სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
მამუკა გოგიტიძე 1963 წ. აკადემიკოსი წარმ. სოფ. ჭოკნარი, სამტრედია. მამუკა გოგიტიძე 1963 წ. აკადემიკოსი წარმ. სოფ. ჭოკნარი, სამტრედია.
ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი გოგიტიძე სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

5       ბეჭდვა

მამუკა გოგიტიძე 1963 წ. აკადემიკოსი წარმ. სოფ. ჭოკნარი, სამტრედია.

მამუკა ჯემალის-ძე გოგიტიძე


დაიბადა 1963 წლის 21 ნოემბერს ქ.თბილისში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში.

1980 წელს დაამთავრა ქ.თბილისის № 64 რუსული საშუალო სკოლა.

1985-1991 წწ. მსახურობდა ოფიცრად საბჭოთა არმიაში (ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში), სადაც  მას თანმიმდევრულად მიენიჭა ლეიტენანტის (1985), უფროსი ლეიტენანტის (1987) და კაპიტნის (1990)  სამხედრო წოდებები.

1992-2010 წლებში მსახურობდა  საქართველოს თავდაცვის ძალებში, სადაც 2003 წლის 28 თებერვალს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით  მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

ქართულ ჯარში სხვადასხვა დროს ეკავა რიგი საპასუხისმგებლო თანამდებობები, მათ შორის:

1992-93 წწ. მსახურობდა ქ.თბილისის საბურთალოს რაიონის სამხედრო კომისარიატის  მე-3 განყოფილების უფროსად.

1996-97 წწ. მსახურობდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში სამსახურის  უფროსად.

1997-2000 წწ. მსახურობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების შტაბის საორგანიზაციო-სამობილიზაციო განყოფილების უფროსად.

2005 წელს  მსახურობდა დავით აღმაშენებლის სახ. თავდაცვის ეროვნული აკადემიის პრორექტორად - სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსად. 

2006 წელს ასრულებდა სამშვიდობო მისიას  საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში. არის თავდაცვის ძალების ვეტერანი.

2010 წლის 30 იანვარს, 46 წლის ასაკში, შეეწირა თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ  ე.წ. ,,კადრების ოპტიმიზაციას,, 

2010 წლის 13 მაისიდან მსახურობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში.

შსს მინისტრის ბრძანებით მინიჭებული აქვს პოლიციის პოლკოვნიკის სპეციალური წოდება (02.07.2010).

აქვს ოთხი უმაღლესი განათლება. 

1992 წელს   დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახ. თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტი (დაუსწრებლად);

 1996 წელს დაამთავრა უშიშროების სამინისტროს აკადემიის ოპერატიული ფაკულტეტი;

1999 წელს დაამთავრა გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სახმელეთო ფაკულტეტი (სასაზღვრო ძალების სამეთაურო-საშტაბო სპეციალიზაციით (ექსტერნად).

2002 წელს დაამთავრა უკრაინის თავდაცვის ნაციონალური აკადემიის ოპერატიულ-ტაქტიკური ფაკულტეტი.

2006 წლის 17 აპრილს დაიცვა დისერტაცია ივანე ჯავახიშვილის სახ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე ,,ქართველი ოფიცრები რუსეთის იმპერიის არმიაში XVIII-XIX სს.დასაწყისში,, და მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

,,უმაღლესი განათლების  შესახებ,, კანონის 89-ე  მუხლის, მე-9 პუნქტის თანახმად, 2006 წლის 31 დეკემბრამდე,  მის მიერ დაცული ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი გათანაბრებულია ისტორიის აკადემიური დოქტორის  სამეცნიერო ხარისხთან.

ქართველ ისტორიკოსებიდან მან პირველმა ძირფესვიანად გამოიკვლია ქართველების სამხედრო მოღვაწეობა რუსეთის არმიაში XVIII-XIX სს. დასაწყისში, რითაც საგრძნობლად გაამდიდრა ქართული ისტორიოგრაფია.

არის 155 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი,  მათ შორის 19 მონოგრაფიის, (მათ შორის 1 დამხმარე სასწავლო სახელმძღვანელოს) საქართველოს და კავკასიის სამხედრო ისტორიის საკითხებში.

ისტორიის  დოქტორი, პროფესორი მამუკა გოგიტიძე არის საკმაოდ ხშირი სტუმარი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე, მას კარგად იცნობენ სამეცნიერო წრეებში როგორც თავის სამშობლოში, ასევე საზღვარგარეთაც.

2007-2010 წლებში მიჰყავდა საქართველოს საპატრიარქოს რადიო  ,,ივერიაზე,, საავტორო გადაცემათა  ციკლი  სამხედრო-პატრიოტულ თემაზე, სადაც მის მიერ მომზადდა 200-ზე მეტი რადიოგადაცემა.

2005-2010 წლებში აქტიურად მონაწილეობდა  სამხედრო ტელევიზია ,,საქართველოსთან,, ტელეპროექტებ ,,პროფესია-ჯარისკაცი,,  და ,,მიზანი,,-ს მომზადებაში.

არჩეულია საქართველოს მწერალთა  შემოქმედებითი კავშირის წევრად (2013), არის რამოდენიმე დისერტაციის ოპონენტი, მონოგრაფიების რედაქტორი, რეცენზენტი, სამხედრო კონსულტანტი და სამეცნიერო გრანტების მფლობელი.

2017 წლიდან არის საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე.

პერიოდულად გამოდის  საქართველოს ცენტრალური ტელევიზიით, სადაც აშუქებს საქართველოსა და კავკასიის სამხედრო ისტორიის  საკითხებს.

2015 წლის 29 დეკემბერს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის სამხედრო მეცნიერების საბჭოს წევრად.

2018 წლის თებერვლიდან არის  მოწვეული პროფესორი  საქართველოს სამხედრო ხელოვნების საგანში დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში.

არის სამამულო და საზღვარგარეთის რიგ სამხედრო - სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო საბჭოების წევრი, ,,ქართული სამხედრო-ენციკლოპედიური ლექსიკონის,,  ავტორი, შემდგენელი და სამუშაო ჯგუფის წევრი (2017), ენციკლოპედია ,,საქართველოს,, მთავარი სამეცნიერო რედაქციის სამხედრო კონსულტანტი.

მისი გვარი შესულია ,,ქართულ ბიოგრაფიულ ლექსიკონში,, და ,,ცნობილ ქართველთა ლექსიკონში,,

2018 წელს  აქტიური შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის საქართველოს  მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა მიანიჭა  -,,ქართული კულტურის ამაგდარის,, წოდება.

2018 წელს  აქტიური შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის  საქართველოს  მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა წიგნისათვის  ,,საქართველოს 100 ბრძოლა,, (დამხმარე სახელმძღვანელო)  მიანიჭა  ილია ჭავჭავაძის  სახელობის პრემია და  გადაეცა  ლაურეატის ვერცხლის მედალი.

საქართველოს პრეზიდენტის ე.შევარდნაძის განკარგულებით დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (01.06.2003),  

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II მიერ  დაჯილდოებულია წმინდა გიორგის  ვერცხლის მედლით (30.04.2008).

განსაკუთრებული ღვაწლისათვის შეტანილს საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების შექმნის და სამხედრო ისტორიის პოპულარიზაციის საქმეში, არჩეულ იქნა    ბაგრატოვანთა სამეფო სახლის ერეკლე მეორის სამეფო ორდენის  დარბაზის წევრად და  დაჯილდოვდა ერეკლე  მეორის  ორდენით (14.09.2020).

არჩეულია  სანქტ-პეტერბურგის გ.დერჟავინის სახ.რუსული  სიტყვიერების და ნატიფი ხელოვნების აკადემიის წევრ-კორესპონდენტად (05.07.2005).

2021 წლის 20 მაისს არჩეულია ჯუმბერ ლეჟავას სახელობის  მეცნიერებათა  მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსად.

მიღებული აქვს საქართველოს და უკრაინის  უწყებრივი ჯილდოები.




მამა კურსანტი ჯემალ გოგიტიძე


მამა პოლკოვნიკი ჯემალ გოგიტიძე


მშობლების ქორწილის დღე 1957 წელი


პაპა ნიკოლოზ გოგიტიძე 1908-44წწ გარდ. სოფ.ბოლშაია კოსტრომკა უკრაინა დაბ. სოფ. ჭოკნარი სამტრედია


ძმა გოგიტიძე ნიკოლოზ ჯემალის ძე (დ. 1960), საქართველოს გენერალი თბილისი


მამის მამის მამა კონსტანტინე გოგოტიძე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.07.2021
ბოლო რედაქტირება 14.12.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 19.05.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0