სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
მინისტრები უშიშროება, პოლიცია, თავდაცვა
ჯემალ გოგიტიძე 1933-96წწ  იუსტიციის პოლკოვნიკი დაბ. თბილისი წარმ. ჭოკნარი. ჯემალ გოგიტიძე 1933-96წწ  იუსტიციის პოლკოვნიკი დაბ. თბილისი წარმ. ჭოკნარი.

1933-1996 წწ. გარდ. 63 წლის

ბმულის კოპირება

მინისტრები უშიშროება, პოლიცია, თავდაცვა

გვარი გოგიტიძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

373       ბეჭდვა

ჯემალ გოგიტიძე 1933-96წწ იუსტიციის პოლკოვნიკი დაბ. თბილისი წარმ. ჭოკნარი.

ჯემალ ნიკოლოზის-ძე გოგიტიძე (07.04.1933-23.11.1996)


იუსტიციის პოლკოვნიკი (17.02.1978)

იუსტიციის უფროსი მრჩეველი (27.07.1989)


ეროვნული სამხედრო პროკურატურის ფუძემდებელი და 1-ი  მთავარი სამხედრო პროკურორი-გენერალური პროკურორის  მოადგილე  1991 წელს;



დაიბადა ქ.ტფილისში.

1952-55 წლებში  სწავლობდა თბილისის ქვეით სასწავლებელში.

1955-1965 წლებში მსახურობდა ოცმეთაურად, ასეულის მეთაურის მოადგილედ, ასმეთაურად.

1960-1966 წლებში  სწავლობდა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (საღამოს დასწრებულზე)

1965-1988  წლებში  მსახურობდა სამხედრო იუსტიციის სისტემაში . მსახურობდა სამხედრო გამომძიებლად, უფროს გამომძიებლად, თბილისის გარნიზონის პროკურორის თანაშემწედ, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის პროკურორის თანაშემწედ,

1975-1988 წლებში მსახურობდა თბილისის  გარნიზონის სამხედრო პროკურორად. ამ  პროკურატურის ისტორიაში  იყო  პირველი ქართველი ეროვნების სამხედრო პროკურორი.

1988 წელს გავიდა თადარიგში.


1989 წელს წარდგენილი  იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის პოსტზე დასანიშნად.

1989 წელს  დაინიშნა   გენერალური პროკურორის თანაშემწედ განსაკუთრებულ დავალებათა დარგში.

1989-90 წლებში   მუშაობდა  მარნეულის რაიონის პროკურორად.

საქართველოს  რესპუბლიკის  უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის  ზ.გამსახურდიას  და მინისტრთა საბჭოს   თავმჯდომარის თ.სიგუას №  107 დადგენილებით 1991 წლის  15 თებერვალს  დაინიშნა   მუდმივი გაერთიანებული სამხედრო საბჭოს სამხედრო სპეციალისტ-ექსპერტად.  

საქართველოს რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯდომარის  1991 წლის 9 აპრილის რეკომენდაციით, 1991 წლის  29 მაისს დაინიშნა  გენერალური პროკურორის მოადგილედ-შინაგან ჯარებში-ეროვნულ გვარდიაში კანონების შესრულებაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსად (მთავარი სამხედრო პროკურორის უფლებებით)

კანონიერების  განსამტკიცებლად ხანგრძლივი ნაყოფიერი მუშაობისათვის  საქართველოს  უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა  მიანიჭა მას  1988 წლის  11  ნოემბერს  საქართველოს სსრ დამსახურებული იურისტის წოდება.

1988 წლის 1 თებერვალს პროკურატურის ორგანოებში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისათვის  დაჯილდოებულია  ,,პროკურატურის  საპატიო მუშაკის,, სამკერდე ნიშნით.

დაჯილდოებული იყო ,,წითელი ვარსკვლავის,,  (1987) ორდენით.

გარდაიცვალა და დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

კურსანტი ჯემალ გოგიტიძე

ჯემალ გოგიტიძე


მამა ნიკოლოზ გოგიტიძე 1908-44წწ გარდ. სოფ.ბოლშაია კოსტრომკა უკრაინა დაბ. სოფ. ჭოკნარი სამტრედია



შვილი მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი დაბადებულია თბილისი წარმ. სოფ. ჭოკნარი სამტრედია


შვილი გოგიტიძე ნიკოლოზ ჯემალის ძე (დ. 1960), საქართველოს გენერალი თბილისი


მამის მამა კონსტანტინე გოგიტიძე


ჯემალ გოგიტიძე (1933-1996)

იუსტიციის პოლკოვნიკი (16.II.1978), იუსტიციის უფროსი მრჩეველი (27.VII.1989), ეროვნული სამხედრო პროკურატურის ფუძემდებელი.


დაიბადა ქ.ტფილისში. 1940-1951 წლებში სწავლობდა თბილისის ვაჟთა № 24-ე საშუალო სკოლაში. 1951 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მუშად რუსთავის ი.სტალინის სახ. მეტალურგიულ ქარხანაში. 1952-1955 წლებში სწავლობდა თბილისის სამხედრო სასწავლებელში. 1955-1965 წლებში მსახურობდა მსროლელი ოცეულის მეთაურად, მსროლელი ასეულის მეთაურის მოადგილედ, ასეულის მეთაურის მოადგილედ, მსროლელი ასეულის მეთაურად ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ნაწილებში. 1960 - 1966 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (საღამოს დასწრებულზე). 1965-1988 წლებში მსახურობდა სამხედრო იუსტიციის ორგანოებში. 1967 წელს დაამთავრა საკავშირო პროკურატურის ორგანოთა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საგამომძიებლო მუშაკთა დახელოვნების ინსტიტუტი ქ.ლენინგრადში. 1974 წელს დაამთავრა საკავშირო პროკურატურის ხელმძღვანელ მუშაკთა უმაღლესი კურსები.


1965-1968 წლებში მსახურობდა ახალციხის გარნიზონის სამხედრო პროკურატურის გამომძიებლად; 1968-1972 წლებში მსახურობდა თბილისის გარნიზონის სამხედრო პროკურატურაში: გამომძიებლად, უფროს გამომძიებლად, სამხედრო პროკურორის თანაშემწედ; 1972-1975 წლებში მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო პროკურორის თანაშემწედ; 1975-1988 წლებში მსახურობდა თბილისის გარნიზონის სამხედრო პროკურორად. ამ პროკურატურის ისტორიაში იყო პირველი ქართველი ეროვნების სამხედრო პროკურორი, რომელიც იყო დანიშნული თანამდებობაზე 3 ვადით (1975, 1980 და 1985 წწ.). 1988 წელს გავიდა თადარიგში წლოვანებით. 1989 წელს დაინიშნა გენერალური პროკურორის თანაშემწედ განსაკუთრებულ დავალებათა დარგში. 1989-1990 წლებში მუშაობდა მარნეულის რაიონის პროკურორად. 1990-1991 წლებში მუშაობდა გენერალური პროკურატურის საქმეთა სამმართველოს მორიგ პროკურორად.


საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თენგიზ სიგუას № 107 დადგენილებით 1991 წლის 15 თებერვალს დაინიშნა მუდმივი გაერთიანებული სამხედრო საბჭოს სამხედრო სპეციალისტ-ექსპერტად. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1991 წლის 9 აპრილის რეკომენდაციით, 1991 წლის 29 მაისს დაინიშნა გენერალური პროკურორის მოადგილედ - შინაგან ჯარებში - ეროვნულ გვარდიაში კანონების შესრულებაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსად (მთავარი სამხედრო პროკურორის უფლებებით) და დამტკიცდა გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრად. 1991-1994 წწ. მუშაობდა გენერალურ პროკურატურაში საგამომძიებო სამმართველოს შს ორგანოებში მოკვლევაზე, გამოძიებაზე და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსის მოადგილედ. 1994-1996 წწ. მუშაობდა ამიერკავკასიაში რუსეთის დაჯგუფების სამხედრო პროკურატურაში საგამოძიებო განყოფილების სამხედრო პროკურორად. 1988 წლის 1 თებერვალს სსრკ პროკურატურის ორგანოებში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისათვის დაჯილდოვდა ,,პროკურატურის საპატიო მუშაკის,, სამკერდე ნიშნით. კანონიერების განსამტკიცებლად ხანგრძლივი ნაყოფიერი მუშაობისათვის საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1988 წლის 11 ნოემბერს მიანიჭა მას ,,საქართველოს სსრ დამსახურებული იურისტის,, წოდება. დაჯილდოებულია ,,წითელი ვარსკვლავის,, (1987) ორდენით -,, კანონიერების გამტკიცების და დამნაშავეობასთან ბრძოლაში გამოჩენილი დიდი დამსახურებისათვის,, და 10 მედლით. 38 ჯერ იქნა წახალისებული: თავდაცვის მინისტრის, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის, თბილისის გარნიზონის უფროსის, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო პროკურორის, თბილისის გარნიზონის სამხედრო პროკურორის ბრძანებებით და ფასიანი საჩუქრებით.

გარდაიცვალა ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. თბილისში არის ჯემალ გოგიტიძის სახელობის ქუჩა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.08.2021
ბოლო რედაქტირება 22.08.2022
სულ რედაქტირებულია 5

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 29.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0