეს ერთი საფიცარი ძმა ჰყავდა). ეს იყო თვალებით გამხელა იმისა, რომ დამარცხებული ხარ, რომ უკვე ყველაფერი ამაოა, მაგრამ სხვანაირად მოქცევის უფლება არა გაქვს…
ძიძარიასა და გელოვანის ქუჩების მისადგომები ერთ-ერთი მძიმე უბანი აღამოჩნდა, სადაც 19 სექტემბერს საკუთარი აწყობილი ტანკით უკანასკნელ საბრძოლო დავალებას წარმატებით შეასრულებს ლეიტენანტი. სასაფლაოზე წასვენების არანაირი საშუალება არ იქნება და საკუთარ ეზოში ერთადერთი ბოთლი შამპანურის ბათქითა და ავტომატების კაკანა ჯერით ბიჭები, დედა და დები დაემშვიდობებიან ტასოს.
მუდამ მომღიმარს, იმედიანს, ვაჟკაცურს, მხნესა და ომახიანს დაიმახსოვრებენ ახლობლები და თანამებრძოლები ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერს ტასო ნაჭყებიას“.
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.04.2021
ბოლო რედაქტირება 15.11.2022 სულ რედაქტირებულია 5
შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ. მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით საზოგადოებრივ საწყისებზე. ქალაქი თელავი.
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 09.09.2021 სულ რედაქტირებულია 1
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.06.2023 სულ რედაქტირებულია 2
ნაჭყებია - გვარის 9 ღვთისმსახური
1 0
ნაჭყებია ანდრია 1836-1900წწ. მღვდელი სოფ. ორსანტიის მაცხოვრის ეკლესია დაბ. სოფ კურზუ, მარტვილი
2 0
ოთარ ნაჭყებია 1925-94წწ საბჭოთა გენერალი დაბ. ბათუმი აჭარა
1 0
ზურაბ ნაჭყებია სერგოს ძე 1964-08 გარდ. სამაჩბლოში დაბ. მარტვილი სამერელო
2 0
გელა ნაჭყებია 1968-1992წწ გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ. სოფ. კურზუ მარტვილი.
2 0
ევგენი ნაჭყებია გარდ. 1975-93წ. გარდ. აფხაზეთში დაბ. სოხუმი აფხაზეთი
2 0
გიორგი (გია) ნაჭყებია გარდ. 1963-92წ. სოფ. გუმისთა სოხუმი აფხაზეთი
2 0
გოჩა ნაჭყებია დ. 1964წ. ვეტერანი დაბ. სოხუმი აფხაზეთი
5 0
მარინა ნაჭყებია 1956-2023წწ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დაბ. სოხუმი აფხაზეთი
1 0
თენგიზ ალექსანდრეს ძე ნაჭყებია 1962 -1995წწ. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ბერძნულ რომაული დაბ. თბილისი
2 0
ალექსანდრე აქვსენტის ძე ნაჭყებია 1924-1990წწ რკინიგზელი დაბ. სოხუმი წარმ. ხობი
2 0
ლავრენტი (მამუკა) შოთას ძე ნაჭყებია 1948წ პოლიციის გენერალი. სოხუმი, აფხაზეთი.
1 0
კაპიტონ ნაჭყებია გრიგოლის-ძე 1902-73წწ გარდ. 71 წლის შსს მაღალჩინოსანი, დაარსა იპოდრომი, თეირანის კონფერენციის (1943წ.) დაცვა დაბ. სოფ. კოტიანეთი, სენაკი, სამეგრელო