მალხაზ ივანეს ძე თითბერიძე 1965- 22 სექტემბერი 1993წწ დაკარგ. ბაბუშერა, აფხაზეთი
მალხაზ ივანეს ძე თითბერიძე დაიბადა 1964 წლის 19 დეკემბერს ქ. თბილისში. 1982 წელს დაამთავრა თძბილისის საშუალო სკოლა და მუშაობა დაიწყო ექსპერიმენტულ ქარხანაში. ქარხნის დირექციამ იზრუნა ახალგაზრდა მუშაზე და მას, როგორც დისციპლინირებულ ახალგაზრდას, გაუწია შუამდგომლობა-რეკომენდაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მოსახვედრად. იგი ჩაირიცხა მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე.
როდესაც საქართველოს გაუჭირდა, მალხაზ თითბერიძე აქტიურად ჩაება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში.
დადგა 1993 წლის 22 სექტემბერი-სოხუმისათვის ტრაგიკული დღე. სოხუმმა დახმარება მოითხოვა. გულანთებული ქართველი პირტიტველა ბიჭები უყოყმანოდ გაემართნენ აეროპორტისკენ, რომ ჩამდგარიყვნენ სოხუმის დამცველთა რიგებში. მტერმა ბაბუშერას თავზე ააფეთქა ის თვითმფრინავი, რომელშიც საქართველოს ახალგაზრდა მებრძოლები ისხდნენ, მათ შორის იყო 29 წლის მალხაზ თითბერიძეც.
მას დარჩა მეუღლე და სამი შვილი. მისმა მეუღლემ ვერ აიტანა საყვარელი ადამიანის სიკვდილი და ქმრის დაღუპვიდან 6 თვეში გარდაიცვალა.