ზაქარია ბერიშვილი (28 იანვარი 1887-1965) მსახიობი, რეჟისორი.დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
სწავლობდა თბილისის საქალაქო სასწავლებელში.
1905–1921წწ. თეატრის მსახიობი იყო; 1921 წელს მონაწილეობდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატის კინოსექციის ჩამოყალიბებაში; მუშაობდა რეჟისორის თანაშემწედ და ასისტენტად; შესრულებული აქვს ეპიზოდური როლები სხვადასხვა ფილმებში; მისი პირველი დამოუკიდებელი ფილმია "იბრაჰიმ და გოდერძი"(1927), მანვე გადაიღო "ღრუბელთა თავშესაფარი"(1928), "საკანი № 79" (1930), "ტანია ფრონტზე"(1931), "მდინარის გაღმა"(1935), "ცანის ხეობის საუნჯე" (1941). მონაწილეობდა ფილმებში: მახნოველი("წითელი ეშმაკუნები", 1923 ), გლახა, ნუნუს მამა("მამის მკვლელი", 1923) მოურავი ("არსენა ყაჩაღი", 1923).