სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11858

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ბესარიონ ნიჟარაძე 1852-1919წწ მართლ. მღვდელი დაბ. სოფ. უშგული, მესტია ბესარიონ ნიჟარაძე 1852-1919წწ მართლ. მღვდელი დაბ. სოფ. უშგული, მესტია

1852-1929 წწ. გარდ. 77 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ნიჟარაძე სია

მესტია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

579       ბეჭდვა

ბესარიონ ნიჟარაძე 1852-1919წწ მართლ. მღვდელი დაბ. სოფ. უშგული, მესტია

ღირსეული ნიჟარაძეები

ბესარიონ ნიჟარაძე დაიბადა 21 ნოემბერი, 1852 წელი სოფელი უშგული, მესტია გარდაიცვალა 1919 წელს სოფელ უშგულის ლამარიას ეკლესია, მესტიის რაიონი


საპატრიარქოს უწყებანი N10 10-16 მარტი 2011წ გვ.17

დეკანოზი ბესარიონ ნიჟარაძე 1851-1919

დეკანოზი ბესარიონ ნიჟარაძე 1851 წლის 12 ნოემბერს სვანეთში, გლეხ შიო და მარინე ნიჟარაძეების ოჯახში დაიბადა. ეს ის პერიოდია, როდესაც სვანეთში ქრისტიანული სარწმუნოება ფრიად შევიწროებულია, აღარ არსებობს სწავლა-განათლების კერები და ქრის- ტეს სახელიც აქა-იქ თუ იქადაგება. რომ არა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) ამაგი და დაუღალავი მოღვაწეობა, შედეგი ფრიად სავალალო იქნებოდა. თუმცა, თავად მამა ბესარიონს მოვუსმინოთ. აი, რას წერს იგი ამ და ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გატარებული პერიოდის შესახებ თავის მოგონებებში:

 „უნდა შევნიშნოთ, რომ ქრისტიანობა სვანეთში იმ დროს, როდესაც ეს კუთხე ჩაბარდა განსვენებულ მღვდელმთავარს, უკანასკნელ სულს ლევდა, მისი შუქი ძლივსღა ბჟუტავდა. სწორედ განგებამ მოუვლინა სვანებს ამ საჭირო დროს გაბრიელ 


10-1 საპატრიარქოს უწყებანი N10 10-16 მარტი 2011წ გვ.18

დეკანოზი ბესარიონ ნიჟარაძე 1851-1919(გაგრძელება)

ეპისკოპო სი. მისმა ორგზის მობრძანებამ, მჭევრმეტყველურმა ქადაგება-და- რიგებამ და შესაფერმა ზომებმა იხსნა ქრისტეს სწავლა აქ გაქრობისაგან. გონიერმა მღვდელმთავარმა პირველად ესრეთ წოდებულ „პაპებს“ მიაქცია ყურადღება. რამდენიმე მათგანი გაგზავნა მონასტერში საღმრთო წერილის შესასწავლად, იმათგან დღესაც ზოგი მღვდელია და ზოგიც მედავითნე. მოახერხა ქრისტიანობის აღმადგინებელი საზოგადოებისაგან და სვანების შვილებისათვის შვიდი სტიპენდია დაანიშენია ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. ერთი იმ სტიპენდიათაგანი მეც ვიყავი. უნდა გეყურებია, როგორის მამაშვილურის ქცევით გვეპყრობოდა განსვენებული მოსწავლე სვანებს. ერთი ამ მამობრივის მოპყრობის საბუთი დღესაც ხელში მაქვს. 1871 წელს მესამე კლასში გადავედი. ქართული ენის მასწავლებელმა საკანიკულოდ შემდეგი თემა მოგვცა მოსწავლეებს დასაწერად: „ჩემი წლევანდელი კანიკულის დღიური“. სექტემბერში როგორც მე, ისე ჩემმა ამხანაგებმა, დაწერილი მოვუტანეთ, ვის როგორ შეგვეძლო. ერთ დღეს მასწავლებელმა შემოგვიტანა ყველა მოსწავლეებს თავთავიანთი ნაწერები გარჩეული და, სხვათა შორის, მითხრა, რომ შენი ნაწერი სჯობია ყველას და ეს რომ გაზეთში გაიგზავნოს, დაბეჭდავენო. ამ ქებას, ნამეტურ გაზეთში დაბეჭდვის იმედმა, ძრიელ გამახარა და იქვე ვკითხე მასწავლებელს, თუ სად და როგორ უნდა გავგზავნოთქო გაზეთში დასაბეჭდად. მან ამიხსნა, რომ გაგზავნა თბილისში უნდა, „დროებაში“, ფოსტის ერთი მარკა უნდა დააკრა და წაიღებენო. მარკის ფული არ მქონდა და მაშინ გავიქეცი განსვენებულთან, იგი ეზოში დასეირნობდა და წიგნს კითხულობდა. რომ დამინახა მისკენ მიმავალი, მითხრა: რა გინდა, სვანოვო. მე რვეული გადავეცი და აუხსენი, რამდენათაც მაშინ შემეძლო. კარგიო, მიბრძანა განსვენებულმან, მე ნაწერს წავიკითხავ და მერე გეტყვი, ეხლა წადიო. შორიდან თვალს ვადევნებდი, ვხედავდი, რომ ჩემს რვეულს კითხულობდა. მეორე დილას დამიბარა, მივედი, თავის სახლის კარში შემხვდა, სოფლად მიდიოდა: ჩემი რვეული ხელში ეჭირა, გადმომცა ისიც და ორი აბაზიც ზედ დააყოლა, ამით ქართული წიგნი იყიდეო. მაშინვე მოვკურცხლე შინ, დავხედე რვეულს და შემდეგი წარწერა ჰქონდა ბოლოს: „გაქებ, რომ ქართული ენა გვარიანად გისწავლია, მაგრამ დაბეჭვდა არ შეიძლება, რადგანაც ბავშური მოთხრობა არის და არა რით შესანიშნავი. ეპისკოპოსი გაბრიელი“. არ მიამა არმოწონება მოთხრობისა, მაგრამ რას ვიზამდი. დავრწმუნდი კი, რომ ჩვენ ქართულის ენის მასწავლებელზე ეპისკოპოსს უკეთ სცოდნია ქართული-თქო. ეს რვეული ზედ წარწერით დღესაც მოწიწებით ინახება ჩემს ქაღალდებში“. 1872 წელს ბესარიონმა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი წარჩინებით დაასრულა და იმავე წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1878 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. როგორც სემინარიის ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი, იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ბესარიონი ქუთაისში მიიწვია და სათავადაზნაურო გიმნაზიის მასწავლებლად განამწესა. 1891 წლის 31 ოქტომბერს მან იქორწინა აზნაურის ქალზე, ალექსანდრა პავლეს ასულ ნორაკიძეზე. მამა ბესარიონს და ალექსანდრას სამი შვილი შეეძინათ: რაფიელი (კუკური), ციცინო და ბიძინა. ბესარიონი შუა ტანისა და მკვრვი აგებულებისა ყოფილა; ჰქონდასწორ-ნაკვთებიანი სახე, მაღალი, ფართო შუბლი, ნათელი და ჭკვიანი თვალები, წაბლისფერი თმაწვერულვაში, დაბალი და ტკბილი ხმა; იყო გულკეთილი და თავაზიანი. დარბაისლობამ, მჭევრმეტყველებამ და სვანეთის შესანიშნავად ცოდნამ მას სასიამოვნო მოსაუბრისა და სამართლიანი მომრიგებლის სახელი გაუთქვა. 1873 წლიდან ბესარიონი სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან. მაშინდელ სალიტერატურო წრეებში იგი ცნობილი იყო ფსევდონიმით „თავისუფალი სვანი“. თავის წერილებსა და ნარკვევებში ეხებოდა სვანეთის ისტორიის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის, ფოლკლორის, გეოგრაფიის, ენის საკითხებს. მისი თხზულებები თავმოყრილია წიგნში „ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები“ (ტ. I-II, 1962-64 წწ.), რომელიც თარგმნილია რუსულად და გერმანულად. მამა ბესარიონი თავის ნაშრომ. ვრცლად მიმოიხილავს სვანი ხალხის ყოფა- ცხოვრებას, მათ ადათ-წესებს, დღესასწაულებს, კულტურას. ერთ-ერთ თავში საუბრობს მამა სიმონ გაბიანის შესახებ, რომელსაც სვანეთის პირველ მისიონერად მიიჩნევს. აი, რას წერს მის შესახებ: „მღვდელი სიმონ გაბიანი ბუნებით სვანია, ცხოვრობს სადადიანო სვანეთის ლაშხეთის საზოგადოებაში, სოფელ შკედს. როგორც დიდი ხნის დამსახურებული, იღებს პენსიას –- 130 მანეთს. მღვდელი სიმონი დღეს 108 წლის მოხუცია, მაგრამ ისე ცოცხალი, ისე ჯანმრთელი, რომ არავინ დაიჯერებს, თუ მისი წლოვანება 60 წელს აღემატება. ტანად პატარაა, თმა-წვერ გაყვითლებული, თავისებურად ჩაცმა-დახურვის და ცხოვრებისმოყვარე ეს „პატარა ხუცესი“ (კოტოლ ბაპ) დანახვისთანავე მიიქცევს მნახველის ყურადღებას. საღმრთო წერილი უსწავლია ცაგერის მონასტერში, მღვდლად კურთხეულა მარტვილში. საღმრთო წერილის ცოდნაში ბევრი რამ აკლია, ნამეტურ ტიპიკონში, მაგრამ ეს სრულიადაც არ უშლიდა პატარა ხუცესს, რომ


10-2 საპატრიარქოს უწყებანი N10 10-16 მარტი 2011წ გვ.19

დეკანოზი ბესარიონ ნიჟარაძე 1851-1919(გაგრძელება)

ღმერთი წმინდის გულით შეეყვარა და ხალხის გულიც მოეგო. უშგული დღესაც წმინდანივით უყურებს ამ ხუცესს. წარსულიდან ბევრი რამ ახსოვს სიმონ მღვდელს. იგი იცნობდა საქართველოს ეგზარქოს ისიდორეს (ნიკოლსკი), ახსოვს თავადი ივანე მუხრანბატონი და გ. რ. ერისთავი, როდესაც იგინი ქუთაისში ყოფილან სამსახურში. ბევრს საინტერესო რამეებს მოჰყვება თავის ნაცნობობის შესახებ დიდკაცებთან. მოვიყვან ორს: როდესაც ეგზარქოსმა ისიდორემ დამიბარა თბილისშიო, -–- მიამბო სიმონ მღვდელმა, -–- დიდი მადლობა მითხრა სვანეთში მოღვაწეობისათვის და სკუფიათი დამაჯილდოვაო. სკუფიაზე უარი განვაცხადე და შევატყე ეგზარქოსს არ ეჭაშნიკაო. რომ დამემშვიდებინა იგი, მოვახსენე: თქვენო მეუფებავ, მე რომ ეს თქვენი საჩუქარი წავიღო, სვანები სხვანაირად იფიქრებენ რასმე და შეიძლება ისე არ გამიგონ, როგორც აქამდის მიგონებდენო. ჩემი აზრით, ის ემჯობინება, ეს სკუფია იმას უბოძოთ, ვისაც გაუხარდება და მე კი თქვენი ლოცვა-კურთხევა გამატანეთ სვანეთშიო; ბ) ერთი ახირებული ხასიათი სჭირს სიმონ მღვდელსა: თავის ხანგრძლივს სიცოცხლეში გული (მკერდი) არ შეუკრავს, ასე რომ, მუდამ გულღია დადის. პერანგის ღილსაც არ იბნევს). თავად გ. ერისთავს არ მოსწონდა ესა და რამდენჯერმე მთხოვა, რომ პერანგი მაინც შემებნია, მაგრამ მე მაინც ჩემი მემართებოდა. ერთხელ ქუთაისს დამიბარა, გამოვცხადდი ჩვეულებრივ გულგაღებული. როდესაც გამოვეთხოვე, თავად ერისთავმა მიბრძანა, რომ ხვალ თქვენ ახალ ტანისამოსს მოგიტანენ, ჩაიცვით და ისე მობრძანდითო. თურმე მას ებრძანა, რომ ხვალისათვის ახალი ტანისამოსი შეეკერათ ჩემთვის. მეორე დილას თერძმა მომიტანა და თავის ხელით შემიბნია ახალუხისა და კაბის დუგმები. ავდექი და თავად ერისთავთან მივედი. ლაპარაკის დროს ყველა დუგმები ახალუხისა და კაბისა შემხსნოდა ჩემთა გაუგებრად და მან ისევ დაინახა ჩემი გაღეღილი გული. ერისთავმა რომ ამას შეჰხედა, მითხრა: „მამაო, როგორც გიწირავს, ისე სწირე, ეტყობა, ვერაფერი დუგმა შენს გულს ვერ შეჰკრავსო“... ბესარიონ ნიჟარაძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის სვანეთში დაცული ძველი ხელნაწერების მოძიებასა და მათ გადარჩენაში. იგი დადიოდა სოფელ-სოფელ და აგროვებდა ჟამთა სიავის დროს მიყრუებულ ადგილებში გადამალულ ამ დიდებულ საუნჯეებს. მან ამგვარად აღმოაჩინა და დაღუპვას გადაარჩინა 9 უძველესი სახარება, რომელთაგან ერთ-ერთი ცნობილია ადიშის სახარების სახელწოდებით, რადგანაც იგი სოფელ ადიშში აღმოაჩინა. ამის შესახებ გაზეთ „ივერიაში“ იგი წერდა: „ეს სახარება სქელ ტყავზე არის დაწერილი და ერთ-ერთ უძველეს ხელნაწერ სახარებად ითვლება ქართულ მანუსკრიპტებში. ფურცელი აქვს 394, ამათში სახარების ტექსტს უჭირავს 386 ფურცელი. ჩასმულია ტყავგადაკრულ ხის ყდაში. დროთა, განმავლობაში რესტავრაციის დროს ძველი ყდა განუახლებიათ და მეორედ აკინძვის დროს ძაფის მაგიერ კანაფის მომსხო ბაწარი უხმარიათ. სახარების წინა ყდაზე ვერცხლის უბრალო ჯვარია მოჭედილი რვა ლურსმნით. ადიშის სახარების ტექსტი ენის, ორთოგრაფიისა და აქა-იქ აზრის მხრითაც, რამოდენსამე განსხვავებას წარმოადგენს თანამედროვე სახარების ტექსტთან, თუმცა მისი შედარება დროის უქონლობის გამო ამჟამად ვერ მოვახერხე“. მამა ბესარიონს ასევე შეუდგენია ქართულ-სვანური ლექსიკონი. ილია ჭავჭავაძე დიდი სიხარულით გამოეხმაურა ამ ამბავს და გაზეთ „ივერიაში“ იგი წერდა: „როგორც შევიტყეთ, ბატონ ბესარიონ ნიჟარაძეს დაუსრულებია თავისი ლექსიკონი. ეს ძლიერ სასიამოვნო ამბავია და დიდ მნიშვნელობიანიც არის, მაგრამ თუ ჰსურს ბატონ ნიჟარაძეს, რომ მის ლექსიკონს მართლა სამეცნიერო მნიშვნელობა ექმნეს, უსათუოდ მეგრული სიტყვებიც უნდა შეუფარდოს და მაშინ ცხადად გამოჩნდება ქართული ენის ნათესაობა. მეგრულის სიტყვების მიწერა არ იქნება გასაჭირი, რადგანაც ყოველივე კეთილგონიერი მეგრელი, მცოდნე თავისის ენისა და საზოგადო ქართულისაც, არ დაამადლის დახმარებას. ამ შემთხვევაში ბატონი ნ. ტ. დადიანი უებარი გვგონია და

10-3 საპატრიარქოს უწყებანი N10 10-16 მარტი 2011წ გვ.20

დეკანოზი ბესარიონ ნიჟარაძე 1851-1919(დასასრული)

იმედია, რომ ამ კეთილს საქმეში თავის შრომასაც შეიტანს და ხელს გაუმართავს ლექსიკონის ავტორს“. 1892 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) ბესარიონი დიაკვნად აკურთხა, კვირის შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი და სვანეთში, სოფელ იფარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დანიშნა. 1895 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვ- და, ხოლო 1899 წლის 9 ივლისს სკუფია უბოძეს. 1900 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) მამა ბესარიონი მესტიის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანა. 1903 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1907 წელს მღვდელი ბესარიონი აირჩიეს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ნამდვილ წევრად. 1910 წელს ლეჩხუმსა და სვანეთში მოეწყო არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. სვანეთში ჩასულებს დიდი დახმარება გაუწია მამა ბესარიონმა, რომელმაც სვანეთის სხვადასხვა კუთხეში ნაპოვნი ძველი ქართული ხელნაწერები ექვთიმე თაყაიშვილს აჩვენა. აი, რას წერდა შემდგომში ამ მოგზაურობის შესახებ დიდი ქართველი მეცნიერი: „თავისუფალ სვანეთში ჩასვლისას შემოგვეერთი გება აწ განსვენებული სვანეთის „ბლაღოჩინი“ ბესარიონ ნიჟარაძე, რომელიც კარგად ცნობილია ჩვენს ლიტერატურაში თავისი საყურადღებო ეთნოგრაფიული წერილებით. ის სწერდა ფსევდონიმით: „თავისუფალი სვანი“. ბესარიონი მოვიდა ჩვენთან, სოფელ კალაში და გვირჩია, მასთან წავსულიყავით პირველად სოფელ მესტიაში, რომელიც შუა ადგილია ენგურის სვანეთისა, იქ დავბინავებულიყავით და იქიდან დაგვეწყო ექსკურსიები სხვადასხვა სოფლებში. ჩვენც აგრე მოვიქეცით. ცოტა ხნით, როდესაც ვატაცი მოვიდა სვანეთში, ის მას ეახლა და როდესაც გაისტუმრა, მერმე თავის მკვირცხლის და სიმპატიურის შვილით, კუკურით (მაშინ გიმნაზიის მოსწავლე იყო), ჩვენ არ მოგვცილებია, ყოველგან დაგვყვებოდა, ცდილობდა ყველაფერი ეჩვენებინა. არაფერი არ დაგვრჩენოდა უნახავი. მისი დახმარებით და შუამდგომლობით შევიძინეთ ჩვენ ბევრი ხელნაწერი და ნივთი“. 1907 წლის 6 მაისს მამა ბესარიონს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1913 წლის 15 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1917 წელს კი ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1917 წლის 8-17 სექტემბერს დეკანოზი ბესარიონი ესწრებოდა თბილისში გამართულ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას. მამა ბესარიონი 1919 წლის 26 აპრილს ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ქართული საზოგადოებისა და ეკლესიისათვის დიდი დანაკლისი იყო ასეთი განათლებული და ეროვნული საუნჯის მოამაგე მოძღვრის მოულოდნელი აღსასრული. თბილისის საზოგადოებამ ქაშვეთის ეკლესიაში პანაშვიდი გადაუხადა მას და უკანასკნელ გზაზე გააცილა. თავისი ანდერძის თანახმად, მამა ბესარიონის ცხედარი სოფელ უშგულის ლამარიას ეკლესიის გალავანში დაკრძალეს.



თავისუფალი სვანი ბესარიონ სვანი  (ფსევდონიმი), სვანი  (ფსევდონიმი)

დაბადების ადგილი: სოფელი უშგული, მესტიის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი 1874 წელს პირველი წერილი გამოაქვეყნა 1873 წელს. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში ("შრომა", "დროება", "ივერია" და სხვ.). წერილებსა და ნარკვევებში ეხებოდა სვანეთის ისტორიის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის, ფოლკლორის, გეოგრაფიისა და ენის საკითხებს. 1892 წელს მღვდლად ეკურთხა. მისი თხზულებები თავმოყრილია წიგნში "ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები", რომელიც თარგმნილია რუსულად და გერმანულად. ქუთაისში გამოიცა კრებული "სვანური ზღაპრები" (1893). გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე სვანურ-რაჭული საგმირო-საისტორიო სიტყვიერების ნიმუშები. მას ეკუთვნის გამოკვლევები: "სვანეთის მანუკრისტები"("ივერია", 1903, N194), "სვანეთის ხელნაწერები"("მოამბე", 1904, N9, 10), "მოკლე მიმოხილვა სვანური გრამატიკისა"("ძველი საქართველო", ტ. II, ტფ., 1911-1913) და სხვ. ქართველი საზოგადო მოღვაწე.



ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საისტორიო, საეთნოგრაფო საზოგადოება , წევრი (1907-)

ბიბლიოგრაფია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.08.2023
ბოლო რედაქტირება 03.11.2025
სულ რედაქტირებულია 7





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0