სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11125

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ნიკოლოზ ამბერსაძე დიმიტრის ძე (1754-1813) რუსეთის გენერალი

1754-1813 წწ. გარდ. 59 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ამბერსაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

266       ბეჭდვა

ნიკოლოზ ამბერსაძე დიმიტრის ძე (1754-1813) რუსეთის გენერალი

ამბრაზანცევი (ამბერსაძე) ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1754-1813), გენერალ-ლეიტენანტი (1798), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1803);  ორი შვილისშვილი  გენერლები  ამბრაზანცევი-ნეჩაევი (ამბერსაძე) ალექსი სერგის ძე (1832-97), გენერალ-ლეიტენანტი (1881); -ის მამა. მეორე შვილი  ამბრაზანცევი (ამბერსაძე) ალექსანდრე სერგის ძე (1841-99 შემდ.) გენერალ-მაიორი (1896);



ნიკოლოზ დიმიტრის ძე ამბერსაძე (დ. 1754 ― გ. 1813), რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი. იბრძოდა რუსეთ-ოსმალეთის 1787-1791 ომში. 1797 წელს მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. 1798 იყო ორენბურგის დივიზიის არტილერიის ინსპექტორი, 1799 - რუსეთის არმიის არტილერიის ინსპექტორი. XIX საუკუნის დასაწყისში ამბერსაძე სამხედრო სამსახურიდან გადადგა.


აზნაური ამბერსაძე (ამბრაზანცევი)


ამბერსაძეები რუსეთში ამბრაზანცევებად იხსენიებოდნენ და უმაღლესი საიმპერიო მთავრობის მიერ 1800 წელს დამტკიცებული გერბით სარგებლობდნენ. რუსეთის იმპერიის სათავადაზანაურო საგვარეულოების საერთო საგერბის 1800 წლის 22 ოქტომბერს გამოცემულ V ტომში შესული ამბერსაძე-ამბრაზანცევების გერბი ასე გამოიყურებოდა: ფრანგული ფარი შვეულად არის სამად გაყოფილი; პირველ ნაწილში _ ლაჟვარდზე ირიბად ურთიერთგადაჯვარედინებული მშვილდი და ხმალი ტარით მაღლა, მეორეში _ სევადის ფონზე ვერცხლის სვეტი შუაში მეწამული ჯვრით, ხოლო თავზე ფრთებგაშლილი ვერცხლისავე ჩიტით, მესამეში _ მეწამულზე ოქროს კარჭაპი ისრებით; ფარი ორ შეაბჯრულ ქვეით მებრძოლს უპყრია, რომელთაგან მარჯვენას ამასთანავე ჯვრიანი დროშაც უჭირავს, მარცხენას კი _ შუბი; გერბს ოქროს სარჩულიანი ლაჟვარდოვან-მეწამული ლამბრეკენი ახლავს თან, თავს კი აზნაურული გვირგვინით დამშვენებული აზნაურულივე მუზარადი ადგას. მოგვიანებით ამბერსაძეთა ზუსტად ასეთივე გერბი უკვე XX საუკუნის დასაწყისში ვ. კ. ლუკომსკის ხელმძღვანელობით შედგენილ დიდ საგვარეულო საგერბეში _ ოფიციალურად დამტკიცებული გერბის მფლობელი წარჩინებული გვარების დასურათებულ ოთხტომეულ ნუსხაშიც შევიდა . აღწერილი გერბის ბლაზონირება ალექსანდრე ლაკიერსაც მოჰყავს თავის ''რუსულ ჰერალდიკაში'' .


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 02.05.2023
სულ რედაქტირებულია 4





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0