საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია
1928 წელს პირველი ფალავნობის ოფიციალური შეჯიბრის ორგანიზატორი ვანო წამალაშვილი (გლდანელი)
ვანო (გლდანელი) წამალაშვილი. უძლიერესი ქართულის მოჭიდავე სოფელი გლდანიდან.
პლიუს ეტყობა საკმაოდ ჭკვიანი კაცი იყო, სწორედ მას ეკუთვნის ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრების ჩატარების წესების პირველი კრებული. მანამდე რეგულაცია არ არსებობდა, არც წონით კატეგორიები და არც დროის რეგლამენტი არ იყო, წყვილები ჭიდაობდნენ ვიზუალური შეთვალიერებით, დროში შეზღუდვა არ არსებობდა, შერკინება გრძელდებოდა სუფთა გამარჯვებამდე (ვინ იცის ტოლსწორ მეტოქეთა ჭიდილი რამდენ ხანს გრძელდებოდა:),
რაც შეეხება წამალაშვილის საჭიდაო კარიერას მისი პირველი შთამბეჭდავი, ხმაურიანი, გამოჩენა დიდ სარბიელზე მოხდა თბილისის ცირკში, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა პერსპექტიული მოზარდი ვანო დააჭიდეს იმ დროის ერთერთ საუკეთესო ფალავანს საგარეჯოელ მიხა ქურხულს, ყველასათვის მოულოდნელად შეხვედრა ახალბედა პირტიტველა გლდანელი მოჭიდავის ვანო წამალაშვილის სუფთა გამარჯვებით დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს საგარეჯოელი ფალავანი მიხა უკვე 45-წლისა იყო. ნიშანდობლივია, რომ ამ მარცხის შემდეგ მიხა ქურხულმა აქტიურ სპორტს თავი დაანება იმ მოსაზრებით, რომ "კარგი თაობა მოდის და სარბიელი მათ უნდა დავუთმოთო" ამის შემდეგ მიხამ საგარეჯოში მოზარდი თაობის დედა ჭიდაობაში აღზრდას მიჰყო ხელი და საკმაო წარმატებითაც არა ერთი თავგამოჩენილი ფალავანი დააფრთიანა "ძია მიხალამ" ასე ეძახდნენ სწორედ მიხა ქურხულს პატივისცემით თავისი შეგირდები.
ვანო (გლდანელი) ამ ორთაბრძოლის მერე მალევე ანგარიშგასაწევი მოჭიდავე გახდა, შემდგომ კი აბსოლუტური წონის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი.
თ.გოგიბედაშვილი
მიხა ქურხული 1880-1961წწ ქართული ჭიდაობის ფალავანი დაბ. საგარეჯო