ნაპო ბერიშვილი ევგრაფის ძე დაიბადა 1940 წლის 5 ივლისს ქ. გაგრაში.
წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/221
1942 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში.
1947-1958 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის 49-ე საშუალო სკოლაში.
1958 წელს ჩაირიცხა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1963 წელს.
1963 წელს მუშაობა დაიწყო წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის საშუალო სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად.
1963-1965 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ქ. როსტოვში.
1965 წელს დაქორწინდა (მეუღლე-გალინა ბერიშვილი).
1967 წლიდან მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში, ხოლო შემდეგ გადაყვანილ იქნა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში ინსტრუქტორად.
1975 წელს დაინიშნა ქ. თბილისის პარტიული კომიტეტის ადმინისტრაციული განყოფილების გამგედ. პარალელურად სწავლობდა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.შემდეგ მუშაობა გააგრძელა შინაგან საქმეთა სამინისტროში კადრების სამმართველოს უფროსად.
1990 წელს მუშაობა დაიწყო თავდაცვის სამინისტროს საზღვრის დაცვის მთავარი სამმართველოს ოპერატიული განყოფილების უფროსად.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის 3 ოქტომბერს დაიკარგა უგზო-უკვლოდ ქ. გაგრაში.
დარჩა მეუღლე და ორი შვილი
დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.