სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ვასიფ მეჰმედ-ფაშა (გუჯაბიძე) (გ. 1865) ოსმალეთის გენერალი,  არაბეთის მარშლი. დაბ. სოფ. ჩოჩხათი, ლანჩხუთი, გურია
ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი გუჯაბიძე სია

ლანჩხუთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

371       ბეჭდვა

ვასიფ მეჰმედ-ფაშა (გუჯაბიძე) (გ. 1865) ოსმალეთის გენერალი, არაბეთის მარშლი. დაბ. სოფ. ჩოჩხათი, ლანჩხუთი, გურია

გურული გენერლები XVIII საუკუნიდან 1921 წლამდე ავტ. მამუკა გოგიტიძე

თურქი ისტორიკოსი მურად ქასაბი თავის წიგნში „ოსმალეთის ქართველები“ მოცემულ ვასიფ (ვასპი) მეჰმედ ფაშას ბიოგრაფიაში მიუთითებს, რომ მისი დაბადების ადგილი და თარიღი უცნობია. გადმოცემით იგი წარმოშობით საქართველოდან, გურიის მხარიდან ყოფილა, გვარად გუბიაძე.


ვასიფ მეჰმედ ფაშას ვინაობის დადგენაში დაგვეხმარა მკვლევარ რამაზ სურმანიძის სტატია (გაზეთი „აჭარა“, 2012, 30 იანვარი), საიდანაც ვიგებთ,რომ მეჰმედ ფაშა წარმოშობით გურიის სოფელ ჩოჩხათიდანაა. დაბადებული 1800-1805 წლების ახლო ხანებში. 1819-1820 წლებში გურიაში ანტირუსული გამოსვლების დროს,  15-20 წლის ასაკში მყოფი ჭაბუკი ოსმალებისთვის მიუყიდიათ. ეს გააკეთა გურულმა თავადმა დავით მაჭუტაძემ, რომელმაც აღებული ფულით იარაღი იყიდა, რომ რუსებს შებრძოლებოდა. უცნობია, რა ფასად შეძლო დავით მაჭუტაძემ თავისი ყმა-გლეხის გაყიდვა, თუმცა იგი საკმაოდ ძვირი უნდა ღირებულიყო, რადგანაც ტყვია-წამალს ბევრი ფული სჭირდებოდა. თავად კი ერთი პიროვნების გასხვისების საძრახისი საქციელით ცდილობდა მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლას და სამშობლოს გადარჩენას. აჯანყებულები დამარცხდნენ. მეთაურები, მათ შორის დავით მაჭუტაძეც, ქობულეთში გაიხიზნენ.

ოსმალეთში ტყვედ ჩაყვანილი ქართველი ყმაწვილი, ასევე წარმომავლობით ქართველმა დიდვეზირმა ხოსრო (ხუსრევ) მეჰმედ-ფაშა ჩხეიძე-ერისთავმა გამოისყიდა, აღზარდა და ხელი შეუწყო, რომ მაღალი თანამდებობები დაეკავებინა.

ვასიფმა სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა და მოქმედ არმიაში დაიწყო სამსახური. ჯერ მაიორი იყო, შემდეგ პოლკოვნიკი და ლივა გახდა. 1830 წელს დივიზიის გენერლის (ფაშა) წოდება დაიმსახურა. 1836 წელს ბოსფორის ციხისთავად დაინიშნა. ბოსფორის ბრძოლებმა მას გვარდიის გენერლობა მოუტანა, ხოლო 1839 წელს ვეზირის წოდება მიიღო და ნიშის გამგებლადაც (ვალი) განამწესეს. შემდეგ მას სილისტრის (1840 წ.), ქოსთენდილის (1842 წ.), სალონიკის (1844 წ.), ვადინასა და ტრაპიზონის (1850 წ.) გამგებლის პოსტებზე ვხედავთ.

1853 წელს არაბეთის მარშლად დაინიშნა. 1854 წლის ნოემბერში ანატოლიის ჯარების სარდლად გადაიყვანეს. მონაწილეობდა ყარსის ბრძოლებში. 1855 წელს ყარსის დაცვისას რუსებმა ტყვედ ჩაიგდეს, მაგრამ მეომარ ქვეყნებს შორის სამშვიდობო კონვენციის დადების შემდეგ გაანთავისუფლეს. 1856 წელს სულთნის გვარდიის, ხოლო 1857 წელს არსენალის მარშალი გახდა. იმავე წლის ოქტომბერში კვლავ დააბრუნეს გვარდიის მარშლის თანამდებობაზე, 1860 წელს ისევ არაბეთის მარშალი გახდა. მოგვიანებით თანხმობის სამხედრო საბჭოში შეიყვანეს.

ვასიფ მეჰმედ ფაშა გარდაიცვალა 1865 წელს. დაკრძალულია უსკუდარში, ჰუდაი-ეფენდის თექქეში (სავანეში). გარეგნობით ახოვანი და დიდი ძალის მქონე ვაჟკაცი ყოფილა. დაქორწინებული იყო წარმოშობით ქართველ აღა-ჰუსრევ ფაშას ქალიშვილზე. ამ ქორწინებიდან მას ქალ-ვაჟი შეეძინა. ვაჟი ადრე გარდაცვლილა, ხოლო ქალიშვილის შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ თურქეთში.



ვასიფ მეჰმედ ფაშას ნამდვილი გვარის გარკვევაში გვეხმარება რუსი ავტორის ნ. მურავიოვის წიგნი, სადაც მითითებულია გვარი – გუჯაბიძე და თანამდებობა (,,მუშირ-ფაშა”). ისტორიკოსი ქველი ჩხატარაიშვილი კიდევ უფრო აზუსტებს ამ პიროვნების ბიოგრაფიას და აღნიშნავს, რომ იგი ,,გურიიდან ბატონის მიერ ტყვედ გაყიდული ჩოჩხათელი გლეხია”. მისი გაყიდვის (1820 წ.) და სამხედრო სამსახურში ყოფნის თარიღებით, მიახლოებით შეიძლება ვთქვათ, რომ იგი 1795-1800 წლებს შორის უნდა იყოს დაბადებული.

ყარსის ბრძოლების დროს ტყვედჩავარდნილი ვასიფ ფაშასთვის ლექსიც მიუძღვნიათ, რომელიც მოტანილია მ. ქასაბის წიგნში.

ამჟამად გუჯაბიძეები ლანჩხუთის რაიონის სოფლებში – ჩოჩხათში, ჯურუყვეთში (ეწერი) და ბაღლეთში (კიროვი) ცხოვრობენ, მაგრამ ყველა მათგანი ბუდესოფლად ჩოჩხათს ასახელებს.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 24.04.2023
სულ რედაქტირებულია 4





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0