მამუკა გოგიტიძე
საუკუნის ზღრუბლთან
(ისტორიული ნარკვევი)
2022
საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების თავმჯდომარის, მამუკა გოგიტიძის ისრორიული ნარკვევი ,,საუკუნის ზღრუბლთან,, მხატვრულ-ისტორიული ჟანრისაა. მასში განხილული ისტორიული პერიოდი მოიცავს 1798-1801 წლებში ქართლ-კახეთის სამეფო კარზე განვითარებული ტრაგედიის პერიპეტიებს, საქართველო-რუსეთის იმდროინდელ ურთიერთობებს, რასაც მოჰყვა შემდგომი მოვლენები - ბაგრატიონთა ტახტის ხელყოფა, ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია და რუსეთთან შეერთება გუბერნიის სახით.
(12.09.1801-12.09.2021)
თავი I. ,,ერეკლეს გარეშე,,
იდგა 1798 წლის 11 იანვარი. ეს შფოთვით აღსავსე საუკუნე იწურებოდა, მარა იწურებოდა ძალზე დიდი უბედურობებით აღსავსე.... ჯერ იყო 1795 წლის შავი სექტემბერი, როცა სპარსელმა საჭურისმა აღა მახმად ხანმა* აღგავა მიწისაგან პირისა ტფილისი და მისი შემოგარენი, მერე მოჰყვა მას შავი ჭირი და აჰა მესამე უბედურებაც დაატყდა ქართლ-კახეთის სამეფოს.....დიდი ბურჯი ეცლებოდა მას ერეკლე მეფის სახით, რომელსაც სიბერეშიც კი ხალხი ეძახდა პატარა კახს. ამ ქვეყანას თეიმურაზი და ერეკლე ორმოცდაათი წლის მანძილზე აძლიერებდნენ თავისი მოღვაწეობით....და ამ საჭურისმა ორ დღეში მიწასთან გაასწორა მათი ნალოლიავი და ნაშენი ქვეყანა....
სოფელ საგარეჯოს პეტრე-პავლეს ეკლესიასთან იჯდა ოთხმოცამდე წლის მოხუცი და ღრმა ფიქრებში იყო წასული, როცა შენიშნა გზაზე მხედარი, რომელიც მიემართებოდა მისკენ.
-მოხუცო! მოხუცო! სოფელში ვინმე არის?
-რას ქვია ვინმე არის, არის აბა არ არის, მე ამ სოფლის მამასახლისი ვარ, აზნაური ვანო შენგელიძე, მობრძანდით ბატონო, ხომ მშვიდობაა?
-მშვიდობა მოგცეს უფალმა!-უპასუხა მგზავრმა,-დასვენების დრო სულ არ მაქვს, ერთი ჩემს ცხენს ცოტა თივა აჭამეთ თუ შეიძლება, და გავქუსლავ. თელავიდან მოვდივარ დედაქალაქისკენ...ცუდი ამბავი მომაქ, ძალიან ცუდი.....და მიესალმა მასპინძელს.
-გიორგი, შვილო,-მიუბრუნდა მოხუცი ბიჭს,-ერთი მიხედე ცხენსა....
-რა ამბავია მასეთი, ბატონო? ისევ შემოგვესია მტერი?
-არა, ჩემო ბატონო....აღარ გვყავს მეფე ერეკლე, ჩვენი პატარა კახი....დღეს გამთენიისას მიაბარა უფალს სული....
- მე ჩვენ მეფეს ვახლდი ინდოეთსა და ავღანეთში ნადირის* ლაშქრობაში....ეჰ, რამდენმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ, არც კი მჯერა, რომ ეს ყველაფერი მართლა მე გადამხდა....მაგრამ ეს ყველაფერი იყო...როგორც ერთი დიდი სიზმარი...ასეთი სიბერე დამიდგა, მეუღლე დიდის ხნის წინათ ჯერ ომამდე გარდამეცვალა, სამივე ვაჟკაცი ამ ომში დამეღუპა და დამრჩნენ ეს ჩემი შვილიშვილები, ერთი მეორეზე პატარები. ერთი ქვრივია სოფელში და ის მეხმარება ამათ გაზრდაში, თორემ მე ორი პარასკევი ღა დამრჩა ამ ქვეყანაზე და....-თავისი დაკაჟული ხელით მოიწმინდა ცრემლები ვანო პაპამ.
მგზავრმა გახედა ბიჭს, რომელსაც
მიჰყავდა თავლაში ცხენი რათა ეჭმია
მისთვის თივა...
*აღა-მაჰმად-ხანი (1742 - 1797) — სპარსეთის გამგებელი 1794 წლიდან,
შაჰი 1796 წლიდან. ყაჯართა დინასტიის დამაარსებელი. საჭურისი. 1797 წელს ამიერკავკასიაში
მეორედ ლაშქრობისას აღა-მაჰმად-ხანი შუშაში მოკლეს მისმა მსახურებმა.
*ნადირ-შაჰ ავშარი (1688-1747) — ირანის შაჰი
1736—1747, ყიზილბაშთა ავშარის ტომიდან.ნადირ-შაჰი მოკლეს შეთქმულმა ჯარისკაცებმა ხორასანში,
საკუთარ საწოლ ოთახში.
-ჩემი შვილიშვილია, ბატონო... ოცი წლისა გახდა შარშან, ჩემი დაღუპული უფროსი ვაჟის, ვანოს შვილია, კარგი ბალღია....მეურნეობაში მეხმარება ....მჭედლის და ხარაზის ხელობაც იცის...იქნებ ამათ შთამომავლობამ მოესწროს ჩვენი ბედკრული საქართველოს აყვავებას, მე კი ვეღარ მოვესწრები ეს ნამდვილად ვიცი...იწურება ეს მშფოთვარე საუკუნეც და რა გველოდება ხვალ, არ ვიცით...როგორ მოგმართო ბატონო?-იკითხა მასპინძელმა.
-დიმიტრი მქვია, გვარად ჯავახიშვილი ვარ, მეფის გარდაცვალების საბუთი უნდა ჩავიტანო დღესვე დედაქალაქში...
-ჩემი ჭერი დალოცე, კეთილო კაცო...
-დალოცვილი ყოფილიყავი ვანო პაპა შენი მონაგარით....-და გადაჰკრა ჭიქა ღვინო.
-ერთი თხოვნა მაქ შენთანა...შენა მოძრაობ იქეთ აქეთ, ხალხსა იცნობ და ერთი დარდი არ მასვენებს მუდამ...-და უცბად ცრემლები წამოუვიდა.
-რა იყო ვანო პაპა, ხომ მშვიდობაა...-შეწუხდა დიმიტრი.
-რაშია საქმე იცი, ჩემი ძმისშვილი მყავს დაკარგული, უკვე რამდენი წელია, ერთი ოცი წელი იქნება, აი ომი რო იყო ოსმალებთან, ის ოხერი ტუტლიბინი* ღენერალი რო გამოგზავნა როსიის მეფემ...მაშინ გადავიდა იმერეთში მდგარ რუსის ჯარში და იმის მერე არაფერი ვიცი რა მის შესახებ... კარგი ბიჭი იყო, ამისი ხნისა ლამისა, ეხლა ორმოცი წლისა უნდა იყოს, იქნებ რაიმე გაარკვიო, ჰა? არ მინდა ისე მოვკვდე? იქნებ ცოცხალია?
-გავარკვევ მაქ საქმეს, ,,კავკაზსკი ლინიაზე,, მყავს მეგობარი, რა ქვია შენ ძმიშვილსა?
-დავითი იოსებას შვილია. შენი სამუდამო მევალე ვიქნები.
რაღაცა ხნის შემდეგ, ვანო პაპამ კითხა დიმიტრის:
-ხალხი ამბობს რომა მეფის კარზე ქიშპობენ უფლისწულებიო, მართალია ეს ამბავი?
-მართალია მოხუცო, მართალია, ძაან ცუდ დღეში ვართ....რა გვეშველება პატარა კახის შემდეგ, წარმოდგენაც კი მიჭირს, ამდენ შვილებს ქიშპი და მტრობა არ ელევათ. აფსუს არც ვახტანგი* და არც ლევანი* ცოცხლები აღარ არიან...ისინი ძლიერები იყვნენ და მეფის სათანადო დასაყრდენები იყვნენ, მათი იმედი ჰქონდა, ეხლა ვის უნდა დარჩეს ქვეყნის სადავეები? რა საკვირველია, გიორგი არ და ვერ იქნება ისეთი ძლიერი მეფე, როგორიც ჩვენი მეფე ერეკლე იყო...ხუმრობა საქმე ხომ არაა ორმოცდაათ წელზე მეტია ედგა სამეფოს სათავეში....თანაც გიორგი ავადაა, ვინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები.... ერთის მხრივ ჩვენს ამაოხრებელ აღას კი აზღვევინეს სამაგიერო იმის გამო რაც ჩვენს მეფეს დამართა და თანაც ხმა დადის რომ დატყვევვებულმა ქართველებმა გამოსჭრეს მას ყელიო....
იქით როსიის იმპერატორმა პავლემ* შემოგვითვალა, რაღად გინდათ ჩვენი დახმარებაო, აღა მოკლულიაო და თქვენ საშიშროება მოგეხსნათო, ლეკებს კიდევ თქვენი ძალებით გაუმკლავდითო.... მეტს ვერ დავრჩები, დრო არ ითმენს, დღესვე უნდა
ვიყო დედაქალაქში, -და დაიწყო გამომშვოდობება.
*ტოტლებენი-გოტლიბ კურტ ჰაინრიხი ( 1715 - 1773) —გენერალ-მაიორი,რუსუკი ჯარის მეთაური
იმერეთში.
*ვახტანგი, უფლისწული, ერეკლე II შვილი (ვახტანგ კარგი) (1738-1756)
*ლევანი, უფლისწული, ერეკლე II შვილი , მორიგე
ჯარის სარდალი (1756-1781)
-ერთი წამით, დიმიტრი, ეს საგზალი გაიყოლიე, ლუკმა პურს და ჭიქა ღვინოს მაინც თავისი გემო აქვს,- და გადაეხვივნენ ერთმანეთს, დიდი ხნის მეგობრებივით. გზა მშვიდობისა!
გიორგიმ თავლიდან გამოიყვანა ცხენი და მიჰგვარა მის პატრონს.
-რა ჰქვია, ბატონო თქვენს ცხენს?-იკითხა ბიჭმა.
-კახელოს ვეძახი ჯო.
- კარგ ბედს გისურვებ გიორგი, იქნებ კიდევ შეგვახვედროს ბედმა.... აბა ბედნივრად ვანო პაპა,-და მხედარმა აიღო გეზი ტფილისისკენ.
.....XVIII საუკუნის დასაწყისში ქართლ–კახეთს სპარსეთი თავის სახანოდ თვლიდა, დასავლეთ საქართველოში ოსმალები იყვნენ გაბატონებულნი, ავღანელებსაც ჰქონდათ საქართველოს დაპყრობის სურვილი, ბოლო არ უჩანდა ლეკების თავდასხმებს, ევროპის ქვეყნებიც ინტერესდებოდნენ ამ მხარით.
1723 წელს ოსმალებმა სძლიეს სპარსელებს, ქართლში შემოიჭრნენ და ტფილისი დაიკავეს. ისინი კახეთსაც გადასწვდნენ. ვახტანგ VI* რომელიც პეტრე I * იმედით აპირებდა მტრის წინააღმდეგ ბრძოლას მოტყუებული გამოვიდა, რუსებმა პირობა დაარღვიეს და ვახტანგ VI მარტო დარჩა ორმხრივ შემოსეული მტრის წინააღმდეგ. 1724 წელს იმედდაკარგულმა ვახტანგმა, თავისი ამალით საქართველო დატოვა და რაჭის გზით რუსეთს მიაშურა. აღმოსავლეთ საქართველოში „ყიზილბაშობა“ „ოსმალობამ“ შეცვალა.
1733 წელს ერეკლე ახლდა მამას ნეიშინის ველზე ლეკების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. ეს იყო ახალგაზრდა ერეკლეს პირველი ლაშქრობა. ამ დროს უკვე გამოკვეთილი იყო დასუსტებული და სახანოებად იყო დაყოფილი სპარსეთის მომავალი ლიდერი თამაზ–ყული–ხანი, შემდგომში ნადირ–შაჰად წოდებული. სპარსელები ნადირ–შაჰის მეთაურობით თანდათან ავიწროვებდნენ ოსმალებს. ბრძოლაში მას ქართველებიც ეხმარებოდნენ. თეიმურაზ II* ამ დროს სპარსელებს დაუდგა გვერდით, რადგან ის სპარსელთა ბატონობას, ოსმალების ბატონობასთან შედარებით ნაკლებ ბოროტებად თვლიდა, თუმცა კი ქართველთათვის ორივე საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო.
1734 წელს, თურქების ნებართვით კახეთში გამეფებულ თეიმურაზს, თურქების განდევნის შემდეგ, ნადირ–შაჰმაც ანდო კახეთი, მაგრამ მძევლებად მისი შვილები მოითხოვა. ქეთევანი თავისივე ძმისშვილს, ალი–ყული–ხანს* მიათხოვა ცოლად, ხოლო ერეკლე თავის მებრძოლ რაზმში ჩარიცხა.
1737 წელს ნადირ–შაჰმა ინდოეთისაკენ გაილაშქრა და დიდი ტერიტორიები მიიერთა.
ამ ბრძოლაში მას ერეკლეც თან ახლდა თავისი ათასეულით. ნადირ-შაჰის ლაშქრობაში მონაწილეობით
ერეკლემ კარგი სამხედრო გამოცდილება მიიღო. შაჰი განაცვიფრა ერეკლესა და მისი თანმხლები
ქართველების ბრძოლის უნარიანობამ და საზრიანობამ, განსაკუთრებით ის ახალგაზრდა ერეკლეს
გმირობამ გააოცა.
*პავლე I (1754- 1801) — რუსეთის იმპერატორი 1796-1801
*ვახტანგ VI (1675 – 1737) — ქართლის გამგებელი (ჯანიშინი)
1703-1714 წლებში,მეფე 1716-1724 წლებში,
*პეტრე I (1672-1725), რუსეთის მეფე 1682-1721 და იმპერატორი
1721-1725 წლებში.
*თეიმურაზ II (1700 - 1762) - კახეთის გამგებელი
1709-1715, მეფე 1733-1744, ქართლის მეფე 1744-1762.
*ალი-ყული-ხანი (იესე), (1680/1681 - 1727) - ქართლის
მეფე 1714-1716 და 1724–1727 წლებში, ლევან ბატონიშვილის ძე, ვახტანგ VI ძმა.
1739 წელს ნადირ-შაჰმა ერეკლეს სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცა. ერეკლე კახეთში დაბრუნდა იმავე წლის დეკემბერში. ლაშქრობიდან დაბრუნებულმა შაჰმა დაღესტანს შეუტია, მაგრამ ვერ დაიპყრო, თუმცა ქართლ–კახეთზე ლეკთა თავდასხმები თითქმის მთლიანად აღიკვეთა, ოსმალთა ბატონობის დროს, მტკვრის ნაპირზე დასახლებული უამრავი თურქმენული ოჯახიც საქართველოდან გაასახლეს. თეიმურაზ II და მისი ოჯახი სპარსეთის მომხრე პოლიტიკას ირჩევდა.
1743 წელს ნადირ-შაჰმა არაგვის საერისთავო თეიმურაზს დაუმტკიცა. მათ მხარი არ დაუჭირეს ქართლის აჯანყებას.
აჩაბეთის* ბრძოლაში ერეკლემ დაამარცხა გივი ამილახვარი. ამილახვრისა და ახალციხის ფაშა იუსუფ III * ჯარებმა გორსა და რუისს შორის დაამარცხეს თეიმურაზი და ტფილისის ხანი, მაგრამ გორის ციხის აღება ვერ შეძლეს. იუსუფის მიერ დაღესტანში დიდძალი ფულით გაგზავნილ ლეკთა ბელად მალაჩის* საგურამოსთან დახვდა ერეკლე და დაამარცხა.
1745 წელს თემურაზმა შეიპყრო გივი ამილახვარი* და ის ნადირ-შაჰს გაუგზავნა. ქართლში მიმდინარე ბრძოლებით თეიმურაზმა და ერეკლემ ერთგულება დაუმტკიცეს ნადირ-შაჰს.
1745 წელს ნადირ–შაჰმა ნებართვით თეიმურაზი ქართლის მეფედ, ხოლო ერეკლე კი კახეთის მეფედ დაამტკიცა. ბოლო 130 წლის განმავლობაში ქართლში ქრისტიანული წესით ნაკურთხი მეფე არ მჯდარა.
ქართველმა მეფეებმა უაღრესად გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ჩაიბარეს. მართალია ქართლი და კახეთი სხვადასხვა სამეფოებად ითვლებოდა, მაგრამ თეიმურაზი და ერეკლე ერთიან, შეთანხმებულ პოლიტიკას ატარებდნენ, საბრძოლო მოქმედებებიც ერთიანი ჰქონდათ. შიდა პოლიტიკას თემურაზ II უძღვებოდა, ხოლო სამხედრო მოქმედებებს ერეკლე. მათ ძალზე ხშირად უხდებოდათ თავდაცვითი ბრძოლების წარმოება, ზოგჯერ კი რეგიონში ავტორიტეტის გაძლიერების მიზნით თავადაც უწევდათ შეტევაზე გადასვლა. ბრძოლა ქართველებს ძირითადად ოსმალებისაგან წაქეზებული ჩრდილო-კავკასიელებისა და დაშლილი სპარსეთის ზოგიერთი სახანოს, ამიერკავკასიის და ქართლ–კახეთის დაპყრობის მსურველ მმართველებთან უხდებოდათ. მტერთან ომი ზოგჯერ შიდა ომებშიც გადაიზრდებოდა.
XVIII საუკუნის 40-იანი წლების მიწურულისათვის ნომინალურად სპარსეთის ვასალი
ქართლ-კახეთი (რომლის მოსახლეობა 626 ათასი იყო) ფაქტობრივად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ
იქცა.
ერეკლე II და თეიმურაზ II ისარგებლეს 1747 წელს ნადირ-შაჰის მკვლელობით
და სპარსეთში გამეფებული ანარქიით, ტფილისი სპარსელებისგან გაათავისუფლეს და თავიანთ
ბატონობას დაუმორჩილეს.
*აჩაბეთი — ძველი სოფელი და ციხე მდ. ლიახვის
მარჯვენა ნაპირზე 1744 წელს ერეკლე ბატონიშვილმა
(შემდეგში ერეკლე II) აჩაბეთთან დაამარცხა გივი ამილახვარი და მისი დამხმარე ოსმალთა
ჯარი.
*იუსუფ III ჯაყელი — ახალციხის ფაშა 1737-1744 წლებში.
*მალაჩილა (კოხტა ბელადი) -რომლის თავიც
ერეკლემ ლეკთა ხუნძაყის მთავარს გაუგზავნა
*ამილახვარი გივი (1689
– 1754/1757) — ქართველი ფეოდალი, საამილახვროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი
და გორის მოურავი.
თეიმურაზმა ქართლი, სპარსეთში წასვლისას აბდულა–ბეგს* (არჩილ ბაგრატიონს) ჩააბარა, ერეკლეს კი მისი მმართველობისათვის ზედამხედვრლობა დაავალა. ამ დროს საქართველოს ციხეებში სპარსელთა ჯარი იდგა და მათი უმეტესობა აბდულა–ბეგის მომხრე იყო. აბდულა–ბეგმა ქართლის ტახტის დათმობა აღარ მოინდომა და ერეკლეს ბრძოლა დაუწყო. ერეკლე ჯერ სამშვილდის ციხესთან შეებრძოლა აბდულა ბეგს, შემდეგ კი ტფილისთან, სოლოლაკის და წავკისის მიდამოებში სასტიკად დაამარცხა მისი ჯარი. ამის მერე ერეკლემ ტფილისში ციხეებში გამაგრებულ სპარსელთა გარნიზონებს შეუტია და ტფილისის ციხეებიდან დამპყრობლები გაყარა. ქართულ ციხეებში ქართლ–კახელთა ჯარის ნაწილები ჩააყენა და მის კოშკებზე ქართული დროშები აღმართა.
1749 წელს თეიმურაზიც დაბრუნდა სპარსეთიდან. მამა–შვილის თავგამოდების შედეგად, ტფილისის კედლებს, ამის შემდეგ თითქმის 50 წლის განმავლობაში ომი არ უნახავთ. თუმცა ბრძოლებს ბოლო არ უჩანდა. თითქმის ყველა ბრძოლაში ერეკლე თავად სარდლობდა ჯარს და პირველი შეიჭრებოდა მტრის რიგებში. ხშირად უწევდა მათი ბელადების წინააღმდეგ პირისპირ შებრძოლება.
1749 წელს, ნადირ–შაჰის მკვლელობაში მონაწილე, აღა მაჰმად–ხანმა ერევნის სახანოს დაპყრობა გადაწყვიტა. ერევნელების თხოვნით ერეკლემ დაამარცხა მაჰმად–ხანი და ერევნის სახანო ქართლის მოხარკედ აქცია.
1750 წელს ყარაბაღის მფლობელი ფანა ხანი რომელიც განჯის დაპყრობას აპირებდა განჯას* მიადგა, განჯის ხანმა და ყარაბაღელმა სომხებმა ერეკლეს დახმარება სთხოვეს. ქართველებმა ერეკლესა და თეიმურაზის სარდლობით დაამარცხეს ფანა–ხანი და განჯის სახანოც მოხარკედ აქციეს.
1750 წლიდან სპარსეთში გაძლიერდა ალი-მარდან-ხანი ბახტიარელი. 1751 წელს მის წინააღმდეგ აჯანყდა ქართლ-კახეთის ჯარი ერეკლე II წინამძღოლობით. მას განზრახული ჰქონდა სპარსეთის შუაში შეჭრა და თავრიზზე გალაშქრება, მაგრამ იძულებული გახდა ლაშქრობაზე უარი ეთქვა აზერბაიჯანში გაძლიერებული ავღანალებისა და მათი მოკავშირე ლეკების გამო. შაქის ხან აჯი–ჩალაბს* არ აძლევდა ხელს რეგიონში ქართველთა ბატონობა.
1751 წლის თებერვალში, მდინარე აგრი–ჩაისთან *, აჯი–ჩალაბმა დაამარცხა ქართველები. ამ ბრძოლაში, მდინარეში ცხენიანად ჩავარდნილი ერეკლე პაპა ბებურიშვილი-ვაჩნაძეს* დახმარებით გამოვიდა წყლიდან, მაჩხაანელმა გლეხმა დათუნა ბოსტაშვილმა* კი თავისი ცხენი დაუთმო და ერეკლე დატყვევებას გადარჩა.
1751 წლის ივლისში ერეკლე II ყირხბულახის* ბრძოლაში დაამარცხა თავრიზის
მმართველი და სპარსეთის ტახტის მაძიებელი აზატ-ხანის* 18-ათასიანი ლაშქარი.
1752 წელს აჯი-ჩალაბმა, განჯასთან* ისევ დაამარცხა ქართველები. აჯი-ჩალაბთან
მარცხი ამცირებდა რეგიონში ქართველთა ავტორიტეტს. თეიმურაზი და ერეკლე მაინც აპირებდნენ
სპარსეთში ლაშქრობას.
* აბდულა-ბეგი, (არჩილი) - ქართლის მეფის იესეს
ძე, ანტონ კათალიკოსის ძმა, ქართლის სამეფოს ტახტის პრეტენდენტი.
*აჯი-ჩალაბი ან ჰაჯი ჩელები ყურბან-ოღლუ (1703-1755)-
შაქის სახანოს დამაარსებელი და მისი პირველი დამოუკიდებელი ხანი (1747–1755).
*აგრი-ჩაი-გიშისწყალი,აგრიჩაი-მდინარე აზერბაიჯანში.
ალაზნის მარცხენა შენაკადი
*პაპა ბებურიშვილი-ვაჩნაძე-- ერეკლე II თანამებრძოლი.
კახელი თავადიშვილი.
*დათუნა ბოსტაშვილი- მაჩხაანელი გლეხი,
ერეკლე II-ის მიერ გააზნაურებული.
ამ მიზნით ერეკლემ 4 ათასი ჩერქეზი მეომარი დაიქირავა და მათი დახმარებით რამდენჯერმე დაამარცხა ლეკები. ჩერქეზებისა და მცირე რაოდენობის ოსების ანაზღაურებისათვის ერეკლემ სამეფო ხაზინის ნივთებზე ოქრო ააძრობინა და ფული მოჭრა.
1752 წლის სექტემბერში, ყაზახ–შამშადილუს საზღვარზე ერეკლე გადაეღობა შიდა ქართლიდან მიმავალ ტყვეებით დატვირთულ აჯი-ჩელების ჯარს და თულქითეფეს ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა.
ისევ განმტკიცდა ქართველთა ავტორიტეტი რეგიონში. სპარსეთის საქმეებში აქტიურობამ ერეკლეს სახელი მოუპოვა ევროპაში. მას მიიჩნევდნენ სპარსეთში ერთ-ერთ უძლიერეს პიროვნებად, რომელიც მალე სპარსეთის ბედს გადაწყვეტდა.
1754 წელს პარიზში გამოიცა წიგნი სპარსეთში მიმდინარე არეულობათა შესახებ, რომლის ავტორი მაღალ შეფასებას აძლევდა ერეკლეს. წიგნი მალევე გერმანულად ითარგმნა და მაინის ფრანკფურტში გამოიცა. მაგრამ თეიმურაზი და ერეკლე იძულებულნი გახდნენ ხელი აეღოთ სპარსეთის პოლიტიკაზე, რადგან არ წყდებოდა ქართლ-კახეთზე ლეკების თავდასხმები. ისინი დიდ დასებად მოულოდნელად ესხმოდნენ თავს ქართლსა და კახეთს. განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენდა ავარიის ხანი ომარი.
1754 წელს ხუნძახის ბატონი, ნურსალ–ბეგი* მრავალრიცხოვანი ჯარით ქართლში შემოიჭრა, არაგვის მიდამო და დუშეთი დაარბია, მჭადიჯვრის* ციხეს ალყა შემოარტყა. ერეკლემ და თეიმურაზმა მჭადიჯვრის ბრძოლაში დაამარცხეს და დიდი დანაკარგით განდევნეს მტერი.
1755 წელს ნურსალ–ბეგი ყვარელს მოადგა. ქართველების მიმართ სხვა, მტრულად განწყობილ სახანოების რაზმებთან ერთად მისი ჯარი 30000–მდე მებრძოლს ითვლიდა. მათ ყვარლის ციხეს შემოარტყეს ალყა. თუ კახეთი დაეცემოდა, ქართლსაც იოლად დაიპყრობდა მტერი, შემდეგ დასავლეთ საქართველოსაც გადასწვდებოდნენ და ერის მომავალი დასაღუპავად იყო განწირული. ქართველი მეფეების გონიერი, გაბედული საბრძოლო მოქმედების შედეგად ყვარლის ბრძოლაში, მინიმალური დანაკარგით მოიგერიეს მტერი.
1757 წელს 4 ათასი ლეკი თავს დაესხა ქართლს. 1759 წელს ლეკების 8000–იანი
ჯარმა კოხტა ბელადის სარდლობით ილაშქრა ქართლში და ლიახვის ხეობამდე მივიდა. ერეკლემ
ისინი ატოცთან და დვანის ციხესთან დაამარცხა.
ამ ბრძოლაში მას სოლომონ I ეხმარებოდა.
1757 წელს 4 ათასი ლეკი თავს დაესხა ქართლს. 1759 წელს ლეკების 8000–იანი
ჯარმა კოხტა ბელადის სარდლობით ილაშქრა ქართლში და ლიახვის ხეობამდე მივიდა. ერეკლემ
ისინი ატოცთან და დვანის ციხესთან დაამარცხა. ამ ბრძოლაში მას სოლომონ I ეხმარებოდა.
*ყირხბულახი-აკუნქი - სოფელი სომხეთში, გეღარქუნიქის
პროვინციაში.
*აზატ-ხან ავღანი (გ.1781) — პუშტუნების სამხედრო მეთაური.
1747 წლიდან, ნადირ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ, დასავლეთ ირანის ტახტის მთავარი პრეტენდენტი
*განჯა-განჯა, (ძველ ქართულ და სომხურ მატეანეებში
— განძა) — ისტორიულად ირანის (სპარსეთის) მნიშვნელოვანი ქალაქი, ამჟამად აზერბაიჯანის
სიდიდით მეორე ქალაქია.
*ნურსალ-ბეგი-ავარიის ხანი
*მჭადიჯვარი-სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში,
მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას.
1760 წელს ერკლემ ყარაბაღის ხანი დაამარცხა, განჯასა და ერევანშიც მოუწია
ლაშქრობა. ამ ბრძოლაში მას სოლომონ I ეხმარებოდა.
1757 წელს 4 ათასი ლეკი თავს დაესხა ქართლს. 1759 წელს ლეკების 8000–იანი ჯარმა კოხტა ბელადის სარდლობით ილაშქრა ქართლში და ლიახვის ხეობამდე მივიდა. ერეკლემ ისინი ატოცთან და დვანის ციხესთან დაამარცხა. ამ ბრძოლაში მას სოლომონ I ეხმარებოდა.
1760 წელს ერკლემ ყარაბაღის ხანი დაამარცხა, განჯასა და ერევანშიც მოუწია ლაშქრობა. გარდა ლეკთა მსხვილი ლაშქრობებისა, ქართლ-კახეთს აწიოკებდა ლეკთა შედარებით მცირე დასების გამუდმებული თავდასხმები. დაღესტნელთა ჯარი ერევნამდე მივიდა და გზად ყველაფერს ანადგურებდა, შინდისთან გადახდათ დიდი ბრძოლა ქართველებს, ყოველდღიურ თავდასხმებს იგერიებდნენ ქართლში, ქიზიყში, კუმისის, ბოლნისის მიდამოებში, სომხითი და საბარათიანო თითქმის მთლიანად დაიცალა. ტფილისის გარშემო მდებარე დასახლებებსაც უტევდა მტერი, თუმცა კი უმეტეს შემთხვევაში დამარცხებულნი ბრუნდებოდნენ უკან. თეიმურაზმა შექმნა მუდმივი მილიცია, ნოქრები, რომელიც 2 ათასი კაცისგან შედგებოდა. ნოქრებს* წელიწადში 30-40 მანეთი ჰქონდათ ჯამაგირი. ამ ზომამ მხოლოდ ოდნავ გააუმჯობესა ვითარება.
1760 წელს თეიმურაზი დიპლომატიური მისიით რუსეთში წავიდა. მაგრამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. 1762 წელს ის პეტერბურგში გარდაიცვალა და სამგლოვიარო კორტეჟმა დიდ სიცხის გამო საქართველომდე ვერ ჩამოაღწია და ჩვენმა მეფემ ასტრახანში, მიძინების ტაძარში, ვახტანგ VI გვერდით ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი....
1762 წლის 29 ივნისიდან ერეკლე II ქართლ–კახეთის სამეფოს ერთპიროვნული მმართველი გახდა. აღმოსავლეთ საქართველო, ბოლო 300 წლის განმავლობაში პირველად ერთიან პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბდა.
ქართლ-კახეთის სამეფოს გაერთიანების მიუხედავად ქართლისა და კახეთის ადმინისტრაცია და მართვა-გამგეობა კვლავ ცალ-ცალკე იყო მოწყობილი. ერეკლე II ხელისუფლების ცენტრალიზაციას ცდილობდა. მას ამაში ხელს უწყობდა მისი პოლიტიკის მომხრე ანტონ II*. ქართლის ფეოდალური წრეები უკმაყოფილო იყვნენ კახეთის დინასტიის მეფით და არ კარგავდნენ იმედს რუსეთში გადახვეწილი ქართლის დინასტიის აღდგენისა.
1765 წელს მოხდა პაატა ბატონიშვილის* შეთქმულება ერეკლეს წინააღმდეგ. შეთქმულნი იყვნენ სახლთუხუცესი დიმიტრი ამილახვარი*, გლახა ციციშვილი* და სხვები. ისინი მიზნად ისახავდნენ ვახტანგ VI შვილის, პაატას, გამეფებას ქართლში. ერეკლემ შეთქმულები მკაცრად დასაჯა, პაატა ბატონიშვილს კი თავი მოჰკვეთა.
*ნოქარი-დაქირავებული
*ანტონ II, ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი ( 1762 - 1827) -
აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II მეოთხე
ვაჟიშვილი მესამე ქორწინებიდან.
*პაატა ბატონიშვილი, ბაგრატიონი
(1720 -1765) - ქართლის მეფის ვახტანგ VI უკანონო ვაჟი.
*გლახა ციციშვილი-ბოლნისის მოურავი. მონაწილეობა მიიღო
პაატა ბატონიშვილის შეთქმულებაში, რისთვისაც, დარბაზის გადაწყვეტილებით, ენა ამოჰკვეთეს.
ერეკლემ
მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. შეზღუდა თავნება
თავადები და
გააუქმა ზოგიერთი
სათავადო (არაგვის,
ქსნის);
ერეკლემ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა.
შეზღუდა თავნება თავადები და გააუქმა ზოგიერთი სათავადო (არაგვის, ქსნის);
დაასახლა უცხოელ დამპყრობთა შემოსევების შედეგად მოოხრებული რაიონები;
გაატარა ბატონყმური ურთიერთობის რეგლამენტაცია ფეოდალთა შეზღუდვის მიზნით;
იღვწოდა უცხოელ მოახალშენეთა მოზიდვისა და სამეფო საკუთრების გაზრდისათვის;
გამოსცა კანონი (1765 წ.), რომლის ძალითაც ტყვეობიდან თავისი სახსრებითა და ინიციატივით დაბრუნებულ გლეხს თავისუფლება ენიჭებოდა;
შექმნა და გაამრავლა თავისუფალ მიწათმფლობელ-მოლაშქრეთა ფენა;
შექმნა მორიგეობის პრინციპზე დამყარებული მუდმივი ჯარი;
აღადგინა საკუთრების ქალაქური წესი (1770 წ.);
აკრძალა ოსმალობა-ყიზილბაშობის დროს განახლებული ყმათა უმამულოდ გაყიდვა და ტყვეებით ვაჭრობა;
დარაზმა ხალხი ტყვეთა გატაცების წინააღმდეგ საბრძოლველად (1772 წ.). მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა სახელმწიფოებრივი წყობილების გადასახალისებლად;
რუსეთის მიბაძვით შემოიღო სამხედრო სისტემა;
სცადა მმართველობა ცალკეული უწყებების მიხედვით დაენაწილებინა: „საგარეო საქმეთა“, „სახელმწიფო შემოსავლისა“ და „სამხედრო საქმეთა“ დარგებად.
ერეკლე II ენერგიულ ღონისძიებებს მიმართავდა მრეწველობის და კულტურის განვითარებისათვის, რის შედეგადაც გაჩნდა ფაბრიკები და ქარხნები (შაქრის, მინის, სარკის, ბროლის, შალის, სანთლის, იარაღის, საპნის, აგურის, თიხის ჭურჭლის დამამზადებელი საწარმოები. ზეთსახდელი, მარილსახდელი, თამბაქოს დამამზადებელი, შაქრისმწარმოებელი ქარხნები, სამღებროები), განვითარდა სამთამადნო წარმოება (სპილენძის, ოქრო-ვერცხლის, თუჯის, რკინის), დიდი შემოსავალი შემოდიოდა ახტალის ლითონის მადნებიდან (ამ მადნიდან პირველად მიღებული ოქროდან ერეკლემ ოქროს ბარძიმი დაამზადებინნა და მცხეთის სვეტიცხოველს შესწირა );
განნახლდა ზარაფხანა, იჭრებოდა ვერცხლისა და სპილენძის ფული, ამუშავდა იარაღის, დენთის, ზარბაზნის დამამზადებელი ქარხნები. ტფილისის დუქნების რიცხვი ხუთასამდე აღწევდა. ტფილისში ყოველდღე სხვადასხვა სახის საქონლით დატვირთული ქარავნები შემოდიოდა და აქედანაც გაჰქონდათ ტვირთი ვაჭრებს. შენდებოდა ახალი შენობები და ციხეები, თუმცა ტფილისის შიდა ციხე დაანგრიეს, რადგან მტრის შემოსევის საშიშროება აღარ იყო.
ქვეყანაში დიდი ყურადღება ეთმობოდა განათლებას, იხსნებოდა სასულიერო სემინარიები და სკოლები. აღადგინეს სტამბა, რომელიც ვახტანგ VI ჩამოატანინა ვლახეთიდან (რუმინეთი), დიდი რაოდენობით იბეჭდებოდა წიგნები. მეფის ირგვლივ შეიკრიბა განათლებისა და კულტურის მოღვაწეთა დასი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკლესიის გაძლიერებას. მშვიდი ცხოვრების მოსაპოვებლად ტფილისისკენ ბევრი ეროვნების ქრისტიანმა თუ არაქრისტიანმა იწყო წამოსვლა და აქ დასახლება. სომხებიც თავიანთ გადამრჩენად მიიჩნევდნენ ერეკლეს. ტფილისი ამიერკავკასიის პოლიტიკურ, კულტურულ და სავაჭრო ცენტრად იქცა. საქართველოთი ევროპის ქვეყნებიც დაინტერესდნენ. მრავალი წერილი იბეჭდებოდა იმდროინდელ რუსულ და ევროპის ქვეყნების გაზეთებსა თუ ჟურნალებში „პრინც ერეკლეზე“, რომელსაც „აშვებული ლომის“ სახელი ჰქონდა.
1768 წელს დაიწყო რუსეთ–ოსმალეთის მორიგი ომი. ერეკლე II და სოლომონ I* ამ ომში რუსების მხარე დაიჭირეს. რუსეთის სამეფოს ხელთ არსებული ცნობების მიხედვით ერეკლეს 30 ათასი, სოლომონს კი 20 ათასი კაცის გამოყვანა შეეძლოთ, რაც ოსმალეთის დიდ ძალებს კავკასიაში დააბამდა, შესაბამისად, რუსეთი ცდილობდა, ქართველი მეფეები ომში ჩაერთო ისე, რო თავად დიდი მსხვერპლი არ გაეღო.
1769 წელს გრაფი ტოტლებენი რუსის ჯარით საქართველო შევიდა. ტოტლებენ ს ჰყავდა 500 კაცი 4 ზარბაზნით. ამ მცირე რაზმით ქართველი მეფეები დიდ სამხედრო ოპერაციებს მოერიდნენ.
1770 წლის გაზაფხულისთვის რუსეთის 3767 ჯარისკაცი და 12 ზარბაზანი ჩავიდა საქართველოში. ამის შემდეგაც ტოტლებენის უტაქტო საქციელის და ქართველი მეფეების შეურაცხყოფის გამო საქმე წინ ვერ წავიდა. ამას თან ერთვოდა უთანხმოება სოლომონ I და ერეკლე II შორის. სოლომონს, გარდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლისა, რუსეთის ჯარის გამოყენება სურდა ოდიშისა და გურიის სამთავროების დასამორჩილებლად.
1770 წლის აპრილში ერეკლე II და ტოტლებენი შეთანხმდნენ ახალციხის საფაშოსკენ გალაშქრებაზე და გაერთიანებული ჯარით ახალციხისკენ დაიძრნენ. აწყურთან ტოტლებენმა მოულოდნელად მიატოვა ერეკლე და სურამში დაბრუნდა. მარტო დარჩენილმა ერეკლემ ასპინძის ბრძოლაში, სასტიკად დაამარცხა ოსმალები, მაგრამ ჯარის სიმცირის გამო იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო. ტოტლებენს და ერეკლე II შორის ურთიერთობა დაიძაბა. ტოტლებენმა დაიკავა დუშეთი, ანანური, გორი და ცხინვალი და დაიწყო ხალხის დაფიცება რუსეთის მეფის ერთგულებაზე, ის აპირებდა ერეკლე II ტახტიდან ჩამოგდებას და დაპატიმრებას. თავის მხრივ, ერეკლე II დაიძრა მის დასაპატიმრებლად. ტოტლებენი იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო. 1771 წელს ერეკლემ ხერთვისის ციხე გაათავისუფლა ოსმალებისგან,
ერეკლე II რუსეთის ჯარის დახმარებით ოსმალეთის წინააღმდეგ ხელშესახებ შედეგს ვერ მიაღწია, ოსმალეთის წინააღმდეგ სამხედრო გამოსვლით კი ახალი მტერი გაიჩინა სამხრეთიდან. ოსმალეთზე გალაშქრება მეფის ხაზინას საკმაოდ ძვირი დაუჯდა. კვლავ მნიშვნელოვან ხარჯებს ითხოვდა ლეკების მოგერიება.
1771 წლის ბოლოს ერეკლე II გადაწყვიტა რუსეთის მფარველობაში შესულიყო და სანქტ-პეტერბურგში დიპლომატიური მისიით გაგზავნა ანტონ II და ლევან ბატონიშვილი. მისიამ ერთი წელიწადი გაატარა ასტრახანში და სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა 1773 წლის იანვარში. ერეკლე II შეთავაზებული პირობებით ქართლ-კახეთის სამეფო შეინარჩუნებდა ავტონომიას შინაურ საქმეებში, ეკლესიის ავტოკეფალიას, სანაცვლოდ იკისრებდა ხარკს კომლზე 14 შაურს, 2000 ვედრო ღვინოს, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ნახევარს, მიიღებდა რუსეთისგან 4-ათასიან ჯარს და სესხს. რუსეთის ხელისუფლებამ ერეკლე II პირობებზე უარი განაცხადა, რადგან არ სურდა ოსმალეთის იმპერიის გაღიზიანება.
ერეკლე II აღადგინა ურთიერთობა
ოსმალეთის იმპერიასთან.1773 წლის ბოლოს მოიწვია ეპისკოპოსთა და დიდ თავადთა კრება,
რათა მნიშვნელოვანი
*სოლომონ I (1735-1784) - იმერეთის მეფე 1752-1784, ალექსანდრე
V და ლევან აბაშიძის ასულის, თამარ აბაშიძის ძე.
საკითხები გადაეწყვიტათ.
1773 წლის ბოლოს მოიწვია ეპისკოპოსთა და დიდ თავადთა კრება, რათა მნიშვნელოვანი საკითხები გადაეწყვიტათ.
1774 წლის იანვარში შემოღებულ იქნა მუდმივი სამხედრო სამსახური მორიგე ჯარი. მორიგე ჯარს სათავეში ლევან ბატონიშვილი ედგა. მისმა შემოღებამ დაამყარა მშვიდობიანობა და გახიზნულ მოსახლეობას ბარში დაბრუნების და ეკონომიკური საქმიანობის საშუალება მისცა.
1774 წლის აგვისტოში ერეკლე II კვლავ ითხოვა რუსეთის მფარველობა და კვლავ უშედეგოდ.
1775 წელს ერეკლე II წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყო ზაალ ორბელიანმა*.
1777 წელს ერეკლე II აუჯანყდა გიორგი ქსნის ერისთავი. ერეკლემ ის დააპატიმრა, ხოლო ქსნის საერისთავო გააუქმა. ამით მან მოსპო ქართული ფეოდალიზმის ერთ-ერთი ძლიერი ბუდე.
1779 წელს აჯანყების მოწყობა სცადა ალექსანდრე ბაქარის ძემ*, რომელსაც სოლომონ I და ქართლის თავადები უჭერდნენ მხარს.
1778 წელს დაამარცხა განჯის მმართველი ფათ–ალი–ხანი*, 1779–1780 წლებში ერევნის ხანთან მოუწია ბრძოლა, ლეკები დაესხენ თუშეთს, ქიზიყს, ცხინვალს, 1773 წელს ნურსალ-ბეგი ბოდბეს დაესხა თავს. ლეკთა მოთარეშე რაზმები ტფილისამდე მოდიოდნენ.
1783 წლის 28 მაისს ერეკლე II გახსნა თელავის სემინარია. 1779 წელს გარდაიცვალა სპარსეთის შაჰი ქერიმ-ხანი*, რომელთანაც ერეკლეს თითქმის სამი ათეული წელი კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდა და ყველა პრობლემას დიპლომატიური გზებით აგვარებდა. დასუსტებულ სპარსეთში ძალაუფლება თანდათან ყაჯართა თურქმენული ტომის წარმომადგენელმა აღა-მაჰმად ხანმა აიღო.
1782 წელს ერეკლე II მიმართა სხვადსხვა ევროპელ მონარქებს, სთხოვდა მათ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას და სთავაზობდა სპარსეთის ან ოსმალეთის წინააღმდეგ გამოსვლას, მაგრამ ევროპის სახელმწიფოებისთვის კავკასია საკმაოდ შორს იყო. ერეკლე II კვლავ რუსეთთან დაკავშირება სცადა.
ამჯერად რუსეთის მთავრობა სიხარულით შეხვდა მის წინადადებას და 1783 წლის 24 ივლისს გაფორმებულ იქნა გეორგიევსკის ტრაქტატი*.
ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო აღიარებდა რუსეთის იმპერატორის უზენაესობას და ემორჩილებოდა მას საგარეო საკითხებში, ინარჩუნებდა საშინაო დამოუკიდებლობას და ეკლესიის ავტოკეფალიას.
ქართლ-კახეთში მუდმივად განთავსდებოდა რუსეთის 2 ბატალიონი 4 ზარბაზნით.
*ზაალ დემეტრეს ძე ორბელიანი (გ. XVIII ს.60-იან
წლებში.) - თოფანქჩიაღასი (მეთოფეთა უფროსი) ერეკლე II-ის ახლო თანამებრძოლი.
*ალექსანდრე ბაქარის ძე ბაგრატიონი-გრუზინსკი (1724/1728- 1791) - ქართლის სამეფო ტახტის პრეტენდენტი,
ვახტანგ VI შვილიშვილი,
*ფათ-ალი-ხანი-განჯის მმართველი
*ქერიმ-ხანი (1705-1779)- სპარსეთის შაჰი ზენდების დინასტიიდან
(1750-1779)
*გეორგიევსკის ტრაქტატი- 1783 წლის 24 ივლისს
(4 აგვისტო) დადებული „სამეგობრო შეთანხმება“
რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის, რომლის
მიხედვით ეს უკანასკნელი რუსეთის მფარველობის ქვეშ გადადიოდა.
ტრაქტატი გაფორმდა უკეთესი პირობებით, ვიდრე ერეკლე II თავდაპირველად ითხოვდა.
რუსეთის მთავრობამ უარი თქვა ხარკსა და მძევლებზე.
მალე გამოიხატა, რომ რუსეთი, ტრაქტატის თანახმად მიღებული ვალდებულებების შესრულებას არ აპირებდა. ქართლ–კახეთის სამეფოს რუსეთთან კავშირის კატეგორიული წინააღმდეგი იყო სპარსეთი და ოსმალეთი, აგრესიით განეწყვნენ მეზობელი სახანოები და ახალციხის საფაშო. უკმაყოფილებამ იმატა ქართლ-კახეთის ვასალურ სახანოებში. ერეკლე II უჭირდა მორიგე ჯარში ხალხის გაწვევა ყაზახ-შამშადილიდან. ახალციხის ფაშა ყოველ ღონეს ხმარობდა ლეკთა თარეშის წასახალისებლად.
1784 წლის გაზაფხულზე სულეიმან-ფაშამ ლეკების 4-ათასიანი ჯარი შეუსია ქართლს და 600 ტყვე აიყვანა. ეს ჯარი რუსეთის ჯარმა დაამარცხა სურამთან და ტყვეები დაატოვებინა. ერთი თვის შემდეგ სულეიმან-ფაშამ 3-ათასიანი ჯარით ახალი თავდასხმა მოაწყო და ასე აგრძელებდა გამუდმებით.
1785 წელს ქართლ-კახეთს ომარ–ხანი* 20000–იანი რაზმით დაესხა თავს. ერეკლემ ქართლიდან ლაშქარი ვერ შეკრიბა ახალციხიდან მოსალოდნელი თავდასხმის შიშის გამო, მხოლოდ კახეთისა და რუსეთის ჯარით კი შებრძოლება ვერ გაბედა. 11 ათასი კაცით ომარ-ხანმა დაანგრია ახტალის ლითონის მადნები, დალაშქრა ყარაიაზი, ბორჩალო, ლორე და ჩავიდა ახალციხეში, იქედან კი გაზაფხულზე გადავიდა ყარაბახში. ომარ-ხანთან ბრძოლაზე უარის თქმა იმის მაჩვენებელი იყო, რომ რუსეთის ჯარი არ იყო ქართლ-კახეთის დასაცავად საკმარისი. ერეკლე II იძულებული გახდა ომარ-ხანისთვის ზავი და ხარკი შეეთავაზებინა, მან 10 000 მანეთი წლიური ჯამაგირი დუნიშნა ომარ-ხანს.
1787 წელს რუსებისა და ქართველთა გაერთიანებულმა ჯარმა 5 ათასი კაცის შემადგენლობით განჯა, ყარაბაღი და ნახიჩევანი დალაშქრა. იმავე წელს რუსეთის ჯარის უფროსმა პოლკოვნიკმა ბურნაშოვმა* მიიღო ბრძანება დაეტოვებინა ქართლ-კახეთი. რუსეთის სამეფო ემზადებოდა ოსმალეთთან ახალი ომისთვის და არ სურდა ქართლ-კახეთის ჩართვა მასში. რუსეთის ჯარის საქართველოში ყოფნის დროს ქართლ-კახეთი უფრო დაზარალდა, ვიდრე სარგებელი მიიღო. მეფის ხაზინას რუსეთის ჯარის შენახვა ძვირი უჯდებოდა. რუსეთის ჯარის გასვლის შემდეგ, 1789 წელს, ერეკლე II აღადგინა მშვიდობიანი ურთიერთობა ოსმალეთთან. სულთანმა ერეკლე II მშვიდობის ნიშნად საჩუქრები გაუგზავნა.
1789 წლის იანვარში, ერეკლემ და აზერბაიჯანის დიდი ნაწილის მფლობელმა ფათ–ალი–ხანმა, თვიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, მოილაპარაკეს და ერთიანი მოქმედების გეგმა დასახეს, რომლის განხორციელებითაც, კავკასიაში ორივეს ძალაუფლება უნდა განმტკიცებულიყო, მაგრამ, სულ მალე, 54 წლის ფათ–ალი–ხანი მოკვდა და ქართლ–კახეთის გაძლიერების ეს გეგმაც ჩაიშალა. ჩაიშალა ერეკლეს მიერ ჩაფიქრებული, ქართულ–სომხური, ერთიანი ქრისტიანული სახელმწიფოს შექმნის გეგმაც.
*ომარ-ხანი ავარიელი (გ. 22 მარტი,
1801) - დაღესტნელი ფეოდალი, ხუნძახის მფლობელი და ავარიის სახანოს გამგებელი. ნურსალ-ბეგის
ვაჟი.
*სტეფანე ბურნაშევი (1743-1824) ეკატერინე II საგანგებო რწმუნებული ერეკლე II და სოლომონ I კარზე
და ამავე დროს 1783-1787 წლებში საქართველოში
მყოფი რუსული ჯარის მეთაური, გენერალ-მაიორი (1790).
თანდათან სუსტდებოდა სამეფოს ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა. რუსეთის ჯარის შენახვამ დიდი ზარალი მიაყენა ხაზინას, ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი დარტყმა იყო ომარ-ხანის მიერ ახტალის საბადოების განადგურება. მოსახლეობა გარბოდა ქალაქებიდან.
ერეკლე II იძულებული გახდა 1784 წელს საგანგებო ბრძანებით აეკრძალა ქალაქებიდან წასვლა, თუმცა ურბანული მოსახლეობა მაინც მცირდებოდა. უფლისწულ ლევანის სიკვდილის შემდეგ, 1781 წელს პრაქტიკულად გაუქმდა მორიგე ჯარიც.
1790 წელს ერეკლეს ესტუმრნენ იმერეთის სამეფოს დიდგვაროვნები და ქართლ–კახეთის სამეფოსთან იმერეთის მიერთება შესთავაზეს. ერეკლემ ხანგრძლივი თათბირის შემდეგ ამ წინადადებაზე უარი თქვა. ქართლ-კახეთს სპარსეთი თავის სახანოდ მიიჩნევდა, ოსმალეთის იმპერია დასავლეთ საქართველოზე ბატონობდა. გაერთიანებას შესაძლოა ახალი დაპირისპირება გამოეწვია. გარდა ამისა, ქართლ-კახეთის სამეფოს არ ჰქონდა გამართული ადმინისტრაციული აპარატი, ის ვერ შეძლებდა იმერეთის საქმეების გაძღოლასაც. ერეკლე II ცოლი, დარეჯან დედოფლი* ასევე ითხოვდა, რომ იმერეთის ტახტი მის შვილიშვილს, დავით არჩილის ძეს*, დარჩენოდა.
იმერეთის დესპანობამ უშედეგოდ მაინც არ ჩაიარა. სოლომონ ლიონიძის* ღვაწლით ცოტა ხანში გაფორმდა სამხედრო ხელშეკრულება ქართლ-კახეთის და იმერეთის სამეფოებს, გურიის და ოდიშის სამთავროებს შორის.
„ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, ოდიშისა და გურიისა აღწერილი სამეუფეოსა ქალაქსა ტფილისს 1790 წელსა“.
ამ ტრაქტატის თანახმად ქართული სამეფო-სამთავროები ერთმანეთთან კეთილი ურთიერთობის და მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ურთიერთდახმარების სამხედრო ხელშეკრულებას დებდნენ. იმერეთში ერეკლეს შვილიშვილის, სოლომონ მეორის* გამეფებით, დასავლეთ საქართველოში ერეკლეს გავლენა გაიზარდა. ერეკლე და სოლომონი ერთიან, ურთიერთშეთანხმებულ პოლიტიკას ატარებდნენ. ერეკლეს მცდელობები ქვეყნის საშინაო რეფორმირებისა, ჩავარდა.
1791 წელს მან შეცვალა ტახტის მემკვიდრეობის არსებული წესი. ამიერიდან ტახტი რიგ-რიგობით გადაეცმოდა ერეკლეს შვილებს. მან შვილებს სამეფოს სხვადასხვა ნაწილები გადასცა სამართავად. ამან ქვეყნის ფეოდალური დაქსაქსულობა გააძლიერა.
1791 წლიდან სპარსეთში გაძლიერებულმა აღა–მაჰმად–ხანმა დაიწყო დაინტერესება კავკასიით. ის ერეკლე ხან ემუქრებოდა, ხან მეგობრულად სთავაზობდა თავი დაენებებინა რუსეთთან კავშირისათვის და სპარსეთის მორჩილებაში გადასულიყო. ქართლ-კახეთის სამეფოში აზრი ორად იყო გაყოფილი. სოლომონ ლიონიძე და მისი ჯგუფი მხარს უჭერდა სპარსეთთან მეგობრული ურთიერთობის დაჭერას, მაგრამ გაიმარჯვეს პრო-რუსული მიმართულების ძალებმა.
*დარეჯან დადიანი (1738-1807) ქართლ-კახეთის დედოფალი,
მეფე ერეკლე II მესამე ცოლი (1750-დან); სამეგრელოს მთავრის, ოტია დადიანის ძმის, კაციას
ასული.
* სოლომონ ლიონიძე
(1754-1811),ერეკლე მეფის მდივანი
* სოლომონ II
(გამეფებადმე დავითი) – (1772-1815), იმერეთის მეფე 1789-1810, სოლომონ I ძმის, არჩილის
ძე.
1793 წელს სოლომონ ლიონიძეს ჩამოერთვა მამულები და თანამდებობა. ერეკლე II დაჟინებით სთხოვდა რუსეთს გეორგიევსკის ტრაქტატით აღებული ვალდებულების შესრულებას და ქართლ-კახეთში 2 ბატალიონის გაგზავნას. კავკასიის ხაზის უფროსს გენერალ ივანე გუდოვიჩს* სანქტ-პეტერბურგიდან ბრძანება ჰქონდა მიღებული, რომ არ გაეგზავნა ჯარი ერეკლე II დასახმარებლად.
1795 წლის ივნისში აღა–მაჰმად–ხანი, 75 ათასი კაცით კავკასიაში შევიდა. მას მდინარე არაქსთან შეეგება განჯის ხანი ჯავათ-ხანი*, რომელიც განუდგა ერეკლე II . აღა–მაჰმად–ხანმა ჯარი სამ ნაწილად გაჰყო, ერთი ნაწილი ერევნის მიდამოებში დატოვა, მეორე ნაწილი ყუბის მიმართულებით გაუშვა, თავად კი ყარაბაღში ბრძოლით შევიდა და მიუვალ შუშის ციხეს ალყა შემოარტყა. ერეკლე II ს მოკავშირე იბრაჰიმ–ბეგი ციხეში გამაგრდა. აღა–მაჰმად ხანი ერთი თვე აწარმოებდა შუშის ციხის ალყას. ქართლ-კახეთის ლაშქარმა იულონ* და ალექსანდრე ბატონიშვილების* სარდლობით ღალატის გამო დასაჯეს და დაარბიეს განჯის სახანო. აღა-მაჰმად ხანი ტფილისისკენ დაიძრა 35-ათასიანი მსუბუქი ჯარით, არტილერიის გარეშე.
ერეკლე II ელოდა ტფილისში 36-ათასიანი ჯარის შეკრებას, თუმცა მხოლოდ 4 ათასი კაცი შეაგროვა, რასაც სოლომონ II 3-ათასიანი ჯარი დაემატა. ზაქარია ანდრონიკაშვილმა* 2 ათასი ქიზიყელი კახეთში წაიყვანა მეფის ძე გიორგის დაცვის საბაბით. პირველი შეტაკება 10 სექტემბერს შინდის–ტაბახმელასთან, კრწანისის ველის მთიან ფერდობებზე მოხდა. ამ დღეს ქართველებმა დაამარცხეს აღა-მაჰმად ხანის მოწინავე ჯარი.
11 სექტემბერს, აღა–მაჰმად–ხანი თავად ჩაუდგა ძირითად ჯარის ნაწილებს სათავეში და ტფილისზე იერიში რამდენიმე მხრიდან მიიტანა. ტფილისისს ერეკლე II იცავდა 5 ათასი კაცით და 20 ზარბაზნით.
11 სექტემბერს გაიმართა კრწანისის ბრძოლა*. აღა-მაჰმად ხანმა შემოვლითი მანევრით სასტიკად დაამარცხა ქართველთა ჯარი, აიღო და დაარბია ტფილისი.
აღა-მაჰმად ხანი 8 დღის განმავლობაში არბევდა ტფილისს. მისმა 8-ათასიანმა ლაშქარმა დაარბია მთიულეთი და გორი. ქართველთა მარცხის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ რუსებმა პირობა არ შეასრულეს და მტრის პირისპირ, მარტო მიატოვეს ქართველები. თავად დასუსტებული საქართველოს ზოგადი მდგომარეობაც ხელს უწყობდა ამ მარცხს. ბრძოლაში კი, სპარსელთა რიცხობრივად დიდი უპირატესობა დამარცხების გადამწყვეტი ფაქტორი გახდა.
75 წლის ერეკლე, რომელმაც ბრძოლის ველი ბოლომდე არ მიატოვა, ახლობლებმა ძალით მოაშორეს საფრთხეს და გაიყვანეს ტფილისიდან. ერეკლე ანანურში გაიზნინა, საიდანაც მოლაპარაკებებს, ჯარის შეგროვებას და ქვეყნის მართვას შეუდგა.
* ივანე გუდოვიჩი
(1741-1820), გრაფი (1797), რუსეთის იმპერიის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, 1795 წელს დასაზვერად
გამოგზავნილ ირანის ელჩებს გააგებინა, რომ რუსეთი საქართველოსათვის ჯარის მიშველებას
არ აპირებდა.
*ჯავად-ხანი (1748-1804), განჯის სახანოს ბოლო მმართველი
(1786-1804)
*იულონ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (1760-1827) - ერეკლე
II და დარეჯან დედოფლის შვილი
*ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი)
(1770-1844) ერეკლე II ძე.
*ზაქარია თამაზის ძე ანდრონიკაშვილი (1740-1802) — ქართლ-კახეთის
სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე.
20 სექტქმბერს აღა–მაჰმად–ხანმა დატოვა ტფილისის მიდამოები და უკან გაბრუნდა.
მან წაიყვანა 30 ათასი ტყვე და წაიღო დიდძალი ნადავლი.
1795 წლის დეკემბერში, კრწანისის ბრძოლიდან* შემდეგ სამ თვეში რუსეთის ჯარი შევიდა ქართლ-კახეთში. სასტიკი მარცხის მიუხედავად აღმოსავლეთ საქართველო ბოლომდე არ იყო წელში გატეხილი, არსებობის უნარი კიდევ შერჩენილი ჰქონდა.
1796 წელს ქართველებმა განჯა დალაშქრეს, მოღალატე განჯის ხანი დააჩოქეს, იქიდან მრავალი ტყვე წამოიყვანეს უკან. დაიწყეს ტფილისის აღდგენა. ერეკლე II რუსეთის მთავრობისგან ითხოვდა დამატებით 8 ათას კაცს, რათა დაემორჩილებინა ბამბაკი, ყაზახი, ბორჩალო, განჯისა და ერევნის სახანოები. ის აგრეთვე ითხოვდა მილიონი მანეთის მოცულობის სესხს. პრო-რუსული პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა ჯგუფმა, რომელთა შორის იყო სოლომონ ლიონიძე, მოინდომა მეფის გადაყენება. შეთქმულება გამოაშკარავდა. ერეკლემ სოლომონ ლიონიძეს აპატია და თანამდებობაზეც აღადგინა.
1797 წლის ივნისიდან ქართლი შავი ჭირის ეპიდემიამ მოიცვა. ტფილისში ათასობით ადამიანი იღუპებოდა. სამეფო ოჯახი თელავში გადავიდა და ერეკლე ქვეყნის მართვას თელავიდან განაგრძობდა.
მარტო დარჩენილი ქართველები, ერეკლეს თაოსნობით, მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ გარს შემოსეულ დაღესტნელთა თავდასხმებს. დაიწყეს ტფილისის აღდგენა.
1797 წლიდან ერეკლე ავადმყოფობდა, მაგრამ თელავიდან ქვეყნის მართვას და აქტიურ საქმიანობას მაინც განაგრძობდა. ფეხები უსივდებოდა, ამბობდნენ წყალმანკი ჰქონდაო. ფეხების შეშუპების მიზეზი სავარაუდოდ გულის უკმარისობა იყო. მეფეს, რომელსაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი უნაგირზე ჰქონდა გატარებული, ახლა, ცხენზე ამხედრებას, საწოლში წოლა ერჩივნა. ავადმყოფს ქათმის ბულიონი მიართვეს, მაგრამ არ დალია – მარხვაა და მე რომ მარხვა გავტეხო ხალხი რას იტყვის და თავად როგორ მოიქცევაო.
1798 წლიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 5 იანვრიდან გაუნძრევლად იწვა საწოლში. 11 იანვარს, გამთენიისას, თელავის სამეფო სასახლეში, ერეკლე იმავე ოთახში გარდაიცვალა, სადაც სამოცდაჩვიდმეტი წლის წინ დაიბადა.
მეფის ცხედარი მართლმადიდებლური წესით გააპატიოსნეს, ორმაგად შეკრულ ხის კუბოში ჩაასვენეს და ყინულები დაულაგეს. კუბო ჯერ სამეფო სასახლის დიდ დარბაზში დადეს, ხოლო 20 დღის შემდეგ, 1 თებერვალს, სასახლის ახლოს მდებარე, ყორჩიბაშიშვილების ტაძარში გადაასვენეს.
ყველას აინტერესებდა რამდენი ჭრილობა ჰქონდა სხეულზე ერეკლეს. ის ხომ ბრძოლაში
თავდაუზოგავად, პირველი ეკვეთებოდა მტერს, მაგრამ რამდენი და რა სახის ჭრილობა ჰქონდა
მეფეს – მათ საიდუმლოდ დარჩა, ვინც გააპატიოსნა მისი ცხედარი. ზოგი ამბობდა, ერეკლეს
ტანზე ადგილი არ ჰქონდა ზედ ნაჭრილობევი არ ყოფილიყოო, ზოგი კი სიამაყით აღნიშნავდა
– სიჩაუქის, სიმარჯვის, სიძლიერის და კარგი საომარი აღჭურვილობის წყალობით, მეფეს არც
ერთი ჭრილობა არ მიუღიაო. ლიტერატურულ წყაროებშიც არ ჩანს რომელიმე ბრძოლაში დაჭრილი
ერეკლე.
*კრწანისის ბრძოლა - 1795 წლის ბრძოლა ქართლ-კახეთისა
და სპარსეთის ლაშქარს შორის თბილისთან, კრწანისის ველზე.
ქვეყანაში დიდმა გლოვამ დაისადგურა. ერეკლეს გლოვობდა დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, ქართლ–კახეთში მცხოვრები ყველა ეროვნების, საზოგადოების ყველა ფენის და სარწმუნოების ადამიანი. ისინი თავიანთი პატრონისა და გულშემატკივრის დაკარგვას განიცდიდნენ.
მეფის დაკრძალვის ცერემონიალის პროექტი, რომელიც საკმაოდ ბევრ ღონისძიებას მოიცავდა, თელავის სასულიერო სემინარიის რექტორმა, დავით ალექსი–მესხიშვილმა* შეიმუშავა. შეთანხმდნენ, რომ მეფე მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში უნდა დაეკრძალათ, მაგრამ ქართლში შავი ჭირის ეპიდემიის გამო, მცხეთაში გადასვლა სიცოცხლისათვის საშიში იყო. დიდხანს ელოდა სამეფო ოჯახი „მომსვრელი სენის“ ეპიდემიის მინელებას, მაგრამ ამას ბოლო არ უჩანდა, დრო კი არ ითმენდა. საბოლოოდ გადაწყდა, მეფის ცხედარი, გარდაცვალებიდან მე–40 დღეს მიებარებინათ მიწას.
გამოსვენების დღეს თელავში უამრავი ხალხი შეიკრიბა, მაგრამ იყო თუ არა 20000 შეიარაღებული პირი, მიუხედავად რუსი ისტორიკოსის პ.ბუტკოვის* მონათხრობისა, სათუოა. კახეთში ამ დროს, ამ რაოდენობის მეომრის შეკრება შეუძლებელი იყო, ქართლიდან კახეთში გადაადგილება კი ეპიდემიის გავრცელების საშიშროების გამო, კატეგორიულად იყო აკრძალული. პლატონ იოსელიანის ცნობით, ქართლში შავი ჭირის მძვინვარება იყო მიზეზი იმისა, რომ მეფის „დღესასწაულობით“ დაკრძალვა ვერ მოხერხდა. რაოდენობრივად შეთხელებული პროცესია ტფილისისკენ დაიძრა და მესამე დღეს მოადგნენ ტფილისის მიდამოებს.
მეფის ოჯახის წევრებმა და გარემოცვამ, ცხედარი, სავარაუდოდ, გომბორის გზით წამოასვენეს, ტფილისში არ შემოვიდნენ, მახათას მთას გვერდი აუარეს და კუბო, ავჭალის მიდამოებში სვეტიცხოვლის მოპირდაპირე მხარეს, არაგვის ნაპირთან მიიტანეს. მეორე მხრიდან, მცხეთელებმა ფეხით გადმოლახეს არაგვი და მცხეთაში გადაასვენეს მეფის ცხედარი.
სვეტიცხოვლის ეზო და ტაძარი შავი ჭირით დაავადებულებით იყო ავსებული.
დაავადების შიშით, თელავიდან წამოსული ოჯახის წევრებიდან და ჭირისუფლებიდან ვერავინ შეჰყვა მეფის ცხედარს მცხეთაში, გარდა სამეფო კარის მღდელ ქრისტეფორე ბადრიძე–კეჟერაშვილისა*, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების საფასურად, ადგილობრივ ბერებთან ერთად, მეფე ყველა ქრისტანული წესის დაცვით დაკრძალა და მცირე აღაპიც გადაუხადა.
ასეთი იყო იმდროინდელი სინამდვილე, სინამდვილე რომელიც დაუდგა ქართლ-კახეთის სამეფოს მოსახლეობას 1798 წლის 11 იანვარს.
იწერებოდა ახალი ფურცელი საქართველოს ისტორიაში, ერეკლის გარეშე და გიორგისთან ერთად.....ერეკლესთან ყოფნა ერს და ბერს დაამახსოვრდა 53-წლიანი მმმართველობით, ხოლო რამდენ ხანს გასტანდა გიორგის მეფობა, არავინ ჯერ ჯერობით არ იცოდა, იმიტომ რომ უფლისწული გიორგი ადიოდა ტახტზე ძლიერ ავადმყოფი და გაურკვეველი ქვეყნის ხვალინდელ დღეში....
*დავით ალექსი-მესხიშვილი (დავით
რექტორი) — მეცნიერი,
მწიგნობარი, პედაგოგი
*პეტრე ბუტკოვი (1775-1857), რუსი ისტორიკოსი,
1801-1802 წლებში მსახურობდა გენერალ კარლ კნორინგის კანცელარიის მმართველად.
* ქრისტეფორე ბადრიძე-კეჟერაშვილი -მეფე ერეკლეს
კარის მოძღვარი.
თავი II.
,,გიორგის მეფობა,,
უფლისწული თავის ამალით ჯერ კიდევ 1795 წლის სექტებრის ბოლოდან იყო გამოგზავნილი ერეკლეს მიერ ტფილისში, რათა ეხელმძღვანელა დანგრეული ქალაქის აღდგენით სამუშაობებს. ქალაქი იყო ქცეული ნანგრევებად, ქუჩებში ეყარა გახრწნილი გვამები და აქა იქ ისმოდა შავი ჭირისგან და შიმშილისგან მომაკვდავი ადამიანების კვნესა და ვედრება. მან ბევრი რამ გააკეთა, მოიწვია მშენებლები მდინარე მტკვარზე გადასასვლელის მოსაწყობად, რადგან ძველი გადასასვლელი სპარსელებმა დაწვეს. სამუშაოები ძალზე დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობდა და სულ მალე ტფილისმა ქალაქის სახე მიიღო.
დარჩა რა თვითონ ტფილისში, უფლისწულმა გიორგიმ გააგზავნა თავისი შვილი დავითი ყაზახის, ბორჩალოს და შამშადილოს ტომების თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე დასაბრუნებლად. ეს ტომები სპარსელების შემოსევამდე ცხოვრობდნენ მიწებზე, რომლებიც წარმოადგენდნენ გიორგის საუფლისწულოს. უფლისწულ დავითს უნდა დაებრუნებინა ასევე კახელებიც, რომლებიც ცხოვრობდნენ ტფილისის შემოგარენში და ყველა, ვინც მიაღწია არაგვის ხეობამდე როცა მათ მისდევდნენ სპარსელები და მოემზადებინა დიდი მარაგები ზამთრისათვის.
დავით ბატონიშვილი* 1787-89 და 1795-1798 წლებში სწავლობდა და მსახურობდა რუსეთის ჯარში, თავისსავე სახელობის პოლკში. 1789 წელს მონაწილეობდა ყარსთან ბრძოლაში და გაბედული მეომრის სახელი მოიხვეჭა. კრწანისში დავით ბატონიშვილი სეიდ–აბადის ბოლოს ტფილისში შემომავალ გზებს კეტავდა მებრძოლთა რაზმით და 6 ზარბაზნით. ამ რაზმმა დიდი ზარალი მიაყენა მტერს ბრძოლის პირველ და მეორე დღეს (10 და 11 სექტემბერს).
1796 წელს ერეკლე II დავითი და ერეკლე ბატონიშვილები განჯის მმართველის ჯავად-ხანის წინააღმდეგ გაგზავნა, რომელმაც დიდი სამსახური გაუწია აღა–მაჰმად ხანს საქართველოში ლაშქრობის დროს, ქართულმა ჯარმა ბატონიშვილების მეთაურობით განჯა აიღო, რის შედეგად განჯა ისევ საქართველოს მოხარკე გახდა. ამავე დროს სამშობლოში დააბრუნეს 1000 დატყვევებული ქართველი და სომეხი.
შიმშილის საშიშროებამ, რომელიც მოსალოდნელი იყო ტფილისისთვის, აიძულა გიორგი ჩამოეტანათ პურის მარაგი ყარსიდან და ცხოვრების ეს სასიცოცხლო მოთხოვნოლობა გროვდებოდა ქართლში და კახეთის იმ ნაწილში, სადაც შემოსევა ნაკლებად იყო, ან სულ არ იყო. მოკლედ რომ ვთქვათმ ტფილისში გიორგი ცოტა ხანს დარჩა და იქიდან გაემგზავრა სოფელ სალოღლიში*, ადგილობრივ ყაზახ აგალარებთან* შესახვედრად.
აგალარებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს, კარგად ახსოვდათ უფლისწულის სიმამაცე
და დიდი სიხარულით მიიღეს იგი, ხოლო გიორგი
ყველა საშუალებით ცდილობდა განეწყო მათთდამი თავისი კეთილი განწყობა.
*დავით ბატონიშვილი, ბაგრატიონი (1867-1819)
- გიორგი XII უფროსი ძე, ქართლ-კახეთის სამეფოს გამგებელი 1800-1801, მწერალი, მეცნიერი,
გენერალ-ლეიტენანტი (1800).
*სალოღლი -დაბა აზერბაიჯანის რესპ.აღსტაფას რაიონში.
*აღალარები -უფროსი, ზედამხედველი, ბატონ-პატრონი.
გიორგიმ იცოდა რომ დღე დღეზე ჩაესვენებოდა სამუდამოდ ერეკლეს მზე და დღეები მისი დათვლილიყო. ეს ეს იყო რომ გიორგი და მისი თანმხლები პირები უნდა დამჯდარიყვნენ წასახემსებლად, როცა მას ეახლა თელავიდან ჩამოსული ზემოთ ხსენებული დიმიტრი ჯავახიშვილი სათანადო წერილით. გიორგიმ ითხოვა ჯვარი, წმინდა სახარება და იხმო თავისი ამალის წევრები: თავადები ივანე ორბელიანი*, ელიზბარ ფალავანდიშვილი*, ალექსანდრე მაყაშვილი და მღვდელი ელეფთერ ზურაბიშვილი. შეიარაღებული აგალარების წრეში მოხვედრილი ხალხის სახეებზე დაბნეულობა გამოიხატა.
-მშობელი ჩემი,-დაიწყო ლაპარაკი გიორგიმ,- ღმერთის ნებით მიიცვალა. მე-მისი უფროსი შვილი, ვარ ტახტის მემკვიდრე. ვისაც უნდა შემფიცოს მე ერთგულებაზე, ვისაც არ სურს - ის თავისუფალია თავის არჩევანში.
გიორგის მომხრეები და მოწინააღმდეგენი უყურებდნენ ერთმანეთს, შემდეგ მათ გარშემო მდგომ შეიარაღებული აგალარების ბრბოს და....თავადი ივანე ბაგრატიონ- მუხრანელი* პირველი ემთხვია ჯვარს. მას მიჰყვნენ სხვები.
-გაუმარჯოს მეფე გიორგის! -გაისმა მრავალრიცხოვანი შეძახილები.
1798 წლის 14 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში გიორგი XII გამეფდა, რომელმაც ტახტის მემკვიდრედ დავითი გამოაცხადა.
ერეკლეს შემდეგ ტახტი გიორგი ბატონიშვილმა კი დაიკავა, მაგრამ მან იცოდა, რომ ერეკლეს დადგენილი წესის შესრულების გარეშე ძმები მას ტახტის დაკავების საშუალებას არ მისცემდნენ. ამიტომ იძულებული გახდა, წერილობითი პირობა დაედო აღნიშნული წესის შესრულების თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოქიშპე ბატონიშვილებმა მისი საწინააღმდეგო კამპანია გააჩაღეს და გავლენიანი თავადების მომხრობა დაიწყეს.
ახალი მეფე თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა და დაქირავებული ლეკების იმედზე იყო. მით უმეტეს, რომ რუსეთიდან, რომელიც ევროპის საქმეებში იყო ჩაფლული, ჩამი–ჩუმი არ ისმოდა. ასეთ ვითარებაში მას თითქოს შველად მოევლინა სპარსეთის ახალი შაჰის, ბაბა ხანის* (ფათ–ალი–შაჰის) ელჩის მოსვლა, რომელიც მას სპარსეთის და ქართლ–კახეთის სამეფოს ძველი ურთიერთობის აღდგენას თავაზობდა. გიორგი სწრაფად დაეთანხმა სპარსელთა წინადადებას, მაგრამ მოულოდნელად ბაბა ხანს ქვეყანაში ვითარება გაურთულდა და იძულებული გახდა, მოლაპარაკება შეეწყვიტა.
ამასობაში, 1798 წლის 21 თებერვალს, სვეტიცხოვლის ტაძარში მიწას მიაბარეს კიდევ ერთი, ღირსეული წარმომადგენელი ბაგრატიონთა გვარისა.
ერეკლე II
უდიდესი კვალი დატოვა ქართველი ხალხის ისტორიაში. სიცოცხლის დიდი ნაწილი მან
ლაშქრობაში გაატარა და ხშირად უბრალო ჯარისკაცივით ცხოვრობდა. ხალხმა მას საალერსო
სახელი „პატარა კახი“ უწოდა.
*იოვანე (ივანე) დავითის ძე ორბელიანი (1765-1808) -
ორბელიანთა სახლის უფროსი, ქართლის მეფის სახლთუხუცესი, მეწინავე სადროშოს სარდალი,
გენერალ-მაიორი (1803).
*ელიზბარ იესეს ძე ფალავანდიშვილი (1758 -1824), მეფე გიორგის ელჩი
რუსეთის იმპერატორის კარზე.
*იოანე (ივანე) კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი
(1755-1801) ქართლ-კახეთის სამეფო პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე,
* ბაბა ხანი - აღა-მაჰმედ
ხანის ძმისწული
ერეკლე II პიროვნება, მისი საქმეები, ფართოდ
აისახა ქართულ ხალხურ შემოქმედებაში. მისი სახელი ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების
სიმბოლოდ იქცა.
ქვეყნის თავდადებული მოამაგე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე, ბრწყინვალე სარდალი, თავისი დროის მოწინავე კაცი. მოხუცებულობის მიუხედავად, მისი დაკარგვა აუნაზღაურებელი დანაკარგი იყო აფორიაქებული ქვეყნისთვის.
მეფე ერეკლე – ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელი, პოლიტიკოსის, დიპლომატისა და მხედართმთავრის ნიჭით უხვად დააჯილდოვა ღმერთმა.
ქვეყნის გადარჩენისათვის ერეკლემ იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე შესაძლებელი იყო. ქართლ–კახეთის სამეფოს დაცემა და შემდეგ ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობა შედეგი იყო დიდი პოლიტიკისა. საქართველო დარჩებოდა იმას, ვინც სპარსეთ–ოსმალეთ–რუსეთის ხანგრძლივ დაპირისპირებაში გაიმარჯვებდა. ეს გამარჯვება რუსეთს ერგო წილად.
ერეკლე მეორეს შთამომავლობა პატივს უნდა მიაგებდეს იმის გამო, რომ მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში, დიდი პოლიტიკისაგან განწირული სამშობლოს გადარჩენას ცდილობდა.
მეფე ერეკლემ სამჯერ იქორწინა. ერეკლეს პირველი მეუღლე ქეთევან ვახტანგის ასული ყაფლანიშვილ–ორბელიანი* მიიჩნევენ, თუმცა არის ცნობა, რომ ერეკლეს პირველი მეუღლე იყო ქეთევან ფხეიძე. მეორედ ერეკლემ იმერეთის თავად, ზაალ აბაშიძის ქალიშვილზე – ანა აბაშიძეზე* იქორწინა. მესამე მეუღლე – დარეჯან დადიანი იყო. სავარაუდოდ ერეკლეს 24 შვილი ჰყავდა.
......მარტის დასაწყისი იყო და ვანო პაპა თავის ვენახში ფუსფუსებდა, ძალა და ჯანი ძველებურად აღარ ჰქონდა, მარა თავის გასაკეთებელ საქმეს ვენახში მაინც ახერხებდა და თანაც გიორგი ისეთი ყოჩაღი ყმაწვილი იყო რომ ყველა საქმე რო ძალზე ადვილად გამოსდიოდა, გინდა სახლის სახურავის შეკეთება და გინდა ცხენისთვის ნალების გამოცვლა და საერთოდ ისეთი ბიჭი იყო რომ ძალიან ამაყობდა მისით. უკვე მჭედლობა და ხარაზობა შესწავლილი ჰქონდა.
-პატარა კახმა თხუთმეტი წლის ასაკში მოიპოვა პირველი გამარჯვება ლეკებთან ბრძოლაში, შვილო, მაშა-ამოიოჰრა ვანო პაპამ და ფიქრებში წავიდა....
-პაპა, ცუდად ხომ არ ხარ,-შეეშინდა გიორგის.
-არა, შვილო, ხომ იცი ჩვენ გვარში ას წელზე ნაკლები არავის უცხოვრია....ჩემმა პაპამ ას ოცი წელი იცხოვრა, მაშ...ასე რომ მე კიდევა ორმოცი წელი მტრის ჯინაზე უნდა ვიცხოვრო, ჩვენ განსაკუთრებულები ვართ -შენგელიძეები, დაიმახსოვრე შვილო, შენსა და შენი დების გაბედნიერებას მინდა მოვესწრო...და მერე წამიყვანოს მიქელ-გაბრიელმა თავისთანა თუ უნდა...
-ჩამოასხი ერთი ჭიქა ღვინო, დავილოცოთ რომა ხვალინდელი დღე დღევანდელზე
უკეთესი გვქონდეს.
უცებ ჭიშკრიდან მოესმათ ნაცნობი ხმა:
-ვინმე არის სახლში?
-რომელი ხარ მანდა?-იკითხა ვანო პაპამ
-ვერ მიცანი, ვანო პაპა? დიმიტრი ვარ ჯავახიშვილი.
-ვახ ჩემო თავო, როგორ ვერ გიცანი ჩემო ბატონო, გიცანი...მობრძანდი, დაბრძანდი,
ზუსტად რომ ვსადილობთ
მე და ჩემი გიორგი.
*აბაშიძე ანა -იმერელი თავადის,ზაალ აბაშიძის ქალიშვილი
-აბა რა ამბავია ქვეყანაზე, რით გაგვახარებთ...
-გიორგი, ერთი ამ ჩემსა ცხენსა
დასვენება მოუწყვე, ჯერ დავილოცო....
-ხო შენი ჭირიმე დაილოცე...
-ჩამოასხი ერთი ჭიქა ღვინო, დავილოცოთ რომა ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი გვქონდეს.
დიმიტრიმ გადაჰკრა ჭიქა ღვინო, გატეხა ლუკმა და დაიწყო თავისი მოთხრობა.
-მოკლედ ვანო პაპა, 21 თებერვალს დავკრძალეთ მეფე ერეკლე, ძალიან მძიმე მდგომარეობაა სამეფოში. ბატონიშვილები იულონის ირგვლივ დაირაზმნენ, მეფე გიორგი XII ვაჟები -იოანე*, ბაგრატი* და თეიმურაზი* თავის უფროს ძმას -დავითს უჭერენ მხარს. ბრძოლა ყოველდღიურად მწვავდება. სპარსეთის ახალი შაჰის, ბაბა ხანის ელჩის წასვლის შემდეგ, გიორგიმ ახალი სხვა გამოსავლის ძიება დაიწყო, მაგრამ ამასობაში რუსეთიდან ჩამოუვიდა ელჩობა, რომელიც თავის სიჩუმეს ევროპის საქმეებში გაბლანდვით ხსნის და ძველი ურთიერთობის გაახლებას გვთავაზობს. რუსეთში გაგებული ჰქონიათ, რომ ვიდრე რუსეთიდან ხმა არ ისმოდა, ერეკლემ კინაღამ სპარსეთის მფარველობა მიიღოო, ამიტომ საიმპერატორო კარი ახლა საქმის გადადებას აღარ აპირებსო. მისი კარნახით, გიორგიმ პეტერბურგში მეორე ელჩი, გიორგი ავალიშვილი* გააგზავნა და იქაც სასწრაფოდ გადაწყვიტეს მფარველობაში საქართველოს მეორედ მიღება.
რუსეთი ახლა გიორგისგან ოფიციალურ თხოვნას ელოდება. თხოვნაში გათვალისწინებული უნდა იყოს დავით გიორგის ძის ტახტის მემკვიდრედ აღიარება და საქართველოში 3 000 კაციანი რაზმის გამოგზავნა, რომელსაც რაიმე გართულების შემთხვევაში 7 000–იანი კორპუსი დაემატებაო.
-რას ამბობ, დიმიტრი, მერე მაგას რა სჯობია, როგორც იქნა ეშველება ჩვენს ქვეყანას, მოესწრო მაინც ჩვენს მეფე ერეკლეს ამ ამბისათვის....-ამოიოხრა ვანო პაპამ.
-შველით კი ეშველება, მარა ამდენი უფლისწულის ბრძოლის და ქიშპის მსხვერპლი არ გახდეს ჩვენი მამული...მე როგორც უყურებ, ასეთი სურათი იკვეთება...
-ეს როგორ?
-ჩვეულებრივად, ვანო პაპა, ეს
ერთი ბეწო სამეფო ყველა უფლისწულს დაყოფილი
აქვთ საუფლისწულოებათ, ტახტი კიდევ ერთია, ყველას მეფობა უნდა...გიორგი კიდენა მძიმედ ავადაა, დიდი დრო არ უწერია, ყველაზე დიდი ერთი ან ორი წელი, არადა ორმოცდათორმეტი წლისაც კი არაა... რუსეთი შეხედავს
რო ესენი აქ ვერ აგვარებენ თავიანთ საქმეებს და...
-და რა?
-რა და ერთ მშვენიერ დღეს, როცა
მეფე გიორგი აღარ იქნება, აიღებს და შეგიერთებს....
*იოანე ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (1866-1830) გამორჩეული
მებრძოლი და სარდალი, შვილი ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII
*ბაგრატ ბატონიშვილი (ბაგრატიონი)
(1776-1841) ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII ძე
*თეიმურაზ ბატონიშვილი (ბაგრატიონი)
(1782-1846), გიორგი XII ძე.
*ავალიშვილი გიორგი (1769-1850) ქართველი მწერალი, პოლიტიკური
მოღვაწე, დრამატურგი, მთარგმნელი, მოგზაური.
-ეს როგორ შეიძლება?
-მე ვამბობ რომ შესაძლებელია ასე მოხდეს....
-რას ამბობ დიმიტრი? ისინი ხომ ქრისტიანები არიან და არა ურჯულოები, ამას როგორ იკადრებენ?
-თვითონ გაერკვევიან, ვანო პაპა, მაგრამ მე ამისთვინ არ ჩამოვსულვარ აქ...შენი გიორგის წაყვანა მინდა ტფილისში...ტფილისი ძლიერ დაანგრიეს სპარსელებმა...ცხოვრება თავისი დინებით მიდის, მრავალჯერ მოსპეს მტერ-დუშმანებმა საუკუნეების მანძილაზე ჩვენი დედაქალაქი, და ყოველთვის შემდეგ შენდებოდა...ახლაც ასეა, მთელი სამეფოდან ხელოსნები მოგვყავს რომ აღვაშენოთ ტფილისი, ამასობაში იმედია რუსეთიც წაგვეხმარება და შემოსევებიც შეწყდება.
-აბა გიორგი, წამოხვალ ჩემთან დედაქალაქში? ცოლი მე არ მყავს და შვილი მე არ მყავს, გავზრდი, ხელობას შეისწავლის უკეთ, ჩემთან იცხოვრებს, ჯამაგირი დაენიშნება, მოგხედავს ვანო პაპა შენცა და თავის დებსა. ორი კაპიკი კიდენა სჯობია სულ არა რაობას, ასე არაა?
-ასეა ჩემო დიმიტრი, იყოს ასე, მე თანახმა ვარ, თვითონ თუა თანახმა?
გიორგის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ისე გაუხარდა მას ეს ამბავი რო მადლობის ნიშნად ჩაეხუტა დიმიტრის და მოეფერა ,,კახელოს,,
-აბა გაემზადე ვაჟკაცო და, წავიდეთ წინ დიდი საქმეები გველოდება, ბედნივრად ვანო პაპა, თუ დააპირებთ ტფილისში ჩამოსვლას, მეტეხის უბანში იკითხე დიმიტრი ჯავახიშვილი, იქ ყველა გეტყვის სადაცაა ჩემი სახლი.
-დაიცათ….-თქვა ვანო პაპამ და შებრუნდა სახლში,-რაღაცა უნდა მივცე ბიჭს.
ორიოდე წუთის შემდეგ გამოვიდა სახლიდან და გაუწოდა გიორგის ოქროს ბეჭედი ერეკლე მეფის ხელრთვით და დასძინა.
-შვილო გიორგი, ეს ბეჭედი მიბოძა მე პატარა კახმა, როცა ერთად ვიყავით ინდოეთის ლაშქრობაში, მას მერე ვინახავ თვალის ჩინივით და შენც მაგას გიბარებ, გაუფრთხილდი მას!
-მადლობა პაპა! უძვირფასესი საჩუქარია ჩემთვის...თვალის ჩინივით გაუფრთხილდები მას, და ის არასდროს არ დაიკარგება შენგელიძეების გვარში!
-ეგეც საგზალი....-და ვანო პაპამ გადაჰკიდა ცხენს ხურჯინი.
პაპა-შვილიშვილი გადაეხვივა ერთმანეთს, გიორგი შემოახტა ,,კახელოს,, და აიღეს გეზი ტფილისისკენ.
დიმიტრი სახლობდა ფორაქიშვილის დარბაზის* გვერდით მდებარე სახლში, მეტეხის ციხის უბანში. სახლი ისე იყო განლაგებული, რომ ქვემო სახლის ბანი ზემოსათვის „ეზოდ“ იყო გამოყენებული. ორი პატარა ოთახი და სხვენი იყო მთელი მისი ავლა-დიდება. უნდა ითქვას, რომ მეტეხის უბანში სახლები მეტნაკლებად იყო გადარჩენილი აღას შემოსევის შემდეგ, რასაც ვერ იტყოდი ავლაბარზე, რომელიც ძირფესვიანად იყო გადამწვარი.
ეს ეს იყო რომ ცოტა მოითქვეს სული, რომ გიორგიმ დაიწყო ,,კახელოს,, მოვლა-პატრონობა, როცა კარზე დააკაკუნეს.
-რომელი ხარ მანდა?
-დავითი ვარ, მიტო!
-შამო, რას აკაკუნებ, ჩვენს სულ ახლახანს გეახელით კახეთიდან.
-რა ამბავია კახეთში, რაო როგორა ვართო?
-დაჯე ძმობილო, ლუკმა გავტეხოთ, თითო ჭიქით მოვიგონოთ ჩვენი მამა-მარჩენალი, ჩვენი მეფე ერეკლე, და ამოიოხრა სინანულით....
-ამაზე უარს ვერ გეტყვი, მითუმეტეს რომა დილიდან ლუკმა არ ჩამიდია პირში. მშენებლებზე მეთვალყურეობა დამავალა თავადმა ფარსადან ციციშვილმა.
უცებ კარმა დაიჭრიალა.
-ალბათ კატაა ან თაგვი,-მიუგო მიტომ.
-კი, ასეა, მხოლოდ ორფეხა კატა ან თაგვი უნდა იყოს, სახელად მარტიროზა - ხმამაღლა გააგრძელა დავითმა.
-რა ხდება დავით, ერთი მომიყევი ძმობილო, რამე ახალია რაც მე არ ვიცი.
-ჩამოასხი და გეტყვი, ამას წინათ მუშები პურს ჭამდნენ, ხოდა შესანდობარი დალიეს პატარა კახისა და დარეჯან დედოფლის დღეგრძელობისა არ თქვეს, მაგის
წყალობით ქიშპობენო... არ ვიცი, როგორ რა, მარა მეორე დღეს მეფის შიკრიკები მოვიდნენ და წაიყვანეს და ჩააგდეს ციხის დილეგში ეგ ჩვენი მუშები. ეხლა ელოდებიან მეფის განაჩენს.....აი რა ხდება..მეტი რა გითხრა, ახლა ირკვევა ბევრი რამ, თუ რატომ წავაგეთ ჩვენ ბრძოლა საჭურისთან...
-მაინც რატომო? -არ ეშვებოდა გიორგი.
-რატომო და იმიტომო, რომა სომეხი სოვდაგრების მეშვეობით იგებდა აღა საერთო მდგომარეობას ჩვენში, ზედმიწევნით იცოდნენ ჩვენი ლაშქრის შესახებ ყველაფერი, რა შეიარაღება გვქონდა და რამდენი მეზარბაზნე გვყავდა, ამას კიდევ ის დაემატა რომა სპარსთა ელჩი, რომელიც ციხეში ჰყავდა მეფეს გააპარეს და იმანაც დაუდასტურა ყოველევე. საჭურისს კიდევა ტფილისელი სომეხი მელიქები - აბო და მეჯნუნი ულამაზებდნენ მხარს...იმერლებმაც მოგვაყენეს
ზარალი, როცა უკან ბრუნდებოდნენ, გზაში ქართლის მოსახლეობა ააციოკეს, გაძარცვეს ადგილობრივი
მოსახლეობა.... ექვსი დღე ბოგინებდა სპარსი
საჭურისი ტფილისში....ცამეტი ათასი ტყვედ წაიყვანა, რაც კი ავლა დიდება იყო მეფის ხაზინაში -ოქრო, ვერცხლი,
როსიის იმპერატორის მიერ გამოგზავნილი გვირგვინი, სკიპტრა, პორფირა, დროშა, ანდრიას ორდენი, რაც კი არსენალში ზარბაზნები იყო,
ყველაფერი ერთი ხელის მოსმით წაიღო აღამა....
გიორგის ბრძანებით ტარდება ხალხის აღწერა და შემოაქვთ ფულადი გადასახადი
სამეფო სასახლის ასაგებად, დღემდე მელიქ ბებუთას სახლში ცხოვრობს, მაგრამ შეკრებილი
თანხა არაა საკმარისი და ხმარდება ეკლესიების კეთილმოწყობაზე...დაიწყეს სტამბის აღდგენაც.
იძახიან რომა, მორიგე ჯარის აღდგენაც უნდაო, მაგრამ ძლიერ ავადაა, მოასწრებს კი....
მე როგორც უყურებ დღევანდელ მდგომარეობას, რას გეტყვით იცით, ერეკლე ხალხს უყვარდა, არა ნაკლებად უყვარს ხალხს დავითიც, კარგი მეომარია,
რუსეთში მსახურობდა, ღენერალია, პოლკს მეთაურობს, ის
ნამდვილად უნდა იყოს მეფე და თავსაც
გაართმევს. აბა იულონი უნდა იყოს მეფედ?
-გვეშველება რამე დავით?
-თუ ისე გავაგრძელებთ ცხოვრებას როგორც ვცხოვრობდით როსიასთან ტრაქტატის
დადების შემდეგ, არაფერიც არ გვეშველება, ჩემო მიტო....არ გახსოვს რა მოხდა მაშინ? აქაოდა
ამხელა ვეებერთელა მოკავშირე გვყავსო და...მოდუნდნენ ჩვენი თავად-აზნაურები,
ნაკლებად ფიქრობდნენ თავიანთ უსაფრთხოებაზე,
და იმაზეც კი რომ ავართა ხანს შეეძლო თავისი
შემოსევები გაეგრძელებინა ძველებურად და დააკისრა ერეკლეს ხუთი ათასი მანეთის ხარკი
წელიწადში.
*ფორაქიშვილების დარბაზი - ტრადიციული ქართული
საცხოვრებელი სახლი, რომელიც შეადგენდა ძველი თბილისის საცხოვრებლის ძირითად სახეს.
ეს ფული საიდან მიდიოდა? შენი და ჩემი ჯიბიდან, არადა თავად-აზნაურები თავისი ჯიბიდან გადაიხდიდნენ ამ ფულსა....
-ნუთუ არაა საშველი?-ჩაერთო საუბარში გიორგი.
-რატო არაა საშველი, შვილო, არის. ჩვენ თვითონ უნდა მივხედოთ ჩვენს თავებს და ვიყოლიოთ ისეთი მეფე, რომელსაც ძლიერი ხასიათი და ნებისყოფა ექნება იმისთვის რომ დაამყაროს წესრიგი სამეფოში. მაგრამ არც ერთი და არც მეორე არ გააჩნია ამ ჩვენს მეფეს....
მიტო და დავითი გარეთ გამოვიდნენ სუფთა ჰაერზე, უკვე ბინდი ჩამოწვა ტფილისზე, მხოლოდ მუეძინის ლოცვის ხმა ისმოდა მეტეხის ხიდიდან.
-ნეტავი მოვესწრებით ჩვენ დალაგებულ ქვეყანას, დავით?
-ჩვენ თუ ვერ მოვესწრებით, გიორგი ხომ მაინც მოესწრება, ჯერ ბალღია ოცი წლის, ცხოვრება წინა აქვს...კარგი ძმაო, დამიღამდა, წავალ სახლში, გამოვიძინებ, ხვალ ბევრი საქმე მაქვს, აბა ძილი ნებისა,-და აუყვა ზემოდ მიმავალ ბილიკს.
როგორც გუშინდელი დღე, ისე კარგად ახსოვდა დიმიტრის, ქართლ-კახეთში ტრაქტატის გაფორმებას სიხარულით რო შეხვდნენ, გაიმართა საზეიმო ღონისძიებებიც, მაგრამ რუსეთთან დაკავშირებული მოლოდინები ფუჭი აღმოჩნდა, რაც მალე დადასტურდა. რუსეთი არ აპირებდა სრულად შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები. ამავე დროს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის პროტექტორატში შესვლით უკმაყოფილო ოსმალეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაესაჯა ერეკლე II, საამისოდ მან მოუწოდა ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ მუსლიმ ერებს ებრძოლათ ქრისტიანული საქართველოს წინააღმდეგ და არ დაეშვათ რუსეთის სამხრეთ კავკასიაში დამკვიდრება.
ოსმალთა მოწოდების შემდეგ ჩრდილოკავკასიელებმა გაახშირეს ქართლ-კახეთზე თავდასხმები, ისინი ძარცვავდნენ და წვავდნენ სოფლებს და ქალაქებს, იტაცებდნენ და მონებად ყიდდნენ მოსახლეობას, მათ დახმარებას უწევდა ოსმალეთის ხელისუფლების ბრძანებით ახალციხის ფაშა. იგი აბინავებდა საფაშოში ჩრდილოკავკასიელების მოთარეშე ბანდებს, ამარაგებდა საკვებით, აიარაღებდა და გზავნიდა ქართლ-კახეთის დასარბევად.
ქართლ-კახეთის მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებდა ისიც, რომ სამეფოს ესხმოდნენ ერთდროულად ორი მხრიდან, დაღესტნიდან და ახალციხის საფაშოდან. სამეფო ლაშქარი ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში დაკავებული იყო თავდამსხმელების მოგერიებით, ხოლო რუსეთიდან გამოგზავნილი ორი ბატალიონი ვერანაირ ქმედით დახმარებას ვერ უწევდა სამეფოს მოთარეშეებთან ბრძოლაში.
1785 წელს ოსმალეთის წაქეზებით, ხუნძახის ხანმა ომარმა მთელს დაღესტანში შეაგროვა 20 000 ლაშქარი და თავს დაესხა საქართველოს, თავდამსხმელებმა დიდი ზიანი მიაყენეს ქართლ-კახეთის სამეოს, მათ გაანადგურეს ახტალის სამთამადნო წარმოება. რუსეთმა არანაირი დახმარება არ აღმოუჩინა საქართველოს, რითაც დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი, სადაც ნათლად იყო განსაზღვრული, რომ რუსეთი ვალდებული იყო მტრის შემოჭრის შემთხვევაში დაეცვა ქართლ-კახეთი.
1787 წელს მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, დაიწყო რუსეთ-ოსმალეთის ომი. რუსეთმა გაიწვია უკან 1783 წელს შემოყვანილი ორი ბატალიონი, რითაც კიდევ ერთხელ დაარღვია ტრაქტატი. დარჩა რა ოსმალეთის პირისპირ მიტოვებული, ერეკლე II იძულებული გახდა დაეწყო მოლაპარაკებები ოსმალეთთან და დაზავებოდა სტამბოლს, რითაც იხსნა თავისი სამეფო ოსმალეთთან ახალი ომის გაჩაღებისგან. რუსეთის ღალატით იმედგაცრუებული სამეფო ოჯახის და თავად-აზნაურების ერთი ნაწილი მოითხოვდა მეფისგან რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტას, რადგან პრორუსულ პოლიტიკას ზიანის გარდა სხვა არაფერი მოჰქონდა მათთვის.
მაგრამ ერეკლე II საგარეო პოლიტიკა მაინც არ შეცვალა. 1791 წელს დასრულდა რუსეთ-ოსმალეთის ომი, თუმცა რუსეთს არც ომის დასრულების შემდეგ დაუბრუნებია სამეფოში სამხედრო კონტიგენტი, რომლის ყოფნაც გათვალისწინებული იყო ტრაქტატით.
1795 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს ახალი საფრთხე დაემუქრა, ამჯერად სპარსეთის მხრიდან, სპარსეთის შაჰმა აღა-მაჰმად-ხანმა ერეკლე II გეორგიევსკის ტრაქტატის გაუქმება და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. გეორგიევსკის ტრაქტატის ერთგულმა მეფემ უარი განაცხადა შაჰის მოთხოვნაზე და საფრთხის შესახებ რუსეთის ხელისუფლებას შეატყობინა, იმის მიუხედავად რომ რუსეთის ხელისუფლება ფლობდა ინფორმაციას მომავალი ომის შესახებ რამდენიმე თვით ადრე და თავისუფლად შეეძლო გამოეგზავნა დამხმარე სამხედრო კონტიგენტი ერეკლესთვის, მან ეს არ გააკეთა. ამით მან აგრძნობინა სპარსეთს, რომ შეეძლო თავისუფლად ემოქმედა, რადგან რუსეთი ომში არ ჩაერეოდა და ამასთანავე კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი.
1795 წელს 8-11 სექტემბერს გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა სპარსულ და ქართულ არმიებს შორის. ერეკლე II დაეხმარა იმერეთის მეფე სოლომონ II, (თუმცა ეს დახმარება უმნიშვნელო იყო), კრწანისის ბრძოლაში აღა-მაჰმად-ხანი დიდ რიცხობრივ უპირატესობას ფლობდა, მისი არმია შედგებოდა 35 000 რჩეულ მეომრისგან, ხოლო ქართლ-კახეთის და იმერეთის გაერთიანებული არმია მხოლოდ 5000 მეომრისგან. რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად ბრძოლის პირველი სამი დღე ქართველების გამარჯვებით დასრულდა, შაჰი წასვლას აპირებდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ერეკლე II უღალატეს, ტფილისის ციხიდან გააპარეს სპარსეთის ჯაშუში, რომელმაც აცნობა შაჰს, რომ ერეკლეს ძალები ეწურებოდა, ხოლო რეზერვი, რომლითაც დანაკარგებს შეავსებდა, არ ჰყავდა და ტფილისელმა სომეხმა სოვდაგრებმა მელიქებმა აბომ და მეჯნუნმა, თავისი შავი
საქმე შეასრულეს.
11 სექტემბერს სპარსელებმა გადამწყვეტი შეტევა მიიტანეს ქართველების პოზიციებზე, მთელი დღის გააფთრებული ბრძოლის შემდეგ ქართული არმია დამარცხდა და თითქმის მთლიანად განადგურდა. იმის მიუხედავად, რომ სპარსელებმა ორჯერ უფრო დიდი დანაკარგი განიცადეს დაღუპულების და დაჭრილების სახით, რიცხობრივი უპირატესობის ხარჯზე მათ მაინც გაიმარჯვეს. მტერმა ტფილისი აიღო... ექვსი დღის მანძილზე გრძელდებოდა მტრის ბოგინი და შემდეგ გადაწვა, ქალაქში მცხოვრები 15 000 ადამიანი კი ან დახოცეს ან ტყვედ წაიყვანეს.
მას შემდეგ, რაც სპარსეთის შაჰმა თავის ლაშქართან ერთად დატოვა ქართლ-კახეთი. რუსეთში დაიწყეს ფიქრი სპარსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყების შესახებ, პირველი ამოცანა ქართლ-კახეთის სამეფოს ისე დასუსტება იყო, რომ მას რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა ანექსიის შემთხვევაში აღარ შესძლებოდა, ახლა საჭირო იყო რეგიონიდან სპარსეთის განდევნა, ამიტომ სანქტ-პეტერბურგში ომის დაწყება გადაწყვიტეს.
1796 წლის გაზაფხულზე რუსეთმა ომი გამოუცხადა სპარსეთს, რუსეთის 35 000 არმია 25 წლის ცალფეხა გენერალ ვალერიან ზუბოვის* მეთაურობით შეიჭრა სპარსეთის ტერიტორიაზე. რუსები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და სწრაფად მიაღწიეს წარმატებას. მათ აიღეს დარუბანდი, ყუბა და ბაქო, ხოლო ნოემბრისთვის უკვე მტკვრის და არაქსის შესართავთან მივიდნენ. აქედან ისინი კიდევ უფრო სამხრეთით გასალაშქრებლად ემზადებოდნენ. თუმცა მოულოდნელად ომი შეწყდა, გარდაიცვალა იმპერატრიცა ეკატერინე II.*
მისი ადგილი პავლე I
დაიკავა, რომელმაც არ ჩათვალა საჭიროდ ომის გაგრძელება და არმია უკან, რუსეთში
გაიწვია.
ასეთი იყო რეალობა.
ტფილისის აღების და განადგურების შემდეგ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა,
როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით. თუმცა
მოხუცებულმა მეფე ერეკლე II მაინც შეძლო აღედგინა კონტროლი, როგორც სამეფოზე, ასევე
მოსაზღვრე სახანოებზე, რომლებიც ქართლ-კახეთის ვასალები იყვნენ.
ასევე ერეკლე ემზადებოდა
აღა-მაჰმად-ხანთან საომრად და რევანშის ასაღებად, ამჯერად მას უკვე აღარ ჰქონდა
რუსეთის იმედი და მხოლოდ საკუთარი ძალებით აპირებდა გამკლავებოდა მტერს.
1797 წელს შაჰი შემოიჭრა
კიდეც სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ იგი შეთქმულებას ემსხვერპლა, ქართლ-კახეთს და
სპარსეთს შორის ომის საფრთხე მოიხსნა.
1798 წლის 11 იანვარს
ერეკლე II სამოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი ადგილი გიორგი XII
დაიკავა. გიორგის გამეფების შემდეგ სამეფოში მდგომარეობა უფრო გართულდა, გახშირდა
ჩრდილოკავკასიელების თავდასხმები, ამავე დროს მეფეს დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა
თავის ძმებთან,
რომლებსაც სურვილი
ჰქონდათ, რომ მძიმედ ავადმყოფი გიორგი XII გარდაცვალების შემდეგ მეფეები ისინი
გამხდარიყვნენ და არა გიორგის უფროსი ვაჟი, უფლისწული დავითი.
გიორგი XII თავისივე
რწმუნებით, ერეკლეს სიცოცხლეშივე უკმაყოფილო იყო 1783 წლის ტრაქტატის პირობებით,
და საჭიროდ მიიჩნევდა რუსეთისადმი მეტ მორჩილებას და მეტ დამოკიდებულებითი
ურთიერთობის დამყარებას.
ახლა, როცა მეფე გახდა,
საშუალება მიეცა მისი გეგმის განხორციელებისა; რაც მთავარია, ქართლ–კახეთში არ
ჩანდა ძლიერი პიროვნება, რომელიც ამ განწყობილებას დაუპირისპირდებოდა.
ერეკლეს ანდერძის გიორგის
მიერ თვითნებურმა შეცვლამ, ბატონიშვილებთან ერთად მთელი ქართული პოლიტიკური ელიტა
გააღიზიანა.
ბატონიშვილები ერთხმად
გიორგის უპირისპირდებოდნენ, მაგრამ არც ერთმანეთში ჰქონდათ სიამტკბილობა. მათი
ურთიერთწინააღმდეგობა ძირითადად საუფლისწულოების არათანაბარი განაწილებით იყო
გამოწვეული. ამ მიზეზით ყველაზე მეტად ალექსანდრე ბატონიშვილი დაზარალდა, რაც
ერთ–ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ სამშობლო მიატოვა და სპარსეთს შეაფარა თავი.
1798 წლის 16 დეკემბერს
გარსევან ჭავჭავაძემ საიმპერატორო კარს წარუდგინა თხოვნა არა მფარველობის, არამედ
პროტექტორატის შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიამ ამაზე დაუყონებლივ
დადებითი პასუხი გასცა.
*ზუბოვი ვალერიან (1771-1804) რუსი გენერალი, რომელიც ხელმძღვანელობდა 1796 წლის
სპარსეთის ექსპედიციას
*ეკატერინე II დიდი (1729-1796) რუსეთის იმპერატორი (1762-1796)
საქართველოში 3 000 კაციანი რაზმი გამოგზავნეს, არტილერიით, ხოლო სრულუფლებიან წარმომადგენლად სასტატო მრჩეველი პეტრე კოვალენსკი დაინიშნა. ამასთან იმპერატორმა პავლემ გამოატანა კავალენსკის სამეფო სამკაულები და სამეფო ნიშნები:
1. ოქროს სამეფო გვირგვინი, შიგა-და-შიგ ძვირფასის თვლებით შემკული;
2. სკიპტრა, ძვირფასის ქვებითვე მოჭედილი;
3. ხმალი, ოქროთი და ძვირფასის თვლებით შემოსილი;
4. სამეფო პორფირი ყარყუმის ბეწვისა, შვინდისფერ ხავერდის საპირეთი, მასზედ ქარგით ნაკერი გერბი რუსეთისა და საქართველოსი;
5. თეთრი დროშა ორ-თავიან არწივითა, შუაგულში რუსეთის გერბი ჰქონდა;
6. სამეფო ტახტი შვინდისფერის ხავერდით გადაკრული, პრტყელის ოქრომკედის არშიებითა და ოქროსმკერდისვე დიდრონ ფოჩებით მორთული, და ამისთანავე სამი ბალიში; შუაგული ტახტისა ეჭირა საქართველოს გერბსა და აქეთ-იქიდან რუსეთის გერბს;
7. ტახტთან ერთად ორი პატარა მაგიდა, ხავერდითვე გადაკრული და ოქრომკედით მორთული; თვითოეულ მაგიდისთვის თითო ბალიში, რომელზედაც დადებულ უნდა ყოფილიყო სამეფო ნიშნები: ერთზე გვირგვინი და სკიპტრა, მეორეზე ხმალი და უმაღლესი გრამოტა;
8. სამი ორდენი, ალმასებით შემკული, ერთი წმიდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულისა — მეფე გიორგისათვის, მეორე დიდწამებულის ეკატერინესი — დედოფალ მარიამისათვის, და წმიდა ანას პირველ ხარისხისა — მემკვიდრე დავით ბატონიშვილისათვის.
ამას გარდა, იმპერატორმა პავლემ გამოუგზავნა კავალენსკის ხელითვე ძვირფასი ნივთები მარიამ დედოფალსა, ბატონიშვილებსა, კარის ეკლესიის მღვდელს, სიძეს მეფისას მუხრან-ბატონს და სიმამრს მეფისას თ. ციციშვილს.
გარდა ამისა საჩუქრები ერგოთ:
1. დედოფალ მარიამს - ყვავილების ოქროს თაიგული (ბრილიანტებით) და მდიდრული რუსული კაბა სამეფო მოსასხამით და ყუნწებითურთ;
2. შვიდივე უფლისწულს - მდიდრული ბეჭდები, მერვე უფლისწულს კი -ოქროს საათი მარგალიტით;
3. მეფის ორ ქალიშვილს -გაიანეს (ოქროს საათი ბრილიანტებით და ოქროს ძეწკვით) და თამარს - ბრილიანტის ბეჭედი;
4. მეფის სულიერ მოძღვარს - არქიმანდრიტ ევგენის -ოქროს ჯვარი აკვამარინებით, ბრილიანტებით და ოქროს ძეწკვით;
5. მეფის სიძეს, ივანე ბაგრატიონს- ოქროს თამბაქოს კოლოფი ფერწერული ემალით და ბრილიანტის შიგთავსით;
6. მეფის სიმამრს - თავად ციციშვილს, ბრილიანტებით მოჭედილი ბეჭედი დიდი ძოწის ქვით.
გარდა ზემოთხსენებულისა იმპერატორი პავლე I უგზავნიდა გიორგი XII სიგელს, რომელიც იუწყებოდა, რომ:
,,....რუსის ჯარი იგზავნებოდა ქართლ-კახეთის სამეფოში მხოლოდ ერთი მიზნით - რათა მეზობელმა მმართველებმა ნახონ და დარწმუნდნენ, რომ მეფე გიორგი იმყოფება რუსეთის იმპერიის უმაღლეს მფარველობაში, თუმცაღა გამოგზავნილი ჯარი არაა იმხელა რომ გაუწიოს სპარსელების შემოსევას (თუ ასეთი იქნება) წინააღმდეგობა, მარა ქართველებთან ერთად შესძლებს ძალების მოგეირებას.,,
1799 წლის 18 აპრილს პავლე I სიგელით აღიარა რუსეთსა და ქართლ-კახეთის შორის დადებული ხელშეკრულება, გიორგი დამტკიცებულ იქნა მეფედ, დავით გიორგის ძე კი – ტახტის მემკვიდრედ.
საიმპერატორო კარის ასეთი უჩვეულო ხელგაშლილობა იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთში ქართლ-კახეთის სამეფოს უკვე საკუთარ შემადგენლობაში განიხილავდნენ.
1799 წლის 7 სექტემბერს, ქართველმა ელჩებმა რუსეთის ხელისუფლებას წარუდგინეს წინადადება ორ ქვეყანას შორის ახალი ურთიერთობის დამყარების შესახებ, რომლის ძალითაც, ქართლ–კახეთის სამეფო მთლიანად რუსეთის იმპერატორს უნდა გადასცემოდა, საქართველო კი მასში გუბერნიის უფლებით შესულიყო ერთადერთი მოთხოვნით, რომ პავლე I მიეცა წერილობითი გარანტია გიორგის და მისი შთამომავლობისათვის მეფობის ტიტულის შენაჩუნებისა. არის ვარაუდი, რომ ეს ნაბიჯიც საქართველოს მეფემ რუსეთის კარნახით გადადგა.
საქმე ის არის, რომ 7 ნოემბერს დაწერილ ნოტის საფუძველზე, იმავე წლის 23 ნოემბერს უკვე შემუშავებული იყო ახალი ტრაქტატი პავლე I და გიორგი XII შორის. თუ მანძილის სიშორეს გავითვალისწინებთ, აშკარაა, რომ ეს დოკუმენტი ადრევე იყო შემუშავებული.
ახალი შეთანხმებით, რუსეთის იმპერატორი იმატებდა ქართლ-კახეთის მეფის ტიტულს. სამეფოს მმართველად ინიშნებოდა გიორგის სახლის ერთ–ერთი წევრი – იმპერატორის მოადგილის ტიტულით და ეს სტატუსი გვარში სამუდამოდ უნდა დარჩენილიყო. მეფესთან მიმაგრებული იქნებოდა რუსი მოხელე, რომლის კარნახით ყველაფერი წყდებოდა. მეფეს ენიშნებოდა ჯამაგირი, ხოლო რუსეთში მიეცემოდა სოფლები. სამეფოს მთელი შემოსავალი კი რუსეთის ხაზინაში გადადიოდა და ა. შ.
აშკარაა, რომ ამ ტრაქტატით საქართველო ყველა თავის სახელმწიფოებრივ პერსპექტივას კარგავდა.
ნოტაში აღნიშნული იყო, რომ რუსეთთან ამგვარი სიახლოვის მსურველია ქვეყნის როგორც საერო, ისე სასულიერო ნაწილი. ეს აშკარა სიცრუეა. ასე რომ ყოფილიყო, მისი მომზადება ასეთი მკაცრი საიდუმლოებით არ იქნებოდა მოცული. თვით მემკვიდრე დავით ბატონიშვილმა მისი მომზადების შესახებ არაფერი იცოდა. როცა უკანასკნელ მომენტში მას დოკუმენტის შინაარსი გააცნეს, თურმე გაოგნებულმა ისღა წამოიძახა: “მამაჩვენმა ყელში დანა გამოგვისვაო”.
დოკუმენტი აშკარად კაპიტულანტური იყო, მაგრამ ვითარების შემობრუნების რაღაც დეტალებს მაინც შეიცავდა: მეფის ტიტულის ინვესტიტურის ნიშნების შენარჩუნებას, ფულის მოჭრის უფლებას, თუმცა ორმაგი ნიშნებით და, რაც მთავარია, უფლებების შენარჩუნების მოთხოვნა განჯასა და ერევანზე.
,,რუსეთის გეგმები,,
„ ... მდიდარი და სამოთხისებური ჰავით შემკული მხარის ...რუსეთთან შეერთებით იმპერიას შეემატებაა ბარაქიანი და ხვავრიელი მიწები, კავკასიის ხაზს აღარ გაუჭირდება იმიერკავკასიის ხალხების დამორჩილება. ... ოტომანთა პორტასთან უთანხმოების შემთხვევაში კი ქართლ-კახეთის მხრიდან რუსეთის განკარგულებაში იქნება მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტები“.
ასეთი იყო მოკლე მოხსენებითი ბარათი, რომელიც ედო მაგიდაზე რუსეთის ახალ იმპერატორს პავლეს, რომელიც მოაწოდეს მას საგარეო უწყებიდან.
იმპერატორი ჩაფიქრებული იდგა ფანჯარასთან და გასცქეროდა სასახლის მოედანს, სადაც მიმდინარეობდა მზადება მორიგი სამხედრო აღლუმისათვის....მისი ყურადღება მიიქცია
საარტილერიო ბატალიონის ახალგახრდა პოდპოლკოვნიკმა ვლადიმერ იაშვილმა*, რომელიც საკმაოდ კარგად მეთაურობდა პირად შემადგენლობას.
რაღაც ხნის შემდეგ იმპერატორმა ზარი ააწკრიალა. ოთახში შემოვიდა მისი პირადი კამერდინერი ივანე კუტაისოვი*.
-შენ მგონი ქართველი ხარ არა როგორც იაშვილი?
-კი მეფეო, წარმოშობით, მაგრამ ენა არ ვიცი ქართული, რაც ვიცოდი ისით დამავიწყდა....-სინანულით მიუგო კუტაისოვმა.
-ხოდა, ჩემო უერთგულესო მეგობარო, ვფიქრობ მოგიწევს მალე მშობლიური ენის გახსენება....
-გამოიძახეთ ჩემთან საიდუმლო მრჩეველი სერგეი ლაშქაროვი*.
-არის ჩემო მბრძანებელო.
ვინ იყო ეს სერგეი ლაშკაროვი, რომლის ყურადღებაც მიიპყრო რუსეთის იმპერატორმა. მისდამი მოწოდებული ინფორმაციით კი ირკვეოდა შემდეგი.
მამამისი, ლაშქარ ბიბილური ჩავიდა რუსეთში ვახტანგ VI ამალის შემადგენლობაში, თვითონ კი დაეწერა სახელის და მიხედვით -ლაშქაროვად, შვილი სერგეი შეეძინა მოსკოვში 1739 წელს.
1762 წელს ახალგაზრდა ლაშქაროვი გაიგზავნა უცხოეთის საქმეთა კოლეგიაში აღმოსავლური ენების შესასწავლად და 1767 წელს მიავლინეს რეზიდენტ ალექსი ობრეზკოვთან*.
ოსმალეთ-რუსეთის 1768-1774 წლების ომის დროს,
ოსმალეთის სულთანმა ის დაიტოვა საელჩოში. იგი მთლიანად წარმართავდა დიპლომატიურ
მოლაპარაკებებს სულთანსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის, და, მიუხედავად მასზე
გამუდმებული თვალთვალისა, ახერხებდა მიმოწერას
დატუსაღებულ რეზიდენტთან, რუსულ ფლოტთან ერთად არქიპელაგში მყოფ გრაფ ორლოვთან,* და
გრაფ რუმიანცევთან*.
*ვლადიმერ იაშვილი (1764-1815), გენერალ-მაიორი (1800)
*კუტაისოვი ივანე (1759-1834), გრაფი და ბარონი (1799), პავლე I ფავორიტი
*ლაშქაროვი სერგეი (ბიბილური) (1739-1814), ქართული წარმოშობის რუსი დიპლომატი
*ობრეზკოვი ალექსი (1718-1787), რუსი დიპლომატი
*ორლოვი გრიგოლ (1734-1783), ეკატერინე II ფავორიტი, გენერალი
*პეტრე რუმიანცევი (ზადუნაისკი) (1725-1796), გენერალ-ფელდმარშალი
ლაშქაროვმა მოასწრო რუსი ვაჭრების საქმეების წარმატებით მოგვარება და გამოგონილი სახელებით ოსმალეთის არეებიდან სხვადასხვა უცხოური გემების მეშვეობით მათი რუსეთში გამომგზავრება ჰოლანდიის გავლით. იმხანადვე მიაწოდა უმნიშვნელოვანესი საიდუმლო ცნობები თავად გოლიცინს* პეტერბურგსა და ვენაში. მისიის სათავეში მყოფი ლაშქაროვი მხარს უჭერდა დაწყებულ მღელვარებებს ეპირსა და საბერძნეთში. არაერთხელ ემუქრებოდა მას სიკვდილი ოსმალთა ხელიდან, მაგრამ ყოველთვის იძვრენდა თავს მოხერხებულობის, თურქული ენისა და თურქების ხასიათის ცოდნის წყალობით. როდესაც ოსმალეთმა მისი თურქეთში ყოფნა არასაჭიროდ ჩათვალა, ობრეზკოვის ოჯახთან ერთად 1771 წელს ის გამოემგზავრა რუსეთში და 1772 წელს ჩამოვიდა პეტერბურგში, სადაც ის დაინიშნა „სამი კოლეგიის მთარგმნელად“.
ლაშქაროვი მონაწილეობდა ფოქშანის კონგრესზე, შემდეგ არქიპელაგზე რუმიანცევისგან მნიშვნელოვანი ცნობებით – დავალებებს ასრულებდა დიდი რისკის ფასად. ქუჩუკ–კაინარჯის ზავის შემდეგ პოლკოვნიკ პეტერსონთან* ერთად გაგზავნილი იყო კონსტანტინოპოლში ტყვეების გასაცვლელად. იქიდან გაეშურა დარდანელს 30 სავაჭრო გემზე არქიპელაგის სხვადასხვა კუნძულებიდან იქაურ მცხოვრებთა ტაგანროგში გადასასახლებლად. ლაშქაროვის ოსმალებთან კეთილი ურთიერთობით და დიპლომატიური ნიჭიერებით, დარდანელში გატარებულ იქნა არა მარტო სავაჭრო გემები, არამედ სამხედრო ფრეგატაც, რაც იმ დროისათვის კონვენციის დარღვევა იყო.
მას შემდეგ რუსული სამხედრო გემები დაუბრკოლებლივ იყენებდნენ დარდანელით სარგებლობის უფლებას. ამ წარმატებისთვის ლაშქარიოვმა მიიღო „კოლეგიის ასესორის“ ჩინი, მამული ეკატერინბურგის გუბერნიაში და 100 სული გლეხობისა.
1779 წელს დაინიშნა კონსულად სინოპში, 1780 წელს – გენერალურ კონსულად მოლდავეთში, ვლახეთსა და ბესარაბიაში და ქმედით მონაწილეობას იღებდა ოსმალებთან მოლაპარაკებაში, ვაჭრობისა და გადმოსახლებულების საკითხებში. წარმატებების მიღწევის შემდეგ იგი 1782 წელს დაინიშნა რეზიდენტად უკანასკნელ ყირიმელ ხან შაგინ–გირეისთან*. 1783 წელს ის ყირიმს გაემგზავრა.
მას წაყენებული ჰქონდა ამოცანა: შაგინ–გირეი უნდა გამოსულიყო ოსმალეთის მფარველობიდან, დაეტოვებინა ყირიმი და გადასახლებულიყო რუსეთში, რაც ყირიმს საბოლოოდ დაუქვემდებარებდა რუსეთს. ლაშქარიოვმა სულ მალე მიაღწია ხანის კეთილგანწყობას;
უკვე 1783 წელს ათხოვნინა მფარველობა ეკატერინე ІІ და რუსეთში გადასახლების უფლება! ამ დიპლომატიური წარმატებული ოინისათვის ლაშქაროვმა მიიღო კანცელარიის მრჩევლის ჩინი და 400 სული ყმა–გლეხისა ბელორუსიაში. ამას გარდა იმპერატრიცამ საკუთარი ზარდახშიდან გადაიხადა მისი ვალები 12000 რუბლის ოდენობით და აჩუქა ბრილიანტის ბეჭედი.
ხანი, რომელიც ტამანში დასახლდა, არ აპირებდა
აქედან დაძვრას, მაგრამ ლაშქაროვმა დაარწმუნა ვორონეჟში, ორიოლში ან კალუგაში გადასვლის
უპირატესობაში.
*გოლიცინი ალექსანდრე (1723-1807),რუსი დიპლომატი
*პეტერსონი ქრისტეფორე (1735-1789),პოლკოვნიკი, რუსი დიპლომატი
*შახინ გერაი (1745-1787),ყირიმის სახანოს უკანასკნელი ხანი
(1777-1783)
1784 წელს ხანი დაჰყვა მის ნებას და ამ წლიდან ლაშქარიოვი გახდა მისი პრისტავი და დაჰყვებოდა ხანს ყველგან, სადაც კი ის გადაადგილდებოდა – დაწყებული ვორონეჟიდან, ყველა სხვა ქალაქში. ხანი ცოტა არ იყოს, გაუწყრა ლაშქაროვს, როდესაც ყირიმი რუსეთმა თავის იმპერიაში შერთულად გამოაცხადა, ვერაგობაში ამხილა, მაგრამ მაინც კიდევ სხვა რუსებზე უფრო დადებითად ეკიდებოდა.
ყირიმის მიერთებისათვის ლაშქაროვი სრულიად განსაკუთრებული პატივით იქნა შემკობილი საიმპერატორო კარზე. 1786 წელს ის დაინიშნა რწმუნებულად სპარსეთის საქმეებში, მაგრამ პოტიომკინმა* თავისთან დაიტოვა საგანგებო დავალებებისათვის.
1786
წელს ის გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, ოსმალეთთან მოსალაპარაკებლად, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს უფლისწულების მიერ რუსეთისათვის მფარველობის თხოვნასთან დაკავშირებით.
ლაშქაროვი დარჩა პოტიომკინის* განკარგულებაში, რომელიც ამ დროს ყირიმში იყო; ლაშქაროვი თან ახლდა ეკატერინეს ტავრიაში მოგზაურობის დროს. ის ახლდა პოტიომკინს ოსმალეთთან მეორე ომში ომის დასასრულამდე.
1786 წლიდან იყო ჩართული ქართულ მოლაპარაკებებში და წარმატებისათვის 1787 წლის 16 დეკემბერს მიიღო 400 სული პოლტავის გუბერნიაში, ხოლო 1788 წლის 22 ნოემბერს ებოძა მამული ყირიმში. მაშინ მიენიჭა ,,სასტატო მრჩევლის,, ჩინი და ოჩაკოვის აღების შემდეგ პეტერბურგში ჩამოუძღვა დატყვევებულ ოჩაკოვის ფაშას. შემდეგ იყო მოლდავეთის სამთავროს მმართველი; რამდენიმეგზის იყო მივლინებული დიდ ვაზირთან საზავო მოლაპარაკებისათვის; 1791 წელს მიიღო მადლობა რომის პაპისაგან, რადგან ამ მოლაპარაკებებზე ყურადღებას იჩენდა კათოლიკების საზრუნავებისადმი მოლდავეთში.
ლაშქაროვი დაინიშნა მესამე რწმუნებულად ზავის ჩამოსაგდებად – მონაწილეობდა ყველა 13 კონფერენციაზე 1791 წლის 10 ნოემბრიდან 29 დეკემბრამდე და ხელი მოაწერა მშვიდობიან ტრაქტატს. ამისთვის მიიღო „ნამდვილი სასტატო მრჩევლის“ ჩინი, რომელიც უთანაბრდებოდა სამხერო გენერალ-მაიორის წოდებას და 565 სული მინსკის გუბერნიაში. ზავის დადების შემდეგ დაინიშნა აზიის დეპარტამენტის საქმეთა მმართველად, იმპერატრიცისათვის პირადი მომხსენებლობის უფლებით.
იმპერატორმა პავლე პირველმა დანიშნა ლაშქაროვი უცხოეთის საქმეთა სახელმწიფო კოლეგიის, აზიის დეპარტამენტის წევრად და უბოძა მას მამული ლიტვის გუბერნიაში.
ამდენად, პეტერბურგში იმპერატორის კარზე და მმართველ ელიტაში აქტიურად ყალიბდებოდა თვალსაზრისი ქართული სამეფო-სამთავროების იმპერიის შემადგენლობაში ჩართვის შესახებ.
რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ და ეკონომიკურ ინტერესებს ხელს აღარ აძლევდა სამხრეთ კავკასიაში ვასალურ სამეფოთა შექმნა. ის მათ დაპყრობაზე და ტერიტორიების ოკუპაცია-ანექსიაზე იწყებდა გადასვლას.
რუსეთის ექსპანსია სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი, წინააღმდეგობებით აღსავსე ურთულესი პროცესი იყო, რომელიც, პრაქტიკულად, ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობით დაიწყო.
*პოტიომკინი
გრიგორი (1739-1791), ეკატერინე II
ფავორიტი, გენერალ-ფელდმარშალი
ამიტომ პავლე პირველის გეგმა იყო ასეთი; ჩაერთო ამ დიდ საქმეში რუსეთში დასახლებული და სახელმწიფოსა და სამხედრო სარბიელზე დაწინაურებული გარუსებული ქართველები და მათი ხელით თავისი მზაკვრული განზრახვები აესრულებინა.
სწორედ ასეთ პიროვნებად მიიჩნია პავლემ რუსეთში დაბადებული და გაზრდილი სერგეი ლაშქაროვი , რასაც ვერ იტყოდა ივანე კუთაისოვზე, მართალია ის კი იყო დაბადებული ქუთაისში, მაგრამ პოლიტიკისგან ძაან შორს მდგარი ადამიანი იყო და კიდევ ერთ ქართველზე - მიხეილ დონაუროვზე* (დონაურზე), რომელიც განაგებდა საიმპერატორო კარის მინისტრთა კაბინეტს 1797 წლიდან და ისიც იყო დაბადებული რუსეთში. ამ სამი ადამიანისგან მაინც უპირატესობას ანიჭებდა სერგეი ლაშკაროვს....
როგორც კი დაამთავრა პავლემ ლაშკაროვის შესახებ ინფორმაციის წაკითხვას, კაკუნის გარეშე შემოვიდა გრაფი კუტაისოვი:
-საიდუმლო მრჩეველი სერგეი ლაზარევიჩი ლაშკაროვი გეახლათ, ჩემო იმპერატორო!
-შემოვიდეს!
-მოგესალმებით სერგეი ლაზარევიჩ,-მიესალმა მას პავლე,-და შეეგება თავის სტუმარს,- მაპატიეთ რომ შეგაწუხეთ, მაგრამ როგორც ყოველთვის სახელმწიფო საქმეები არ ითმენს და თქვენი რჩევები გვჭირდება რიგ საკითხებში,
რომელიც ასე ფასეული იყო დედიჩემისთვის, და ეხლა მეც მჭირდება. თქვენ ასეთი პროფესიონალი ხართ აღმოსავლეთის საკითხებში და თუ თქვენ არ შეგეკითხებით აბა ვის უნდა შევეკითხო, ასე არაა?
- ჩემო იმპერატორო, თქვენი მონა მორჩილი მთელი ყურადრებით გისმენთ.
ლაშკაროვი ძველი, შებერტყილი დიპლომატი იყო და როგორც კი მოახსენეს რომ მას იხმობს იმპერატორი, უკვე იცოდა რისთვისაც იბარებდა მას. იცოდა რომ განხილვის საგანი იქნებოდა საქართველო და საქართველოს საქმეები, და საუბარი დაიწყო პირველმა, რაზეც თავისი გაოცება ვერ დამალა იმპერატორმა:
-თქვენ რა ჩემს ფიქრებს კითხულობთ, სერგეი ლაზარევიჩ?
-არა არ ვკითხულობ, ეს ჩემს შესაძლებლობებს აღემატება...მაგრამ დაუბრუნდეთ კავკასიის საკითხს,
კონკრეტულად რა გვაინტერესებს?
-რომელ ენებს ფლობთ?
-ოჯახიდან ათვისებული ქართულის გარდა ვფლობ რუსულს, თათრულს, ძველ და ახალ ბერძნულს, თურქულს,
არაბულს, სპარსულს, ფრანგულ, იტალიურ და სომხურ ენებს, სულ თერთმეტ ენას.
-სასწაულია! თქვენ იცით რომ ჩვენ ქართლ-კახეთის სამეფოსთან გვაკავშირებს სამოკავშირეო ტრაქტატი, რომელიც დედიჩემმა სათანადოდ ვერ დააფასა და მაშინ როცა ჩვენ დაკავებულები ვიყავით პოლონეთის ამბებით ვერ მივეხმარეთ ჩვენს მოკავშირეს მეფე ერეკლეს, მე რომ მაშინ ვყოფილიყავი იმპერატორი ორ ბატალიონს კი არა და მთელ კორპუსს გავაგზავნიდი ერეკლეს დასახმარებლად. თქვენ ქე იცით როგორ აფასებდა მას პრუსიის მეფე , დიდი ფრიდრიჰი*, გაანათლოს მისი სული უფალმა....
*დანაუროვი (დონაური) მიხეილი (1757-1817),1797-1799 წლებში რუსეთის
მინისტრთა კაბინეტის მმართველი, გენერალ-მაიორი
(1796)
*ფრიდრიჰ II დიდი (1712-1786), პრუსიის მეფე
მაგრამ რაც მოხდა მოხდა, ხალხი დაეღუპათ, სამეფო ააოხრა აღამ და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ - ტრაქტატის პირობები შესასრულებელია, თორემ მერე იტყვიან ევროპაში, რომ რუსეთმა ერთმორწმუნე ქრისტიანი ერი გაწირაო და არ მიეხმარაო. მართალია მათი მოსისხლე მტერი აღა მაგომედი გამოასალმეს ტყვეებმა სიცოცხლეს და შემოსევის საშიშროება მოხსნილია, მაგრამ რამდენი ხნით?
სპარსეთს თავისი პრობლემები აქვს, ოსმალეთსაც არა მგონია რომ ახლო მომავალში სურვილი გაუჩნდეს ლაშქრით საქართველოზე წამოვიდეს. ამიტომ თქვენი ხედვა მაინტერესებს.
-მოგახსენებთ ჩემო იმპერატორო. ჯერ ერთი ჩემთვის დიდი პატივია რომ ჩემი ისტორიული სამშობლოს ირგვლივ წამოჭრილ საკითხებზე მაქვს ბედნიერება გავწიო სათანადო მუშაობა. მეორეც ისაა, რომ ჯერ კიდევ ბოლო ომის დროს ოსმალებთან, დედითქვენმა დამავალა საქართველოს საკითხებში გარკვევა, რამე თუ ტრაქტატი უკვე დადებული იყო და მე ხშირი მიმოწერა მქონდა როგორც მეფე ერეკლესთან,
ასევე მის შვილებთან, მაშინ გაგანია ომის დროს დედითქვენმა, მიუხედავად იმისა რომ ერეკლესთან აკავშირებდა სამოკავშირეო ტრაქტატი, ის ორი ბატალიონიც კი გაიყვანა და დატოვა ერეკლე თავისი ძალების ანაბარა... მოკავშირეებს ასე არ ექცევიან, სამეფოში ჩვენ რომ გვქონოდა სათანადო რაოდენობის ჯარი, აღა ვერ გაბედავდა ერეკლეზე საომრად წამოსვლას...
აი სულ ახლახანს მივიღე წერილი უფლისწულ დავითისგან, რომელიც მსახურობს ჩვენს ჯარში გენერალ-მაიორის ჩინით და მეთაურობს პრეობრაჟენსკის პოლკს, ის იწერება რომ მამამისმა დაუბრუნა ჩვენს გვარს გორის მახლობლად საგვარეულო. სხვათა შორის რუსულ ჯარში, ყაბარდოს პოლკის შეფად მსახურობს მისი ძმა, გენერალ-ლეიტენანტი მირიან ბატონიშვილიც.
-რას იტყვით გიორგი ირაკლიჩზე და მის შვილებზე -დავითზე და მირიანზე ?
-გიორგი
ირაკლიჩი
აღიზარდა
სამეფო
კარზე. ის ერეკლეს
შვილია
პირველი
ქორწინებისგან.
60-იანი წლებიდან
მონაწილეობდა
სახელმწიფო
საქმეებში. 1765 წელს
მხარი
არ
დაუჭირა
ერეკლე
II წინააღმდეგ
მოწყობილი
შეთქმულების
მონაწილეთა
მკაცრად
დასჯას,
რაც
მამა-შვილს
შორის
უთანხმოების
საფუძველი
გახდა.
ამ
უკმაყოფილებას
კიდევ
უფრო
ამწვავებდა
გიორგი
XII დედინაცვალი დარეჯან დედოფალი, რომელიც
გიორგი
XII საკუთარ
შვილებს
უპირისპირებდა.
როცა
ერეკლე
II გარდაცვალების
შემდეგ, 1798 წლის
იანვარში,
გიორგი
XII გამეფდა,
იგი
უკვე
მძიმე
ავადმყოფი
იყო,
მისი
მკურნალი
ექიმი ერთხანს იყო
ყველასთვის
ცნობილი
დოქტორი
იაკობ
რეინეგსი.... გიორგი XII ზრუნავს
სპარსელთა 1795 წლის
შემოსევის
შედეგად
დანგრეული დედაქალაქის აღდგენას.
მისი
ბრძანებით
ტარდება
ხალხის
აღწერა
და
შემოიღეს
ფულადი
გადასახადი
სამეფო
სასახლის
ასაგებად,
მაგრამ
შეკრებილი
თანხა
ეკლესიების
კეთილმოწყობაზე
იხარჯება.
დაიწყეს
სტამბის
აღდგენა.
გიორგი
XII ცდილობს
ერეკლეს
დროინდელი მორიგე ჯარის აღდგენას,
ებრძვის
ქვეყანაში
შემოჭრილ
სპარსულ
წეს-ჩვეულებებს,
ცდილობს მოწინააღმდეგე
ბატონიშვილთა
პარტიის
დამორჩილებას
და
შინაური
მოღალატეების
ალაგმვას. თუ ჩვენ სწორ პოლიტიკას ვაწარმოებთ ქართლ-კახეთში,
და შემდგომ მთლიანად საქართველოში, მასზე უკეთესი მოკავშირე ჩვენ არ გვეყოლება, ჩემო
იმპერატორო..
საგარეო
პოლიტიკაში
გიორგი
XII ჩვენთან
ტრადიციული
ურთიერთობის
კურსს
იცავს.
იგი
მოითხოვს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის შესრულებას
და
სამეფოში
ჩვენი
ჯარის
შემოყვანას,
რომლის
დახმარებით
ფიქრობს
საშინაო
და
საგარეო
პოლიტიკურ
სიძნელეებიდან
თავის
დაღწევას.
ასეთ
ვითარებაში
გიორგი
XII თანახმაა
შეიზღუდოს 1783 წლის
ტრაქტატით
გათვალისწინებული
მეფის
უფლებანი,
ოღონდ
მისთვის
და
მისი
შთამომავლებისათვის
მეფობა
შენარჩუნდეს....
-უფლისწულ
დავითს
რაც
შეეხება, ის აღიზარდა თავისი
პაპის ერეკლე II კარზე
ტფილისსა
და
თელავში.
შეისწავლა
ქართული
საერო
და
სასულიერო
მწერლობა,
სომხური,
სპარსული,
რუსული
ენები,
საბუნებისმეტყველო
დარგები,
სამხედრო
ხელოვნება.
შემდგომ
სწავლობდა.
საბრძოლო
ნათლობა
მიიღო 1790 წელს ჯავახეთში, ოსმალთა
წინააღმდეგ
შეტაკებებში.
შემდგომ
წლებში
მისი
მეთაურობით
ქართველების
ჯარმა
რამდენიმე
გამარჯვება
მოიპოვა
დაღესტნელთა
მარბიელ
რაზმებზე.
სპარსელთა
უკანასკნელი
შემოსევის
დროს,
სარდლობდა
ქართული ჯარის მარჯვენა
მხარეს, იცავდა
ტფილისში
შემოსავლელ
გზაჯვარედინს.
1796
წლის
აპრილ-მაისში ალექსანდრე ბატონიშვილთან ერთად
სარდლობდა
ლაშქრობას განჯაზე, 1798 წელს
კი
— ყარსზე, სადაც
დავითმა
დაამარცხა
მაჰმად-ფაშა.
-უფლისწულ
მირიანზე*
რას
იტყვით?
- უფლისწული შედიოდა
იმ
დელეგაციის
შემადგენლობაში,
რომელიც
ერეკლე
II გამოაგზავნა
ჩვენთან 1783 ტრაქტატის
დადებასთან
დაკავშირებით, ჩვენს სამსახურში შევიდა. 1797 დასაწყისში
ებოძა
ყაბარდოს
პოლკის
შეფობა.
მსახურობს
„კავკასიის
ლინიაზე“
გენერალ
გუდოვიჩთან....31
წლისაა.
აქვე
მინდა
დავძინო,
რომ
ურიგო
არ
იქნებოდა,
რომ
დაავალოთ
სამხედრო
კოლეგიის
პრეზიდენტს,
ნიკოლაი
სალტიკოვს*,
მოგაწოდონ რუსეთის
არმიაში
მომსახურე ქართველების რაოდენობის
შესახებ,
იმიტომ
რომ
ჩვენ
სამომავლო
გეგმებში საქართველოსა და
კავკასიის
საქმეებში, შესაძლებელი იქნება
მათი სამხედრო გამოცდილებაც
გამოგვადგეს.
-კეთილი,
და
თქვენ
როგორ
ფიქრობთ
ბევრი
იქნება
ასეთი
ელემენტი
ჩვენში?
-თუ
გავითვალისწინებთ
იმას,
რომ საქართველოდან რუსეთში
თავის
დროზე
მოხდა ქართველ მეფეთა ორი მიგრაცია თავიანთ ამალებითურთ
-XVII საუკუნის
II ნახევარში
და
XVIII საუკუნის I ნახევარში
- ცოტანი ნამდვილად არ
იქნებიან,
ამ მიმართულებით რიცხოვნობას უკეთ მოგიმზადებთ სალტიკოვის უწყება,
იმედია
თქვენ
გასცემთ
სათანადო განკარგულებას სალტიკოვისადმი? 1724 წელს აქ როგორც მოგეხსენებათ ჩამოვიდა მეფე ვახტანგ VI 1200-კაციანი ამალით, რომელთა შორის იყო მამაჩემიც და დონაუროვის მამაც....
-აუცილებლად,-
და
პავლემ ააცკრიალა
ზარი.
კაბინეტში
შემოვიდა
კუტაისოვი.
-გამოიძახეთ სამხედრო
კოლეგიის პრეზიდენტი, გენერალ-ფელდმარშალი
ნიკოლაი
სალტიკოვი!
კუტაისოვი
ასევე
უსიტყვოდ
გავიდა,
როგორც
შემოვიდა.
-სერგეი
ლაზარევიჩ, თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენ სწორ ნაბიჯს ვდგამთ ქართლ-კახეთთან მიმართებაში?
*მირიანი,
უფლისწული (1767-1834),გენერალ-ლეიტენანტი (1798)
*სალტიკოვი ნიკოლოზი (1736-1816), გენერალ-ფელდმარშალი (1796)
-მე
ასე გეტყვით, ჩემო იმპერატორო, რომ ეს ნაბიჯი
გადასადგმელი იყო ,,გუშინ,, ანუ იმის თქმა მინდა რომ, როცა 1783 წელს ჩვენ მოვაწერეთ
ხელი სამოკავშირეო ტრაქტატზე ქართველებთან,
2 ბატალიონით კი არ უნდა დავხმაროდით ქართველებს, არამედ ორი პოლკი
მაინც რომ ჩამდგარიყო საქართველოში, 1795 წლის
ტრაგედია არ მოხდებოდა...მაგრამ რაც მოხდა, მოხდა, ხომ იცით როგორ ამბობენ,
- ,,ჩხუბის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ,,
-მაშინ დედიჩემმა და მისმა გარემოცვამ ჯეროვნად ვერ გაანალიზა კავკასიის საკითხი, არადა სტრატეგიულად
ხელსაყრელ რეგიონში მდებარეობს საქართველო, სიახლოვე სპარსეეთის ყურესთან და სპარსეთის სახანოებთან, გასასვლელი ინდოეთის ოკეანამდე,
ეს ყველაფერი გასათვალისწინებელი უნდა ყოფილიყო
დედიჩემისთვის. რას ვიზამთ, უნდა დროულად გამოვასწოროთ
შეცდომები, უნდა გავამაგროთ ჩვენი ახლო ათმოსავლეთი, მომავალი თაობები მადლობას გვეტყვიან.
-აი
ეს
იყო, რაზეც მე
მსურდა
თქვენთან
საუბარი...მალე
მივიღებთ
გადაწყვეტილებას თქვენი სამშობლოს შესახებ, დიდად მადლობთ სერგეი ლაზარევიჩ, ბარემ აქ ხართ და მინდა სიამოვნებით გაუწყოთ რომ თქვენ გვარს უდიდესი დამსახურებებისათვის რუსეთის იმპერიის წინაშე ებოძა სათანადო გერბი!
-უღრმესი მადლობა ჩემო იმპერატორო ჩემი გვარის დაფასებისთვის,-და ემთხვია პავლეს ხელზე საკოცნელად....და კიდევ ერთი რამ, ჩემო იმპერატორო, ურიგო
არ იქნებოდა გადაგეხედათ 1768-1774 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ჩვენი დამხმარე ჯარის
გაგზავნის მასალებს, მაშინ, 1769 წელს ჩვენ
გადავისროლეთ იმერეთში გენერალ ტოტლებენის
რაზმი, სულ 3 ასეული და 3 ქვემეხი, რომელიც
შედგებოდა 411 კაცისგან. იმ მასალებში ბევრი საინტერესო იქნება. საქართველოში გამოსაგზავნი ჯარის ოფიცერთა
შტატი სპეციალურად ირჩეოდა, როგორც ვიცი, ხოლო უპირატესობას ჩვენს სამსახურში მყოფ
ქართული წარმოშობის ოფიცრებს ენჭებოდათ.
საქართველოში გამოსაგზავნი
საგანგებო რწმუნებულიც კი წარმოშობით ქართველი შეირჩა - თავადი ანტონ მიხეილის-ძე ტარხან-მოურავოვი.
დედითქვენი სოლომონ II გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში ხაზს უსვამდა, რომ სოლომონის კარზე ქართველის დანიშვნა მისდამი და სხვა ქართველი მფლობელებისადმი ჩვენი კეთილგანწყობილების
თავდებიაო. ამის მაგალითის საჩვენებლად, გამოგზავნილი
ჯარის ოფიცრებს, ცხადია, სამხედრო ტექნიკური ხასიათის ინსტრუკტაჟის გაწევაც უნდა შეძლებოდათ, უამისოდ ასეთი პატარა ჯარის გამოგზავნას აზრი ეკარგებოდა (დედითქვენი შემთხვევით როდი წერდა სოლომონ II,
რომ იგზავნებოდა საექსპედიციო ჯარი),- თუ ახლაც
ამ გზით ვივლით, ბევრს მოვიგებთ,-მიუგო ლაშკაროვმა.
-დიდი მადლობა სერგეი ლაზარევიჩ, ასეთი რჩევებისათვის, ჩვენ მოვითათბირებთ და გადავწყვიტავთ აუდიენც-კოლეგიაზე
ისე, როგორც საქმისათვის იქნება უკეთესი, ისე მართალს ბრძანებთ, ეს რომ მომხდარიყო
1783 წელს, თხუთმეტ წელს მოვიგებდით....
როცა გადიოდა იმპერატორის კაბინეტიდან, მისაღებში დაინახა მიხეილ გერასიმოვიჩი დონაუროვი და ივანე პავლოვიჩი კუტაისოვი, რომლებიც რაღაცაზე საუბრობდნენ სიცილ-კისკისით და როცა დაინახეს სერგეი ლაშკაროვი შეწყვიტეს საუბარი.
-რა გახალისებთ ასე, ჩვენო ბედკრულო საქართველოს შვილებო, საქართველო გაჭირვებაშია და თქვენ კი არც კი იცით რაში დახარჯოთ უქმად დრო,- და მალევე გაეცალა იქაურობას...
ლაშკაროვი დაბრუნდა თავის სამსახურში და ღრმად ჩაუფიქრდა ყოველივეს, რაზეც ესაუბრებოდა მას იმპერატორი. როგორც ჩანს, მას უნდა ეტვირთა ეს ისტორიული მისია - ქართველ გვირგვინოსნებს ზურგზე მოკიდებული ძნელად სატარებელი საკუთარი სამშობლოს მძიმე ტვირთის განთავისუფლებაში.
მან, როგორც გამოცდილი დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე სხვებზე უკეთ იცოდა, რომ ისტორიული ბედუკუღმართობისა და ჟამთა სიავის გამო მისი ტომის ხალხი უხსოვარი დროიდან მრავლად იყო და იბრძოდა სხვა ქვეყნების არმიებში, ამის ნათელი მაგალითი იყო მამლუქობა, ქართველები სპარსეთისა და ოსმალეთის სამხედრო სარბიელზე და რა საკვირველია უდიდეს როსიის იმპერიაში. ძალიან კარგად იცოდა ლაშკაროვმა, რუსეთის არმიის პირველიი გენერალ-ფელდცეიხმაისტერის, უფლისწულ ალექსანდრე არჩილის
ძის* ტრაგიკული ბედის შესახებაც...რუსეთის
ჯარში რომ მრავლად იყვნენ ქართველები, რა საკვირველია, ბევრ მათგანს
გვარები ჰქონდათ გადაკეთებული. ასეთი იყო რუსული სინამდვილე...
არასოდეს არ დაავიწყდება მას საუბარი დიდ ვაზირთან
ოსმალეთთან ბოლო ომის დროს,
როცა თავად პოტიომკინის, ხოლო
შემდგომ რეპნნინის* დავალებით რამოდენიმე ჯერ ზავის დადების
მიზნით შეხვდა დიდ ვაზირს ქოჯა იუსუფ ფაშას*
მის რეზიდენციაში, შუმლაში და იცოდა რა, რომ
ლაშკაროვი ეთნიკური ქართველი იყო, მიმართა მას ქართულ ენაზე. აი რა უთხრა
მას დიდვაზირმა:
-მე ძალიან კარგად ვიცი,
ვინ ხართ თქვენ, თქვენ ქართველი ხართ, ისევე როგორც მე, ჩვენ ორივენი არ
ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს და ძალიან ნუ გამოიდებთ თავს რუსების სამსახურში,
მადლობას მაინც არ გეტყვიან, არც მე
მეტყვიან... კარგად გამოგიყენებენ და
შემდეგ გადადგადებენ ისტორიის სანაგვეზე, იფიქრეთ იმაზე, თუ რას იტყვის თქვენზე
შთამომავლობა, ჩემზეც რა საკვირველია... ესაა მთავარი...მე თქვენზე უფროსი ვარ და
გამოცდილებაც უფრო მეტი მაქვს, დამიჯერეთ, მე ახლა სიმართლეს გეუბნებით როგორც ქართველი ქართველს
და არა როგორც მოწინააღმდეგე მოწინააღმდეგეს....
....ნუთუ მართლა სრულდება მამამისის და იმ მრავალი ქართველის სანუკვარი ოცნება? მათ უკვე ქართველებსაც კი აღარ დაარქმევ...აბა რა ქართველია კუტაისოვი, დონაუროვმა კიდევ რაღაცა იცის, მარა ვის უნდა ელაპარაკოს აქ თავის ენაზე, რაც იცის ისიც
ავიწყდება უკვე, მათ მშობლიური ენა ავიწყდებათ
უკვე, ჩემგან განსხვავებით....მამაჩემმა იზრუნა იმაზე რომ მე მცოდნოდა მშობლიური ენა....კუტაისოვზე
ვინ იზრუნებდა, როგორც ნივთი რომ უფეშქაშეს
ტახტის მემკვიდრეს?
.....გვიანი შუაღამე იყო, როცა კარებზე კაკუნი მოესმა.
-რომელი ხარ მანდ?
-ჩვენ ვართ -კუტაისოვი და დონაუროვი...
-რამ მოგიყვანათ ამ შუაღამეს ჩემთან, ხომ მშვიდობაა, მეგობრებო?
*ალექსანდრე ბაგრატიონი (იმერეტინსკი), უფლისწული (1674-1711),
არტილერიის გენერალ-ფელდცეიხმეისტერი (1700)
*ნიკოლოზ რეპნინი (1734-1801),რუსი დიპლომატი, გენერალ-ფელდმარშალი
(1796)
*ქოჯა იუსუფ ფაშა (1730-1800), ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე.
ორჯერ (1786-1789 წწ. და 1791-1792 წწ.) ეკავა დიდი ვეზირის თანამდებობა
-ვერ მოვისვენეთ...თქვენი სიტყვების შემდეგ...
-ა! მესმის..სინდისმა
შეგაწუხათ არა?
-შეიძლება ასეც იყოს, ჩემო ბატონო, მაგრამ ვერ ვისვენებთ,
რამე გაქვთ დასალევი?
-არა, ხომ იცით რომ არ ვსვამ საერთოდ, მაგრამ მაქვს ერთი ბოთლი კახური ღვინო, ბატონიშვილმა დავითმა მომართვა საჩუქრად, კარგი რამეა, ჩემმა მზემ...გასინჯეთ, ჩვენი სამშობლოდანაა.....
-სამშობლოდან... სადაა ჩვენი სამშობლო? მიხაილ ივანოვიჩი და თქვენ სერგეი ლაზარევიჩ, დაიბადეთ
აქ, რუსეთში და თქვენმა მშობლებმა იზრუნეს
იმაზე რომ შეგასწავლეს ქართული, მე კი დავიბადე საქართველოში, თქვენგან განსხვავებით, მაგრამ ათი წლის ბავშვი ვიყავი, როცა ტოტლებენის ჯარისკაცებმა გაანთავისუფლეს ქუთაისი თურქთა გარნიზონისგან....ქუთაისის ციხის შტურმისას დაიღუპა მამაჩემი, მე კიდევ რუსმა ჯარისკაცებმა გამათავისუფლეს და აქ ჩამომიყვანეს და უფეშქაშეს უფლისწულ პავლეს, როგორც ნივთი....და პავლემ თავის სახელზე ჩამწერა და გავხდი ივან პავლოვიჩი კუტაისოვი..მე ვინ მასწავლიდა
ქართულს, რუსული ვისწავლე და ის გახდა
ჩემთვის მშობლიური.....მას შემდეგ უკვე ოცდარვა წელია აქ ვცხოვრობ...რუსეთი იქცა ჩემთვის სამშობლოდ....
-კარგი, მე და დონაუროვი აქ დავიბადეთ და გავიზარდეთ და ოჯახიდან შევითვისეთ მშობლიური ენა, მარა შენ იქ დაბადებულსა და გაზრდილს, ნუთუ აზრადაც არ გქონია რომ გაქცეულიყავი და გეპოვნა შენი სოფელი, დედა, ძმები, დები?
-ძალზე პატარა ვიყავი, სერგეი ლაზარევიჩ, მომიტევეთ რა, მერე აქ რომ მოვხდი, შევეგუე ჩემს ბედს, ქართული სიტყვები რაც კი ვიცოდი ისიც დამავიწყდა, მარტო ,,დედა,, და ,,მამა,, მახსოვს დღემდე....ასეა ეს ცხოვრება..გვათამაშებს როგორც უნდა....ჰო ძალიან მაგარი ღვინოა, მომეწონა...სხვათა შორის იმპერატორმა გამახსენა მე, რომ ქართველი ხარო, როგორც
იაშვილიო და მალე მოგიწევსო ქართული ენის სწავლებაო, და რა ჰქონდა მხედველობაში, არ იცით?
-მეც ზუსტად ამ საკითხთან ვიყავი დაბარებული მასთან. ჩვენ დიდხანს ვილაპარაკეთ კავკასიაზე და კერძოდ საქართველოზე. იმპერატორს სურს აღადგინოს 1783 წლის ტრაქტატი და ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას დადებითად საქართველოს საკითხი, მითუმეტეს რომ ახლა არის ძალზე ხელსაყრელი მომენტი...უფლისწულებმა დაჭამეს ერთმანეთი, ყველას მეფობა სურს, ერეკლესნაირი მეფე საქართველოს აწი აღარ ეყოლება, გიორგი მეფედ არ ვარგია, ვერ უმკლავდება ვერც შინაურ და ვერც გარეულ მტრებს, ყველა მაგას ატყუებს....დედოფალ დარეჯანს უნდოდა ერთ ერთი თავისი შვილის გამეფება, იმიტომ რომ გიორგი ხომ მისი გერია და უნდა მთელი სამეფო სახლის ,,აღლუმის,, მთავარსარდლობა....
-ძალაუფლებიანი ქალბატონი ყოფილა,-ჩაილაპარაკა დონაუროვმა.
-სავსებით მართალი ბრძანდებით ჩემო ბატონო, ძალიან უყვარს ძალაუფლება....მე ვფიქრობ რომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ირაკლი თეიმურაზოვიჩი ვეღარ უმკლავდებოდა მის ასეთ ხასიათს და ამიტომაც ხელი ჰქონდა ჩაქნეული. რაც შეეხება გიორგი ირაკლიჩს, ბატონიშვილმა დავითმა მითხრა ამას წინათ რომ მამამისი ძალიან ავადაა, ყველაზე დიდი იცოცხლოს ერთი ან ორი წელი, არადა არაა ისეთ წლოვანებაში, სულ რაღაც 52 წლის კაცია, ჩემზე უმცროსია.. იმპერატორი მზადაა მიიღოს ამ ეტაპზე თავის მფარველობაში ქართლ-კახეთის სამეფო, პერსპექტივაში კი დანარჩენი საქართველოც, მხედველობაში აქვს დასავლეთი საქართველოც, რითაც ასრულდება ქართველთა საუკუნოვანი ოცნება -ერთიანი საქართველო ძლიერი მფარველის ქვეშ!
-ჩვენ ალბათ ვერ მოვესწრებით, მარა ჩვენი შთამომავლები იცხოვრებენ საქართველოში, მე ამისი ღრმა რწმენა მაქვს,-დასძინა სინანულით კუტაისოვმა,
-რატომ, კუტაისოვ, დონაუროვ,
სავსებით შესაძლებელია, აღვასრულოდ ჩვენი მშობლების
ოცნება, იმიტომ რომ მეფე გიორგიმ დაუბრუნა ჩვენს გვარს გორის მახლობლად საგვარეულო მამული, მე იმედს ვიტოვებ რომ ოდესღაც ჩავალ ჩემი წინაპრების მიწაზე და არც თქვენ არ უნდა დაკარგოთ ეს იმედი.
-წავედით აბა ეხლა ჩვენ.... დავიღალეთ ამდენი ემოციებით...ღვინო მოგვეწონა,
უთხარით ბატონიშვილ დავითს, ერთი ჩვენთვისაც ხომ არა აქვს, კარგი რამეა...კარგი გემო აქვს, თავის ტკივილმაც გაგვიარა, არა
მიხაილ ივანოვიჩ?
-კი მასეა,-მეამა ძალიან, კარგი ღვინოა.
-ხო, მართლა სერგეი ლაზარევიჩ, კვირას გეპატიჟებით თქვენ და ბატონიშვილ დავითს,
ჩემთან, მობრძანდით, ვიმუსაიფოთ.
-ვეცდები, ხომ იცით ჩემთვის შაბათი და კვირა არ არსებობს, მითუმეტეს ახლა,
როცა არ იცი, როდის დავჭირდები იმპერატორს....
განშორებისას ეს სამი წარმოშობით ქართველი ადამიანი
გადაეხვია ერთმანეთს და ვერც ერთმა ვერ შეიკავა ცრემლი თვალზე, სულ მალე მათი
მამების ოცნება ხორციელდებოდა.
.....იმ ღამეს ვერავინ ვერ დაიძინა, ვერც ლაშკაროვმა, ვერც კუთაისოვმა და ვერც დონაუროვმა. ძალზე ესიამოვნათ
ერთმანეთს ასეთი პირდაპირი და გულიანი
საუბარი თავიანთ სამშობლოზე და მის
მომავალზე, ამ რუსეთის სახელმწიფო
სამსახურის ,,კიბეზე,, დაწინაურებულ სამ
ქართველს, ჩვენი ბედკრული საქართველოს შვილებს.
თავი IV.
,,საქართველოს საქმეები,,
1799 წლის აპრილის ბოლო იდგა....ნამდვილი გაზაფხულის ამინდი იყო პეტერბურგში.
ლაშკაროვი თავის სამუშაო მაგიდასთან იჯდა
და შემოსულ კორესპონდენციას ეცნობოდა,
როცა კარებზე დააკაკუნეს.
-მობრძანდით.
კარის ზღრუბლზე იდგა კუტაისოვის მოახლე ვასილი.
-რა
არის ვასილი, ხომ მშვიდობაა?
-
გრაფმა მთხოვა ეს პაკეტი თქვენთვის გადმომეცა
სასწრაფოდ.
-კეთილი,
ვასილი მადლობა, თავისუფალი ხარ.
როგორც კი ვასილიმ გაიხურა კარი, ლაშკაროვი
მიუჯდა მაგიდას და სწრაფად გახსნა
პაკეტი. წერილში ეწერა შემდეგი:
,,ღრმად
პატივცემულო სერგეი ლაზარევიჩ! გთხოვთ ამ საღამოს მობრძანდეთ მადამ შევალიეს აპარტამენტებში,
და იქ გეტყვით დანარჩენს, დონაუროვიც ჩემთან იქნება, ცოტა წავიხემსოთ. პატივისცემით, თქვენი ივანე კუტაისოვი,,
ლაშკაროვი
საგონებელში ჩავარდა. ნეტავი რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ წერილში ვერ
დაწერა...ოხ, ეგეც მაგარი ვინმეა რა,
საღამომდე რა იცხოვრებს. ალბათ ძალზე კონფიდენციალური ინფორმაციაა და არ უნდა რომ ვინმემ სხვამ გაიგოს....მარა რა უნდა იყოს
ასეთი? რაღა გაეწყობა, საღამოც მალე მოვა,
მანამდე კიდევ დიდი დროა და წავიმუშავებ..
მუშაობაში
დრომ თვალის დახამხამებაში უცებ
გაირბინა.
ქუტაისოვი ცხოვრობდა თავის საყვარელთან, მადამ შევალიესთან*, რომელიც
თავის ფრანგულ დასთან ერთად იმყოფებოდა თეატრში და რომლის ბენეფისი უნდა
შემდგარიყო 30 აპრილს და ამიტომ თავისუფლად შეეძლოთ სჯა-ბაასი ნებისმიერ თემაზე.
.....და აი კუთაისოვის საყვარლის აპარტამენტებიც გამოჩნდა...კაცმა
უნდა თქვას, ბედი მაქვსო, კარგს ჭამს, კარგს სვამს, ქალებს იცვლის
ხელთათმანებივით, მეტი რა შერჩება ამ ქვეყნიდან...
-მოგესალმებით სერგეი ლაზარევიჩ!
-მიესალმა კიბეებზე მდგომმა
კუტაისოვმა,-მე და მიხაილ ივანოვიჩი
გელოდებით უკვე რა ხანია.
-ხომ იცით სახელმწიფო საქმეები მაქვს თავზე საყრელი და მომიტევეთ თუ ცოტა
შევყოვნდი,-თავი გაიმართლა ლაშკარიოვმა.
-ცოტა წავიხემსოთ, ასე არ ჯობია
მეგობრებო?-მიუგო დონაუროვმა
-ისე მე წახემსებას მეორე პლანზე
გადავიტანდი, ივან პავლოვიჩ, და დავიწყებდი იქიდან, რის გამოც ჩვენ აქ შევიყარით.
-როგორც ინებებთ. მოკლედ იმპერატორი ეს დღეები გენერალ-ფელდმარშალ ნიკოლაი სალტიკოვს, ამ სამოცი წლის კაცს არბენინებს თავისთან ქაღალდებით. დღეს დილას შედგა აუდიენც-კოლეგია
იმპერატორთან და იქნა მიღებული
გადაწყვეტილება, რომ საქართველოში მინისტრ-რეზიდენტად დაინიშნოს სასტატო
*მადამ შევალიე- ფრანგი მომღერალი, კუთაისოვის საყვარელი, მოგვიანებით
კი სავარაუდოდ იმპერატორ პავლე I საყვარელი.
მრჩეველი პეტრე კოვალენსკი* და გაიგზავნოს ეგერთა ერთი პოლკი, გენერალ-მაიორ ივანე ლაზარევის*
მეთაურობით. გადაწყვეტილება საბოლოოა, ასე განაცხადა იმპერატორმა..-სინანულით
მიუგო კუტაისოვმა.
-მეც ვიყავი ამ აუდიენციაზე, სერგეი
ლაზარევიჩ, როგორც სამეფო კარის მინისტრთა კაბინეთის მმართველი,-დაუმატა ივანე დონაუროვმა.
-მერე რაო სალტიკოვმა?-ირონიულად იკითხა
ლაშკაროვმა
-სალტიკოვი
უმტკიცებდა იმპერატორს, რომ საქმისთვის კარგი იქნებოდა
გაგვეთვალისწინებინა ტოტლებენის პერიოდი,
და მინისტრ-რეზიდენტად დანიშნულიყო რუსეთში
დაბადებული და აღზრდილი ქართველი, თუნდაც ლაშკაროვი, რომელიც საკმაოდ გამოცდილი დიპლომატია და ბრწყინვალედ გაართმევს თავსო და ეგერთა პოლკის მეთაურად დაინიშნოსო
ანალოგიურად ჩვენს ჯარში მომსახურე
ქართული წარმოშობის გენერალ-მაიორი პეტრე
ბაგრატიონიო*, რომელიც საკმაოდ სახელმოხვეჭილი
35 წლის გენერალიაო.
-მაგრამ იმპერატორი ვითომ ვირზე შეჯდაო.
კოვალენსკი დაინიშნებაო და მორჩაო,-მიუგო
დონაუროვმა.
-იყო კიდევ სხვა აზრებიც?-იკითხა ლაშკაროვმა.
-გამოითქვა
მოსაზრება, რომ სამეფო ტახტზე
დაისვასო პეტრე ბაგრატიონიო, მარა იმპერატორი მთლად გადაირია ამაზე, რას ქვიაო, ბაგრატიონი
დავსვათო, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოდ იმისთვისო, რომ სამეფო შეუერთოდ იმპერიასო გუბერნიის სახითო.
-როგორ გუბერნიის სახით? ეს ხომ ტრაქტატის
უხეში დარღვევააა? რას ამბობ დონაუროვ? L'Empire russe vient d'effectuer son
expansion vis-à-vis de la Pologne, et maintenant il veut faire de même
vis-à-vis du royaume Kartli-Kakhétie. *- გაიკვირვა ლაშკაროვმა
-სალტიკოვმა
უთხრა, თუ თქვენ გადაგიწყვეტიათო
ეს ორი კანდიდატურაო, მაშინ ჩვენ აქ რისთვის ვართო ამ აუდიენციაზეო? წესიაო
ასეთიო, უპასუხა იმპერატორმა.
-დასანანია რომ ასე მოხდა ყველაფერი. რას
გააკეთებენ იქ კოვალენსკი და ლაზარევი? არც ერთმა და არც მეორემ არ იციან რეგიონი,
არასოდეს იქ არ ყოფილან, ქართული ენა
მაგათმა არ იციან, ქვეყნის
წეს-ჩვეულებები არ იციან. ძაან გაუჭირდებათ იქ მუშაობა. შეიძლება საერთოდ
გააფუჭონ იქ საქმე,-დასძინა ლაშკარ ოვმა.
-კი მაგრამ, საიდან მოიყვანეს ეს
კოვალენსკი?-იკითხა დონაუროვმა
-რუსეთის რწმუნებულად იყო მურთაზა
ყული-ხანთან* 1796 წელს, აქვს პოლკოვნიკის ჩინი, მერე გადავიდა სამოქალაქო
უწყებაში.
-ლაზარევი ღა საიდან მოათრიეს?-ვერ შეიკავა თავი დონაუროვმა.
*კოვალენსკი პეტრე (1766-1827), რუსეთის ელჩი და მინისტრი ქართლ - კახეთის
სამეფოში, შემდეგ „საქართველოს მმართველი”.
*ლაზარევი ივანე (1763-1803),რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1798),
მოკლა დედოფალმა მარიამმა (1768-1850),
*ბაგრატიონი პეტრე (1765-1812),ინფანტერიის გენერალი
* (ფრ.) რუსეთის
იმპერიამ ახლახან განახორციელა ექსპანსია პოლონეთთან მიმართებაში, ახლა კი იგივე
უნდა გააკეთოს ქართლ-კახეთის სამეფოსთან მიმართებაში.
*მურთაზა ყული-ხანი (1755-1800),სპარსეთის პრინცი, აღა მახმად ხანის ძმა.
-არაა სამართალი ქვეყანაზე, მე მთელი გულით და
სულით მზად ვიყავი ჩვენი საქართველოსათვის
დავხარჯულიყავი, არ მოველოდი ნიკოლაი სალტიკოვისგან ჩემს ასეთ დახასიათებას, მადლობის მეტი რა
მეთქმის, მე ის წარმომედგინა ყოველთვის ხეპრე და გაუნათლებელ ადამიანად, მაგრამ
შევცდი....არაუშავს, მე
აუცილებლად ვიძიებ შურს, როგორ და რანაირად,
ეს მე ვიცი...ეხლა მაპატიეთ წახემსების
ხასიათზე ნამდვილად არ ვარ, მომიტევეთ
მეგობრებო, ახლა თქვენის ნებართვით დაგტოვებთ.
........... იმავე 1799 წლის 16 დეკემბერს
ივანე დონაუროვმა (ამ გარუსებულმა ქართველმა), ქართლ-კახეთის სამეფოს
საქმეებში რუსეთის უხეში ჩარევის გამო, პროტესტის
ნიშნად დატოვა მინისტრათა კაბინეტის მმართველის თანამდებობა.
ივანე კუტაისოვმა, მანაც თავისებური შური იძია, 1801 წლის 11 მარტის წინა ღამეს
მან მიიღო წერილი-გაფრთხილება, მაგრამ არ
გახსნა პაკეტი, რითაც დაღუპა
იმპერატორი.
ლაშკაროვმა კი შეასრულა
დანაპირები, ოღონდ ცოტა მოგვიანებით, 1807
წელს როცა მოაწერა ოსმალეთის იმპერიასთან
ხელი ისეთ შეთანხმებაზე, რომელიც ლახავდა რუსეთის სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
ასეთები იყვნენ მაშინდელი ქართველები, თუნდაც გარუსებულები, რადგან მათ
ძარღვებში ჩქეფდა ქართული სისხლი, მათ არ ჰქონდათ დაკარგული საქართველოსადმი
უდიდესი სიყვარულის გრძნობა, რომელიც მათ მოსდევდათ მამა-პაპათაგან.
……გიორგის გამეფების შემდეგ სამეფოში მდგომარეობა უფრო გართულდა, გახშირდა ჩრდილოკავკასიელების თავდასხმები, ამავე დროს მეფეს დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა თავის ძმებთან, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, რომ მძიმედ ავადმყოფი გიორგი XII გარდაცვალების შემდეგ მეფეები ისინი გამხდარიყვნენ და არა გიორგის უფროსი ვაჟი, უფლისწული დავითი. სამეფოში შექმნილი მძიმე მდგომარეობით ისარგებლა რუსეთის ხელისუფლებამ და 1799 წელს საქართველოში სამხედრო კონტიგენტი შემოიყვანა გენერალ ლაზარევის მეთაურობით, რომელსაც დაევალა ანექსიისთვის პირობების მომზადება, ოფიციალურად კი ეს სამხედრო კონტიგენტი რუსეთის ხელისუფლებამ გეორგიევსკის ტრქტატის პირობების შესასრულებლად შემოიყვანა (აღსანიშნავია, რომ რუსეთს აქამდე არაერთხელ ჰქონდა ტრაქტატი დარღვეული).
1799 წლის 26 აპრილს იმპერატორმა პავლე I მოაწერა ხელი უმაღლეს რესკრიპტს, რომლის ძალითაც ქართლ-კახეთის სამეფო კარზე მინისტრ-რეზიდენტად დაინიშნა სასტატო მრჩეველი პეტრე კოვალენსკი, რომელიც საკმაოდ გამოცდილი დიპლომატი იყო, მსახურობდა ჯარში, ჰქონდა პოლკოვნიკის ჩინი. ერთხანს მსახურპბდა რეზიდენტად მურთუზა ყული ხანთანაც კი.
იმავე წლის მაისში კოვალენსკი დაიძრა პეტერბურგიდან ,,კავკასზკი ლინიაზე,, და უკვე ივლისის ბოლოს იყო ჩრდილო კავკასიაში, სადგურ ნაურსკაიაში.
,,კავკაზსკი ლინიის,, უფროსად იყო დანიშნული გენერალ-ლეიტენანტი კარლ კნორინგი, რომელსაც უნდა უზრუნველჰყო კოვალენსკის და მასთან ერთად საქართველოში გამოგზავნილი ეგერთა პოლკის გადაადგილება.
-მოგესალმებით კარლ ფიოდოროვიჩ ,,კავკასიის ხაზზე,,! როგორ გიკითხოთ, ხომ ხართ მხნეთ?
-ღმერთის წყალობით პიოტრ ივანოვიჩ, მადლობთ? ხომ არ დაგღალათ ამხელა გზამ ?
-დიდი საქმეები გველის წინ, კარლ ფიოდოროვიჩ, დაღლის დრო არ გვაქვს...იმპერატორის რწმუნებით მე დავინიშნე მინისტრ-რეზიდენტად ქართლ-კახეთის სამეფო კარზე, ინებეთ რწმუნების სიგელი,-და გაუწოდა გენერალს პაკეტი.
-ვშიშობ ჩემო ბატონო, რომ შეფერხება მოგიწევთ რაღაცა ხანს, იმიტომ რომ გზა არის შესაკეთებელი და ჯარისთვის პროვიანტი ჯერ არ არის... თქვენ ჯერ მოისვენეთ, წამობრძანდით და გაუძღვა კოვალენსკის წინ.
არ მოელოდა კოვალენსკი ასეთ ვითარებას, მაგრამ რა ექნა, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და 23 ივლისს მისწერა წერილი იმპერატორს ამის შესახებ.
პეტრე კოვალენსკის გამოატანა იმპერატორმა პავლემ დამამტკიცებელი სიგელი მეფე გიორგის სახელზე. სიგელი იყო დაწერილი 1799 წლის 18 აპრილს.
იმპერატორი პავლე იწერებოდა:
„მივიღე რა მადლობით თქვენი თხოვნა, ტრაქტატის მესამე მუხლის ძალით
გამტკიცებთ დღეს თქვენ ქართლ-კახეთის მეფედ და ძესა თქვენსა დავითს თქვენდა
მემკვიდრედ თქვენს შემდეგ“.
მე-17 ეგერთა პოლკი ლაზარევის ბრძანებისამებრ მზად იყო საქართველოში
წამოსასვლელად, თან უნდა გამოჰყოლოდა თვით კოვალენსკიც, რომელსაც
უნდა წამოეღო პავლე იმპერატორის მიერ გამოტანებული საჩუქრები.
დასასრულს, 1799
წლის 19 ოქტომბერს, კნორრინგმა კვლავ ინახულა
ხსენებული პოლკი, კმაყოფილი დარჩა და მეორე
დღისათვის ბრძანება მისცა გადმოელახა
მდინარე თერგი და გზას შედგომოდა. მეორე დღეს, ბრძანებისამებრ, პოლკი თავისი ადგილიდან დაიძრა, წამოვიდა ტფილისისაკენ.
კნორრინგმა მისცა დარიგება ლაზარევს, როგორ უნდა
მოიქცეს და, სხვათა შორის, აუწყა უმაღლესი ბრძანება:
„ლაზარევის პოლკი, მივა თუ არა ტფილისში, მეფე
გიორგის იმისთანა
პატივით უნდა შეეგებოს როგორც წესდებით მე, იმპერატორს, მეკუთვნის,
იმავე წესით სასახლის მცველნი დაუყენოს. მეფის გვირგვინის კურთხევის დღეს პოლკი სააღლუმოდ
განწყობილ იქნას და ბატალიონებად დამწკრივებულ. როცა მეფე გიორგი შევა ეკლესიაში და
გამოვა, ჯარმა შესაფერი პატივი მისცეს“.
დიდი წვალება გამოიარა რუსის ჯარმა, როცა კავკასიის
მთებში შემოდგა ფეხი. ვიწრო აღმართ-დაღმართები, თოვლი და ყინვა, გაფუჭებული გზები,
ზოგან სურსათის ნაკლებობა,— ყოველივე ეს ერთად, აბრკოლებდა ჯარის მოძრაობას. ზარბაზნები
და სხვა არტილერიის კუთვნილებანი ზოგან ხელდახელ და ზურგით გადმოჰქონდათ ჯარისკაცებს,
რადგანაც სხვანაირად ვერ ხერხდებოდა. როგორც იყო, ჯარმა ყოველ დაბრკოლებას სძლია, გადმოიარა
მთები და გადმოხედა არაგვის ხეობის დაბლობებს. აქ ჯარს მიეგება ბატონიშვილი ვახტანგი,
მიაგება 80 უღელი ხარ-კამეჩი, გამომცხვარი პური და სხვა სურსათი, ტფილისამდე გზა-და-გზა
სხვადასხვა ადგილას 50 საპალნის საზიდი ცხენი მოუმზადა.
(მიუხედავად ამისა, ვახტანგმა რუსებზე გული მალევე
აიცრუა და იმპერიის მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადავიდა. იგი ოპოზიციაში ედგა საკუთარ
ნახევარ-ძმას, მეფე გიორგი XII-ს. თავის ძმებთან ერთად ცდილობდა მეფის ჩამოგდებას და
იულონ ბატონიშვილის გამეფებას, მაგრამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია).
ამ სახით იარა ჯარმა 36 დღე და როგორც იყო მოუახლოვდა ტფილისსა. ტფილისი სათანადობ შეხვდა ჯარს და მიეგება მას.
ჯარს მოელოდნენ ტფილისში 26 ნოემბერს. მთელი ქალაქი ზეიმობდა რუსული ჯარის შემოსვლას.
მეფე გიორგიც მიეგება რუსებს თავისი ამალით, თან ახლდნენ:
მემკვიდრე დავით ბატონიშვილი, სხვა ბატონიშვილები, გამოჩენილი მოხელენი საერონი და სამღვდელოებისანი და მთელი დიდკაცობა ტფილისისა. ქალაქის ბანიანი სახლები მოიჭედა დიდითა და პატარითა, ქალით და კაცით, და მოუთმენლად ელოდებოდა ჯარს, ვითარცა ქვეყნის მხსნელს, მშვიდობიანობისა და მოსვენების მომავლინებელსა.
ბოლოს მოვიდა ჯარიც. მეფე გიორგი თვითონ წარმოუძღვა წინ და შემოიყვანა ტფილისში.
სიხარულის კიჟინა ხალხისა, ზარბაზნის სროლა, ზარების რეკა ერთს დიდს ყოფას და ამბავს წარმოადგენდა.
კოვალენსკიმ ამრიგად აუწყა კნორინგს რუსის ჯარის შემოსვლა ტფილისში:
„ჯარი, დასასრულ, მოვიდა ტფილისს; მოსვლისას იგი წარმოადგენდა სასიამოვნო სანახავსა თავისის წყობითა და წეს-რიგიანობითა. სამის ვერსტის მანძილზე დიდის ყოფით მოეგებნენ ჯარს, იმ წესით, როგორაც წინათვე დავაწყეთ მისმა უმაღლესობამ მეფე გიორგიმ და მე. მეფე მთელის თავისის წარჩინებულ საერო და სამღვდელო დიდკაცობით მიეგება ჯარს. სახლის ბანები სულ მთლად სავსე იყო თეთრ-ჩადრიან ქალებითა, კაცს ეგონებოდა მთელ ქალაქში მოფენილია კარვები ბანაკისაო. ზარბაზნის სროლა, ზარების რეკა ამ დღესასწაულს აძლიერებდა, და სიხარულის კიჟინა ერისა, მოძრაობა და თვით ცრემლნი, ნამეტნავად დედაკაცობისა, აგვირგვინებდა იმ ტკბილად საგრძნობელ სურათსა და უტყუარს ერთგულებას ჩვენდამი ერისას“.
მეფე გიორგიმ, გახარებულმა — რომ სასურველი აუსრულდა, ყოველივე ღონისძიება იხმარა, რომ ჯარი კარგად დაებინავებინა და სურსათი საკმაო და რიგიანი ჰქონოდა. შემოსვლის მეორეს დღესვე ჯარს გაუგზავნა 600 ლიტრა (150 ვედრა) მაჭარის ღვინო და 80 ცალი ხმელი თევზი, გარდა ამისა, რაც ულუფად განწესებული იყო. ოფიცრებს სადგომად თავისი სასახლე უთავაზა, ხოლო ოფიცრებმა არ ინდომეს მეფის შეწუხება და დიდი მადლობა გადაუხადეს ამისთანა გულმტკივნეულ თავაზიანობისათვის,,
ასე შემოვიდა რუსის ჯარი ტფილისში. სასოწარკვეთილმა მეფემ და ერმა ძლივს ნუგეშით და იმედით გაიცოცხლა გული. მეფის კარიდან დაწყებული უკანასკნელ ქოხამდე სიხარულმა გაშალა თავისი სანატრელი ფრთა, სიხარულმა ხსნისა და ნუგეშისა.
დიდი ხანია საქართველოს ამისთანა ბრწყინვალე დღე აღარ ენახა. ყველას, დიდიდან პატარამდე, ქალით კაცამდე, გული აევსო იმ სანატრელ იმედითა, რომ რუსის მხედრობის დაბინავება საქართველოში, საქართველოს მოუვლენს იმ მშვიდობიანობას, იმ მოსვენებას, იმ პატრონობასა და მფარველობას, იმ ბედნიერ და უტკივრად შინაურ ცხოვრებას, რომელთათვისაც ამდენს საუკუნეების განმავლობაში ასე თავგამეტებით, ასე თავდადებით იბრძოდა საქართველოს შვილი და თავისი სისხლით რწყავდა ყოველს კუთხეს თავისი ქვეყნისა. ამ ღირსსახსოვარ დღიდან საქართველომ მშვიდობიანობა მოიპოვა.
შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაუფანტა. დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღლილი ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დაცხრა ომისა და ბრძოლისაგან. დადუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრისა ხელით მოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლ შვილებზე, გაქრა ცეცხლი, რომელიც წვავდა და ბუგავდა ჩვენს მამა-პაპათა ბინას, ჩვენს საცხოვრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრადღა დაგვრჩა.
დაუდგა ახალი ხანა, ხანა მოსვენებული, უშიშარი ცხოვრებისა, სისხლდანთხეულ და ქრისტეს ჯვრისათვის ჯვარცმულ საქართველოს, რომელიც ღმერთმა სააქაო სამოთხედ გაუჩინა ადამიანს და კინაღამ ერთ დიდ სასაფლაოდ არ გადაექცათ მის თავდადებულ შვილებს, რომელნიც უმწედ, უნუგეშოდ, ყველასაგან შორს, მარტოდ-მარტო იხოცებოდნენ ქრისტეს სარწმუნეობის სადიდებლად და თავისი ვინაობის გადასარჩენად.
დაიდო საზღვარი მშვიდობისმყოფელ ცხოვრებისა და ეს დღე, 1799 წლის 26 ნოემბერი კვლავ სასოება გაღვიძებული მეფე და ერი, გულწრფელად მიენდო თავის მომავალს , დიდი რუსეთის მფარველობის იმედით და ნუგეშით ფრთაშესხმული.
თავი V.
,,მარტიროზას ამბები,,
.....თავისი სახლის აივანზე იჯდნენ დიმიტრი და
დავითი და ახლო მდებარე სახლების მეზობლები
და გაიძვერა მარტიროზაც კი, ყველა ზეიმობდა,
გიორგი ეზოში იყო და თავს დასტრიალებდა ,,კახელოს,,
-ეჰ, ნეტავი ერეკლე მოსწრებულიყო ამ ამბავს...არ
დასცალდა....-ჩაილაპარაკა თავისთვის დიმიტრიმ.
-რა თქვი?-მიუგო დავითმა
-იმას ვიძახი, დავით, რომა არ დასცალდა პატარა
კახის, ვერ მოესწრო თავისი ერის გახარებას, ხომ გეუბნებოდი, რომ რუსეთი ერთმორწმუნე ერია და როსიის მეფე თავის სიტყვას შეასრულებსო, შენ კიდევ ყოყმანობდი,
არ მიჯერებდი, ვინ იყო მართალი, მე თუ შენ?
-რუსეთი აქ იმიტომ შემოვიდა, რომ არ შემოსულიყო
ოსმალო ან სპარსი.
-და მერე
რა არის ამაში ცუდი, მე მირჩევნია ერთმორწმუნემ
დამიცვას, ვიდრე ურჯულომ, დაგავიწყდა რას აკეთებდნენ, რამდენი შემოსევა ახსოვს ჩვენს
დატანჯულ სამშობლოს.....
-ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ მოიქცევა მომავალში
რუსეთის მეფე ჩვენთან მიმართებაში, ეხლა ასე იქცევა, ხვალ რას იზამს, არავინ იცის....
-ურჯულოებზე უარესნი ნაღდად არ იქნებიან, ერთმორწმუნე ქრისტიანები არიან
რაც არ უნდა იყოს....
1798 წლის 5 დეკემბერს ქართლ-კახეთის მეფის აუდიენც-დარბაზში მოხდა მინისტრ
პეტრე კოვალენსკის მიერ გიორგი XII რწმუნების სიგელის გადაცემა და გიორგი XII მიერ ეკლესიაში დადებული ფიცი რუსეთის იმპერატორისთვის ერთგულებაზე. მეფემ მიიღო მოლოცვები
აგრეთვე გამჯის, შუშის და ახალციხის ფაშებისგან.
ფიცის დადების შემდეგ დადგა
ჯერი ზარბაზნების გრუხუნისა, მთელი
დღის მანძიზე ზარებს რეკავდნენ ტფილისის ეკლესიის ზარები,ხ ალხი ხარობდა, რაღაცა განსაკუთრებული
ამბავი ხდებოდა მათ თავებს, და არა მარტო, ამას გრძნობდა ტფილისის მთელი მოსახლეობაც,
ერიც და ბერიც, ჰაერიც რაღაცა განსაკუთრებული
სუნით იყო გაჟღენთილი, თითქოს მიანიშნებდა
რომ რაღაც ახალს და უჩვეულოს უნდა შეეგუოს
ტფილისი და ზოგადად ქართლ-კახეთის სამეფოს
მოსახლეობა.
ახლა გიორგი XII ზურგს უმაგრებდა რუსეთის იმპერიის ორი მოხელე
- სამოქალაქო საქმეებში მინისტრი, სასტატო მრჩეველი პეტრე კოვალენსკი და სამხედრო საქმეებში, გენერალ-მაიორი ივანე ლაზარევი.
ასეთი დიდი სიხარულით იწურებოდა 1798 წელი, სულ
რაღაც ორ წელიწადში შემოაღებდა კარს ახალი XIX საუკუნე, როგორი იქნებოდა ის საქართველოსთვის, ამაზე ზედმიწევნით ზუსტად არავინ ჯერ არ იცოდა.....
შებინდებული იყო, როცა დიმიტრის ხმა მოესმა ეზოდან:
-დიმიტრი! შინა ხარ?
-რომელი ხარ მანდა?
-მე ვარ , დავითი!
-გიორგი სადაა?
რუსის
ჯარისკაცებთანაა მთელი დღეები გადაკარგული, რუსულ წერა-კითხვას ასწავლიან, ეს
კი ქართულს ასწავლის.
-ჭაჭა თუ წაიღო, მაგათ ღვინოზე უფრო ჭაჭა უყვართ.
-ალბათ წაიღო, არ შეეშლება ეს საკითხი მას, ხომ
იცი რა ყაჩაღია.
-ამო,
ნარდი გავაგოროთ, ამასობაში გიორგიც მოვა.
ამის თქმა იყო და, დიმიტრიმ დაინახა, როგორ ამოდიოდა დარეჯანის სასახლის გვერდით ამავალ ვიწრო აღმართზე გიორგი კალათით ხელში და გვერდით მოყვებოდა ....დავითის მოახლე გოგო ლელა.
-აბა ეხლა
გვითხარი, რა დაიჭირე?
-მტკვრის
ცოცხალია, ბატონო სულ ახლახანსაა დაჭერილი.
-ამ თევზზე
არ გეუბნები, გიორგი, მე ორფეხა თევზზე გეკითხები!
ბიჭი გაწითლდა, ენა წაერთვა, ვერაფერი ვერ მოიფიქრა და
თქვა:
-ჩვენი
მეზობლის გოგოა, მოახლეთ მუშაობს.
-და ვინაა
მისი ბატონი, არ იცი?-მიუგო დავითმა
-არ ვიცი
ბატონო, საიდან უნდა ვიცოდე.
-ხოდა
ეხლა გეცოდინება, ეს გოგო ჩემი მოახლეა, კაი ბალღია, ჩვენებურია, არ აწყენინო,
თორემ საქმე ჩემთან გექნება.
-არა ბატონო,
ცუდი არაფერი მიკადრებია.
-ხოდა
ძალიან კარგი, კარგად თუ მოიქცევით, ერთი კარგადაც მოვილხინოთ, გამრავლდით და გაიხარეთ,
ჩვენც მეტი რა გვინდა რა, არა ჩემო დიმიტრი?
-ასეა,
ჩემო დავით, მოყვრები გავხდებით, ვანო პაპაც გაიხარებს ამ სიბერეში.
სანამ კაცები ნარდს თამაშობდნენ, გიორგიმ სუფრა გაშალა.
-გიორგი,
შვილო, ერთი იმ ოხერს დაუძახე, ჩვენი მეზობელი
მარტიროზა რო არი, მაინც მეზობელია
და საჭირო კაცია, ხარაზების ოსტატია და შენი
უფროსია, ლუკმა პურს მაგის მეშვეობით შოულობ, მიდი მიდი, ახალ ამბებსაც გავიგებთ,
მაგი რო დალევს, ენა ეხსნება და ბევრ ისეთ რამეს ამბობს, რაც არ შეიძლება.
გიორგი უმალვე გავარდა
ეზოში და ათი წუთის შემდეგ მოვიდა.
-რაო?
რა გითხრა?-იკითხა დიმიტრიმ.
-ხუთ წუთში
მოვალო,-მიუგო გიორგიმ, და მართლაც დიდი დრო
არ გასულა და კარების ნაცნობი ჭრიალი მოესმათ
ეზოდან. ფანჯრიდან დაინახეს როგორ შემოვიდა
ეზოში კოჭლი მარტიროზა.
-ო! მეზობელო
კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო!- მიესალმა დიმიტრი
-ძალიან
გამარჯობათ! თქვენი პურისა ჭამისა იყოს.
-მობრძანდით ბატონო მარტიროზა, აგერ დაბრძანდით, რას მიირთმევთ,
ჭაჭას თუ ღვინოს?-თვალი ჩაუკრა დიმიტრიმ დავითს.
-ღვინო
მირჩევნია, მიტო ჯან, ღვინოს მოვყავარ, ჭაჭას
მივყავარ....რა ვქნა დავბერდი, სულ
ჯეელი ხომ არ ვიქნები ჰა, თქვენსავით, ეჰ რა ბიჭი ვიყავი ჯეელობაში რო იცოდეთ....ერთხელ
ბიძაჩემმა აქოფამ, მეფისა ჩვენისა ჰერეკლესა სოვდაგარი იყო წამიყოლია სპარსეთში, ისპაანში
ვახ რა გოგო ჩავიგორე კალთაში, ვახ მე, ისეთი
გოგო იყო, ძუძუს თავები როგორც ყურძნის
თავები ქონდა, ვახ რა მიქნა....არა მეც უქენი,
მარა ჩვენ ერთად ვქენით რაც ვქენით, გიორგი შენა შვილო რამდენი წლისა ხარ?
-ოცისა შევსრულდი,-მიუგო
ბიჭმა
-ხოდა,
აი მეცა ამდენისა ვიყავ მაშინ, იმისთანა გოგო
იმის მერე არ შამხვედრია....
-კაი ბატონო,
მოგონებანი გარდასულ დღეთა კარგია, მარა დავბრუნდეთ დღევანდელობაში ბატონო ჩემო, დაილოცეთ,
დალოცეთ ეს ჭერი.
მარტიროზამ დაილოცა ქართულად და სომხურად და გადაჰკრა
ღვინო. სამ ჭიქაში უკვე ქინძი მოწყდა
და ენაც გაეხსნა....
-რაო მარტიროზა,
რას იძახიან, რა ხდებაო სამეფო კარზეო?- ჩააცივდა დიმიტრი.
-იძახიან
რომა, რუსის ჯარს შენახვა უნდაო, მარა პრავიანტი და ფურაჟი არ ყოფნითო, მეფე კიდევა იძახის რომა ამას მე არ უნდა ვაკეთებდეო და გადაანაწილა ყფლისწულებზე...იძახიან კიდევ რომა, თუ ასე გაგრძელდებაო
და რუსის ჯარს მეფე ვერ შეინახავსო, მაშინო
ლაზარევიო წერილს მისწერსო როსიის მეფესო და
შეიძლება პოლკი უკან გააბრუნონო....კიდევ დავლევ რა, ისეთი გემო აქ, როგორც იმ გოგოს
ძუძუებს ქონდა, ვახ რა ძუძუები ქონდა, აუფ...
-ძუძუებს
თავი გაანებე მარტიროზა, თორემ შენსა ვართუშას ყველაფერს ვეტყვით,-უთხრა დავითმა და გადაიხარხარა.
-კიდევ
რა ხდებაო?-არ ეშვებოდა დიმიტრი
-რა და,
ბატონიშვილი ალექსანდრე გიორგის მოწინააღმდეგეთა
ბანაკში გადაბარგდაო და აჯანყებას აწყობსო, ბაბა-ხანთან გაიქცა სპარსეთშიო,
კიდევა ღენერალ ლაზარევს უთქვამს გიორგისთვის
რომა თუ არ მოუვლით პოლკსაო, მაშინ მას დაკარგავთო....
-ეჰ, მოდით
ჩემო კეთილო მეგობრებო, ერთი კარგი ლექსი უნდა გითხრათ, ჩემი არაა, ჩვენი საათ ნავას* დაწერილია, ერეკლეს კარის მგოსანი იყო, აღას ჯარისკაცებმა მოკლეს ბოლო შემოსევის დროს, აფსუს რა ლექსებს წერდაა.....
შუაღამის ვარსკვლავივით ცაში ხარ,
ლალის ვარდო, ყანაში ხარ, მკაში ხარ!
გაზაფხულის იასავით მთაში ხარ,
სანთური ხარ, ქამანჩა ხარ, ტაში ხარ,
ზღვის პირველი ჯეირანი, რაში ხარ!
განა შენა არ გყოლია მოძღვარი?
რაზედ მოჰკალ ჩემისთანა საპყარი,
წამლისათვის მითხრეს შენი ჯადვარი,
შენსა სახეს ვერ გადმოსწერს მხატვარი,
ინდოეთის ყალამის ნაყაში ხარ...
-მარტიროზა, როგორი ბიჭია ჩვენი გიორგი, ხომ არ
გაბრაზებს?
-არა,
კარგი ჯეელია, ეხლა მითხრა რომა რუსულის წერა-კითხვას
ასწავლიან ჯარისკაცები, გამოადგება ცხოვრებაში,
და მერე ვნახოთ, მე რუსეთში კაცი მყავს, იქნებ
სამხედრო სამსახურში ჩავაყენოთ, იქნებ ღენერალი გახდეს, რა იცი...ცხოვრება თამაშია,
მააშ....თქვენთან ჯდომა კარგია, მარა დავიღალე...
-გიორგი მიიყვანე პატივცემული მარტიროზა სახლამდე,
თორემ ამ სიბერეში კიდევ გაუხვევს ვინმე ძუძუებიან ქალბატონთან და მერე ვართუშა ცოდო არ იქნება?
*საიათ ნავა (1712-1795) - საქართველოში მოღვაწე ეთნიკურად
სომეხი პოეტი, აშუღი, მომღერალი.
და მეგობრები ჩაბჟირდნენ სიცილ-კისკისში.
როგორც კი დაბრუნდა გიორგი სახლში, მეგობრებმა დაიწყეს მიღებულ ამბებზე სჯა-ბაასი.
-მე რას
გეუბნებოდი, არ გახსოვს, შენ კიდევა, ქრისტიანი, ერთმორწმუნე ერია და ჩვენ დასაცავად
მოდიან. დაიმახსოვრე, ისე როგორც ძველ დროს ოსმალოს და სპარსეთს, ასევეა ეხლაც -რუსეთს თავისი საქმე აქვს აქ გასაკეთებელი და იყენებს თავის
ერთმორწმუნეობას. არა და შენი და ჩემი ლამაზი თვალებისთვის შემოიყვანა ერთი პოლკი? ძნელი დრო დაუდგა ქართლ-კახეთს.. შენ კიდევ არ მიჯერებდი...-თქვა
დიმიტრიმ.
-ვინ წარმოიდგენდა, რომ მოვლენები ასე წარიმართებოდა,-მიუგო
დავითმა და ჩაფიქრდა....
მეგობრების
ვარაუდი სულ მალე გამართლდა. ყველაფერი ზუსტად ისე წარიმართა, როგორც ისინი იძახდნენ.
გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა მეფე გიორგიმ რუსეთის
მთავრობის უფრო დასაინტერესებლად 1799 წლის 7 სექტემბრის გეორგიევსკის ტრაქტატის შესწორება
ითხოვა — ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის ქვეშევრდომობაში შედიოდა, იგი როგორც საგარეო,
ისე საშინაო საქმეებში რუსეთის მთავრობის მორჩილი იქნებოდა, ოღონდ გიორგისა და მის
მემკვიდრეებს მეფის წოდება უნდა შეენარჩუნებინათ.
მაგრამ რუსეთის ჯარის საქართველოში შემოსვლამ
(1799 წლის 26 ნოემბერი) ვერ გამოაკეთა ქართლ-კახეთის შერყეული სახელმწიფოებრივი მდგომარეობა.
ასეთ ვითარებაში გიორგი XII დათანხმდა შეეზღუდათ 1783 წლის ტრაქტატით გათვალისწინებული
მეფის უფლებანი. რუსეთის მთავრობა ხედავდა ქართლ-კახეთის სამეფოში შექმნილ კრიტიკულ
მდგომარეობას და ამ სამეფოს სრული გაუქმებისათვის ხელსაყრელ მომენტს ელოდა.
,,საბოლოო ვერდიქტი,,
1800 წელს რუსეთის ხელისუფლება განსაკუთრებით
გააქტიურდა, იმპერატორმა პავლე I გადაწყვიტა ესარგებლა შექმნილი რთული მდგომარეობით
ქართლ-კახეთის სამეფოში და მოეხდინა მისი ანექსია, მითუმეტეს, რომ მეფე გიორგი XII
ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა.
ამის საფუძველზე ქართველ ელჩებმა — გ. ჭავჭავაძემ*, გ. ავალიშვილმა
და ე. ფალავანდიშვილმა — 1800 წლის 24 ივნისს რუსეთის მთავრობას წარუდგინეს ნოტა ახალი
ხელშეკრულების საფუძვლების შესახებ.
28 სექტემბერს საქართველოში შემოვიდა რუსეთის
არმიის კიდევ ერთი პოლკი, გენერალ-მაიორ გულიაკოვის* მეთაურობით იმავე წლის 7 ნოემბერს
ქართლ-კახეთის და რუსეთის გაერთიანებულმა ლაშქარმა ნიახურის ველზე დაამარცხა ხუნძახის
ხანი ომარი.
დაღესტნელ ფეოდალთა ეს ლაშქრობა დაკავშირებული
იყო ირანის გამგებლის ბაბა-ხანის სამხედრო აქციასთან. ბაბა-ხანი ალექსანდრე ბატონიშვილთან
(ერეკლე II-ის ძე) ერთად ცდილობდა ქართლ-კახეთის სამეფოს ჩამოშორებას რუსეთისაგან.
გეგმის მიხედვით, დაღესტნელებსა და ყიზილბაშებს ტფილისისათვის ორი მხრიდან უნდა შეეტიათ,
მაგრამ შინაარეულობამ ირანში და შაჰის ახალმა პოლიტიკურმა მოსაზრებამ ხელი შეუშალა
ამ გეგმის განხორციელებას: საქართველოს საზღვართან დაბანაკებული სპარსელთა ლაშქარი,
რომელსაც ტახტის ახალგაზრდა მემკვიდრე აბას-მირზა* მეთაურობდა, აიყარა და ირანს დაბრუნდა.
დასახული მიზნის შესრულება ძირითადად მხოლოდ ომარ-ხანის 20 ათასიან ლაშქარს დაეკისრა.
კახეთში, სადაც მოსალოდნელი იყო დაღესტნელთა შემოსევა, ჩამოყალიბდა ქიზიყელ მოხალისეთა
რაზმი, რომელსაც იოანე და ბაგრატ ბატონიშვილები მეთაურობდნენ, ხოლო ტფილისიდან მათ
დასახმარებლად გაემართა რუსთა ორი ბატალიონი გენერლების ივანე ლაზარევისა და ვასილი
გულიაკოვის წინამძღოლობით.
ნიახურის
ბრძოლა გაიმართა მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ კაკაბეთის მახლობლად, ნიახურის
მინდორზე. ბრძოლა დაღესტნელთა ლაშქრის სრული განადგურებით დამთავრდა. დაჭრილმა ომარ-ხანმა
ორასიოდე მხედრითურთ ძლივს დააღწია თავი ტყვეობას. ქვეყანა აოხრებას გადაურჩა.
თავდაპირველად რუსეთის ხელისუფლება აპირებდა დაეტოვებინა
შეზღუდული ავტონომია ქართლ-კახეთის მეფისთვის და მიეცა ბაგრატიონების დინასტიისთვის
საშუალება ფორმალურად ქართლ-კახეთის მეფეები ყოფილიყვნენ, თუმცა ისინი არც საშინაო
და არც საგარეო პოლიტიკას არ განაგებდნენ, ყველაფერს რუსეთის ხელისუფლების მიერ დანიშნული
წარმომადგენლები მართავდნენ. მაგრამ შემდეგ რუსეთის იმპერატორმა გადაწყვიტა პირდაპირ,
რიგითი გუბერნიის სახით შეერთებინა სამეფო რუსეთისთვის და ფორმალური ავტონომიაც კი
არ დაეტოვებინა მისთვის.
ხელშეკრულების პროექტი 1800 წლის 19 ნოემბერს
მოიწონა იმპერატორმა და 23 ნოემბერს სიგელით აცნობა ამის შესახებ გიორგი XII გიორგის
მიერ პროექტის დამტკიცების შემდეგ უნდა მომხდარიყო ახალი ხელისუფლების საბოლოო გაფორმება.
ამ მიზნით ქართლ-კახეთის სახელმწიფოში გამოგზავნეს ქართველი ელჩები გ. ავალიშვილი და
ე. ფალავანდიშვილი. ამავე დროს რუსეთის მთავრობას მისთვის ხელსაყრელი საერთაშორისო
ვითრების პირობებში (საფრანგეთ-რუსეთის დაახლოება) გადაწყვეტილი ჰქონდა ქართლ-კახეთის
სახელმწიფოს გაუქმება და მისი რუსეთთან შეერთება.
18 დეკემბერს პავლე I ხელი მოაწერა სათანადო მანიფესტს,
რომელსაც ჯერ საიდუმლოდ ინახავდნენ.
1800 წლის 22 დეკემბერს იმპერატორმა პავლე I ხელი
მოაწერა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების მანიფესტს, რითაც უხეშად
დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი და მოახდინა დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ქართლ-კახეთის
ანექსია.
აღსანიშნავია რამდენად ცინიკურად მოქმედებდა რუსეთის
იმპერატორი ამ მანიფესტის ხელმოწერისას, ამ დროს მძიმედ ავადმყოფი მეფე გიორგი XII
ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რუსეთის ხელისუფლებამ არ ჩათვალა საჭიროდ ეცნობებინა გიორგისთვის
ამ მანიფესტის არსებობის შესახებ. არაფერი იცოდნენ ქართლ-კახეთის საელჩოშიც, სანქტ-პეტერბურგში.
1800 წლის 18 დეკემბერს პავლე I გიორგი XII სიცოცხლეშივე
ხელი მოაწერა ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების მანიფესტს. ის პეტერბურგიდან საიდუმლოდ
გადმოუგზავნეს კავკასიის ხაზის უფროსს, გენერალ კარლ კნორინგს. უფრო ადრე მან იმპერატორისგან
მიიღო საიდუმლო ბრძანება ― გიორგი XII გარდაცვალების შემთხვევაში ქართლ-კახეთში სამეფო
ხელისუფლების გაუქმება გამოეცხადებინა. შესაძლო გართულებების ასაცილებლად ჩრდილოეთ
კავკასიიდან ქართლ-კახეთში დამატებით შემოჰყავდათ რუსული ჯარი, რომლის რაოდენობამ
1801 წლის ბოლოსთვის 10 ათას მეომარს გადააჭარბა.
1800 წლის 28 დეკემბერს გიორგი XII გარდაიცვალა.
გენერალმა ლაზარევმა არ დაუშვა იმპერატორის მიერ ტახტის მემკვიდრედ გამოცხადებული დავით
ბატონიშვილის გამეფება. მან ქართლ-კახეთის დროებითი მმართველობა შექმნა.
ამან ააღელვა ქართული საზოგადოება. ყველა ხედავდა,
რომ შეილახა ქართველი ერის ნება და ბაგრატიონთა საგვარეულო უფლებები. ტფილისის ქუჩებში
საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობდა. „წესრიგის დამრღვევნი“, მათ შორის სოლომონ ლიონიძე,
დააპატიმრეს. ლაზარევმა დაშალა იულონ ბატონიშვილის მომხრენიც, რომლებიც მცხეთის საკათედრო
ტაძარში იულონ ერეკლეს ძის მეფედ კურთხევას ცდილობდნენ.
1801 წლის 8 იანვარს ქართლ-კახეთის სამეფოს ელჩები
ტფილისში დაბრუნდნენ და ჩამოიტანეს იმპერატორის მიერ ხელმოწერილი გიორგი XII „სათხოვარი
პუნქტები“. მის საფუძველზე, გარდაცვლილი მეფის უფროსი ვაჟი ― დავით გიორგის ძე ბაგრატიონი
გამოცხადდა „საქართველოს მემკვიდრედ და მმართველად“. მაგრამ „სათხოვარი პუნქტების“
მიხედვით დავითი ქართლ-კახეთის მეფედ რუსეთის იმპერატორს უნდა დაემტკიცებინა, ამიტომ
ელჩები ამ მოთხოვნით ისევ პეტერბურგში გააბრუნეს.
1801 წლის 14 იანვარს დავითმა თავი ქართლ-კახეთის
სამეფოს გამგებლად გამოაცხადა.
*ჭავჭავაძე გარსევანი (1757-1811) - ქართველი დიპლომატი, ქართლ-კახეთის სამეფოს
ელჩი რუსეთის სამეფო კარზე, გეორგიევსკის ტრაქტატის დადების მონაწილე.
*გულიაკოვი ვასილი (1751-1804), გენერალ-მაიორი, დაკრძალულია ბოდბეს მონასტერშო.
ცხადია, ქართლ-კახეთის პოლიტიკურმა ელიტამ და
ელჩებმა არ იცოდნენ, რომ პეტერბურგში უკვე გადაწყვეტილი იყო მათი სამეფოს ბედი.
1801 წლის 18 იანვარს პეტერბურგში გამოქვეყნდა
იმპერატორ პავლე I ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსეთთან შეერთების შესახებ.
1801 წლის 20 იანვარს, იმპერატორის ბრძანებით,
ქართლკახეთის სამეფო ოჯახის ყველა წევრი რუსეთში გაიწვიეს.
პეტერბურგში გაიგზავნა გიორგი XII სამეფო გვირგვინი
და კვერთხი.
1801 წლის 16-17 თებერვალს, რუსული ჯარით გარშემორტყმულ
სიონისა და ვანქის ტაძრებში, პავლე I მანიფესტი
საჯაროდ წაიკითხეს და ხალხი რუსეთის მეფის ერთგულებაზე დააფიცეს. წინააღმდეგობის შემთხვევაში
რუსეთი მზად იყო სამხედრო ძალა გამოეყენებინა.
ერეკლე
II მსაჯული, სოლომონ ლიონიძე, ურჩევდა დავითს, რომ თავი მეფედ გამოეცხადებინა, თუმცა
უფლისწული ცდილობდა ყველაფერი კანონის ფარგლებში მოექცია და გამეფებაზე იმპერატორის
დასტურს ამაოდ ელოდა.
რუსეთის იმპერიის სენატის 1801 წლის 6 მარტის
გადაწყვეტილებით ქართლკახეთის სამეფო რუსეთის გუბერნიად იქცა.
რუსეთის ხელისუფლებამ ქართლ-კახეთის საგუბერნიო
მმართველობის დებულება დაამტკიცა. იმპერატორის სურვილის თანახმად, ქართლ-კახეთის სამეფოსთვის
„საქართველოს გუბერნია“ უნდა ეწოდებინათ;
„საქართველოს გუბერნიის“ მმართველად გენერალ-გუბერნატორი
დაინიშნებოდა, რეზიდენცია კი ტფილისში უნდა ყოფილიყო.
1801 წლის 11 მარტს სენატის გადაწყვეტილებით
„საქართველოს გუბერნიის“ გენერალ-გუბერნატორად კარლ კნორინგი, ხოლო სამოქალაქო გუბერნატორად,
რუსეთში აღზრდილი, გარუსებული გენერალი, დიმიტრი ორბელიანი* დაინიშნა.
ამგვარად, პავლე I უგულებელყო საერთაშორისო სამართალი,
დაარღვია რუსეთ-საქართველოს შეთანხმებები (1783 წლის ტრაქტატი, 1799 წლის განახლებული
ხელშეკრულება) და ქართლ-კახეთის სამეფო თვითნებურად გააუქმა.
ეს იყო ქართული სახელმწიფოს მიმართ ძალმომრეობა და მისი სუვერენიტეტის
ხელყოფა.
პავლე I ვერ მოასწრო ქართლ-კახეთში მმართველობის
ახალი სისტემის ჩამოყალიბება.
ის 1801 წლის 11 მარტს შეთქმულების მსხვერპლი
გახდა.
რუსეთის ახალ იმპერატორ ალექსანდრე I, რომელიც,
ძირითადად, არ იზიარებდა წინამორბედის საშინაო და საგარეო პოლიტიკის კურსს, ქართლ-კახეთის
საკითხთან მიმართებაში რადიკალურად განსხვავებული პოზიცია არ გამოუხატავს. ის უფრო
გონივრულად და წინდახედულად მიუდგა პრობლემას.
მამისგან განსხვავებით, ალექსანდრე I შეეცადა
შეენიღბა რუსეთის იმპერიის ნამდვილი მიზანი და ქართლ-კახეთის სამეფოს ინკორპორაცია
ევროპის ქვეყნების თვალში ერთმორწმუნე ქართველ ხალხზე ზრუნვად ეჩვენებინა. მან არ გააუქმა პავლე I მანიფესტი, მაგრამ ლიბერალური შეხედულებებისა
და საერთაშორისო სამართლისადმი ანგარიშის გაწევის მოტივით, ქართლ-კახეთის სამეფოში
რუსული მმართველობის დამყარების საკითხი დროებით შეაჩერა.
ალექსანდრე I ქართლ-კახეთის სამეფოს დასაკავებლად
დასაბუთებული და მყარი გამამართლებელი საფუძველი სჭირდებოდა. ამიტომ, ქართლ-კახეთის
სამეფოს ანექსიის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა თავის სათათბირო ორგანოს,
მუდმივ საბჭოს, დაავალა.
ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთება მუდმივი
საბჭოს დაარსების პირველსავე დღეებში გახდა განსჯის საგანი.
1801 წლის აპრილში საბჭოს სხდომებზე ქართლ-კახეთის
საკითხი ორჯერ განიხილეს. გამოიკვეთა საპირისპირო პოზიციები, თუმცა ხმათა უმრავლესობით
ქართლ-კახეთის სამეფოს შემოერთება სასარგებლოდ მიიჩნიეს, როგორც საკუთრივ ამ ქვეყნის
მოსახლეობის, ასევე რუსეთის იმპერიის საზღვრების დაცვისთვის.
ამ ეტაპზე საბჭოს ეს გადაწყვეტილება რუსეთის იმპერატორმა
ალექსანდრე I არ დაამტკიცა და ქართლ-კახეთის პრობლემის შესასწავლად სპეციალური კომისია
შექმნა. მას დასკვნა რუსეთის მუდმივი საბჭოსთვის უნდა წარედგინა.
შექმნილი ვითარების ადგილზე გამოკვლევა დაევალა გენერალ კნორინგს.
ალექსანდრე I 1801 წლის 19 აპრილის უმაღლესი რესკრიპტით
გენერალს უნდა გაერკვია:
შეძლებდა თუ არა ქართლ-კახეთის
სახელმწიფო დამოუკიდებლად არსებობას;
სურდა თუ არა ამ ქვეყნის მოსახლეობას რუსეთის
იმპერიის ქვეშევრდომობაში ყოფნა და მიაჩნდა თუ არა „რუსეთის იმპერიის ფარგლებში საქართველოს
მოქცევა გადარჩენის ერთადერთ გზად“.
მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად კნორინგს ვითარება
ისე უნდა წარმოეჩინა, რომ ქვეყანას იერთებდნენ არა „რუსეთის ინტერესებისთვის“, არამედ
„ქართველი ხალხის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“.
შელამაზებულ ფრაზებთან ერთად იმპერატორი ვერ ფარავდა
რუსეთის ნამდვილ მიზნებს და კნორინგს სწერდა:
„არ დაგიმალავთ, რომ იმპერიის ღირსება, ჩვენი
საზღვრების უშიშროება, ... საკუთრივ რუსეთის სარგებლობის გათვალისწინება ძველთაგანვე
აიძულებდა ხელისუფლებას... მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სარგებლობის
თვალსაზრისით შევაფასოთ მისი არსი. ჩვენ არ შეგვიძლია არ ვცნოთ ეს ძალა“.
ფაქტობრივად, კნორინგმა მიიღო დავალება, რომ ქართლ-კახეთის
სამეფოს გაუქმების შესახებ რუსეთის პოლიტიკური ნება, ქართული
საზოგადოების სურვილად გაესაღებინა.
გენერალი კნორინგი საქართველოში 1801 წლის მაისში
ჩამოვიდა და დაუყოვნებლად ჩაერთო ქართლ-კახეთის მართვის პროცესში. ჩამოსვლისთანავე
მან დავით გიორგის ძე ბაგრატიონი ქართლ-კახეთის განმგებლის თანამდებობიდან გადააყენა.
1801 წლის ივლისის დასაწყისში შეიქმნა ქართლ-კახეთის
„დროებითი მმართველობა“, რომლის თავმჯდომარედ გენერალი ივანე ლაზარევი, ხოლო წევრებად
ქართველი მდივანბეგები ― ზაალ ბარათაშვილი, ეგნატე და სულხან თუმანიშვილები*, ივანე
ჩოლოყაშვილი და ტფილისის ყოფილი მამასახლისი დარჩო ბებუთოვი დაინიშნენ. დროებითმა მმართველობამ
დაახლოებით ერთ წელიწადს იარსება.
*ორბელიანი დიმიტრი-(1763-1820), გენერალ-ლეიტენანტი (1812)
*ეგნატე თუმანიშვილი- ქართლ-კახეთის პოლიტიკური მოღვაწე
*სულხან თუმანიშვილი-ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე
ეს იყო ქართლ-კახეთში რუსული მმართველობის დამყარების გარდამავალი
საფეხური, როდესაც ქართულ სახელმწიფოში მმართველობის არსებული ინსტიტუტების გაუქმება
და რუსული მოდელით ჩანაცვლება სცადეს.
ამ პერიოდში ქართლ-კახეთში საკმაო რაოდენობით
რუსული სამხედრო შენაერთები შემოვიდნენ.
დროებითმა მმართველობამ საფუძველი მოამზადა ქართლ-კახეთის
სრული ოკუპაციისა და ანექსიისთვის, რუსული მმართველობის სისტემის დასამყარებლად და
რუსეთისთვის ხელისუფლების საბოლოოდ გადასაცემად.
კნორინგმა ქართლ-კახეთში 22 დღე დაჰყო. ეს ხანმოკლე
ვიზიტი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მას, გენერალ ლაზარევის მიერ შერჩეული რუსული
ორიენტაციის პირების ჩვენებების საფუძველზე, შეესრულებინა იმპერატორის დავალება და
მუდმივ საბჭოში წარსადგენად ქართლ-კახეთის რუსეთთან მიერთების მიზანშეწონილობის დასკვნა
შეედგინა.
1801 წლის 24 ივნისს, იმპერატორის თანდასწრებით
და საიდუმლო კომიტეტის მონაწილეობით, მუდმივ საბჭოში ქართლ-კახეთის საკითხი განიხილეს.
ქართლ-კახეთის ანექსიას განსაკუთრებით აქტიურად
ითხოვდა გრაფი ვალერიან ზუბოვი, რომელიც უკანასკნელი სპარსული ლაშქრობის (1796) მთავარსარდალი
იყო და სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის კარგ მცოდნედ ითვლებოდა.
ზუბოვი ამტკიცებდა, რომ:
-რუსეთის „ქვეშევრდომობაში“
შესვლა ქართველების ერთსულოვანი სურვილი იყო;
-ბუნებრივი სიმდიდრით გამორჩეული პროვინცია შემოსავლებს
მოუტანდა იმპერიას;
-ქართლ-კახეთის დაკავებაზე უარის თქმით კი რუსეთი
საფრთხის ქვეშ დააყენებდა თავის სამფლობელოებს კავკასიაში.
სრულიად განსხვავებულ პოზიციას გამოხატავდნენ
საიდუმლო კომიტეტის წევრები, რომელთა მოსაზრებას მუდმივი საბჭოს წარმომადგენელი ალექსანდრე
ვორონცოვიცი* იზიარებდა. ალექსანდრე ვორონცოვმა და ვიქტორ
კოჩუბეიმ* თავიანთ მოხსენებებში ეჭვი გამოთქვეს
კნორინგის კვლევის ობიექტურობის თაობაზე და მისი დასკვნები უსაფუძვლოდ მიიჩნიეს.
თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მუდმივი საბჭოს
უმრავლესობამ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიას დაუჭირა მხარი და 1801 წლის 8 აგვისტოს
დასკვნით დოკუმენტში აღნიშნა:
„... ახლად შექმნილ მდგომარეობათა გამო, საბჭო
საქართველოს შეერთებაში ოდნავ უსამართლობასაც კი ვერ შენიშნავს,
პირიქით, იგი მასში ამ მხარის ხსნასა და რუსეთისთვის კი არსებით სარგებლობას, მისი
საზღვრების საიმედო დაცვას ხედავს“.
საბოლოო გადაწყვეტილება ალექსანდრე I უნდა მიეღო.
1801 წლის 12 სექტემბერს პეტერბურგში გამოქვეყნდა მანიფესტი, რომელშიც
რუსეთის იმპერია ადასტურებდა ქართლკახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთებას და ამ მოვლენას
რუსეთის მიერ ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის გაწეულ სამსახურად აცხადებდა.
*ვორონცოვი ალექსანდრე (1741-1805),რუსეთის იმპერიის კანცლერი
*კოჩუბეი ვიქტორი
(1768-1834),ვიცე-კანცლერი (1801)
რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I მანიფესტით
გაუქმდა ქართლ-კახეთის სახელმწიფოებრივი არსებობა, მოხდა მისი ტერიტორიის სრული ანექსია
და ოკუპაცია რუსეთის ჯარების მიერ.
ალექსანდრე I-ის მანიფესტმა დასაბამი დაუდო სამხრეთ
კავკასიაში რუსეთის იმპერიის პოლიტიკური კურსის ახალ ეტაპს.
თუ XVIII ს-ის ბოლომდე რუსეთი თავს იკავებდა სამხრეთ
კავკასიაში დამპყრობლური პოლიტიკისგან და რეგიონის მოსახლეობის მიმართ, ძირითადად,
„განმათავისუფლებლის“ როლს ირგებდა, XVIII-XIX საუკენეების მიჯნაზე სურათი რადიკალურად
შეიცვალა:
ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ ცარიზმის
სვლას სამხრეთ კავკასიის მიმართულებით და მის ექსპანსიურ პოლიტიკას, ტეროტორიების დაპყრობასა
და შემოერთებას ვეღარაფერი შეაჩერებდა.
ალექსანდრე I მანიფესტში ჩამოყალიბებული იყო რამდენიმე
საკვანძო დებულება, რომელიც საფუძვლად დაედო რუსულ პოლიტიკურ და სამხედრო ელიტაში საქართველოს
წარმოსახვით აღქმასა და მენტალურ შეფასებას:
1. საქართველო აზიისა და აღმოსავლური სამყაროს
ნაწილს წარმოადგენდა;
2. ის
იყო განადგურებული, დანაწევრებული, მთლიანობადაკარგული პოლიტიკური სივრცე;
3. ქვეყანა,
რომლის ისტორიული დიდება წარსულში დარჩა, რუსეთის დახმარების გარეშე არსებობას ვერ შეძლებდა; მისი შველა მხოლოდ რუსეთის ძლიერ და სამართლიან ხელისუფლებას შეეძლო.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრეს მანიფესტის გადმოსახედიდან
დანახული საქართველო რუსი მოხელეების წარმოდგენაში, პრაქტიკულად, მთელი XIX საუკუნის
I ნახევრის განმავლობაში არსებობდა. შიდა და გარე აშლილობით დასუსტებული საქართველოს
აღქმის ეს სქემა, გარკვეულწილად, რუსეთის მიერ მისი ინკორპორაციის მორალურ გამართლებას
წარმოადგენდა.
რუსეთის საიმპერატორო კარზე მყოფმა ქართველმა
ელჩებმა ― გ. ჭავჭავაძემ, ე. ფალავანდიშვილმა და გ. ავალიშვილმა ქართლ-კახეთის სამეფოს
გაუქმებისა და რუსეთთან შეერთების შესახებ მხოლოდ მანიფესტის გამოქვეყნების შემდეგ
შეიტყვეს. ელჩებმა დაუყოვნებლივ გამოთქვეს პროტესტი:
„ვხედავთ, რომ ქართლ-კახეთის შეერთება გამოცხადებულია,
მანიფესტი გამოქვეყნებულია და დამტკიცებული. ჩვენ კი არაფერი ვუწყოდით, არც ქართლ-კახეთის
შეერთებისა და არც მანიფესტის შედგენის შესახებ... თავს უბედურად ვთვლით ... ამგვარი
შეერთების წყალობით... აღმოვჩნდით მოტყუებული და შეურაცხყოფილი” ― წერდნენ ისინი რუსეთის
ვიცე-კანცლერ კურაკინს.
ქართველი ელჩები შეეცადნენ მდგომარეობის გამოსწორებას.
რუსეთის იმპერატორისთვის წარდგენილ 1802 წლის 27 იანვარის ნოტაში ისინი მოითხოვდნენ
ქართლ-კახეთის სამეფოდან რუსი მოხელეების გაწვევას და ადგილობრივი მმართველობის აღდგენას.
1802 წლის 6 თებერვალს, ბუნებრივია, სახელმწიფო
საბჭომ უარყო
ეს მოთხოვნა. ელჩებს კი შეახსენეს, რომ პეტერბურგში მათი
უფლებამოსილების ვადა ამოიწურა. შეურაცხყოფილი გარსევან ჭავჭავაძე, სამშობლოში გამოგზავნილ
წერილში აღნიშნავდა:
„ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმეს, ქვეშევრდომებადაც
არ მიგვიღეს, არავინაა ისე დამცირებული, როგორც ქართველი ხალხი”.
ის ითხოვდა რწმუნების გაგრძელებას, ურჩევდა ქართველ
თავადებს რუსეთიდან გამოგზავნილი განკარგულებები არ შეესრულებინათ და მოეთხოვათ
1783 წლის ტრაქტატის პირობების დაცვა. ქართლ-კახეთის სამეფოში მანიფესტის ტექსტის გამოქვეყნებას
რუსეთის ხელისუფლება განზრახ აყოვნებდა და ხელსაყრელ მომენტს ელოდა. ამასობაში კი,
გაგრძელდა ქვეყანაში დამატებითი რუსული სამხედრო შენაერთების შემოყვანა და მის ტერიტორიაზე
საოკუპაციო ძალების მობილიზება.
ალექსანდრე I მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს
გაუქმებისა და მისი რუსეთთან შეერთების შესახებ ტფილისში 7 თვის შემდეგ, 1802 წლის 12 აპრილს გამოცხადდა.
მანიფესტის გასაცნობად ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის
წარმომადგენლები და ქართლ-კახეთის დიდებულები სიონის ტაძარში მიიწვიეს. საზოგადოების
პროტესტისა თუ შესაძლო გართულების აღსაკვეთად ტაძრის გარშემო და მის მიმდებარე ქუჩებზე
რუსული ჯარის ნაწილები განათავსეს.
ქართლ-კახეთის პოლიტიკურ ელიტას და დიდებულებს
მანიფესტი რუსული ჯარებით ალყაშემორტყმულ სიონის ტაძარში წაუკითხეს და იმპერატორის
ერთგულებაზე ფიცის დადება მოსთხოვეს.
კახეთის თავადაზნაურობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა,
ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი რუსეთთან შეერთების მანიფესტს პროტესტით
უპასუხა და რუსეთის იმპერატორის ერთგულების ფიცი არ მიიღო. მათ ალყა გაარღვიეს და თბილისი
დატოვეს. ხელისუფლებამ რეპრესიებს მიმართა, რამდენიმე თავადი და მათი მომხრეები შეიპყრეს.
ალექსანდრე I მანიფესტის პარალელურად პეტერბურგში
დამუშავდა ქართლ-კახეთის ადმინისტრაციული დანაწილებისა და რუსული მმართველობის შემოღების
ახალი პროექტი, რომელიც 1801 წლის 12 სექტემბერს მანიფესტთან ერთად დამტკიცდა.
,,წყალობითა ღვთისათა ჩვენ
ალექსანდრე პირველი იმპერატორი და თვითმპყრობელი ყოვლისა რუსეთისა და სხვათა და სხვათა
და სხვათა...
განვუცხადებთ სრულიად საქართველოს
სამეფოს მცხოვრებთ. ამიერიდან მყარდება მფარველობა და უზენაესი ხელმწიფება რუსეთისა
იმპერიისა ქართველთა სამეფოზე. როდესაც რუსეთის იმპერატორი გავხდი, ვიხილე საქართველო
რუსეთთან შეერთებული 1801 წლის 18 იანვრის მანიფესტით.
ამან და ერთმორწმუნე ხალხის
განსაცდელში მხარდაჭერის ვალდებულებამ გვაიძულა თქვენი მფარველობაში მიღება. ისედაც ვრცელი იმპერიის საზღვრების კიდევ უფრო გაფართოებისათვის
კი არ ვიტვირთეთ საქართველოს მმართველობის სიმძიმე. თქვენი შეჭირვების და მტერთაგან
დასაცავად, გიწესებთ მმართველად გენერალ კნორინგს, რომელიც იზრუნებს ქვეყანაში წესრიგზე.”
1802 წლის მაისში ტფილისში ოფიციალურად დაიწყო
ფუნქციონირება რუსეთის მიერ შექმნილმა „საქართველოს სამმართველომ“, საქართველოს მმართველის
თანამდებობაზე კარლ კნორინგი დაინიშნა*, რომელსაც მთავარსარდალი ეწოდა.
ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორია დაიყო ხუთ ნაწილად:
გორის, დუშეთის, ლორის, თელავის და სიღნაღის უეზდებად (რეგიონებად), უეზდების მმართველებად
რუსი მოხელეები დაინიშნენ, რომლებსაც „კაპიტან-ისპრავნიკები“ ეწოდათ.
ქალაქების მმართველებად დაინიშნენ რუსი ოფიცრები,
რომლებსაც „კომენდანტები“ ეწოდათ, დამპყრობლებმა ასევე გააუქმეს ქართული სამართალი
და სამართალწარმოება რუსულ სისტემაზე გადაიყვანეს. საქართველოში ძალაუფლების ხელში
აღების შემდეგ პირველი, რაც რუსეთის ხელისუფლებამ გააკეთა, იყო ბაგრატიონების სამეფო
ოჯახის დევნის დაწყება, კერძოდ სამეფო ოჯახის ყველა წევრის დაპატიმრება და მათი რუსეთში
გადასახლება, ხოლო მათ ვინც წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის ხელისუფლებას, ძალადობრივი
მეთოდების გამოყენებით აპატიმრებდნენ და ასახლებდნენ რუსეთში. მიზეზი მმართველი დინასტიის
სასტიკი დევნისა იყო ის, რომ არასოდეს ბაგრატიონები არ შეეგუებოდნენ საქართველოს დაპყრობას
და ანექსიას, ამიტომ ისინი აუცილებლად იბრძოლებდნენ საქართველოს მტრისაგან გასათავისუფლებლად,
თავის მხრივ ბაგრატიონები მარტო არ იქნებოდნენ თავიანთ ბრძოლაში, რადგან ქართველი ერი
არ შეეგუებოდა დამოუკიდებლობის დაკარგვას და ყოველთვის მხარში ამოუდგებოდნენ სამეფო
დინასტიის წარმომადგენლებს მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ეს კარგად
იცოდნენ სანქტ-პეტერბურგში ამიტომ, საქართველოში მყოფ რუსეთის არმიის ნაწილებს და რუს
ჩინოვნიკებს, უპირველეს მიზნად დაუსახეს ბაგრატიონების საქართველოდან გასახლება, ხოლო
რა მეთოდებით გააკეთებდნენ დამპყრობლები ამას, მნიშნვნელობა არ ჰქონდა.
გასახლება დაიწყო 1801 წელს, თავდაპირველად გაასახლეს
გიორგი XII შვილები, უფლისწულები: ბაგრატი, დავითი, იოანე და მიხეილი. უფლისწულების
ნაწილი არ დაემორჩილა რუსეთის ხელისუფლებას და წინააღმდეგობის გაწევა დაიწყეს.
ამასობაში 1803 წელს გაასახლეს ერეკლე II მეუღლე
დედოფალი დარეჯანი, იმავე წელს რუსებმა გადაწყვიტეს გაესახლებინათ გიორგი XII მეუღლე
დედოფალი მარიამი, რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებდა საქართველოს დატოვებაზე, რადგან
დედოფალი ვერ აიძულეს საკუთარი ნებით დაეტოვებინა ტფილისი, გენერალი ლაზარევი შეიჭრა
სასახლეში და ძალით სცადა დედოფლის გამოყვანა, რაც რუს გენერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა,
მარიამმა სასახლეში ნებართვის გარეშე შეჭრილი ლაზარევი მოკლა.
მომდევნო, 1804 წელს უკვე უფლისწულები იულონი
და ფარნაოზი დააპატიმრეს და გაასახლეს საქართველოდან. რამდენიმე წლის განმავლობაში
რუსებმა გაასახლეს ბაგრატიონების სამეფო საგვარეულოს თითქმის ყველა წევრი, გასახლებას
გადაურჩნენ მხოლოდ ისინი, ვინც თავი სპარსეთს, ოსმალეთს ან ჩრდილოეთ კავკასიას შეაფარეს,
საიდანაც ისინი კვლავ აგრძელებდნენ აქტიურ ბრძოლას რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ.
1802 წლიდან საქართველოში დაიწყო აჯანყებების,
პოლიტიკური გამოსვლების და შეთქმულებების მთელი სერია, რომლებიც ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად
საქართველოს გათავისუფლებას ისახავდნენ. თუმცა რუსეთი არ შემოფარგლულა მხოლოდ აღმოსავლეთ
საქართველოს დაპყრობით და მისი შენარჩუნებით, რუსეთის ხელისუფლებას მიზნად ჰქონდა სრულად
დაეპყრო საქართველო, ამიტომ მათ ენერგიული ქმედებების განხორციელება დაიწყეს დასავლეთ
საქართველოს დასაპყრობად.
2021 წლის სექტემბერი
საგარეჯო-თბილისი
მოთხრობაში ნახსენები გიორგი ივანეს-ძე შენგელიძე (1777-1817 წ.შ. ) რეალური პიროვნებაა. ხსენებული ამბების შემდეგ ის შევიდა რუსულ სამხედრო სამსახურში,
იპოვა თავისი დაკარგული ბიძა, დავით იოსების-ძე შენგელიძევი (შენგელიძე), (1757-1799
წ.შ.) რომელიც მსახურობდა ვიატკის მუშკეტერთა
პოლკში და ახლდა ა. სუვოროვის ჯარებს შვეიცარიის
ლაშქრობაში, გრენადერთა ბატალიონის მეთაურად და დაუდო სათავე შენგელიძეთა სამხედრო დინასტიას რუსულ ჯარში.
რუსეთის
ფედერაციის სამხედრო-ისტორიულ არქივში დაცულია აზნაურ ეგორ (გიორგი) ივანეს-ძე
შენგელიძევის (შენგელიძის) ნამსახურების ნუსხა,
რომლითაც ირკვევა, რომ ის წარმოშობით საქართველოდან იყო და მსახურობდა სმოლენსკის ქვეითთა პოლკში. მონაწილეობდა 1812 წლის რუსეთის სამამულო ომში მაიორის ჩინით და განსაკუთრებული დამსახურებისთვის დაჯილდოვდა
ოქროს იარაღით ,,მამაცობისათვის,,. 1817 წელს მსახურობდა პოლკოვნიკის ჩინით სმოლენსკის ქვეითთა
პოლკში.
მისი შვილი - ვლადიმერი (გ.1869), მსახურობდა სასაზღვრო დაცვაში კაპიტნის ჩინით.
მისი შვილიშვილი - ვსევოლოდი (1853-1909), მსახურობდა
პოლკოვნიკის ჩინით სასაზღვრო ჯარების ბრიგადის მეთაურის თანაშემწედ.
დაჯილდოებული იყო
რუსეთის ორდენებით:
,,წმ.ანას,, IV (მამაცობისთვის-1877) და III ხარ.(1885);
,,წმ.სტანისლავის,, III (მახვილებითა და ბაფთით-1879)
და II ხარ.(1900);
,,წმ.ვლადიმერის,, IV (ბაფთით XXV წლიანი უმწიკვლო
სამსახურისთვის-1901).
მისი შვილთაშვილები-ვლადიმერი
(პორუჩიკი) და ევგენი (პრაპორშჩიკი) მონაწილეობდნენ 1914-1918 წლების პირველ მსოფლიო
ომში და დაიმსახურეს საბრძოლო ჯილდოები.
მამუკა
ჯემალის-ძე გოგიტიძე
პოლკოვნიკი
დაიბადა 1963 წლის 21 ნოემბერს ქ.თბილისში,
სამხედრო
მოსამსახურის ოჯახში.
1985-1991 წწ. მსახურობდა
ოფიცრად საბჭოთა არმიაში (ამიერკავკასიის
სამხედრო ოლქში).
1991-2010 წლებში
მსახურობდა საქართველოს თავდაცვის ძალებში.
2010 წლიდან მსახურობს შსს-ს
სისტემაში.
2002 წელს დაამთავრა უკრაინის თავდაცვის ნაციონალური აკადემიის
ოპერატიულ-ტაქტიკური ფაკულტეტი.
2006 წლის 17 აპრილს დაიცვა
საკანდიდატო დისერტაცია ივანე ჯავახიშვილის სახ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე ,,ქართველი ოფიცრები რუსეთის იმპერიის არმიაში XVIII-XIX სს.დასაწყისში,,
ისტორიის დოქტორი, პროფესორი
მამუკა გოგიტიძე არჩეულია საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრად (2013).
2015 წლის 29 დეკემბერს არჩეულ
იქნა საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის სამხედრო
მეცნიერების მუდმივმოქმედი საბჭოს
წევრად.
2017 წლიდან არის საქართველოს სამხედრო
ისტორიის საზოგადოების თავმჯდომარე.
2018 წლიდან არის მოწვეული
ლექტორი საქართველოს სამხედრო ხელოვნების
საგანში დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში.
არის 19 მონოგრაფიის ავტორი, სამამულო და საზღვარგარეთის
რიგ სამხედრო - სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო საბჭოების წევრი, ,,ქართული სამხედრო-ენციკლოპედიური
ლექსიკონის,, ავტორი, შემდგენელი და
სამუშაო ჯგუფის წევრი (2017), ენციკლოპედია ,,საქართველოს,, მთავარი სამეცნიერო
რედაქციის სამხედრო კონსულტანტი.
2018 წელს აქტიური
შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა მიანიჭა -,,ქართული კულტურის ამაგდარის,, წოდება.
2018 წელს აქტიური
შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის საქართველოს
მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა წიგნისათვის ,,საქართველოს 100 ბრძოლა,, (დამხმარე
სახელმძღვანელო) მიანიჭა ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია და გადაეცა
ლაურეატის ვერცხლის მედალი.
საქართველოს პრეზიდენტის ე.შევარდნაძის
განკარგულებით დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003),
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II მიერ დაჯილდოებულია
წმინდა გიორგის ვერცხლის მედლით (2008).
განსაკუთრებული
ღვაწლისათვის შეტანილს
საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების შექმნის და სამხედრო ისტორიის
პოპულარიზაციის საქმეში, არჩეულ იქნა
ბაგრატოვანთა სამეფო სახლის ერეკლე მეორის სამეფო ორდენის
დარბაზის წევრად და დაჯილდოვდა
ერეკლე მეორის ორდენით
(2020).
არის 130 სამეცნიერო სტატიისა, მათ შორის 23 წიგნისა საქართველოს სამხედრო ისტორიის და კავკასიის
საკითხებზე.
ავტორია ნოველებისა: ,,თხუნელას
ქურქი,, (2013); ,,საათი და ხელჯოხი,,(2021);
,,დროის მარყუჟი,, (2021).
სარჩევი
კარი I
თავი I ერეკლეს გარეშე……………………………….გვ.3
თავი II გიორგის
მეფობა...............................................გვ.18
თავი III რუსეთის
გეგმები.......................................... .გვ.29
თავი IV
საქართველოს საქმეები..................................გვ.39
თავი V მარტიროზას ამბები........................................გვ.45
თავი VI საბოლაო
ვერდიქტი..................................... გვ.49
ეპილოგი...........................................................................გვ.58
ავტორის
შესახებ............................................................
გვ.59
სარჩევი..............................................................................გვ.61