ფონდი,,მოლოდინი“ შეიქმნა 14 დეკემბერი 1993 წელს, საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვისა და ასევე, მათი სახელების ხსოვნისა და უკვდავყოფის მიზნით.
ფონდი ,,მოლიდინი“ აქტიურად თანამშრომლბს სხვასახვსა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთასორისო ორგანიზაციებთან.
მოიძიეს 1700 -ზე მეტი უგზო უკვალოდ დაკარგული, აღმოაჩინეს ასეულობით უგზოუკვალოდ დაკარგულის სამძო სასაფლაოები, იდენტიფიცირება გაუკეთეს და გადმოასვენეს უამრავი მებრძოლის და მშვიდობიანი მოსახლების ნეშტი
ვებ საიტი ფონდი მოლოდინი, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ფონდი
ვლადიმერ დობორჯგინიძე პირველი თავმჯდომარე გარდაიცვალა 2021 წელს, თანამდებობას იკავებდა გარდაცვალებამდე.
შვილი ზურაბ დობორჯგინიძე ვლადიმერის ძე, 1969-93წწ. დაკ. 24 წლის, სოხუმი აფხაზეთი დაბ. ოზურგეთი
ბელა ზალდასტანიშვილი 2021 წლის შემდგომ ფონდი "მოლოდინის" ხელმძღვანელი
ფონდი მოლოდნს გააჩნია მუზეუმი ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოსთან, სადაც ალბომების სახით, არის გარკვეული ფოტომასალა. მათი თანხმობით გადავიღეთ ყველა ფოტო რაც განთავსებულია საიტზე, რაოდენობით 324 დაკარგული, ფონდის ადმინისტრაციამ გვითხრა, რომ დაკარგულია დაახლოვებით 1700 მებრძოლი აქვთ მონაცემებიც, თუმცა გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა გასაჯაროებაზე.
სურვილი გვქონდა შეგვექმნა მცირე ისტორია ვინც აქტიურადაა ჩართული დაკარგული მებრძოლების მოძიებაში, გადმოსვენევაში და ეწევა უდიდეს საქმეს, თუმცა ამ მიმართულებითაც ჩრდილში დარჩენა არჩიეს.
მასალაზე იმუშავა დავით ფეიქრიშვილი, კონტაქტი ფბ. მესენჯერი, მეილი.
ვისაც გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ჩვენი დაკარგული მებრძოლების შესახებ, განსაკუთრებით მათი დაბადების ადგილი და წამომავლობა გთხოვთ მოგვწერეთ.