სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
წარმატებული სპორტსმენები
ქვარიანი, ნიკოლოზ (კოლია) ნესტორის ძე 1900-1980წწ ქართული ჭიდაობა დაბ. ცაგერი ლეჩხუმი. ცხოვრ. ქუთაისი ქვარიანი, ნიკოლოზ (კოლია) ნესტორის ძე 1900-1980წწ ქართული ჭიდაობა დაბ. ცაგერი ლეჩხუმი. ცხოვრ. ქუთაისი

1900-1980 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება

წარმატებული სპორტსმენები

გვარი ქვარიანი სია

ცაგერი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

450       ბეჭდვა

ქვარიანი, ნიკოლოზ (კოლია) ნესტორის ძე 1900-1980წწ ქართული ჭიდაობა დაბ. ცაგერი ლეჩხუმი. ცხოვრ. ქუთაისი

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება

კოლია ქვარიანი - წარმოშობით ლეჩხუმელი კოლა ქვარიანი ქუთაისში, ვექილ ნესტორ ქვარიანის ოჯახში. ქუთაისში დაამთავრა გიმნაზია.


1910 წელს დაუწყო ჭიდაობა. მალე კლასიკურ ჭიდაობაში დაოსტატდა და რამდენიმე გამარჯვებაც მოიპოვა. 1927 წელს კოლა მოსკოვში ჩავიდა, ივან პოდუბნიმ კოლა ამერიკაში, მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანა და სახელიც მალე გაითქვა. ლონდონში შეხვდა გიმნაზიის მეგობარი, მერაბ კვიტაშვილი, რომელიც იქ 1919 წლიდან ცხოვრობდა. როცა ლონდონში კოლა ქვარიანის წაუქცეველი ფალავანი აღარ დარჩა, კანადაში მიიწვიეს.


დახმარებას უწევდა ქართულ სათვისტომოს, ქართულ-ამერიკულ ლიგას. აქტიურად მონაწილეობდა ამერიკაში 1931 წელს დაარსებული ქართული სათვისტომოს საქმიანობაში, არასოდეს აკლდებოდა ქართულ შეკრებებსა და ღონისძიებებს. გარდაიცვალა 1980 წლის 17 თებერვალს 79 წლის ასაკში.


კოლა (კოლია) ქვარიანი (ინგლ. Kola Kwariani; ნიკოლოზ ნესტორის ძე ქვარიანი; დ. 16 იანვარი [ძვ. სტ. 3 იანვარი]1903ქუთაისი, — გ. 27 თებერვალი 1980ნიუ-იორკიაშშ) — ქართველი პროფესიონალი მოჭიდავე, მსახიობი და მოჭადრაკე. კოლა ქვარიანს დიდი დამსახურება მიუძღვის 20-იანი წლების ქუთაისში ახალგაზრდა ფალავნების აღზრდისა და დაოსტატების საქმეში. აღზრდილი ჰყავდა არაერთი სახელოვანი ფალავანი, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონი ანტონინო როკა, რომელიც შემდეგ იშვილა. კოლა ქვარიანის ჭიდაობას ყოველთვის უამრავი ხალხი ესწრებოდა. მას აღტაცებაში მოჰყავდა მაყურებელი თავისი ღონით, ილეთების დროულად გამოყენებით და საერთოდ ჭიდაობის ეშხითა და სილამაზით.[1] ჟურნალ „Chess Review“-ის მიხედვით კოლა ქვარიანი იყო აშშ-ში ერთადერთი პროფესიონალი მოჭიდავე, რომელიც ამავდროულად მოჭადრაკეც იყო


კოლა ქვარიანის დაბადებასთან დაკავშირებით ქუთაისის მწვანეყვავილას ეკლესიის მეტრიკულ წიგნში წერია: ნიკოლოზ ნესტორის ძე ქვარიანი დაბადებულია ქ. ქუთაისში 1903 წლის 3 იანვარს (ძველი სტილით). მისი მშობლები არიან: მამა ქვარიანი ნესტორი მაქსიმეს ძე, დედა ქვარიანი კესარია (ცუცუ) ლეონტის ასული. ნათლობა მოხდენილია იმავე წლის 1 თებერვალს (ძველი სტილით). ნათლიები იყვნენ: დავით ოტიას ძე ნიჟარაძე და ოლღა ფილიპეს ასული მგალობლიშვილი, რაც რეგისტრირებულია 1903 წლის 1 თებერვლით (ძველი სტილით).[3]

კოლა ქვარიანის მამა ნესტორი თავისი დროის საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო და, რაც მთავარია განათლებით იურისტი, ღრმად იყო ჩახედული იურისპრუდენციაში; დედა კესარია (ცუცუ) ლეონტის ასული ჩაჩანიძე ჭიათურასთან ახლო მდებარე სოფლის შუქრეთის მკვიდრი იყო. იგი განათლებული პიროვნება იყო, თითქმის ზეპირად იცოდა მრავალსაუკუნოვანი ქართული ფოლკლორი და მწერლობა.[3]

1911 წელს რვა წლის კოლა ქვარიანი მშობლებმა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის უმცროს მოსამზადებელ კლასში შეიყვანეს. 1912–1913 სასწავლო წლებში კოლა ქვარიანმა ასევე წარმატებით გაიარა უფროსი მოსამზადებელი კლასი. კლასიკურ გიმნაზიაში სწავლების პერიოდში მომავალი ფალავანი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა უცხო ენებისადმი და მათემატიკისადმი.[3]

1919 წლის 5 ოქტომბერს ქუთაისში ოფიციალურად შეიქმნა ტანვარჯიშული საზოგადოება „შევარდენი“, რომლის ემბლემის ქვეშ გაერთიანდა ქუთაისელი მოსწავლე-ახალგაზრდობის ერთი ნაწილი, მათ შორის კოლა ქვარიანი.[3]

1922 წელს კოლა ქვარიანმა წარმატებით იასპარეზა ბაქოში გამართულ მოჭიდავეთა დიდ ტურნირზე, სადაც დაამარცხა პავლე ზაგორუიკო, ილია მურომეცი, ერმაკოვი, მაკაროვი, იაუმზე, გვოზდოვსკი და სხვები. 1924 წელს, იმ დროისათვის ცნობილი ახალგაზრდა პოეტების პაოლო იაშვილის და კოლაუ ნადირაძის ინიციატივით, ქუთაისში იუბილე გადაუხადეს მხცოვან ქართველ ფალავანს ნესტორ ესებუას. საღამო მოჭიდავეთა პაექრობამ დაამშვენა, სადაც მთავარი გმირი კოლა ქვარიანი იყო, რომელმაც დაამარცხა ცნობილი ფალავნები იუსუფოვი და როლანდი. კოლა ქვარიანს ქუთაისში დამარცხებული ჰყავდა აგრეთვე ცნობილი ფალავნები კლემენტი ბული, ბაშკიროვი, ვახტუროვი და სხვები.[3]

1928 წლის დამდეგს ქვარიანი მოსკოვში დაბინავდა, მატერიალურად უჭირდა, მაგრამ ცირკში სამსახურზე უარი თქვა.[4] 1928 წელს კოლა ქვარიანი გაემგზავრა პირენეს ნახევარკუნძულზე, ხოლო ცოტა უფრო გვიან აშშ-ში, სადაც დარჩა საცხოვრებლად. აშშ-ში სწრაფად გაითქვა სახელი, როგორც სწორუპოვარმა ფალავანმა. 1928 წელს კოლა ქვარიანმა დაამარცხა ამერიკელების კერპი — ჟოზეფ ტოტსმონდი, შემდეგ ბეროვიკი, ხოლო, მოგვიანებით კოლა ქვარიანმა სუფთად დაამარცხა მსოფლიოში მახრჩობელად ცნობილი ედ ლუისი. ლუისთან გამარჯვებისათვის ჰონორარის სახით ქართველმა ფალავანმა 200 ათასი დოლარი მიიღო. აღნიშნული თანხით იქ შეიძინა სასტუმრო, გახსნა საჭიდაო დარბაზი და საჭადრაკო კლუბი.[3]

1931 წლის 21 იანვარს კოლა ქვარიანმა დაამარცხა ცნობილი ამერიკელი ფალავანი ჯონ კლუკსტორი, რომლის დამარცხებისათვის დიდძალი თანხა მიიღო. დამარცხებისაგან გაბოროტებულმა ამერიკელმა ფალავანმა, განგებ თითები მარჯვენა თვალში ჩაარტყა ქართველ ფალავანს, რომელსაც სამუდამო ტრავმად შემორჩა თვალის ოპტიკური ნერვის ატროფია.[3]

1932 წელს კოლა ქვარიანმა დატოვა აშშ და საფრანგეთში გადასახლდა, სადაც დაქორწინდა სიდონია ნოვაკზე, რომელიც წარმოშობით ბულგარელ-გერმანელი იყო. საფრანგეთში კოლა ქვარიანმა გახსნა ქართული რესტორანი, სადაც თავს იყრიდნენ, როგორც ქართველი ემიგრანტები, ასევე 30-იანი წლების სახელოვანი სპორტსმენები. პარალელურად წარმატებით ასპარეზობდა მოჭიდავეთა დიდ საერთაშორისო ტურნირებში. ქვარიანმა საფრანგეთში რვა წელიწადი იცხოვრა.[4]

კოლა ქვარიანს საჭიდაოდ იწვედნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. იასპარეზა ინგლისშიგერმანიაშიპოლონეთშიშვედეთშისაბერძნეთში და მისი ეს გამოსვლები ყველგან ტრიუმფალური იყო.[3]

1934 წელს ქვარიანი გამოჩნდა შარლ ბარუას ფილმში „საჭიროა მხეცი“, სადაც ტატარ კროტოვის როლი შეასრულა.[5]

1939 წლის დამდეგს კოლა ქვარიანმა წარმატებით იასპარეზა ინგლისში გამართულ ფალავანთა დიდ საერთაშორისო ტურნირზე. იმავე წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას ქვარიანმა დატოვა ევროპა და აშშ-ში გაემგზავრა.[3]

1950-იან წლებში სახელგანთქმული ბრძოლა გაიმართა ამერიკელ პროფესიონალ მოჭიდავე „მისტერ ამერიკა“ ჯინ სტენლისა და კოლა ქვარიანს შორის, რომელთა შერკინება იქცა ამერიკის ოქროს ერის 10 საუკეთესო მატჩიდან ერთ-ერთი.[6][7][8] იყო მოჭადრაკეთა და შაშის კლუბის აქტიური წევრი ნიუ-იორკში, რომელიც აგრეთვე ცნობილი იყო როგორც „უჩინარი სახლი“.[2]

1950-იან წლებში კოლა ქვარიანმა საჭიდაო კარიერა დაასრულა. 1952 წელს ქვარიანმა ითამაშა ჰარი ფოსტერის ფილმში „Columbia World of Sports 4806: Rasslin' Rogues“, სადაც შეასრულა საკუთარი თავის — რუსი მოჭიდავის როლი.[9]

1956 წელს ცნობილმა ამერიკელმა კინორეჟისორმა სტენლი კუბრიკმა კოლა ქვარიანი გადაიღო ფილმში „მკვლელობა“, სადაც შეასრულა მორის ობუხოვის როლი.[10] ქვარიანის, კუბრიკისა და სტერლინგ ჰეიდენის სურათი გამოჩნდა ჟურნალ „Chess Review“-ის გარეკანზე 1956 წლის მარტში.[11]

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ცალ თვალში საერთოდ დაკარგა მხედველობა. ბოლოს, ნიუ-იორკის ერთ-ერთი სასტუმროს „შოტლანდიის“ ოცდამეორე სართულზე ცხოვრობდა ორ ოთახიან ბინაში. 1973 წელს გარდაეცვალა მეუღლე სიდონია ნოვაკი.[3]

1980 წლის თებერვალში ქვარიანს თავს დაესხა მოზარდების ჯგუფი, რის შედეგადაც იგი მძიმედ დაიჭრა; შედეგად გადაიყვანეს ჰოსპიტალში, სადაც გარდაიცვალა.

კოლა ქვარიანი გარდაიცვალა 1980 წლის 17 თებერვალს 77 წლის ასაკში. დაკრძალეს ღარიბთა სასაფლაოზე აშშ-ში. ცნობილი იყო, რომ ქვარიანი ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკის საზღვარზე არსებულ საფლავზე იყო დაკრძალული, თუმცა მისი საფლავი 11 წლიანი ძებნის შემდეგ 2007 წელს იპოვეს. აშშ-ში ქართველმა ემიგრანტმა ლეგენდარული მოჭიდავის საფლავს ჯვარი დაადგა და საქართველოდან ჩატანილი ქართული მიწა მოაყარა. ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში და სპეციალური ნებართვის საფუძველზე მოხდა. ცნობილია, რომ ქვარიანი კიდევ 4 ადამიანთან ერთად არის დასაფლავებული. ქვარიანს სურვილი ჰქონდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ცხედარი დაეწვათ, ხოლო ფერფლი ქუთაისში მდინარე რიონში ქვარიანის ჩქერებში მოეყარათ.

  1.  ბარნოვი, ალ.. ჭიდაობა ძველ თბილისში. თბილისი, საქართველო: საბჭოთა საქართველო, გვ. 1967. 
  2. ↑ 2.0 2.1 Kola Kwariani a/k/a "Nick the Wrestler", Chess Expert and Former World Champion Wrestler. Anusha.com. ციტირების თარიღი: May 6, 2011.
  3. ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 3.8 3.9 ჯავახაძე, ზურაბ. რკინის გამკვნეტელი ფალავანი (ჭიდაობის დიდოსტატი კოლია ქვარიანი). ქუთაისი, საქართველო: „საქართველო“, გვ. 52, 1991. 
  4. ↑ 4.0 4.1 როდე-ჩიჯავაძე, მერი. სახელოვანი, მაგრამ ჩვენთვის უცნობი ამერიკელი ქართველები. თბილისი, საქართველო, გვ. 31, 1990. 
  5.  კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა
  6.  Oliver, Earl. (2005)The Early Years of Televised WrestlingSolie's Classic Wrestling Images. Solie.org. ციტირების თარიღი: September 14, 2011.
  7.  National Wrestling Alliance. Wrestling's Greatest Heroes: The Golden Era. [VHS]. United States: Goodtimeshttp://www.amazon.com/dp/images/B0001MXU5Y.
  8.  Wrestling's Greatest Heroes: The Golden EraMisc. Golden Age Tapes. ProWrestlingHistory.com (June 14, 2011).
  9.  კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა
  10.  კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა
  11.  Chess ReviewChess Notes by Edward Winter. ChessHistory.com (March 1956). ციტირების თარიღი: May 7, 2011.
  12.  ლეგენდარული მოჭიდავის კოლია ქვარიანის ისტორია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-13. ციტირების თარიღი: 2015-09-24.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.07.2023
ბოლო რედაქტირება 14.10.2023
სულ რედაქტირებულია 1





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16