ზაქრო ბერიშვილი 1962-82წწ გარდ. ავღანეთი დაბ. სოფ. გორისა საჩხერე
ზაქრო ბერიშვილი ივანეს-ძე (29.06.1962-08.05.1982)
რიგითი, მოტომსროლელი ქვედანაყოფის მეთაური.
დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ გორისაში.
დაამთავრა ჭიათურის დოსააფ-ის ავტოსკოლა.
1981 წლის 7 აპრილს გაწვეულ იქნა ნამდვილ სავალდებულო სამხედრო სამსახურში ჭიათურის სამხედრო კომისარიატის მიერ. ავღანეთში მსახურობდა 1981 წლის ივლისიდან.
«1982 წლის 6 მაისს, იგერიებდა რა დუშმანთა თავდასხმას ავტოკოლონაზე, ჩაახშო მოეწინააღმდეგის 3 საცეცხლე წერტილი. ამ ბრძოლაში მიიღო უმძიმესი ჭრილობა, რის შედეგადაც 1982 წლის 8 მაისს გარდაიცვალა ჰოსპიტალში.»
საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოვდა მედლით «მამაცობისათვის» (სიკვდ. შემდ.)
დაკრძალულია საჩხერის რაიონის სოფელ გორისას სასაფლაოზე.
ავღანეთის ომი (1979–1989) — სამხედრო კონფლიქტი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1979-1989 წლებში. მიმდინარეობდა სამთავრობო ძალებისა და ავღანეთში საბჭოთა ძალების შეზღუდული კონტინგენტის ერთობლივი მოქმედებით ავღანელი მოჯაჰედების მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სამხედრო კონფლიქტს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა ისლამური სამყაროსა და ნატოს წამყვანი ქვეყნები.
წიგნი "სადაურსა სად წაიყვან" 1992 გამოცემა ავტორი ბონდო მაცაბერიძე
ბონდო მაცაბერიძე, მწერალი. დაბადებულია 20 მარტი 1959 წელს, სამტრედია
მადლობა მხარდაჭერისათვის: გურამ ნოდარის ძე ალავიძე დაბადებულია 13 მარტი 1959 წელი ქალაქი ამბროლაური, ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, საქართველოს ავღანელთა კავშირის ვიცე პრეზიდენტი
მადლობა მხარდაჭერისათვის ალექსანდრე ქობელაშვილი (ავღანელი)