სულ ნახვა : 8 384 577
სტატია : 54 608
ფოტო: 78 455

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
გოგიტიძე ნიკოლოზ ჯემალის ძე (დ.1960), საქართველოს იუსტიციის გენერალი დაბ. თბილისი წარმ. ჭოკნარი
ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი გოგიტიძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

370       ბეჭდვა

გოგიტიძე ნიკოლოზ ჯემალის ძე (დ.1960), საქართველოს იუსტიციის გენერალი დაბ. თბილისი წარმ. ჭოკნარი

გოგიტიძე ნიკოლოზ ჯემალის ძე (06-თებერვალი 1960) 


იუსტიციის გენერალ-მაიორი (1995), საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორი (1994-97) სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანი (2005). დაამთავრა მოსკოვის სამხედრო ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი 1982 წელს.

1993-1994წწ. იყო სახელმწიფო მეთაურის მთავარი სამხედრო მრჩეველი; 1994-1997წწ. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე; 1998-2002წწ. საქართველოს კონსული უკრაინასა და მოლდოვაში; 2003-2004წწ. საქართველოს კონსული აზერბაიჯანში; 2004-2007წწ. გენერალური კონსული ტრაპიზონში; 2007-20011წწ. საქართველოს დესპანი აზერბაიჯანში; 2011 წლიდან საქართველოს გენერალური კონსული საბერძნეთის რესპუბლიკაში. იუსტიციის გენერალ–მაიორი(1995).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.63


ნიკოლოზ ჯემალის-ძე  გოგიტიძე

(დ. 06.02.1960)

იუსტიციის გენერალ-მაიორი (24.05.1995) დაიბადა ქ.თბილისში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში.

1977 წელს დაამთავრა ქ.თბილისის  № 96  რუსული საშუალო სკოლა.

1977-1982 წლებში სწავლობდა მოსკოვის წითელდროშოვანი სამხედრო ინსტიტუტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1982-1991 წწ. მსახურობდა სამხედრო იუსტიციის ორგანოებში (ლეიტენანტი-1982, უფროსი ლეიტენანტი-1984, კაპიტანი-1987, მაიორი-1990).

1991-1992 წწ. მსახურობდა შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის მთავარ სამმართველოში  მრჩევლად სამართლებლივი მუშაობის დარგში, თავდაცვის სამინისტროს იურიდიული განყოფილების უფროსად.

1993-1994 წწ. მსახურობდა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის განყოფილების უფროსად, მთავარ სამხედრო მრჩევლად (ამავე პერიოდში კითხულობდა ლექციებს სამართალში საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის სპეციალურ სასწავლებელში (ვიცე-პოლკოვნიკი-1993).

საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით 1994 წლის 14 თებერვალს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება ვადამდე.

1994-1997  წწ. მსახურობდა საქართველოს მთავარ სამხედრო პროკურორად-გენერალური პროკურორის მოადგილედ. 

1997 წლიდან თადარიგშია. მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში.

მინიჭებული აქვს სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანის დიპლომატიური რანგი    (30.12.2005)

დაჯილდოებულია 2 საბჭოთა მედლით.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურის - შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ე.შევარდნაძის 1994 წლის 14 მაისის   № 19 ბრძანებით, დაჯილდოვდა სახელობითი ცეცხლსასროლი იარაღით.


ძმა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი წარმ. სოფ. ჭოკნარი სამტრედია


მამა კურსანტი ჯემალ გოგიტიძე



მამა პოლკოვნიკი ჯემალ გოგიტიძე


პაპა ნიკოლოზ გოგიტიძე 1908-44წწ გარდ. სოფ.ბოლშაია კოსტრომკა უკრაინა დაბ. სოფ. ჭოკნარი სამტრედია


მამის, მამის, მამა კონსტანტინე გოგიტიძე





გოგიტიძე - გვარის 11 ღვთისმსახური

1 0

საუკუნის ზღურბლთან (ისტორიული ნარკვევი) ავტ. მამუკა გოგიტიძე, ეძღვნება ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების 220 წლისთავს

2 0

ქართველი გენერლები აჭარიდან ავტორი მამუკა გოგიტიძე

2 0

იოსებ (სოსო) გოგიტიძე (1962) საქართველოს გენერალი დაბ. ქობულეთი აჭარა

1 0


Грузины-генералы империи 1699-1920 ავტორი მამუკა გოგიტიძე

2 0

ნიკოლოზ გოგიტიძე Нихат Гогейт /Гогитидзе/, (Nihat Gogeit, Турция) 4 მილიარდი წარმ. ქობულეთი

2 0

მამუკა გოგიტიძე 1963 წ. აკადემიკოსი წარმ. სოფ. ჭოკნარი, სამტრედია.

2 0


ბაკურ გოგიტიძე დ.1973წ. მსოფლიო პრიზიორი ბერძნულ რომაული ჭიდაობა წარმ. ქობულეთი

1 0

0 1 0


ნიკოლოზ გოგიტიძე 1908-44წწ გარდ. სოფ.ბოლშაია კოსტრომკა უკრაინა დაბ. სოფ. ჭოკნარი სამტრედია

2 0

ჯემალ გოგიტიძე 1933-96წწ იუსტიციის პოლკოვნიკი დაბ. თბილისი წარმ. ჭოკნარი.

2 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 19.04.2023
სულ რედაქტირებულია 3