II საარმიო კორპუსი, სრული სია. წიგნიდან "საქართველოსთვის"
რევაზ გრიგოლის ძე ბერიშვილი დაიბადა 1950 წლის 20 მაისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში. 1971-1972 წლებში მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,რევაზ ბერიშვილი 1993 წლის იანვრიდან ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეული სატანკო ბატალიონის მე-3 სატანკო ოცეულის ტანკის მეთაურად.. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში. პირნათლად ასრულებდა მეთაურის დავალებებსა და ბრძანებებს. თანამებრძოლებში კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა.
რიგითი რევაზ ბერიშვილი დაიღუპა 1993 წლის 11 ივლისს სოფელ შრომასთან. დაკრძალულია სოფელ კინდოში.
რევაზ ბერიშვილს დარჩა მეუღლე და სამი შვილი.